თეიმურაზ ბატონიშვილი

სახელი:
თეიმურაზ ბატონიშვილი
იდენტიფიკატორი:
15

ბიოგრაფიული ცნობები:

თეიმურაზ ბატონიშვილი (1782-1846), გიორგი XII-სა და ქეთევან ანდრონიკაშვილის ძე; მწერალი, მეცნიერი, მთარგმნელი, ლექსიკოგრაფი. 

რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის დაპყრობის შემდეგ აქტიურად იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, რის გამოც 1803 წელს ირანში გადაიხვეწა. 1810 წელს ისევ სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო ამავე წლის ოქტომბერში იძულებული გახდა პეტერბურგში გამგზავრებულიყო.

ის რუსეთში კულტურულ და სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა; 1814 წელს რუსული ბიბლიური საზოგადოების წევრად იქნა არჩეული; თანამშრომლობდა მარი ბროსესთან. თეიმურაზ ბატონიშვილი რედაქტორობდა პარიზის "აზიურ საზოგადოებას";  დაჯილდოვებულია წითელი არწივის ორდენით პრუსიის იმპერატორის - ვილჰელმ III-ის მიერ; ფლობდა სპარსულ და თურქულ ენებს; ეწეოდა ლექსიკოგრაფიულ საქმიანობას და აგროვებდა ქართულ ხელნაწერებსა და ძველნაბეჭდ წიგნებს.

თეიმურაზ ბატონიშვილი იყო პეტერბურგის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, ხოლო 1844 წელს გახდა კოპენჰაგენის ანტიკვართა სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი.

დაკრძალულია ნევის მონასტრის ბაგრატიონთა სასფლაოზე.

წყარო:

  • https://georgianencyclopedia.ge/ka/form/18606
ციტირება

თეიმურაზ ბატონიშვილი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/person/show/15 წვდომის თარიღი:

მონაცემების ექსპორტი
პირთან დაკავშირებული ხელნაწერები
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში