ხელნაწერში შეტანილი ძირითადი ტექსტი არის ვახუშტი ბატონიშვილის „ისტორია გეორგიისა, ანუ ყოვლისა საქართუჱლოჲსა“. თუმცა, უხვად ახლავს დავით ბატონიშვილის ვრცელი, საყურადღებო კომენტარები და ჩანართები (ნაბუქოდონოსორის ისტორია, თხრობა ატენური ჯვრის შესახებ, რომელსაც ჩამწერი თუ მთქმელი დავით აღმაშენებელთან აკავშირებს და ა. შ.).
ხელნაწერის ძირითადი ნაწილის ერთ-ერთ უმთავრესი უპირატესობა მისი შემკულობებია. დეკორირებულია სათაურები და საზედაო გრაფემები. ხელნაწერის ძირითადი ნაწილი მოხატულია შავი მელნით შესრულებული ალეგორიული შინაარსის ჩანახატებით, თავსამკაულებითა და ბოლოსამკაულებით - მითიური ცხოველები თუ ფრინველები, ანგელოზები, მცენარეული ორნამენტები, ორთავიანი არწივი, თაღოვანი თავსამკაულები და მცენარეული ბოლოსამკაული. თავფურცელზე წარმოდგენილია ბაგრატიონთა გერბი ტრადიციული წარწერით: „ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხ-ყო იგი ნაყოფთაგან“. ხელნაწერის განსაკუთრებული ნაწილია საზედაო გრაფემები, რომლებშიც სამი ქართველი მეფის გამოსახულებაა ჩასმული: ა) ვახტანგ გორგასალი - საზედაო გრაფემა მ-ს მუცელში (36v), ბ) დავით აღმაშენებელი - საზედაო გრაფემა დ-ს მუცელში (57v), გ) თამარ მეფე - საზედაო გრაფემა დ-ს მუცელში (65r).
ძირითადი ტექსტი 1808 წელს არის გადაწერილი.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1925 წელს ლენინგრადის (დღეს სანქტ-პეტერბურგის) სალტიკოვ-შჩედრინის საჯარო ბიბლიოთეკიდან. თუმცა მის ფურცლებზე შიგადაშიგ დასმულია როგორც პეტერბურგის სალტიკოვ-შჩედრინის ბიბლიოთეკის, ისე რუსეთის სააზიო მუზეუმის ბეჭდები.
სხვადასხვა დროს ხელნაწერი დავით ბატონიშვილსა (1767-1819) და თეიმურაზ ბატონიშვილს (1782-1846) ეკუთვნოდათ.
- შიფრი:
- 1446/104
- სახელწოდება:
- ისტორია გეორგიისა, ანუ ყოვლისა საქართუჱლოჲსა, ქმნილი ვახუშტის მიერ ბაგრატიონისა, ძისა ვახტანგ მეფისა
- თარიღი:
- 1808
- დათარიღების საფუძველი:
-
ხელნაწერში მითითებული თარიღი.
- ფურცლების რაოდენობა:
- 435
- დაუწერელი ფურცლები:
- I-X, 1v, 2v, 3v, 4r-v, 196r-236v, 238r-256v, 342v-389v, 411v, 418v-421v, 423v-433r
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
წითელი, ტყავის, რესტავრირებული, შევსებული შინდისფერი ტვიფრული ტყავით.
- ზომები
-
ყდის:
330x225
ქაღალდის:
340x207 / 206x164 (ფფ. 18-21, 61, 62), 201x128 (ფ. 237)
ტექსტის:
238x140 / 105x110 (ფფ. 18-21, 61, 62), 125x80 (ფ. 237)
სისქე:
95
სტრიქონებს შორის მანძილი:
3
- არშიები
-
ზედა:
29
ქვედა:
50
მარცხენა:
12
მარჯვენა:
40
- სტრიქონების რაოდენობა:
- 30/ 31/ 32
- განკანონება/ჭვირნიშანი:
-
აქვს ჭვირნიშანი.
- აღრიცხვა:
-
აქვს გადამწერის ხელით შესრულებული გვერდობრივი აღრიცხვა (არაბული ციფრებით), ერთი გვერდი მეორდება (331), ნუმერაცია წყდება 369 გვ-ზე და გრძელდება 426-ზე, ისევ წყდება 598-ზე და გრძელდება 600-ზე, სრულდება 658 გვ-ზე (ბოლო ნაწერ ფურცელზე); გარდა ამისა, ხელნაწერს აქვს რვეულებრივი სათვალავიც (აღნიშნულია არაბული ციფრებითა და მხედრული ასოებით.
- ხელნაწერის მდგომარეობა:
- კარგი.
- გაფორმება:
-
დეკორირებულია სათაურები და საზედაო გრაფემები (5r). მინიატურები: ხელნაწერის ძირითადი ნაწილი მოხატულია შავი მელნით შესრულებული ალეგორიული შინაარსის ჩანახატებით, თავსამკაულებითა და ბოლოსამკაულებით - მითიური ცხოველები თუ ფრინველები, ანგელოზები, მცენარეული ორნამენტები, ორთავიანი არწივი (1r, 3r, 12v, 105r, 134v, 185r, 195v, 264v, 276r, 292v, 293r, 308v), აგრეთვე დამატებით ნაწილში - თაღოვანი თავსამკაულები და მცენარეული ბოლოსამკაული (412r, 414r-v, 415v, 416v, 418r); თავფურცელზე წარმოდგენილია ბაგრატიონთა გერბი ტრადიციული წარწერით: „ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხ-ყო იგი ნაყოფთაგან“ (მხედრული, 2r).
ხელნაწერის განსაკუთრებული შემკულობის ნაწილია საზედაო გრაფემები, რომლებშიც სამი ქართველი მეფის გამოსახულებაა ჩასმული: ა) ვახტანგ გორგასალი - საზედაო გრაფემა მ-ს მუცელში (36v), ბ) დავით აღმაშენებელი - საზედაო გრაფემა დ-ს მუცელში (57v), გ) თამარ მეფე - საზედაო გრაფემა დ-ს მუცელში (65r).
- დაკავშირებული პირები
-
- აბრაჰამ კათალიკოსი
- ადერკი, მეფე
- ადრანასე ხოსროიანი
- ავანანი
- აკვილა
- ალექსანდრე
- ალექსანდრე, ძე კონსტანტინესი
- კონსტანტინე, ძე ალექსანდრესი
- ალიყულიხან იასე / მუსტაფა ფაშა
- ამენოფისი
- ანტონ I კათალიკოსი
- ანტონი მარკ / მარკუს ანტონიუსი (ძვ. წ. 83-30)
- არიარატი
- არტაბაზ მეფე
- მემნონი
- არფაკსადი
- არჩილ I, V ს.
- არჩილ მეფე II / შაჰნაზარიხანი (1647-1713)
- ასტიახი
- ასქანა
- ახემენი
- ბაბილა (619-629)
- ბაგრატ, ძე გოჩა სპასპეტისა
- გოჩა სპასპეტი
- ბაკურ III
- ბართლომეოსი, კათოლიკოს-პატრიარქი
- ბასილი / ვასილი მთავარეპისკოპოზი
- ბაქარ მეფე / შაჰნავაზ III
- გერმანე, კათოლიკოსი / ჩიგირმანი
- გიორგი, ძე კონსტანტინესი
- გიორგი, ეგნატე მდივანის ძე
- გიორგი XII
- გიფათა
- გრიგორი, მთავარეპისკოპოსი
- გუასტაბი
- გურამ / გუარამ კურაპალატი
- დავით წინასწარმეტყველი
- დავითი
- დავით აღმაშენებელი
- დავით სოსლანი
- დავით უძლეველი
- დანიელ ჭყონდიდელი
- დარიოზი
- დაჩი, მეფე
- დეიოკი
- ევლეიოსი / ევლავი, კათოლიკოსი VI საუკუნის 30-იან წლებში
- ელია მთავარეპისკოპოსი
- ელისონი
- ვარაზ ბაკური
- ვახტანგ VI / უსეინ ყული ხანი
- ვახტანგ ბაგრატის ძე
- ვახტანგ ბახუტა, თეიმურაზ მუხრანბატონის ძე
- ვახტანგ V, შაჰნავაზი / ბახუტა
- ვახტანგ გორგასალი
- ვახუშტი ბატონიშვილი
- თაბორი, კათოლიკოს-პატრიარქი
- თავფეჩაგი, კათოლიკოს-პატრიარქი
- თამარ მეფე
- თეიმურაზ ბატონიშვილი
- თეიმურაზ მუხრანბატონი, ვახტანგის ძე
- თემისტოკლე
- თობელი
- თორღამ/თორღამა/თარგანოს
- იარანალი
- იაკობ მთავარეპისკოპოსი
- იაფეთი, ნოეს ძე
- იბრეიმ ფაშა
- დავითი / იმამყული ხანი
- იოანე
- იოანე, მთავარეპისკოპოსი
- იოანე, მთავარეპისკოპოსი
- იოანე, მთავარეპისკოპოსი
- იობი, მთავარეპისკოპოსი
- იოანე პეტრიწი
- ერეკლე I / ნაზარალი ხანი
- კამბიზე კამბისე I, კიროს დიდის მამა
- კანდი
- კიროზ დიდი II
- კიროზ I
- კლემენტოს კათალიკოსი
- კლეოპატრა დედოფალი
- კონსტანტინე, ძე გიორგი მეფისა, ქართლის მეფე
- კოსისი
- კრეზი, ლიდიელთა მეფე
- ლეონიდე
- ლუარსაბ ბატონიშვილი
- მაგოგი
- მადიამი
- მადიესი
- მაკარი, კათოლიკოს-პატრიარქი
- მარიამ დედოფალი, XVII
- კონსტანტინე II მაჰმად ყული-ხანი
- მირდატი, ვახტანგ გორგასლის შვილი
- მირდატ I, მირიან მეფის ძე
- მითრიდატე ევპატორი
- მიქაელ მთავარანგელოზი
- მიქაელ სჯულისმდებელი
- მობი / მობიდანი
- მოსოხ
- ნინევი
- ნინი, ასურეთის მეფე
- ნინია
- ოლტაკი
- ოროდა / ორდა / ანუ ორეზეს
- გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი
- პეტრე I
- გნეუს პომპეუს მაგნუსი
- როსტომ ქართლის მეფე (1565-1658 / 1659)
- საბა, პირველი ქართველი კათოლიკოსი (523-523)
- სამოელ II, კათოლიკოსი (VI)
- სამოელ I, ქართლის კათოლიკოსი, წმ.
- სარანდუხტ დედოფალი
- საურმაგი, ფარნავაზის ძე
- სეზოსტრისი / სეზოსრესი
- სემირამიდა
- სვიმეონ მთავარეპისკოპოსი
- სვიმონ მეფე
- სილა
- სპანდიერი, გუასტაბის შვილი
- სტეფანოს მთავარი
- ტიგრანი / ტიღრანი
- თრდატი, მეფე
- ტლაშასძე / ტლაშაძე
- ფარნაკი
- ფარსმან V
- ფარსმან VI
- ფრაოტი
- ქართლოსი
- ქსერქსე
- ღამერი
- გიორგი XII, შაჰნავაზ II
- ლევან ბატონიშვილი / შაჰ ყული-ხანი
- ჩხეიძე სეხნია
- ციაკსარი
- დაკავშირებული ტოპონიმები
-
- აზია
- მცირე აზია
- ათენი / ათინი / ათინა
- ალვანი / ალვანდია
- ანჩა
- აფხაზეთი / ეგრისი / იმერეთი
- ბაბილონი / ბაბილოვანი
- სარკელი/სარიყალა/ბელღოროდი/ბელგრადი/ბელაგორიდი
- საქართველო / გეორგია
- დარუბანდი
- დაღისტანი / დაღესტანი
- დიდოეთი
- ეგვიპტე
- ევროპა
- ეთიოპია
- თერმოპილი
- თუშეთი
- ივერია
- ინდოეთი
- კავკასია
- კახეთი
- კირაპოლი / შამახია
- კონსტანტინეპოლი
- კუხეთი
- მიდია / მიდა
- მცხეთა
- ოვსეთი
- პართია
- პონტო / პონტოა
- საბერძნეთი
- სამცხე-საათაბაგო
- სომხითი
- სპარსეთი
- ტრაპიზონი
- ტფილისი / თბილისი
- ქართლი
- ყირიმი
- ჰერეთი
- დასაწყისი:
-
ისტორია გეორგიისა, ანუ ყოვლისა საქართუჱლოჲსა, ქმნილი ვახუშტის მიერ ბაგრატიონისა, ძისა ვახტანგ მეფისა - ტომობა და ჰშთამომავლობა ქართუჱლთა ნოეს ძის იაფეთის თესლისაგან, ვიდრე ქართლოსისა და ძმათა მისთამდე და განყოფილებანი მათნი და ძეთა მათთა (5r).
ქვესათაურ(ებ)ი:
-
ტომობა და ჰშთამომავლობა ქართუჱლთა (5r-12v).
-
აღწერა სამეფოჲსა საქართუჱლოჲსა (13r -105r).
შენიშვნა:„აღწერაში“ ჩართულია: კადუზიანების ისტორია, კვიროსისა და ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობები კავკასიაში (18r-21v, დავით ბატონიშვილის ხელით), ასევე ატენის სასწაულებრივი ჯვრის ისტორია (61r-62r, დავით ბატონიშვილის ხელით).
მინაწერი:1. დავით ბატონიშვილის კომენტარები:
ა. „ეს ნათესავთ შთამომავლობა სიცრუე არს. იაფეთის შვილებს არც ერთს არ რქმევიათ ავანან. იაფეთის შვილები იყვნენ შვიდნი: 1. ღამერ, 2. მაგოგ, 3. მადიამ, 4. იოან, 5. ელისონ, 6. თობელ, 7. მოსოხ, ხოლო ძენი ღამერისანი: 1. ასქანას, 2. გიფათა და თორღამ ანუ თარგამოს. ეს სამი შვილი იყო ღამერისნი. მაშასადამე, ასე იქნება ქართლოსის შთამომავლობა: იაფეთ შვა ღამერ, ღამერ შვა თორღამა, თორღამა შვა ქართლოს“ (15r, ქვედა არშიაზე).
ბ. „ხაზართა ერნი არის ღინოვიის აღწერასა შინა მოხსენებულნი, რომელიცა მან აღწერა ღუნთათვის, წინაპარნი აწინდელთა ყირღისთანი და მუნ გარემოთა, რომელნიცა მრავალგუარად, გინა მოსახლედ განიყოფიან, ვიზინტიელნი ისტორიკოსნი უწოდებენ მეფეთა ამათთა ხაყანად ანუ ხაღანად, ხოლო აზნაურთა პეხათ. ამათ შემწეობითა ბერძენთა აღაშენეს ქალაქი სარკელათ წოდებული, რომელიცა ნიშნავს ბერძნულითა ენითა ბელღოროდად (ესე იგი თეთრი ქალაქი) აწ წოდებული ბელგრადად ანუ ბელაგოროდად, რომელსაცა თათარნი სარიყალად უწოდებენ (მეფის ძე დავით)“ (16v, მარცხენა არშიაზე).
გ. „ხოლო შემდგომად დანთქმისა მეწამულისა ზღვასა შინა, ამენოфისსა ფარაოსსა იქმნა ძეჲ მისი უხუცესი სეზოსტრის მეგიპტელთა ზედა მეფედ, წელთა დასაბამითგან 2513, ხოლო შობადმდე ქრისტესსა 1491, ამან დაიპყრა ყოველი აღმოსავლეთი ვიდრე ინდოეთადმდე და შემდგომად დაპყრობისა ინდოეთისა უკმოქცეული მუნით მოვიდა მუნით(!) ქვეყანასა ივერიელთასა, ამან შეიყვანა მფლობელობასა შინა თჳსსა სრულიად ივერიაჲ და კოლხიდაჲ და დასახლნა მუნ რაოდენნიმე ერნი ეგიპტისანი და შემდგომად სიკვდილისა სეზოსტრესისა კუალად განთავისუფლდენ ქართუჱლნი, მონებისაგან მეგვიპტელთასა და შევიდნენ ფლობასა ქუჱშე მცხეთელ მამასახლისისა (მეფის ძე დავით)“ (17r, ქვედა არშიაზე).
დ. „ხოლო ოდეს ნინ მეფე ასურეთისა შეიპყრა ცოლმან მისმან სემირამიდა და მუნ პყრობილებასა შინა მოკუდა, იქმნა მეფედ ასურასტანელთა წელთა 2789 ზედა და განძლიერდა ესრეთ, რომელ დაიპყრა ამან ბაბილოვანი, ეთიოპია, ეგვიპტე და სრულიად აზია ვიდრე ინდოეთადმდე და ეგრეთვე სომხითი, ამან შეიყვანა უღლისა ქუჱშე მონებისა თჳსისა სრულიად ივერია. ხოლო შემდგომად სიკვდილისა ამის, ვინაჲთგან ძე მისი ნინია იყო კაცი მცონარე, მშუჱბი და მფუფუნებელი, ამად კუალად [განთავისუფლდა ქართლი] უღლისაგან ასურასტანელთასა (მეფის ძე დავით)“ (17r, მარჯვენა არშიაზე).
ე. „ხოლო შევიდა რა სემირამიდა მთათა კავკასიისათა და მიიწია ადგილსა დაღისტნად წოდებულსა. მუნ იხილა სიმაღლე საშინელი აღსრული ერთისაგან კლდისა, რომელსაცა აქვნდა სიმაღლე ათშვიდმეტი სტადიონი, ანუ ხუთი ათას ხუთას რვა ფუტი. ბრძანა სემირამიდამან მოდგმად კლდესა მას ზედა კიბენი და მირჭმად პალონი და ესეთითა სახითა აღგზავნა მას ზედა ჴელოსანნი და გამოაკვეთინა მას ზედა სახეჲ თჳსი გარემოცული დარაჯათაგან“ (17r, ზედა არშიაზე).
ვ. „წელთა დასაბამითგან 3369, ხოლო ქრისტეს მოსვლადმდე 635, შემდგომად სიკვდილისა ფრაოტ მიდთა მეფისა, იქმნა მიდელთა ზედა მეფედ ძე მისი ციაკსარ. ესე იყო მხნე და ახოვანი. ჟამსა ამისსა გამოვიდეს სკჳთნი გზით მეოტის ტბით, რომელთაცა წინა უძღოდა მათ მეფე მათი მადიეს; მოვიდნენ და შთამოსახლდენ ყოველსა მცირესა აზიასა შინა და მიდასა, კოლხიდიასა და ივერი[ა]სა შინა. ხოლო ციასკარ ვინაჲთგან ვერ წინააღუდგა და იძლია მათგან, მივიდა და განამაგრა ნინევი და ეპყრათ ამათ ადგილნი ესე, ვიდრე 28 წლადმდე. ხოლო შეითქვნენ ყოველნი ესე მოსახლენი და თჳთოეულთა მოსახლეთა დაათრვნეს მდგმურნი თჳსნი და მოსწყჳდნეს და კუალად აღდგა მეფობა. ხოლო შემდგომად სიკუდილისა მის, იქმნა ძეჲ მისი ასტიახ წელთა დასაბამითგან 3409, ამას უწოდებენ დეიოკს და არფაკსადს. ამან მისცა ასული თჳსი კამბიზესს, სპარსთა მეფესა, რომლისაგან იშვა სახელოანი მეფე სპარსთა კიროზ.
ხოლო წელსა 3410, ოდეს ახემენ, მამამან კამბიზესისამან განაცხადა თავი თჳსი სპარსთა მეფედ, ამად ხმობილი სპანდიერ ესე იგი დაბარებული მამისაგან თჳსისა გუასტაბისასა, უკუნ იქცა სპარსეთად, ხოლო სძლო რა მათ კამბიზეს, იგი იქმნა მეფედ სპარსთა“ (17v, მარცხენა და ქვედა არშიებზე).
ზ. „წელთა დასაბამითგან 3468 კჳროს ძემან კამბიზესამან შემდგომად სიკვდილისა მამისა თჳსისა, დაიპყრა ყოველი სპარსეთი. ამან გარდააგდო ასტიახ, პაპაჲ თჳსი ტახტით და იწოდაცა მიდელთა ზედა მეფედ და იპყრა ბაბილოვანი და სძლო მეფესა ლიდელთასა კრეზს და შეიპყრა იგი და წელსა 3468 მოვიდა სომხითს, დაიმორჩილა სრულიად სომხითი და მეფეი მათი. მუნით მოვიდა ივერიელთა ადგილთა შინა ალვანს. ამან მოხარკე ჰყო ყოველი ივერია და აღაშენა ქალაქი ალვანდიასა შინა სახელსა ზედა თჳსსა, რომელსაც უწოდა კირაპოლად, რომელიცა აწ იწოდების შამახიად. ხოლო შემდგომად სიკუდილისა ამის განთავისუფლდა ქართლი მონებისაგან სპარსთასა მით, რამეთუ ძე მისი კამბისეზ წარვიდა მეგვიპტელთა ზედა და მუნ ადგილთა აქვნდა ბრძოლაჲ. ხოლო ჟამსა მას შინა იქმნა სპარსთა შორის აღრეულებაჲ მით, რამეთუ სემირამიდის ვინმე მოგუმან აღადგინა შფოთი და იწოდა სპარსთა მეფედ. კამბის წარემართა რა მას ზედა, წარმოეღვარა ქარქაშით ჴმალი, დაეცა ფერხთა ზედა და მოკვდა მით.
წელთა დასაბამითგან 3483 სცნეს რა დიდებულთა სპარსეთისათა მცბიერებით მიღებაჲ ტახტისა სპარსეთისა მოგვისაგან, შეკრბენ და წარკუჱთეს მას თავი და გამოირჩიეს მეფედ თვისსა ზედა დარიოზ, ძეჲ ისტასპოვისა, ხოლო ამან დაიპყრა ყოველი აღმოსავლეთი და მოხარკე ჰყო ყოველი ივერიაჲ. ხოლო ოდეს წარემართა სკჳთთა ზედა, დაიძლია მათგან და შემდგომად ბერძენთაგან. კუალად განთავისუფლდა ივერია მონებისაგან სპარსთასა და უმეტეს მაშინ, ოდეს შემდგომად სიკვდილისა ამის ძე ამისის ქსერქს წარემართა მილიონითა მხედრობითა საბერძნეთსა ზედა, რომელსაცა სძლო თერმოპილს, ადგილსა წოდებულსა. ლეონიდმან, წინამძღვარმან ათინელთამან და თემისტოკლემან, ვიდრე არტაქსერქს მემნონადმდე (მეფის ძე დავით)“ (22r, ქვედა და მარჯვენა არშია).
თ. „წელთა დასაბამითგან 3921, ოდეს მიტრიდად ევპატრონმან, მეფემან პონტოჲსამან, დაიპყრა მცირე აზიაჲ და მისწყვიდნა პონტოასა და აზიასა შინა მხედარნი რომთანი და შეიპყრა მხედართმძღვანი მათი აკვილა და შთაასხა პირსა გამდნარი ოქროჲ, რომელსაცა რქუა: ნუთუ აწცა ვერა განსძღეაა?! ამან დაიპყრა სრულიად ივერიაჲ ამიერ-იმიერი და კოლხიდიაჲ და დაუტევა კოლხიდას განმგედ ყოველთა ივერიელთა ზედა ძეჲ თჳსი არიარატ. ხოლო ოდეს იძლია რომაელთა კონსულისა სილასაგან, მაშინ ორგულ ექმნენ ამერ-იმერნი. მოვიდა კოლხიდას, შეიპყრა ძეჲ თჳსი, რომელიცა ბრალეულ-ჰყო შფოთისა ამისთჳს და მოკლა იგი და დასაჯნა მეშფოთენი და კუალად შეიყვანა კუალად ივერიაჲ სრულიად მონებასა შინა თჳსსა, ვიდრე მოსვლადმდე პომპეჲ დიდისა.
წელთა 3939, ხოლო ოდეს აღადგინა ბრძოლაჲ კუალად მიტრიდატ პირისპირ რომაელთა ზედა, მაშინ წარმოგზავნეს რომაელთა პომპეი დიდი დასაპყრობელად ყოველთა პონტოჲსა და აზიისა. მოვიდა და დაიპყრა სომხითი და შეიყვანა მეფე მათი ტიღრან მონებასა ქუეშჱ, რომელთასა ხოლო მუნით წარმოემართა მიტრიდატს ერთად პონტოელთა პომპეისაგან, გარდააგდეს იგი ტახტით და ჰყვეს ნაცულად მისსა მეფედ თჳს ზედა ძეჲ მისი фარნაკ, ხოლო მიტრიდატ შეივლტო რომელსამე ციხესა ცოლითურთ თჳსით და ვინათგან არღა სადა აქუნდა ნავთსაყუდელი, მიიღო საწამლავი ცოლითურთ და მოკვდა. მუნით მძლეველი პომპეი წარმოემართა ივერიელთა ზედა. მაშინ მეფობდა არშაკ, ძე მირვანისა. ამას წარმოუგზავნა პომპეიმ დესპანი ზავისა[თვი]ს, ხოლო ამანცა ჰყო ზავი მცბიერებითა და წარეგზავნა პომპეის ძღუნად სე[ლი] სრულიად და ოქროჲსა, ხოლო განეშ[ორა] პომპეი და წარემართა ალვანდისაკ[ენ]. მაშინ იყო ალვანდელთა ზედა განმგედ ოროდა და შეითქვნენ ამერ-იმე[რნი] და ალვანდელნი და ჰყვეს მხედართმძღვანად ძმაჲ ალვანდელთა [მე]ფისა კოსის, რომელთაცა ჰყვათ ორმოცი ათასი მხედარნი. იყვნენ კიდესა ზედა მტკვრისასა, ჰყვეს ბრძოლაჲ, იძლივნენ ივერიელნი რომაელთაგან, რომელიცა თჳთ პომპეიმ მოკლა ხელითა თჳსითა მხედართმძღვანიცა მათი კოსის და შეივლტნენ მთათა კლდეთა და ქვაბთა შინა ყოველნი ივერიელნი. იხილა რა უძალოებაჲ თჳსი, განმგემან ალვანდელთამან ორდა (ანუ ორეზეს), ჰყო პომპეის თანა ზავი. დაიზამთრეს რომაელთა კლდესა ზედა მტკვრისასა, ხოლო გაზაფხულს წარმოემართნენ საქართველოსა ზედა. დაიპყრო პომპეიმ სრულიად საქართველოჲ, გარდავლო მთაჲ ლიხეთისა და შთავიდა იმერეთს და დაიპყრა იმერეთი და კოლხიდა, შეიპყრა მეფე კოლხიდისა ოლტაკ და შთავიდა სადაცა მთავრდების მდინარე фაზის (ესე იგი რკონისა) ზღვასა შინა. მუნ შთაჯდა ნავთა შინა ზღვათა პონტისასა და წარვიდა, ხოლო შემდგომად სიკვდილისა პომპეისა, რომელსაცა აქვნდა ბრძოლაჲ პირისპირ აგვისტოს კეისრისა. კუალად განთავისუფლდა ქართლი მონებისაგან რომაელთასა (მეფის ძე დავით) (24r, ქვედა და მარჯვენა არშია).
ი. „ოდეს ოტტავი ავგუსტ და ანტონი მარკ იქმნენ გამორჩეულ, რომელთაგან ტრიუმვირად, მაშინ ოტტავიანს ხვდა წილად ევროპაჲ, ხოლო ანტონის აზიაჲ, წარვიდა ანტონი და დაიპყრა ეგიპტე და შეიყვანა უღელსა ქუჱშე რომაელთასა დედოფალი მათი კლეოპატრა, რომელსა ეტრფოცა და იყო მისგან შუჱბითა და განცხრომითა, ვინაჲთგან კლეოპატრა იყო ფრიად შუჱნიერ. ჟამსა მას არტაბაზს, მეფესა სომეხთასა, ძესა ტიგრანისასა აქვნდა ბრძოლაჲ პირისპირ მიდთა და პართთა და ოდეს ვერა წინააღუდგა იგი მათ, ჰსთხოვა შეწევნაჲ ანტონის ამ[ა]დ, რომელ მაშინ სომხითი იპოებოდა საფარველსა ქუჱშე რომაელთასა და ამისთვის ანტონი წარმოემართა შველად სომეხთა მეფისა სამეოციათასითა ქუჱვითითა და ათიათასითა ცხენოსანითა რომაელთა მხედრობითა მოვიდა სასომხითს. ამან მოუწოდა მეფესა ადერკს თჳს თანა და ოდეს ადერკ მეფემან არა ინება მოსვლა მის თანა, განრისხებულმან ანტონი წარგზავნა ივერიასა ზედა მხედრობანი რომთანი მხედართმძღვანებლობითა მოადგილისა თვისისა კანდისათა. პოვნა რა მეფემან, მოიკრიბნა იმერ-ამერნი, რანელნი, მოვაკანელნი და დარუბანდელნი. მოვიდნენ რომნიცა სომხითს და იკვეთნენ წელსა დასაბამითგან 3971 ქრისტესადმდე 33 წლითა უწინარეს. იძლივნენ ქართველნი და თვით მეფე შეივლტო მთათა კავკასიისათა, ხოლო რომთა დაიპყრეს ყოველი ივერია და კავკასია ვიდრე დარუბანდადმდე და მოხარკე ჰყვნეს, გარნა ანტონი იძლია რა პართთაგან, ვინაჲთგან სიყმილ რომაელთა მხედრობათა შორის და ნაცვლად სანოვაგისა, შეხვდათ მდელოჲ ესეგვარი, რომელმანცა მოჰსწყვიტნა მრავალნი მხედარნი რომთანი უმეტეს პირით საქმებითა და საჭურველიცა სამხედრო არა აქვნდათ თჳს თანა და დაეტევა ანტონ შორს და იგიცა მოუღეს პართთა და შეიპყრეს იარანალი რამელთ ღალ და თჳთ სომეხთა მეფეცა ორგულ ექმნა და ამად იძულებული ანტონი უკმოიქცა პართიით, რომელსაცა წარეწყმდა ოციათასი ქვევითი და ოთხიათასი ცხენოსანი. მოვიდა რა არეზის მდინარესა, უკუნ აქცია საჭურველი თჳსი სომეხთა ზედან ჰსძლო მეფესა სომეხთასა, შეიპყრა და შებორკილა ჯაჭვითა ოქროჲსათა და ესრეთ მიიყვანა ეგიპტეს კლეოპატრას თანა. ჟამსა ამას წარმოიშვა ბრძოლა შორის ანტონისა და ოკტავისა. იძლია რა ანტონი ოკტავისაგან, განიგმირა თავი თვისი ანტონი მახჳლითა და ამისთვის კუალად განთავისუფლდა ქართლი მონებისაგან რომაელთასა“ (25v-26v, ქვედა არშიებზე).
კ. „წელთა ქრისტესით 1100 აღდგენ ღენუზელნი (რომელნიცა არიან ერნი იტალიისანი). მოვიდნენ და დაიპყრეს ყირიმი, რომელიცა მიუღეს 1297 ვენეციელთა, ხოლო კვალად მიუღეს ღენუეზელტავე და განავრცეს ვაჭრობა თჳსი მუნით, ვიდრე პონტის ზღვადმდე ტრაპიზონით და მუნ გარემოებით ვიდრე კასპიის ზღვადმდე შემწეობითა ივერიელთათა მომძრახეობენ, რომელ დაღისტანთა შინა მყოფნი გენოელნი, და ქოფაჩნი იყვნენ მათგან დანარჩენნი, ხოლო წელთა 1474 განიდევნენ ??? თათართაგან და აღიღეს თათართა“ (57v, ქვედა არშიაზე).
ნ. „ესე დავით იყო დიმიტრის ალექსანდრეს ძის შვილი“ (104v, ქვედა არშიაზე).
მინაწერი:განსხვავებული (მეორე) ხელით: ა. „ამან აღწერა ძველნი ისტორიანი საქართველოჲსა და ახალნიცა ამას ჟამსა“ (56r, მარცხენა არშიაზე).
ბ. „ნანია ანუ ნანიას არტემიზა. კერპი ესე ჰყვათ სპარსთა პირველსა პატივისცემასა, ამასვე უწოდებენ არტემიზას. დავით. ხოლო დანიან ეწოდების დანაჲს“ (23r, ქვედა არშიაზე).
-
თამარ მეფამ რომ ხალიფაზედ გაიმარჯუა, ხახულისა ღმრთისმშობელს დროშაჲ და მანიაკი მიართუა. ეს იამბიკონი ხუთ მუხლნი ოცდახუთ ლექსად წარსაწერა (69v).
მინაწერი:გადამწერის ხელით: ეს იამბიკონი ვახუშტისაში არა ჰსწერია (69v).
-
ქმნილი არს ლექსი ესე მეფაჲსა თამარისათჳს ანტონის მიერ არხიეპისკოპოსისა დავითიან პაღკრატოვანისა მეფის ძისა (72r).
დასაწყისი:ამისაა ბროლსა ნათალსა აჳჳ შუა ჰრეოდა ... (72r).
-
უწყებულება მკითხუჱლთათჳს (105r -109v).
-
აღწერა აწინდელისა ქართლისა საზღურით, მთით, მდინარეებით და ადგილთა და მის შინა შენებულებთა (110r -134v).
-
შემდგომად განყოფისა სამეფ[ო]ჲსა სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ და ქმნულება მეფეთა ქართლისათა ... (135r –185r).
მინაწერი:კომენტარები მეორე (უცნობი გადამწერის) ხელით:
ა. „ძე გოჩა სპასპეტისა, გოჩა - ძე გიორგისა, გიორგი - ძე კო(ს)ტანტნესი, კოსტანტნე - ძე ალექსანდრესი, ალექსანდრე.
აქვე: „ქართლის მეფე კონსტანტინე, ძეჲ გიორგი მეფისა, შვილიშვილი ალექსანდრე პირველის ერთობის მეფისა, ალექსანდრე - ძე კოსტანტინესი. 1. ალექსანდრე - ძე კოსტანტინესი. 2. ძე ალექსანდრესი - კოსტანტინე. 3. ძე კოსტანტინესი - გიორგი. კოსტანტინე მეფიდამ ვახტანგ შანაოზამდის გამოვიდა წელი 187. 4. ძე გიორგისა გოჩა სპასპეტი. 5. ძე გოჩა სპასპეტისა ბაგრატ. 6. ბაგრატის ძეჲ ვახტანგ. 7. ვახტანგის ძეჲ თეიმურაზ მუხრანის ბატონი. 8. თეიმურაზ მუხრანის ბატონის ძეჲ ვახტანგ ბახუტა შანავაზ“ (157v-158r, ქვედა არშია).
ბ. „სრულიად სიცრუე არის, ესე წინა თქმული წარწერა ეგნატე მდივნის ძე გიორგისაგან დაწერილი ლამაზ ხელად არის, მაგრამ ამის მეისტორავეს დაუწერია მითომ ლუარსაბ ბატ[ონ]ისშვილი როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის შვილი იყო, მაგრამ ტყუილ არს. როსტომ მეფეს შვილი სრულიად არა ჰყოლია. ეს ლუარსაბ სვიმონ მეფის ძმისწულ იყო, რომელიც რომ როსტომმა იშვილა, სპარსეთიდამ მოიყვანა და ჰყვანდა მემკვიდრედ და ქართველებმა მოუკლეს თოფით ნადირობაშია“ (158r, მარჯვენა და ქვედა არშიები).
-
აღწერა ჰერეთისა, კახეთისა და კუხეთისა, კუალად თუშეთისა და დიდოეთისა (185r -195v).
მინაწერი:კომენტარი მეორე (უცნობი გადამწერის) ხელით: „ესე არა არს აღშენებულ ვახტანგ გორგასლისაგან, არამედ ძუჱლადგანვე დარჩომილი საკერპო არს და ქმნილი ეკკლესიად“ (187r, მარჯვენა არშიაზე).
-
აღწერა აწინდელისა ოვსეთისა ანუ კავკასიათა შინათა (257r-264v).
შენიშვნა:პირველი ფურცელი ნაწერია განსხვავებული ხელით.
-
აღწერა საჩინოთა ადგილებთა სამცხე-სა[ა]თაბეგოსათა (265r-276r).
შენიშვნა:კომენტარი მეორე (უცნობი გადამწერის) ხელით: „ანჩას სვენებულის აჩნდის ხატი პირი ღმრთისას ეკკლესია სამღვდელმთავრო“ (272r, მარჯვენა არშიაზე, მცირე განმარტება იქ, სადაც ანჩის ტაძარია ნახსენები).
-
ცხოვრება სამცხე-სა[ა]თაბაგოსი (276r-292v).
შენიშვნა:აღწერა ეგრისის ქუჱყანისა, ანუ აფხაზეთისა, ანუ იმერეთისა (293r-308v).
-
ცხოვრებ[ა] ეგრისისა, აფხაზეთისა ანუ იმერეთისა (309r-342r).
-
ქორონიკონები ჩვენ მიერ პოვნილნი წიგნთა ... (390r-407r).
შენიშვნა:სათაურში ასახელებს წყაროებს: „ქრონიკები ჩუენ მიერ პოვნილნი წიგნთა შინა და სახელნი წიგნებთა მათ არიან ესენი: იმერული ძუჱლი გარიგების წიგნი, დავითნი მესხური, 5 წიგნად განყოფილი, იმერული საძილისპირი (!) ეტრატისა, ტლაშასძის ამოწერილი ქრონიკები, გუჯარნი ბარათიანთა, თუმანიანთა და სხუათა ქართლის ცხოვრებათა და ძველთა და ახალთა და სხუათა ჟამნ-კანონთაგან, სახარებათა და საეკლესიოთა წიგნთაგან და სპარსულთა ქრონიკათაგან ამოწერილთა არიან ესენი და თათრული გუჱრდზედ უწერია“.
-
სინქრონული სქემა ... (401v-411r)
-
სომხითის სოფლები ქრისტეანეთა და თათრისობა (412r-418v).
-
მოჴელენი, რომელნი არიან ქართუელნი, რომელთამე არა უწოდენ და დავიწყებიესთ და სხუა თურქთა ენათაგან მოუღიესთ მისდა ნაცულად (422r-v).
-
ნივთთ საჴელნი ესენი არიან (423r).
შენიშვნა:წინ უძღვის: „ხოლო ჴელ-ყოფილი წერად ისტორია ესე გიორგიისა, ანუ ყოვლისა საქართუჱლოსა, სამეუფოსა ქალაქსა ტფილისსა შინა იანურის ე დღესა წელსა ქრისტესა ჩყჱ (1708), ხოლო ქრონიკოსა უჟვ (1312+496)“ (3r).
-
„ქრისტესით 446 ამ წელს გამეფდა ვახტანგ გორგასლანი. 1832 – 446 = 1386“ (ზედა ყდის ფორზაცი).
-
„საქართველოს მეფის ძის თეიმურაზის არის“ (5r).
-
,,იხილე თამარ მეფის ცხოვრებაში. სოსლან დავითის შთამომავლობა. თუ სადა დავითის(?) წერილ არს“ (433v, მარჯვენა არშიაზე).
-
მთავარეპისკოპოსებისა და პატრიარქების სია:
1. „არხიეპისკოპოსი ანუ მთავარეპისკოპოსი იოანე წმიდის ნინოს დროს.
2. მთავარეპისკოპოსი იაკობ, მირიან მეფის ძის - ბაქარ მეფის - დროს დასჯდა.
3. იობი ბაქარ მეფის ძის - მირდატ მეფის მეფობაში.
4. ელია მთავარეპისკოპოსი, მირიან მეფის შვილისშვილის - რევის ძის, ტირდატ მეფისა მოხუცებულს - დროს დასჯდა. ხოლო(?) შემდგომად სიკვდილისა იობისსა (ამას იტყვიან გვარითა სომეხსა სომეხნიცა, მაშინ ჩვენის სარწმუნოებისანი იყვნეს).
5. სვიმეონ მთავარეპისკოპოსი. ამან შემდგომად ილიასასა, ჟამსა მეფისა Фარასმანისა, ძისა მეფისა ვარაზ ბაკურისა დასჯდა.
6. იოანე მთავარეპისკოპოსი იქმნა შემდგომად სვიმეონისა, მირდატის მეფობასა შინა.
7. იოანე გარდაიცვალა მეფობასა შინა არჩილ პირველისასა და დასჯდა გრიგორი.
8. გრიგორი გარდაიცვალა ამისვე მეფობასა შინა არჩილისასა და იქმნა ბასილ მთავარეპისკოპოზი.
9. არჩილისავე მეფობასა შინა გარდაიცვალა ვასილ და იქმნა მის წილ მობ და მოგვი, რომელიცა იყო ცხადად ქრისტიანობისა მჩენებელი და დაფარვით მოგვი, დასწერდა წიგნთა ფრიად ბოროტთა.
10. ესე გარდააყენეს და(!)
11. მთავარეპისკიპოზი მიხაილ, რომელიცა დასვა დედოფალმან სარანდუხტ, ასულმან სპარსთა მეფისამან, დედამან ვახტანგ გორგასლანისამა
დაწყება კათოლიკოსთა:
1. პეტრე, პირველი კათოლიკოსი პატრიარხი, ვახტანგ დიდმა თჳთმპყრობელმან მეფემან გორგასლან დასვა მცხეთას.
2. სამოელ მეორე კათოლიკოსი პირველ პეტრეს კათოლიკოსობაში იყო მთავარეპისკიპოსად და მეფისა დაჩისა ძისა ვახტანგ გორგასლანისა იქმნა კათოლიკოს-პატრიარხი.
3. კათოლიკოსი თავфეჩაგ, შემდგომად სიკვდილისა სამუელსა ჟამსა Фარსმან მეფისა ბაკურ მეფის შვილისა დაჩი მეფის შვილიშვილისასა.
ჩანართი: ესე იყო წმიდა კათოლიკოსი აბრაჰამ, რომელიცა პირველსა გაყრასა შინა სომეხთასა საკვირველად სიტყვას უგებდა სომეხთა და არა შეიწყნარა წვალებაჲგანი და მიუწერა ეპისტოლე და ამხილა ოთომანი და უგუნურებითნი წვალებანი მათნი, რომელიცა ირწმუნეს მათ წინააღმდეგად ღმრთის და ეკკლესიისა საღმრთოსა და შერიეს ორი ბუნება განხორციელებულისა სიტყვისა ღმრთისა.
4. კათოლიკოსი ჩიგირმან (გერმანე), მასვე Фარსმან მეფის დროს დასჯდა, შემდეგად თავფეჩაგისა.
5. კათოლიკოსი საბა დასჯდა შემდეგად ჩიგირმანისა მეფობასა შინა Фარსმან მეექვსისა, რომელიცა იყო ძმისწულ Фარსმან მეხუთისა, ზემოხსენებულისა.
6. მოვიდა ამა Фარსმან მეექვსისა ჟამსავე საბა და დასვა ევლეიოს (!) კათოლ[ი]კოსი, რომლის დროსა მოვიდეს წმიდა ღმერთშემოსილნი 13 მამანი ასურეთით.
ჩანართი: კლემენტოს კათოლიკოსი.
7. მაკარი კათოლიკოს-პატრიარხი შემდგომად სიკუდილისა Фარსმანისა, ბაკურ მესამემან ძემან Фარსმან მეექვსისამან დასვა.
8. სვიმეონ მეორე, კათოლიკოს-პატრიარხი შემდეგად მაკარისა. ამანვე ბაკურ დასვა გურამ კურაპალატ დავითიან-პანკრატოვანი, ამან აკურთხა მცხეთასა.
9. სამუელ, მეორე კათოლიკოს-პატრიარხი, გურამ მეფისა კუროპალატისა დროს დასჯდა შემდეგად სვიმეონისა.
10. სამუილ მესამე სრულიად საქართველოს კათოლიკოსი. ამანვე, გურამ კურადპალატმა(!), დასვა შემდეგად სამოილ მეორისა.
11. ბართლომეოსი, კათოლიკოს-პატრიარხი, გუარამ მეფის ძის სტეფანოს მთავრის დროს დასჯდა შემდეგად სამოელისა.
12. კათოლიკოს-პატრიარხი იოანე დასჯდა მთავრობასა შინა სრულიად საქართველოსა ზედა ადრანასე ხოსროიანისასა, შემდეგად ბართლომესა.
13. ბაბილა იქმნა კათოლიკოს-პატრიარხი ამისავე ადრანასეს მთავრობასა შინა.
14. ბაბილა გარდაიცვალა და თაბორ იქმნა კათოლიკოს-პატრიარხი და მასვე ადრანასეს მთავრობასა შინა.
15. შემდგომად თაბორისა იყო წმიდა კათოლიკოსი მიხაილ სჯულსმდებელი. ესე იყო ჟამსა წმიდისა მოწამისა სრულიად ივერიის მეფის არჩილ მეორისასა გვარითა ხოსროიანისა“ (434r, 433v).
-
„იოანე პეტრიწი სწერს ესრეთ: ოდეს უკუნქცეულნი ათინით მოვედით კოსტანტინეპოლად, ამ ჟამს იქმნა ყოვლისა სოფლისა კრება მეოთხე ქალკედონის და განეყარნენ სომეხნი და ბერძენთა. ხოლო ვინათგან იყო დავით უძლეველ სომეხთა ნათესავთაგან, ჩვენგან განვიდა და შეუდგა სომეხთა მწვალებლობასა და განგვეშორა ჩვენ“.
აქვე ამავე ტექსტის რუსული თარგმანი: „Ioaн философ петрицц пишит: как мы назадь варотили изь вь Афины и приехали вь Константинуполъ, тогожъ врема собралисъ святой селенй Собор Халкидонский. Тогоже врема различились Армениi оть Гречискаго исповеденiи. А нко(?) тогоже верема Давидь философ (назеваемой оть Ерманом непобедамий) родом Армянин, удалильса от совокупности наши и последовал по ихнаго Ереса“ (434v).
-
„Фლორენციის კრებაში წარგზავნეს ჭყოდინდელი დანიილ“ (434v).
-
„ანიან და ბანიან კერპნი, რომელნი აღმართა ძემან მეფისა პირველისა фარნავაზისამან, საურმაგ“ (435r).
-
„კოსტანტინეპოლი აიღეს თათართა ქორონიკონს ქართულად რმგ, ესე იგი 145/380, სეხნია ჩხეიძის წიგნისაგანა (ქორონიკონი 52 კა წელს არს 1837-სა)“ (435r).
-
„1837-380= ქრისტესით 1453. ამ წელში აუღიათ კონსტანტინეპოლი თათრებს“ (435r).
-
„წმიდა არჩილ მეორე, მეფე სრულიად ივერიისა, მოწამე, გამეფდა წელსა ქრისტესით 668 (1836-668=1168)“ (435r).
-
„შანავაზ ბახუტა / გათათრებულნი
არჩილ მესამეს ყეენმა დაარქვა შაჰნაზარიხან.
სეხნია ჩხეიძის ისტორიისგან:
ირაკლი ნაზარალიხან, იმანყულიხან დავით
იესე მეფეს დაარქვეს მუსტაფა ფაშა
მაჰმადყულიხან კოსტანტინე
შანავაზხან მეორე / გიორგი მეფე მეთორმეტე, ბახუტას შვილი შანაოზის
შაჰყულიხან ლევან, ვახტანგ მეფის მამა
ალიყულიხან იასე მეფე - კათალიკოსის მამა
უსეინ ყულიხან - ვახტანგ მეფე. პირველი განმგებელყოფილ ქართლისა ესე არს ვახტანგ მეექვე.
ბაქარ შანაოზ წოდებულ იქმნა და გაათათრეს უსენათოთ სჯულისა მათსა მიჰყვა.
იბრეიმ фაშა იყო სარასკარი, რომელიც ვახტანგ და ბაქარ მოიწვიეს. ბაქარს ????? სჯულისა მათისა მოსავი შეიქნა და უწოდეს იბრეიმ ფაშა“ (435r).
-
„იეროგლაფი ეგიპტური და ძველნი აღმოსავლურნი ქარაგმის გვარნი წყარონი. თელეგრაфი ნიშნებით საუბარი“ (435r).
-
„В этои рукописи триста тринадцать (313) внизу перечнь листовь 1899 19/X“ (მარცხენა მხარეს სიგრძეზე, 435r).
-
„1089 წ. გამეფდა დავით აღმაშენებელი“, „სომეხთ მქადაგებელი ქართლს მოსულა“ ... (435r, ფანქრით).
საზედაო გრაფემები შესრულებულია მთავრულით, სათაურები თხზული მთავრულით, ფერადი საღებავებით;
ძირითადი ტექსტი ნაწერია ერთი ხელით 5r-342r, 390r-418r, 422r-423r; კომენტარები და შენიშვნები შესრულებულია ტექსტისგან განსხვავებული ორი სხვადასხვა ხელით - დავით ბატონიშვილი: 15r, 16v-17v, 22r, 24r-26v, 57r; მეორე უცნობი გადამწერი: 23r, 56r, 157v-158r, 187r, 272r. ტექსტში ჩანს უცნობი მესამე გადამწერის როგორც ტექსტისგან, ისე კომენტარებისგან განსხვავებული ხელი: 3r, 72r, 237r-v, 422r.
შიგადაშიგ დასმულია რუსეთის სააზიო მუზეუმისა (1r, 418r) და პეტერბურგის სალტიკოვ-შჩედრინის ბიბლიოთეკების (ზედა ყდის ფორზაცი, 1r, 258r, 344r, 390r) ბეჭდები.
გარკვეული პერიოდი ხელნაწერი თეიმურაზ ბატონიშვილს (1782-1846) ეკუთვნოდა (5r).
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 101-110.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, ტომი II, თბილისი, 2018, გვ.28-40.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1925 წელს ლენინგრადის (დღეს სანქტ-პეტერბურგის) სალტიკოვ-შჩედრინის საჯარო ბიბლიოთეკიდან.
ციტირება
ისტორია გეორგიისა, ანუ ყოვლისა საქართუჱლოჲსა, ქმნილი ვახუშტის მიერ ბაგრატიონისა, ძისა ვახტანგ მეფისა. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/126 წვდომის თარიღი: