ქართულ ხელნაწერთა ანალიტიკური კატალოგი

900-მდე ქართული ხელნაწერია დაცული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში. გარდა ამისა, ხელნაწერების ფრაგმენტები ინახება სხვადასხვა პირად საარქივო ფონდსა თუ ბიბლიოთეკაში. 
2014 წელს ეროვნულ არქივში დაცული ქართული ხელნაწერების ახლებური აღწერა დაიწყო. შედეგად კი დღეისთვის მომზადებულია 400 ხელნაწერის აღწერილობა. ამათგან აღწერილობ ის სამი ტომი გამოცემულია და გამოსაცემად მზადდება IV ტომი. 
აღწერათა პირველი გამოცემების შემდეგ მწვავედ დადგა ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფონდის ხელმისაწვდომობის მკვეთრად გაზრდის საკითხი და მცირე ხანში შემუშავდა საგანგებო პროგრამა, რომელიც არა მხოლოდ დაწვრილებითი აღწერილობების, არამედ ხელნაწერთა სრული ფონდის ციფრული ასლების ატვირთვას ითვალისწინებდა.
გარკვეული ხნის შემდეგ საზოგადოებას ექნება საშუალება ნახოს და შეისწავლოს ეროვნული არქივის ფონდებში დაცული უკლებლივ ყველა ხელნაწერი: საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გასაბჭოების შემდეგ შეკრებილი, რუსეთიდან დაბრუნებული, ათონის მთიდან ჩამოტანილი, სხვადასხვა პირთა მიერ შემოწირული თუ ეროვნული არქივის მიერ შესყიდული.
ამ ხელნაწერთა უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ შეუსწავლელია, ნაწილი კი UNESCO-ს მიერ იქნა აღიარებული. ცნობილი ადამიანების ავტოგრაფები, საუცხოოდ მოხატული ეტრატისა თუ ქაღალდის ფურცლები, თარგმნილი თუ ორიგინალური თხზულებები, განსხვავებული თუ ტრადიციული რედაქციების ტექსტების შემცველი ხელნაწერები ამიერიდან ფართო საზოგადეობისთვის ხელმისაწვდომი ხდება.
 

დაგვიკავშირდით

საქართველოს ეროვნული არქივი

სამეცნიერო განყოფილება

ვაჟა-ფშაველას გამზირი N1,
თბილისი 0160, საქართველო

ტელ.: (032) 2 373 913
ელ.ფოსტა: info@archives.gov.ge

Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში