„სახსოვარი წიგნი“ საქართველოს უკანასკნელი დედოფლის, მარიამის მოძღვრის, ეფრემ ალექსი-მესხიშვილის ერთგვარი უბის წიგნაკია. კერძო შინაარსის მიუხედავად ხელნაწერი ისტორიული წყაროა ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წევრების რუსეთში ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ. წიგნს მოსახსენებელი აქვს წამძღვარებული, რომელშიც ჩამოწერილია მეფე გიორგი XIII-ის შვილებისა და მათი ოჯახის წევრების სახელები, მარიამ დედოფალი და ერეკლე მეფის ცოლი დარია (დარეჯან) დედოფალი. აქვეა ეფრემ ალექსეევის პირადი და საეკლესიო ხარჯების სია და სხვადასხვა სახის ჩანაწერი (მის მიერ ჩატარებული წირვების ჩამონათვალი, შემოსავალ-გასავალი, საეკლესიო ინვენტარის, ხატებისა და სამოსის დაწვრილებით აღწერა, საღებავების დამზადების წესები).
- შიფრი:
- 1446/2
- სახელწოდება:
- სახსოვარი წიგნი
- თარიღი:
- [1803-1806 წწ.]
- დათარიღების საფუძველი:
-
ხელნაწერში შესული მასალის შინაარსი.
- ავტორ(ებ)ი:
- გადამწერი/დამწერი:
- ფურცლების რაოდენობა:
- 29
- დაუწერელი ფურცლები:
- 5v, 7v, 8r, 20v, 22v, 23r-v
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
ხელნაწერს აქვს მუყაოს ყდა.
- ზომები
-
ყდის:
163x96
ქაღალდის:
157x90
ტექსტის:
115x65
სისქე:
10
სტრიქონებს შორის მანძილი:
6
- არშიები
-
ზედა:
14
ქვედა:
24
მარცხენა:
13
მარჯვენა:
18
- სტრიქონების რაოდენობა:
- 8/12/15
- განკანონება/ჭვირნიშანი:
-
აქვს ჭვირნიშანი
- ხელნაწერის მდგომარეობა:
- ძველი რესტავრირებული, დაზიანებული
- გაფორმება:
-
ხელნაწერს ახლავს ღვთისმშობლის მცირე ზომის მინიატურა რუსული განმარტებითი წარწერით, ჩასმული მედალიონში.
მინიატურის ზომა 34x34. 1r-ს ტექსტი ჩასმულია უბრალო შავი ფერის ჩარჩოში.
- დაკავშირებული პირები
-
- მარიამ დედოფალი
- მიხაილი, მეფის ძე
- ჯიბრაილი, მეფის ძე
- ილია, მეფის ძე
- ირაკლი, მეფის ძე
- ოქროპირი, მეფის ძე
- თამარი, მეფის ასული
- ანნა, მეფის ასული
- დავითი, მეფის ძე
- იოანნე, მეფის ძე
- ბაგრატი, მეფის ძე
- თეიმურაზი, მეფის ძე
- სოფია, მეფის ასული
- ნინო, მეფის ასული
- რიფსიმე, მეფის ასული
- გაიანე, მეფის ასული
- ელენე, მეფის სძალი
- ქეთევანი, მეფის სძალი
- ეკატერინე, მეფის სძალი
- ელენე, მეფის სძალი
- გრიგოლი
- ესტატე, გიორგი XII-ის სიძე
- ზაქარია, მეფის სიძე
- დარია დედოფალი
- ვახტანგ ბატონიშვილი
- მირიან ბატონიშვილი
- სოლომონ იმერთა მეფე
- დადიანი გრიგოლ
- ანტონ I კათალიკოსი
- იუსტინე მთავარეპისკოპოსი
- იოანე ბოდბელი
- არსენ ტფილელი
- იოაკიმ ახტალელი
- სტეფანე რუსთველი
- იულიოს ურბნელი
- ამროსი ნეკრესელი
- ღერვასი სამთავნელი
- მიხაილ ნინოწმინდელი
- ნიკოლაოს ხარჭაშნელი
- ათანასი ნიქოზელი
- დოსითეოსი, არქიმანდრიტი
- გამალიელ იკორთელი
- ილარიონ დავითგარეჯელი
- პაფნოტი მღვიმისა მონასტრისა
- ათანასი ჯვარისა
- გერასიმე დაუჯდომელისა
- ნიკოლაოს მღუდელმონაზონი
- ფილიპე მღუდელი
- ეფრემ მღუდელი
- ელევთერ მღუდელი
- აბრაამ მღუდელი
- ქრისტესია მღუდელი
- იოსებ მღუდელი
- გიორგი მღუდელი
- ონისიმე მღუდელი
- იოანე მღუდელი
- იოანე მღუდელი
- პეტრე მღუდელი
- პეტრე მღუდელი
- იოსებ მღუდელი
- იოსებ მღუდელი
- ლეონტი მღუდელი
- ტიხონ მღუდელი
- იოანე მღუდელი
- ბესარიონ მღუდელი
- ეგნატი დიაკონი
- იოსებ დიაკონი
- დავით დიაკონი
- იოანე დიაკონი
- ალექსანდრე ბატონიშვილი
- ირაკლი, ალექსანდრე ბატონიშვილის შვილი
- ნიკიფორე ნათლისმცემლისა
- დაკავშირებული ტოპონიმები
- დასაწყისი:
-
წელსა 1803 ქალაქიდამ წამოველ რუსეთისაკენ მისის უწმიდესობის შენდობით. მაისის ია წელსა ჩყგ. დედოფალს ვეახელ სტავრაპოლს. მაისს კთ, იუნის იზ მოვედით ბელაღოროდს (7v).
ქვესათაურ(ებ)ი:
-
ხელნაწერში ჩართული მოსახსენებელი:
კუჱთაში მოიხსენე:
დედოფალი მარიამ
მეფის ძენი:
მიხაილ, ჯიბრაილ, ილია, ოქროპირ, ირაკლი
მეფის ასულნი:
თამარ, ანნა
მეფის ძენი:
დავით, იოანნე, ბაგრატ, თეიმურაზ
მეფის ასულნი:
სოფია, ნინო, რიფსიმე, გაიანე
მეფის სძალნი:
ელენე, ქეთევან, ეკატირინე, ელენე
გრიგოლ, ესტატე, ზაქარია
იმერეთის მეფისა
დედოფალი დარია;
ძენი მეფისანი:
ვახტანგ, მირიან
მეფე იმერთა სოლომონ
დადიანი გრიგოლ
ყოვლად სამღუდელონი:
კათალიკოსი ანტონი, მთავარეპისკოპოსი იუსტინე, ბოდბელი იოანე, ტფილელი არსენ, ახტალელი იოაკიმ, რუსთველი სტეფანე, ურბნელი იულიოს, ნეკრესელი ამროსი, სამთავნელი ღერვასი, ნინოწმიდელი მიხაილ, ხარჭაშნელი ნიკოლაოს, ნიქოზელი ათანასი.
არქიმანდრიტი დოსითეოს, იკორთელი გამალიელ, დავითგარეჯელი ილარიონ, ნათლიმცემლისა ნიკიფორე, მღვიმისა მონასტრისა პაფნოტი, ჯვარისა ათანასი, დაუჯდომლისა გერასიმე, მღუდელმონაზონი ნიკოლაოს, მღუდელი ფილიპე, მღუდელი ეფრემ, მღუდელი ელევთერ, მღუდელი აბრაამ, მღუდელი ქრისტესია, მღუდელი იოსებ, მღუდელი გიორგი, მღუდელი ონისიმე, მღუდელი იოანე, მღუდელი იოანე, მღუდელი პეტრე, მღუდელი პეტრე, მღუდელი იოსებ, მღუდელი იოსებ, მღუდელი ლეონტი, მღუდელი ტიხონ, მღუდელი იოანე, მღუდელი ბესარიონ.
დიაკონი ეგნატი, დიაკონი იოსებ, დიაკონი დავით, დიაკონი იოანე (2v-5v).
-
,,ეს უბით სატარებელი ან შინ საქონი სახსოვარი წიგნი არის ნაქონი და ნაწერიც მღუდლის ეფრემ ალექსეევისა, რომელიც გა[რ]დაიცვალა დეკანოზობაში" (1r, თავფურცელი, გვიანდელი მხედრულით).
ხელნაწერი შეიცავს შემდეგი სახის ჩანაწერებს:
- სამეფო ოჯახის წევრების და მღვდელმთავრების მოსახსენებლები (2r-5r).
- ეფრემ ალექსეევის პირადი და საეკლესიო ხარჯების სია და სხვადასხვა სახის ჩანაწერი (შემოსავალ-გასავალი, საეკლესიო ინვენტარის, ხატებისა და სამოსის დაწვრილებით აღწერა) (7v-12v).
- საღებავების დამზადების წესები (13r-20r).
- მარიამ დედოფლის ბრძანებით დასაყენებელ წირვათა ნუსხა თვეების მიხედვით (27v-29v).
- მოსახსენებელი, რომლის თავდაპირველი სია შესრულებულია ასომთავრული გრაფემებით, პარალელურად კი მიწერილია მხედრულით. მეფის ძეთა სიაში, სადაც მიხაილია მოხსენიებული, მხედრულად წაუწერიათ მირიან.
ცენტრალური სახელმწიფო საიოსტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ.2.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016, გვ.19-21.
ხელნაწერი საისტორიო არქივში შემოვიდა სოფელ ახალქალაქის თეოდორე ტირონის ეკლესიიდან.
ციტირება
სახსოვარი წიგნი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/4 წვდომის თარიღი: