„სიტყვის კონის“ ეს ხელნაწერი სულხან-საბას გარდაცვალებიდან რამდენიმე ათწლეულში გადაიწერა - 1764 წელს ყიზლარში ნიკოლოზ გარსევანოვის (გარსევანიშვილი) მიერ.
გარდა ძირითადი ტექსტისა, ხელნაწერს ახლავს იოანე ბატონიშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილისა და დავით ბატონიშვილის ჩანართები, კომენტარები და მინაწერები.
- შიფრი:
- 1446/106
- სახელწოდება:
- სულხან-საბა ორბელიანი, სიტყვის კონა ქართული, რომელ არს ლექსიკონი
- თარიღი:
- 1764
- დათარიღების საფუძველი:
-
ხელნაწერში მითითებული თარიღი.
- ავტორ(ებ)ი:
- გადამწერი/დამწერი:
- გადაწერის ადგილი:
- ფურცლების რაოდენობა:
- 287
- დაუწერელი ფურცლები:
- 1v, 14r, 265v-282v, 283v, 287v
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
ტყავგადაკრული ყავისფერი მუყაოს ყდა.
- ზომები
-
ყდის:
340x210
ქაღალდის:
328x207
ტექსტის:
250x150
სისქე:
60
სტრიქონებს შორის მანძილი:
10
- არშიები
-
ზედა:
33
ქვედა:
50/55
მარცხენა:
40
მარჯვენა:
10
- სტრიქონების რაოდენობა:
- 43/44
- განკანონება/ჭვირნიშანი:
-
შეიმჩნევა ჭვირნიშანი.
- აღრიცხვა:
-
ფურცლობრივი, აღნიშნულია მხედრულითა და არაბული რიცხვებით ზედა მარჯვენა კუთხეში.
- განკვეთილობის ნიშნები:
-
- ხელნაწერის მდგომარეობა:
- კარგი.
- დაკავშირებული პირები
-
- ანტონ I კათალიკოსი
- არჩილ მეფე II / შაჰნაზარიხანი (1647-1713)
- ამილახვარი გიორგი
- გარსევანოვი / გარსევანიშვილი ნიკოლოზ
- გიორგი XI
- დავით ბატონიშვილი
- ორბელიანი დავით, სახლთუხუცესი
- ვახტანგ VI / უსეინ ყული ხანი
- ვახტანგ V, შაჰნავაზი / ბახუტა
- ოთარაშვილი პეტრე
- იოანე ბატონიშვილი / იოანნე ბატონიშვილი
- კატაკუზინი / კანტაკუზინი სტეფანე
- კლემენტო ჰრომთა პაპი
- ორბელიანი სულხან-საბა
- ციციანოვი პავლე
- კაველინოვი პეტრე ივანეს ძე
- ქაიხოსრო მეფე
- ქრისანფი, იერუსალიმის პატრიარქი
- ლევან ბატონიშვილი / შაჰ ყული-ხანი
- დაკავშირებული ტოპონიმები
სათაურ(ებ)ი:
-
სიტყვის კონა ქართული, რომელ არს ლექსიკონი - ანი არს პირველი ასო და ჴმანი და ართრონი, მრავალ რიგად თავად და ბოლოდ ... (36r-259v).
ქვესათაურ(ებ)ი:
-
[ბოლოსიტყვა და დანართი]
[ვახტანგ მეფის ნათქვამი]
„რადგან დაშვრა ასრე საბა, ქება მმართებს აწყა მეცა,
შეუყრია მრავლად სიტყვა, რა ვიხილე სიბრძნე მეცა,
სად ვნახავდი, ასე კრებით ქუეყნად მევლო, გინდ მეცა
და საქმით სცანით, თუ ვისწავლი, ვით ვინაღვლი კიდეც მეცა.
[მისივე მეფისა ვახტანგის თქმული]
სიყრმითგან იყო მუდამად სიბრძნის სწავლის მსახველი,
სამოცდა ექუს წელს იკითხა, თქვა: ვერასი ვარ მმარხველი.
იარა ბევრი ქვეყანა, ბევრისაც იყო მნახველი
და ორბელიანმა საბამა სახელითა ქნა სახელი.
[საბას ნათქვამი]
ამ ლექსიკონისა რიგები თუ ბრძენმან დამიწუნოსა,
ჩემს დროს ვიძიე, ვერ შევხუდი, თქვენთა დასარწმუნოსა,
ესე რა შევკრიბე, მაქებდენ, მაშინ აწ დასამგუნოთა
და კურდგლის გამდრეკსა ჯორჯ ძაღლსა, არ სდებენ საძაბუნოთა.
აქ ლექსიკონი არ იყო, და-ცე-კარგა ქართველთა
უკრძალელობით, ფურცელი გაებნია-ყე ქართველთა,
ახლად შევკრიბე, შევაწყე, ჩემი ვიშრომე სულ ხანი
და საბამან ორბელიანმან, ვის ერად მერქვა სულხანი“ (257v-258r).
„ამ წიგნის მოღვაწესა, სულხან-საბა ორბელიანსა, ლოცვით მოიხსენიებდეთ, მეფის არჩილისა და მეფის გიორგისა და ბატონის ლევანის დედის ძმისწულსა, საქართველოს მსაჯულ[ი]ს, ბატონის ორბელის ძესა. ამა მეფეთ ბრძანებითა აღიწერა ესე წიგნი ფრიად შრომითა და რუდუნებითა, რამეთუ ქართლის ქუჱყანასა ლექსიკონი აღარ იპოვებოდა და ოცდაათს წელს ძვილ შეაწყო განმარტებით, რამეთუ ერისაგანი იყო და წარჩინებული და სოფლისა საქმისაგან უცალო იყო. მაშინ ქორანიკონი იყო ჩქპე (1685). ამის შემდგომად მონაზონ იქმნა და გარესჯის მრავალმთის წმინდის ნათლისმცემლის მონასტერს დაადგრა ქორონიკონს ჩქჟჱ (1698), მარტს იჱ, მონაზონ იქმნა ქორონიკონს ჩღი (1710) დეკენბერს ა, ხვარასანს წავიდა, მეფეს ქაიხოსროს ეჴმო და ფებერვალს კ გამოისტუმრა მრავლის ნიჭითა; მაისს ია ქართლს მოვიდა ქორონიკონსა ჩღიბ (1712), აპრილს კგ ისპანს წავიდა, მეფე ვახტანგს გაჰყვა, 2 ნოემბერს გამობრუნდა, დეკენბერს კ ქართლს მოვიდა. ჩღიგ (1713), აგვისტოს იზ საფრანგეთს გაიპარა: ფრანცა, ჯენევია, სიკილია, ჰრომი ნახა. ფრანცისასა მეფე, რომპაპი, კარანდუკა უცხოდ დახვდნენ, ყოველი კაცი განჰკვირდა, რაც იმ ქვეყანაში უცხო და ძვირად სანახავ იყო, ყველა აჩვენეს: პაპამ წმინდის ჯვარის ნაწილი, წმიდა კლემენტოს მოწამის თავი და სხვა მრავალი ნაწილი უბოძა, იჱ (18) მარიამობისთვეს გამოისტუმრა. გზებზე წმინდა სახლი და მრავალი წმინდა ადგილი მოილოცა, კ (20) ღვინობისთვეს მალთს მოვიდა. ჱ (8) დეკენბერს ფრანცისის მეფის ხომალდი მოუვიდა, წამოვიდა ქორონიკონს ჩღიე (1715) იანვრის ით (29) კოსტანტინეპოლის მივიდა. იქ დაეგვიანა ის წელიწადი ფრანცისის დესპანისას იდგა მრავალ კეთილ ჴელშეწყობით“ (259v).
„საბასი ვნახე ნაღვაწი ნამჭეური შემოკრებული,
სიტყვათა შადა აესხა ერთადცა არსად კლებული.
მზე, მთვარე, ვარსკულავ ცთომილნი, ცისფერ ვითარ არს გებული,
ყველა უკლებლად სწერია, ვინ იწვრთნის იქნას ქებული“ (259v).
„საბა-სულხან ორბელის ძე
სიბრძნით აღჴდა ორბების ზე“ (259v).
შენიშვნა:წინ წამძღვარებული აქვს:
[სასწავლო ყრმათა] - ანბანი პირველი სასწავლო ყრმათათვის ... (32r-35v)
შენიშვნა:ანდერძნამაგი
„ანდერძნამაგი ამის მუშაკისა, ფრიად დამაშვრალისა, მოსწავლეთათვის, გარნა მრავალნი მოსწავლენი მგმობარ და მკიცხარ ექმნებიან შრომისათვის და არა სარეწავად მისცემენ ლოცვასა.
მე, სულხან საბა ორბელიანისა, ჭაბუკობისა ჟამსა და სიყრმესა ფრიად შრომა დამიც ამა წიგნსა ზედა, რამეთუ ქართველთა ენათა ლექსიკონი არ იპოვებოდა და ჟამთა ვითარებით უჩინო ქმნილ იყო, რომელსა მეხუთე ვახტანგ მეფემან ქართულად „სიტყვის კონა“ უწოდა. ვინათგან პატიოსანი ეს წიგნი დაჰკარგოდათ, ენა ქართული თვისთა ნებაზედ გაერყვნათ, ვახტანგ მეფისა ბიძამ, გიორგიმ მიბძანა ამის ჴელყოფა და ერთი სომხური მომცრო ლექსიკონი ვნახე, რომელსავე მათისავე ენითა ბარგირქი ეწოდების და მეც მათის ბაძით ჴელი მივყავ და რაოდენ ძალმედვა აღვსწერე, რომელიცა წერილთა შინა ვნახე, გამოვიღე * სამღთო წერილთა და ღვთისეტყუელებათა შინა, რომელიმე ღრმათა фილასოфოსთა წერილთაგან და ღვთისმეტყველებათა კავშირთა, პროკლეს პლატონურთა დიოდოხოსთა, არისტოტელისა და პორფირის კატიღორიათაგან გამოვიღე, ნემესიოსის და ივოვანე(!) დამასკელის პლატონური სიტყვის საქცევები აღვსწერე, რომელიმე არა მათებრ ღვლარჭნილად, არამედ მათვე წმინდათა მამათაგან საადვილო ვპოვე და სადვილონი აღვსწერენ, რათა ისწაონ ენა ქართული, შესრულებული და განვრცელებული ფარნავაზ ქართველთა პირველისა მეფისა მიერ ბრძნისა და გონიერისა, რომელი იყო ძეთაგან ქართლოსიანთა წარმართი. * რომელნიცა ვიცოდი, დავსწერე და რომელნიცა ძნელნი სიტყვანი არ ვიცოდი, ღრმათა წიგნებთა შინა ვიძიე და რომელიმე სხვათა ენათა შევამოწმე და გამოწვლილვით, რომელიც ვპოვე ადვილად, თან მივაწერე, რომელიც ვერ ვპოვე, საცილობელი არ დავსწერე, არამედ მუნვე კიდურთა ზედა წითლად ნიშნად იგივე სიტყვები მივაწერე, ნუთუ სხვა წერილთა მისთანა სიტყვა ეწეროს, გამოძიებით იპოვება*. თუ ვინმე სხვაგან უცხო სიტყვა ჰპოვოთ ანუ თარგმანი სიტყვისა, გინა წერილთაგან გამოიღოთ, ამ წიგნთა შინა ჩაურთევთ*, რამეთუ მე მრავალი სიტყვა დამიშთა, რომელიმე არა სმენითა, დაწერილთა უნახაობითა, რომელიმე ნუსხითა დაკარგვითა და დავიწყებითა, გარნა რაოდენი ძალ მედვა, ვეცადე ელენთა, ლათინთა, სომხურთა და არაბთა წიგნებისაგან და მით გამოვიღე, უმრავლესი დამიშთა; ამისთვის, რამეთუ მე ქართულის ენისაგან კიდე სხვა ენა არა ვიცოდი და ამას ენათა რომელნიცა სწორედ თქვეს, გინა რომელმან დამაჯერა, იგი დავსწერე, რომელნი არა ემოწმნენ, არცა მე დავსწერე და თქვენ იგულსმოდგინეთ, რომელთა მოგცესთ უფალმან სიბრძნე და მეცნიერება, თქუვენ შეასრულეთ.
* არა უმეცართა ვეტყვი, არამედ ბრძენთა ვედრებით მოგახსენებთ:
* მე უწინარეს ლათინური და ელინური ლექსიკონი ვერ ვნახე, თვარ უკეთესის რიგით აღვსწერდი, მას უკან ვნახე ზოგი რამ, იმით გავმართე და რიცხვები წერილთან თანჩართვით დაუსხი.
* ამა წიგნთა შინა არიან სახელნი კეთილნი და ბოროტნი საქმენი, საძაგელნი, უბადონი და ცუდნი არათუ კიცხვისათვის აღმიწერია, რათა საქირდად იპყრათ, არამედ ენის სისრულისათვის აღვსწერე, თუმცა უბადო სახელი აღმოიჴოცოს, მერე უდარესი მოაკლდეს უაღრესსა და ღმრთითა დარჩეს უკეთესი და სხვა არარა და შემცირდების ენა ქართული.
* ვიცი მრავალნი საბასრობელად დასდებენ ნაშრომთა ამათ ჩემთა. მათ, თუმცა წერილნი უყვარან, მრავალნი სხვანი წერილნი არიან სამღთონი და საერონი და რომელიც ენებოსთ, იგი იკითხნენ, ხოლო ეს ჩემებრ უცებისათვის აღიწერა და დაუტეონ.
* ენა განრყვნილებათაგან სწავლულნი მრავალთა აქა წერილთა სიტყვათა იუცხოვებენ და შორად განიშორებენ, თუცა ცოცხალსა მკითხვენ, განმართება ღვთით ძალმიცს და სიკუდილს უკან მათ იციან.
* იყო ტფილისქალაქთაგან წინამძღვარი, სახელით იობ, ჩვენის ჟამისა კეთილად სწავლული, შვენიერი, მზრახველი, მეჟამნე, მეფსალმუნე, კაფია გამომეტყველი, მგალობელად ქებული, მწერლად გამოჩენილი, ლოცვადაუცადებელი, შვიდეულთა მმარხველი, შესაყრელად საყვარელი, ამ სიტყვის კონას რა ჴელი მივყავ, მგმობდა და მეკიცხოდა, ოდეს გავასრულე, ნახა, მოეწონა და გარდასაწერად ვათხოვე და გარდასწერა. სადაც ჩემი სახელი ეწერა, აღმოჴოცა თვის ნაწერთა შინა და თვისი სახელი და გარჯილობა დაწერა. ეს დიდათ გამიკვირდა, ვით იკადრა მან, სახელოვანმან კაცმან, ნუ მიაგებ ბოროტისა წილ ბოროტსაო, ვინათგან ჩემ ჭირნახულში მან ჩემი სახელი არა ჩაურთო და თვისი დასწერა, მე ჩემს ჭირნახულში მისი ქება ამისთვის დავსწერე, ეს ამისთვის ვიჩივლე“ (34r-v).
-
„ლექსიკონისა ამის გარდმომწერალი, უნდო ნიკოლოზ გარსევანოვი, გევედრები მჴურვალითა გულითა, უფალნო, უფალნო თქვენდა, არა დასაკლის იყოს, შენდობის წყალობას ვითხოვ. ხოლო აღიწერა ქალაქსა ყიზლარს ჩღჲდ (1764) მარტს კ (20)“ (259v, ლექსიკონის ბოლოს, გადამწერის ხელით).
-
„ქ. ისტორია პერიტონ ენ იერუსალიმის პატრიარხ ხევსანტონ, დაბეჭდილი ჟამსა ღოსპოდარობისა სტეფანე ვოიევოდისა კატაკუზინისასა, წელსა 1715 თვესა ოკდონბერსა, იერუსალიმის პატრიარხმან ხრისანთ ბრძანა წიგნისა ამის ჩუქება მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა“ (მხედრული, 2v, ფორზაცი, დავით ბატონიშვილის ხელით).
-
„ეს ლექსიკონი საქართველოს მეფის ძის დავითისა არის“ (მხედრული, 32r, 36r).
-
„პირველსა კვირიაკესა წმიდისა მარხვისა ათას რვას სამსა წელსა [????] თებერვლის ით (10), დღესა ხუთშაბათსა პავლე შეგვიპყრა და წარგვაქცია რუსეთად“ (32r, ქვედა არშიაზე დავით ბატონიშვილის ხელით).
-
„ქორონიკონს უპდ (1796 წ.) ამ წელიწადს ჯვარი დაგვწერა სარდალ სალთხუცეს ორბელიანმა დავით ამილახვარის შვილს გიორგის და თავის ასულს ეკატირინეს, თებერვლის კგ (23), მთოვარეს კვ-ს (26). ღმერთო, კეთილად განაგე ცხოვრებაი ჩვენი, მაგრამ უკანასკნელ უბედურობამ მსახურა წელსა ჩყბ (1802). კაველინოვს პეტრე ივანიჩსაც მსახურა ბედნიერობამ, რომ ჩემი მონაწილე შეიქმნა და მსგავს ჩემდა ჴარობს იგიცა წიაღთა შინა ზემოხსენებულისა თანა“ (32v-33r, ქვედა არშიაზე დავით ბატონიშვილის ხელით).
-
„საყვარელნო წამკითხველნო, თუმცაღა საბას ღვაწლი და მოსწრაფება არს ფრიად სატრფო და საშურველი, მაგრა ჟამთა ვითარებისა დაუდგრომლობისა ჟამსა ჴელ-უყვია წიგნისა ამის ჴელყოფად, რომლისაცა ჟამსა არღა რაიმე ყოფილი, არღა დაშთომილ წიგნი და არცაღა ფილოსოფია და თუმცა დაშთომილ იყო, რა ვხედავ ღვაწლსა ამას, მებრ კანონისა ლექსიკონისა ჴელ-ჰყოფდა კაცი იგი.
მე, მხილველმან ლექსიკონისა რუსულისამან, რომელმანცა ვიყიდე ყოფასა ჩემსა პეტერბუხს, მოვაწერე განმარტებანი ცხოველთა და ბალახთანი, რომელიცა ამა ლექსიკონისა მშრომელსა არა თუ ენახა, ვგონებ, რომელ არცაღა თუ სმენოდა და გთხოვთ, რომელ უკეთუ ვერ ვჰყო სრულება, თქვენცა ჩემებრ შრომა ჰყავთ მსურველთა ერთა მეცნიერებისათა და განმართეთ ღრმმატიკისაცა კანონსა.
საქართველოს მეფის ძე და მემკვიდრე და რუსეთის ღენერალ-მაიორი დავით, 1799 წ. სეკდენბრის 30, ტფილისს“ (35v, [სასწავლო ყრმათა-ს] შემდეგ დავით ბატონიშვილის ხელით). აქვე თხზული ასოებით: საქართველოს მეფის ძე დავით“.
-
„ქორონიკონს უპგ (1795 წ.) იანვრის ბ (2). ამ ქორონიკონს ოთარაშვილი პეტრე აქ იყო ჩვენთანა და ეს წიგნი მოეწერა და დღესასწაული [...]“ (მხედრული, 259v, მარცხენა არშიაზე დავით ბატონიშვილის ხელით).
-
„ქ. აპრილის ია (11), ქორონიკონს უჲგ (1775) მიბოძეს სამთავნელობა“ (259v, ანდერძების შემდეგ).
-
აქვე იმავე ხელით: „აპრილს ჱ (8), წელსა ჩღოე (1775), ამ წელს ეპისკოპოსად ხელდასხმულ ვიქმენ უწმიდესისა პატრიარხის მეფის ძის მიერ ანტონის“ (259v, ანდერძების შემდეგ).
შენიშვნა: მინაწერი ყავისფერი მელნითაა შესრულებული, „ანტონის“ - შავი მელნით.
ხელნაწერს ახლავს სააზიო მუზეუმის წითელი და შავი ბეჭდები (2r, 3r).
ხელნაწერში გაირჩევა რამდენიმე ხელი: ნიკოლოზ გარსევანოვი (ძირითადი ტექსტის გადამწერი) (32r-259v), იოანე ბატონიშვილი (3r-30v), თეიმურაზ ბატონიშვილი (260v-265r), დავით ბატონიშვილი (1r, 2r-v, 31r, 260r, 314r-316v);
ლექსიკონს დანართის სახით ახლავს:
• სახელნი ბალახთა, ხეთა და ცხოველთანი ენითა სამითა: რუსული, ქართული და თათრული, საქართუჱლოს მეფის გიორგის ძის იოანესაგან პოვნილნი და ქმნულნი (3r-13r).
• თათრულნი სახელნი წამალთანი (13r).
• წონა წამლებისა და სახელნი (13v).
• ლათინურ-ქართული ლექსიკონი (15r-30v).
• საექიმო სწალვა (31r).
• [იესო ქრისტეს სამეოცდათორმეტი მოწაფეთ სახელები და ვინ იყვნენ და სად ეპისკოპოს იქმნეს] - წმიდა აბო, წმიდა აგაბოს წინასწარმეტყველი ... (257r-v).
• მოჴელენი, რომელნი არიან ქართულნ[ი] და რომელნიმე არღარა უწოდენ და თურქთა ენათაგან მიუღიეს მისდა ნაცვლად (258r-v).
• წლების სახელწოდებები აღმოსავლური კალენდრის მიხედვით არაბულ-ქართულ-თათრულ ენებზე ქართული ტრანსკრიპციით (259r).
• გვიანდელი, სავარაუდოდ, დავით ბატონიშვილის ლათინურ-ქართული ლექსიკონი (260r-265r).
• სალექსიკონო მასალა, სავარაუდოდ, დავით ან იოანე ბატონიშვილის მიერ შედგენილი (1r, 259r, 314r-316v, უკანა ყდის ფორზაცი).
წიგნი თავიდან ბოლომდე ნასწორებია დავით ბატონიშვილის მიერ, ჩამატებულია ახალი მასალა, მათ შორის უცხო სიტყვათა განმარტებები, როგორებიცაა: ადვოკატი, ადმინისტრაცია, ანარხია, დემოკრატია, ენთუზიაზმი, კოალიცია, ოლეგარხია, ოლიმპიადა, პლასტიკა, პოზიცია, ფუნტ სტერლინგი, სიმპატია, ცენტრი და ა. შ.
ტექსტში ჩართული დამატებითი მასალა და დავით ბატონიშვილის მრავალფეროვანი კომენტარები მიჩნეულია დავით ბატონიშვილის ლექსიკოგრაფიული მუშაობის მეორე ეტაპად (იხ. დასახ. ლიტერატურა).
სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, ავტოგრაფული ნუსხების მიხედვით მოამზადა, გამოკვლევა და განმარტებათა ლექსიკის საძიებელი დაურთო ილია აბულაძემ, თბილისი, 1991.
სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, ავტოგრაფული ნუსხების მიხედვით მოამზადა, გამოკვლევა და განმარტებათა ლექსიკის საძიებელი დაურთო ილია აბულაძემ, თბილისი, 1993.
დავით და იოანე ბაგრატიონების ლექსიკოგრაფიული ნაშრომები, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და საძიებლები დაურთო ლილი ქუთათელაძემ, თბილისი, 1967.
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 111.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2018, გვ.50-56.
ეროვნულ არქივში შემოსულია 1925 წელს ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტიდან (მოსკოვი).
ციტირება
სულხან-საბა ორბელიანი, სიტყვის კონა ქართული, რომელ არს ლექსიკონი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/128 წვდომის თარიღი: