ხელნაწერში შედის როგორც კანონიკური, ისე არაკანონიკური ტექსტები, ლიტურგიკულთან ერთად ჩართულია დოგმატურ-პოლემიკური, სამედიცინო და ფილოსოფიური შინაარსის ტექსტები. შინაარსობრივი თვალსაზრისით ხელნაწერი არ არის გადაწერილი ერთი საერთო პრინციპით.
ხელნაწერის სხვადასხვა ნაწილს შორის განსხვავებაა კოდიკოლოგიური თვალსაზრისითაც. ფფ. 1-28 ნაწერია შედარებით გაშლილად, ხოლო ფ. 29-დან იცვლება როგორც სტრიქონების რაოდენობა და მანძილი მათ შორის, ისე არშიების ზომები.
გარკვეული პერიოდი ხელნაწერი ეკუთვნოდა იერონიმე ალექსეევს. 1885 წლის 26 ნოემბერს ხელნაწერი სოლომანა მეწვრილმანისაგან შეუძენია მღვდელ მიხეილ ხელაშვილს. ყიდვის პროცესს ესწრებოდა ვაჩნაძიანის მღვდელი ლაზარე აბრამოვი.
- შიფრი:
- 1446/75
- სახელწოდება:
- კრებული
- საუკუნე:
- XIV-XV
- დათარიღების საფუძველი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები.
- ავტორ(ებ)ი:
- გადამწერი/დამწერი:
- ფურცლების რაოდენობა:
- 147
- დაუწერელი ფურცლები:
- 69v, 85rა, 86r
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
მუყაოგადაკრული ტყავის შავი ფერის ყდა.
- ზომები
-
ყდის:
144x109
ქაღალდის:
138x104
ტექსტის:
115x76
სისქე:
34
სტრიქონებს შორის მანძილი:
3
- არშიები
-
ზედა:
15
ქვედა:
25
მარცხენა:
19
მარჯვენა:
27
- სტრიქონების რაოდენობა:
- 14/15/18/20/21/22
- აღრიცხვა:
-
რვეულებრივი; იწყება ით (მე-19 რვეულით) და სრულდება ლჱ (38-ე) რვეულით; აკლია კთ, ლ, ლგ რვეულები; არასრულადაა წარმოდგენილი კბ (4 ფურცელი) რვეული.
- განკვეთილობის ნიშნები:
-
- გაფორმება:
-
ნაკლული; რესტავრირევული; აქვს ახალი ყდა.
- დაკავშირებული პირები
- დაკავშირებული ტოპონიმები
სათაურ(ებ)ი:
-
[ტიპიკონი] - [...]ნსა შინა მოჴსენებულ არიან. და ალაჯორთა შჳდეული, კჳრიაკე ჴსნილი არის ყოვლითურთ ... (1r).
-
[...]ო კეთილი, რომელი წარვიდა. გ - ხუასტაგითა გარდაიჴადო. დ - ასესხო, ძნელად მოგცეს. ე - შვეს შვილი ჭირითაჲ. ვ - არა იცვალო სამკჳდრებელისაგან ... (2r-15v).
შენიშვნა:ხელნაწერის ამ მონაკვეთში მოტანილია ტექსტების დასაწყისები, დაჯგუფებული ძველი და ახალი აღთქმის სხვადასხვა პირის მიხედვით (სამოელი, იოსები, ამოსი, ესაია, იონა, ანგია, ზაქარია, მალაქია ...).
-
ესე არს გამოცდა სიზმართა - უკუეთუ ძილსა შინა წინასწარმეტყუელთაგანი ვინმე იხილო და გზრახვიდეს, ცოდვილი იყო, სინანულსა ეწიო ... (16r-21r).
-
კითხვა-მიგება - ეგების ერისაგანისა ხუცისაგან მონაზონისა კურთხევაჲ ანუ დამოწაფებაჲ კაცისა ანუ აღსაჲრებისა მოსმენა? ... (21v-22r).
-
კითხვა მშობელთა კურთხევისა და წირვისა - გარნა თუ ხუცესი მონაზონი იყოს, თჳსსა მამასა, დედასა, დასა და ძმასა და ყოველსა მისსა თჳსსა და ნათესავსა აკურთხევს ... (22r-23v).
-
ალაჯორთა კჳრიაკისათჳს, შვილნო და მამანო - რომელ არს განყოფილებაჲ უსჯულოთა მწვალებელთა და მორწმუნეთა, რამეთუ მორწმუნეთათჳს განაწესეს შჳდეული ესე ჴსნილად ... (24r-27v).
-
სიბრძნისაგან მრავალთა ფილჲსოფოსთასა ძუჱლნი - არისტოტელი თქუა, ვითარმედ ყორანთასა მლიქნელნი უბოროტეს არიან, რამეთუ ყორანნი მკუდართა, ხოლო მლიქნელნი ცოცხალთა შესჭამენ ... (29r-41r).
-
სწავლანი მრავალთა ფილოსოფოსთანი შუჱნიერნი გარნა უფროსნი სოლომონისნი არიან - სიბოროტე, რომელი იხილო სხუაჲთა თანა და ძჳნად აგიჩნდეს, განეკრძალე ... (41r-53v).
-
მოპოვნებაჲნი ჴელოვნებჲთანი - ევლკლიდის(!) ქუჱყანისა მზომელობაჲ ... (53v-69r).
-
იამბიკო საუფლოთა მცნებაჲთა სახარებისათაჲ - რისხვაჲ სასჯელს რაკ კრებულთ განჴადისა ... (70r-71r).
-
გოდებაჲ დავითისი საულ და იონათანისა ოდეს-იგი მოიკლნეს უცხოთესლთა მით მახჳლითა. მაშინ აღმოთქუა ტირილით გოდებაჲ ესე და რამეთუ ძუჱლსა სჯულსა შინა აღსრულნა სიკვდითა გონებისთა დავით ახლისა სჯულისა სახარებისა მცნებაჲნი არავე მიაგო ბოროტი ბოროტისა წილ ცხორებაჲსა შინა თჳსსა - ძნობდინ, იერუსალჱმ, დაცემულთა შენთათჳს, რომელნი-იგი დაეცნეს წყალობითა [რ]აბამ ძლიერნი მძლენი ბრძოლასა შინა ... (71r-72v).
-
ვისცა ნაიარევსა სწამობდე - დასუი სოლომონის ბეჭედი ... (72v-73v).
ლოცვა ალისა - ჩვენ ვიყვენით სამნი ძმანი იელმონოზ და ალბჲნოზ და ელკანოზ ... (73v-74v).
შენიშვნა:ორივე ტექსტი კარაბადინის ნაწილია.
ქვესათაურ(ებ)ი:
-
კარაბაჲდინთაგან - ლეღჳსა სძე, რომელი ჯერეთ არა დამწიფულ იყოს, ძაღლისა ნაკბენსა სცხო, დიდად ერგების ... (74v-86v).
შენიშვნა:კარაბადინის ძირითადი ტექსტი წყდება 81v-ზე, შემდეგ კი კარაბადინის ცალკეული თავების ჩანართებია XX საუკუნის მხედრულით გვიანდელ ქაღალდზე (82r-86v).
სათაურ(ებ)ი:
-
კითხვა-მიგება - კითხვაჲ: ნელსაცხებელისა დამსხმელი დედაკაცი ვინ იყო, ანუ რისა იყო, ანუ ფასი მისი სით მოიღო? ... (87r-92v).
-
სიტყუაჲნი სულისა სარგებელნი სულმცირედ შემოკრებილნი - მოციქულისა. ჟამთა გამოიფრდით, რამეთუ დღენი ბოროტნი არიან. ესე არს გამოფრდაჲ ჟამთა, რაჲთა შიშითა უცნაურად სიკუდილისათა კაცმან ყოს დღითიდღე ღმრთის მსახურებაჲ ... (93r-103v).
-
სამთუარეო სნეულსა - მთვარისასა დღეკეთილ ყოვლისა საქმისათჳს, რომელი დასნეულდეს დ, დღემდი შიში არის ... (104r-109v).
-
თუ ვითარ ჯერ არს აღწერით შეჩუენებაჲ წმიდად ღმრთისა ეკლესიად მომავალთა მანიქეველთა წვალებისაგან - შეჩუჱულმცა არს მანინრულისაგან არიან მანიქეველნი და ყოველნი წვალებაჲნი მისნი ... (109v- 113v).
-
აღსარებაჲ და უწყებაჲ და სასწაული მართლისა სარწმუნოებისა და წმიდათა კრებათათჳს, რომელთა დაამტკიცეს მართალი სარწმუნოებაჲ რომელი-ესე ჯერ არს ყოველთა ქრისტიანეთათჳს, რაჲთა კეთილად და გამოწულით მეცნიერ იყვნენ - მრწამს ერთი ღმერთი - მამა, ყოვლისამპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა ... (113v-115v).
-
წმიდისა ფოტი პატრიაქისა აღწერილი ესრეთ - მრწამს და აღვიარებ კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიასა შინა ... (115v-130v).
-
[კითხვა-მიგება] - კითხვა: ღმრთისმეტყუჱლებაჲსა შინა რაჲოდენთა ბუნებათა აღიარებ? ... (117r-130v).
-
ესე უკუჱ კრებაჲნი იქმნნეს უწინარეს ნიკიისა კრებისა - პირველი ანტიოქიას ჟამთა ავლირიანე ჰრომთ მეფისათა, რამეთუ პავლე სამუსატელი ებისკოპოზი ანტიოქისა წინამძღუარ იქმნა ... (131r-141r).
ქვესათაურ(ებ)ი:
-
მიქაელ სჳნკელისა იერუსალჱმელისა მართლისა სარწმუნოებისა წარმოთქმა - მრწამს ერთი ღმერთი, მამა უშობელი, ერთი ძე შობილი და ერთი სული წმიდაჲ მამისაგან გამომავალი ... (141r-146v).
-
"წიგნი ესე ეკუთნვის იერონიმე ალექსიევს" (მხედრული, ყდის ზედა ფრთის ფორზაცი, შავი მელანი).
-
"ეს წიგნი ვიყიდე სოლომანა მეწვრიმალის დუქანში 26 ნოემბერს სამშაბათს დღეს 1885 წ. იმ დროს ვაჩნაძიანის მღუდელი ლაზარე აბრამოვიც იქ იყო. მღუდელი მიხეილ ხელაშვილი" (მხედრული, ყდის ზედა ფრთის ფორზაცი, შავი მელანი).
-
"ღმერთო, შეიწყალე სული [...]მილაისა, თამარისა, ღმერთო მამისა [...] შეიწყალე [... ... ...] ლაზარე, თომა [... ...] ადღეგრძელე [... ...] (1v, უწიგნური ნუსხურით).
-
"ქ. ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყ." (1v, ნუსხურით).
-
"[...] ქ. ღმერთო, შეიწყალე სული [...]ილაისა, თამარისა; ღმერთო [... ...] შეიწყალე [... ... ...] ლაზარე, თომა [... ...] ადღეგრძელე [... ...] (მხედრული, 1v).
-
"ქ. ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყ[ალე]" (ნუსხური, 1v).
-
"უფლისა არს ქვეყანა და სავსებაჲ მისი, კურთხეულ არს სახლი მისი. უკუნითი უკუნისამდე, ამინ" (ნუსხური, 25v). მსგავსი მინაწერები იხ. 92v.
-
"ქ. ღმერთო, შეიწყალე ფრიად ცოდვილი და საწყალობელი ულუმპია, ამინ. ვაი, მე, ცოდვილსა და ვინცა ბრძანოთ შენდობა ჩემ ცოდვილისა და გლახაკისათვის, თქვენც შეგიწყალნეს უხვად მომნიჭებელმან და შემწყალებელმან ყოველთა ღმერთმან, ამინ" (მხედრული, 28v).
-
"ქ. ღმერთო, გამიმარჯვე ყოველსა საქმე შიგან საღმრთოსა და საკაცობოსა შიგან ორშიგანვე და წიგნი თუ მადლი" (მხედრული, 37v-38r).
-
"ცოდვილი მოსე გევედრები, მოწყალეო, ღმერთო" (ნუსხური, 68v, მარცხენა არშიაზე, გადამწერის ხელით).
-
"ცოდვილი მოსე გევედრები, შეიწყალე ძეო ღმრთისაო" (ნუსხური, 142v, მარცხენა არშიაზე, გადამწერის ხელით).
-
"1830-სა წელსა, ოკდომბრის 10, წარვიკითხე მღუდელმონაზონმა ტარასი" (146r, ქვედა არშიაზე მხედრულით. მინაწერი გადაშლილია).
-
"არარა არს ესრეთ დასავიწყებელი, ვითარ კაცი (მხედრული, 146v, მარცხენა არშიაზე).
-
- "ლადო მიხეილის ძე ხელაშვილი" (მხედრული, ყდის ზედა ფრთის ფორზაცი, წითელი მელანი).
- "დეკანოზი მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი" (36r, მარცხენა არშიაზე).
- "თელავის საკრებულო ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი" (69v, მარცხენა არშიაზე).
- "დეკანოზი მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი, ქალაქ. თელავი" (115r, 141r).
- "ლადო ხელაშვილი" (147r, წითელი მელნით).
ხელნაწერის გადამწერი - მოსე (68v, 142v).
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 73.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016, გვ.367-371.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს ვლადიმერ ხელაშვილისაგან (თელავი).
ციტირება
კრებული. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/96 წვდომის თარიღი: