მეტალოღია


1446/62

ზოგადი აღწერა:

"მეტალოღია", იგივე ისტორიულ-გეოგრაფიული ცნობები ძველი ელინური ღმერთების შესახებ რუსულიდან უთარგმნია დავით ბატონიშვილს იმისათვის, რომ "თანამემამულეებში ევროპული ლიტერატურული გემოვნების აღზრდისა და დამკვიდრებისათვის შეეწყო ხელი" (იხ. დავით ლაშქარაძე, გვ. 153).

შიფრი:
1446/62
სახელწოდება:
მეტალოღია
საუკუნე:
XVIII
დათარიღების საფუძველი:

პალეოგრაფიული ნიშნები

მთარგმნელი:
ფურცლების რაოდენობა:
3
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

კოლენკორგადაკრული მუყაოს ყდა.

ზომები

ყდის:

228x170


ქაღალდის:

220x165


ტექსტის:

194x130


სისქე:

2


სტრიქონებს შორის მანძილი:

4

არშიები

ზედა:

10


ქვედა:

15


მარცხენა:

15


მარჯვენა:

20

სტრიქონების რაოდენობა:
30
განკვეთილობის ნიშნები:
ხელნაწერის მდგომარეობა:
თავბოლონაკლული.
დაკავშირებული პირები
დაკავშირებული ტოპონიმები
დასაწყისი:

შეყუანილება მეტალოღიისა საზოგადოდ, თავი 1 - მეტალოღია, ანუ ძველი ზღაპარისტყუაობა, არს მოთხრობა ერთათჳს ნივთთა და ბუნებითთა მოქმედებათა, ღმერთად აღსარებულთა ძველთა წარმართთაგან (3r).

სათაურ(ებ)ი:

[მეტალოღია]

ქვესათაურ(ებ)ი:

ცნობა ისტორიული და ღეოღრაфიული, ზღაპარსიტყუაობა - შეკრება რაოდენთამე ძველთა ღმერთებთა ელლინთაგან ღმერთად აღსარებულთა, თარგმნილი რუსულისაგან ქართულსა ენასა ზედა საქართველოს მეფის ძის და რუსეთის ღენერალ-მაიორის დავითისაგან. წინასიტყუაობა (1ბr-v).

  1. "მიხეილის ძე ხელაშვილი ქ. თელავი" (მხედრული, წითელი მელნით, 1r, 2r, 16r, 63r).

    "მიხაილ ხელაშვილისა" (მხედრული, შავი მელნით, 1r, 1აr, 1ბr, 1გr).


  2. "მიტროპოლიტი ათანასი ლარაძე" (მხედრული, 62v, მარცხენა არშია).


  3. "милостивый государь" (49აv).


  1. ტექსტს შემდეგი წინასიტყვაობა უძღვის:

    "ცნობა ისტორიული და ღეოღრაфიული, ზღაპარსიტყუაობა, შეკრება რაოდენთამე ძველთა ღმერთებთა ელლინთაგან ღმერთად აღსარებულთა, თარგმნილი რუსულისაგან ქართულსა ენასა ზედა საქართველოს მეფის ძის - რუსეთის ღენერალ-მაიორის დავითისაგან.

    წინასიტყუაობა - სიტყჳერთა ცხოველთა ჯერ არს სიტყჳერ ყოფაჲ, გარნა სიტყვიერ ყოფაი გარდა ჴმარებისა წერილისა არა ეგების და არაცა რაიმე საქმე წარიმართების, რომელსა ზედაცა არს დამოკიდებულ ბედნიერება ცხოვრებასა შორის კაცისასა. ესე გუარსა შორის და ტკბობასა წერილისასა ადრითგან რომელთამე ერთა ჩუენთა ეწყოთ მოცალება მას შინა, რომელსაცა შინა შთაჭურეტმან არა რაი მე ვიხილე მას შინა ნივთი და მაგალითი ურთიერთისად მძღუანველობითისა წერილისა საჴმარად, გარდა მაგალითთა მიერ ნაზავთა საღმრთოთა წერილთათა, რომლისცა არა ჯერ არს მოღება და აღზელა ესევითარსა შინა წერილსა, გარნა კუალადცა გარდა ამისსა ჴმარობენ გარეშეთა მაგალითთაცა ყუავილთა და ღვინოთა, რომლისაცა შორის არს ფრიადი განყოფილება და რომელიცა ნიშნავს უაზროსა და მოკლესა ჰაზრისა განვრცობასა მიბაძვითა წერილთა სპარსთათა, რომელთაცა მოქმედებაი ღრმასა შინა ჰსთაჭურეტასა არა რაიმესა კიდე ნივთისა ცარიელისა და ჰაზრისა გლახაკისა.

    ამის გამო წერასა შემეცნებისა ერთასა შურითა შეკრულმან გარდმოვიღე რუსულისაგან ენისა სტიხთა და წიგნთა საჴმარი და შესაფერი ესე მაგალითი, რომელ მეტალოღია ანუ ზღაპარსიტყუაობა ძველთა ელენთაგან ღმერთად აღსარებულთა, რომელიცა არს მრთელსა საბერძნეთის და ევროპიისა ნაცვლად ყუავილთა და ღვინისა ჴმარებული მაგალითი სტიხისა და წიგნისა ურთიერთარისისად მიმოწერისა ჴმარებული, რაჲ ჩუენცა ქონებითა ესევითარის მაგალითისათა ვისწაოთმცა გუარი წერისა და სტიხისა შეფერითა აღმქსუჱობითა. საქართველოს მეფის ძე ღენერალ-მაიორი დავით" (1ბr).

  2. "მეტალოღია" რუსულიდან თარგმნა დავით ბატონიშვილმა.

  3. ხელნაწერი დავით ბატონიშვილის ავტოგრაფული ნუსხაა.

  4. ტექსტი დატვირთულია განმარტებებით არშიებზე. მათ შორის რამდენიმე ადგილას ჩართულია იოანეს (სავარაუდოდ, იოანე ბატონიშვილის) განმარტებები (10r, 16v, 18r, 39r).

  5. ტექსტის პირველი ნაწილი ცისფერ ქაღალდზეა ნაწერი, მეორე ნაწილში სხვა ქაღალდია გამოყენებული, რამდენიმეგან ჩართულია სხვა ფორმატის ქაღალდებიც.

  1. ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილია პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ, აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949; გვ. 62.

  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016 წელი, გვ.344-345.

  3. დავით ლაშქარაძე, ლიუტერატურული მერიდიანები, თბილისი, 1986, გვ. 153-154.

  1. ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს ვლადიმერ მიხეილის ძე ხელაშვილისაგან.

ციტირება

მეტალოღია. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/80 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში