ხელნაწერი პალიმფსესტია. ზედა ფენა (XIV ს.) გამოკრებილი სამოციქულოა და თავის დროზე, სავარაუდოდ, მთელი წლის მოძრავ და უძრავ დღესასწაულთა, ასევე ყოველდღიურ (სამსგეფსო) განგებებზე შესასრულებელ საკითხავებს მოიცავდა. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ შემდეგი ნაწილი ეპისტოლეებიდან: თესალონიკელთა (2) (2.7-3.11), ტიმოთესი (1) (3.2-13; 4.4-10) და გალატელთა (1) (6.12-13) მიმართ. სავარაუდოდ, დიდმარხვის მოსამზადებელ კვირიაკეთა ციკლის საკითხავებიდანაა.
ქვედა ფენა (XI-XII ს.) ძლიერ დაზიანებულია. ამ ეტაპზე მისი ამოკითხვა შეუძლებელია.
- შიფრი:
- 1446/6
- სახელწოდება:
- გამოკრებილი სამოციქულო
- საუკუნე:
- [XIV ს.]
- დათარიღების საფუძველი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები
- ფურცლების რაოდენობა:
- 2
- დამწერლობის სახეობა:
- მასალა:
- თემატიკა
- ზომები
-
ყდის:
ქაღალდის:
240x180
ტექსტის:
173x115
სისქე:
სტრიქონებს შორის მანძილი:
5
- არშიები
-
ზედა:
ქვედა:
25
მარცხენა:
23
მარჯვენა:
35
- სტრიქონების რაოდენობა:
- 29
- განკანონება/ჭვირნიშანი:
-
შეიმჩნევა განკანონების ხაზები და ნახვრეტები. ნაწერის ზედა ფენა არ ზის განკანონების ხაზებზე. ქვედა ფენა განკანონების ხაზებზე მკაცრად არის განლაგებული.
- განკვეთილობის ნიშნები:
- ხელნაწერის მდგომარეობა:
- ფრაგმენტი
- დასაწყისი:
-
,,...თჳსსა მას, ვითარცა რამეთუ საიდუმლოჲ იგი აწვე იქმნების უსჯულოებისაჲ. გარნა ხოლო რომელსა ესე უპყრიეს აწ ვიდრემდე შორს განვიდეს და მაშინ გამო[ჩნ]დეს უსჯულოჲ იგი, რომელი იგი უფალმან აჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა ...“ (1r).
- წყდება:
-
ძმანო, ყოველივე ჯერ არს ჩემდა. არამედ ყოველი უმჯობეს არს, ყოველივე ჯერს არს ჩემდა, არამედ მე არავისსა ჴელმწიფებასა დავემორჩილო საზრდელისათჳს და მუცელი, საზრდელისათჳს, ხოლო ხოლო ღმერთმან იგი [...] (2 v).
ქვესათაურ(ებ)ი:
-
ოთხშაბათსა ლდ. ზ. თესალონიკელთა - ძმანო, თანა გუაც მადლობაჲ ღმრთისაჲ მარადის თქუენთჳს, ძმანო საყუარელნო, უფლისა მიერ ... (1r-v).
-
ხუთშაბათსა ლდ. ზ. თესალონიკელთა - ძმანო, გამცნებ თქუენ სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, განშორებად თქუენდა ყოვლისაგან ძმისა ... (1v).
-
პარასკევსა ლდ. ზ. თესალონიკელთაჲ - ძმანო, რაჟამს-იგი ვიყავ თქუენ თანა ამასვე გამცნებდი თქუენ, ვითარმედ უკუეთუ ვისმე არა უნებნ საქმისაჲ, ნუცა ჭამონ, რამეთუ მერმისა ვიეთთჳსვე, რომელნი იქცევიან თქუენ შორის უწესოდ, არარა [....] .....(1v).
შენიშვნა:ტექსტი წყდება.
-
[..... ] ტიმოთესი - .... სობის გული უთქმიდეს, ჯერ არს უკუჱ ეპისკოპოსისაჲ, რაჲთა უბრალო იყოს ... (2r-v).
-
პარასკევსა ლე. ზ. ტიმოთესი - შვილო, ტიმოთე, ყოველი დაბადებული ღმრთისაჲ კეთილ არს და არარაჲ განსაგდებელ .... (2v).
შენიშვნა:ტექსტი წყდება.
-
ორშაბათსა ჴორცთა აღებისა წინა. კორინთელთაჲ - ძმანო, ყოველივე ჯერ არს ჩემდა. არამედ ყოველი უმჯობეს არს, ყოველივე ჯერს არს ჩემდა, არამედ მე არავისსა ჴელმწიფებასა დავემორჩილო საზრდელისათჳს და მუცელი, საზრდელისათჳს, ხოლო ხოლო ღმერთმან იგი [...] (2 v).
ხელნაწერი პალიმფსესტია; ქვედა ტექსტის ამოკითხვა ჯერჯერობით შეუძლებელია, ზედა ფენა XIV ს. ქვედა, სავარაუდოდ, XI-XII სს.. ნუსხურად არის ნაწერი როგორც ზედა, ისე ქვედა ფენა.
შემორჩენილი 2 ფურცლის ზედა ფენაზე პავლე მოციქულის ეპისტოლეებია: თესალონიკელთა (2) (2.7-3.11), ტიმოთესი (1) (3.2-13; 4.4-10) და გალატელთა (1) (6.12-13) მიმართ. სავარაუდოდ, დიდმარხვის მოსამზადებელ კვირიაკეთა ციკლის საკითხავებიდანაა.
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა კოლექციის აღწერილობა, შედგენილია პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ, აკად. კორნელი კეკელიძის რედაქციით, ტ.I, თბილისი, 1949, გვ. 3-4.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016, გვ.90-91.
ეროვნულ არქივში ხელნაწერი შემოვიდა 1924 წ. ბოდორნის ეკლესიიდან.
ციტირება
გამოკრებილი სამოციქულო. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/8 წვდომის თარიღი: