ხელნაწერში მხოლოდ ორი თხზულება შედის. პირველში საუბარია რომის იმპერატორ ტიტუსის მიერ ქრ. შემდეგ 70 წელს იერუსალიმის აღების შესახებ, ხოლო მეორეში მოთხრობილია კონსტანტინოპოლის დაცება 1453 წელს. ორივე ტექსტი რუსულიდან არის ნათარგმნი სარიდან ჩოლოყაშვილის მიერ XVIII საუკუნეში.
- შიფრი:
- 1446/61
- სახელწოდება:
- კრებული საისტორიო თხზულებათა
- საუკუნე:
- XVIII
- დათარიღების საფუძველი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები
- მთარგმნელი:
- ფურცლების რაოდენობა:
- 105
- დაუწერელი ფურცლები:
- 42r-v, 43r-v, 105r
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
მუყაოს ტყავგადაკრული, ტვიფრული ყდა.
- ზომები
-
ყდის:
222x160
ქაღალდის:
210x160
ტექსტის:
150x115
სისქე:
24
სტრიქონებს შორის მანძილი:
6
- არშიები
-
ზედა:
20
ქვედა:
40
მარცხენა:
20
მარჯვენა:
25
- სტრიქონების რაოდენობა:
- 16
- აღრიცხვა:
-
აღრიცხვა რვეულებრივი, მონიშნულია ქვედა არშიაზე მხედრული გრაფემებით. იწყება ა არასრული რვეულით (4 ფურცელი) შემდეგ გრძელდება თანმიმდევრობით და სრულდება ვ არასრული რვეულით (4 ფურცელი). ასევე არის აღრიცხული ხელნაწერის მეორე ნაწილი, იწყება არასრული ა რვეულით (7 ფურცრლი), შემდეგ გრძელდება ჱ რვეულით.
- განკვეთილობის ნიშნები:
-
- დაკავშირებული პირები
- დაკავშირებული ტოპონიმები
სათაურ(ებ)ი:
-
ტყვეობისათვის დიდებულისა სამეფოჲსა ქალაქისა კოსტანტინეპოლისა, რომელსა უწოდებენ ახლად ჰრომად, რომელიცა დაატყვევა მახომედ მეორემან სულთანმან თურქთამან მერვემან შემდგომად ქრისტესა წელსა 1453, ჩუნგ - მახომედ სულთანმან თურქთამან რომლისა სახელი მეორე შემდგომად სიკვდილისა მამისა თჳსისა ამურატისსა აზიასა შინა სამთავროსა ბითვინიისასა და ქალაქსა შინა ბურესსა ღირსებისაებრ აღასრულა დაფვლაჲ მისი. და ყოვლითა ბოროტისა შემთხვევადითა საქმითა და იპყრა სამეფოჲ მამისა თვისისა (1r-41r).
შენიშვნა:ტექსტი რუსულიდან არის ნათარგმნი სარიდან ჩოლოყაშვილის მიერ (იხ. ქართული ორიგინალური და ნათარგმნი საისტორიო მწერლობა (ხელნაწერების ბიბლიოგრაფია), პირველი გამოცემა, თბილისი, 2023, გვ.180-181).
-
ისტორია დარღუჱვისათჳს უკანასკნელ წმიდისა ქალაქისა იეროსალიმისა, ჰრომაელთა კეისრისა ტიტესგან, ძისა ვესპასიანესა - ოდეს მიიღო პატივი და ღირსებაჲ კეისრობისა ვესპასიანემა და იქმნა დამკიცებულ მბრძანებელად ყოვლისა სოფლისა, მყის პირველსავე წელსა მბრძანებელობისა თჳსისა იწყო გამოძიებად დაშთომილთა მათ იუდიანთათჳს, რომელთაცა არა ენებათ დამორჩილებად ქუჱშე მისსა (45r-104r).
შენიშვნა:ტექსტი რუსულიდან არის ნათარგმნი სარიდან ჩოლოყაშვილის მიერ (იხ. ქართული ორიგინალური და ნათარგმნი საისტორიო მწერლობა (ხელნაწერების ბიბლიოგრაფია), პირველი გამოცემა, თბილისი, 2023, გვ.145-146).
-
"ლადო მიხეილის ძე ხელაშვილი. ქ. თელავი" (მხედრული, წითელი მელნით, ყდის ზედა ფრთის ფორზაცზე).
-
"Учителя Хелаева. 181/3165" (105 r).
-
"ისტორია ჩავიკითხე მონამა,
ჯერ მალხინა, შემდგომ ღაწვი მონამა" (მხედრულით, 105v).
-
"ისტორია წავიკითხე გვამისა,
სახსოვარი არის წამკითხველისა, გრიგოლ" (ყდის უკანა ფრთის შიდა ნაწილზე განსხვავებული მხედრულით).
-
"Михаил Хелаев" (ყდის ზედა ფრთის ფორზაცზე).
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 62-63.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016, გვ.342-343.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს მიხეილ ხელაშვილისაგან (თელავი).
ციტირება
კრებული საისტორიო თხზულებათა. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/79 წვდომის თარიღი: