ხელნაწერი ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება. ორივე ქორწინებასთან დაკავშირებული კანონიკური ტექსტია: 1. "ქორწინებათათჳს მართლმადიდებელთა პირთასა სხუა სარწმუნოებისათა თანა", რომელიც რუსულიდან არის თარგმნილი და 2. "ქორწინებისა თავთათჳს", რომელიც ქართულად 1785 წელს ითარგმნა იოანე პაპუწისშვილ-ქსიფილინოსის მიერ. მასში შეტანილია მათე ბლასტარის "სინტაგმის" ნაწილი, კერძოდ სჟა-ტზ (291-307) თავები.
წინამდებარე ხელნაწერი მხედრულით არის გადაწერილი XVIII საუკუნეში. მასში დაწვრილებით არის ახსნილი ქორწინების კანონები, განსაზღვრულია კანონიკური და არაკანონიკური ქორწინებების წესები. ძირითად ტექსტს ბოლოში ერთვის "მაგალითნი ქორწინებისანი" მანუელ ქსანთინოსისა, რომელშიც სქემატურად არის წარმოდგენილი დაშვებული და დაუშვებელი ქორწინებების ნიმუშები. სხვა ხელნაწერებში ხშირად ეს ბოლო ნაწილი განსაკუთრებით არის შემკული ილუსტრაციებით.
- შიფრი:
- 1446/60
- სახელწოდება:
- ქორწინებისათვის და დადგინებითი გრამოტა
- საუკუნე:
- XVIII
- დათარიღების საფუძველი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები.
- ფურცლების რაოდენობა:
- 63
- დაუწერელი ფურცლები:
- 34r-v, 35v, 61v-62r, 63v
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
მუყაოს ორნამენტებიანი ყდა.
- ზომები
-
ყდის:
205x150
ქაღალდის:
195x150
ტექსტის:
145x110
სისქე:
20
სტრიქონებს შორის მანძილი:
3
- არშიები
-
ზედა:
20
ქვედა:
30
მარცხენა:
25
მარჯვენა:
10
- სტრიქონების რაოდენობა:
- 24
- განკანონება/ჭვირნიშანი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები.
- განკვეთილობის ნიშნები:
-
- ხელნაწერის მდგომარეობა:
- ყდა დაზიანებული, ფურცლები კარგად შემორჩენილი.
- დაკავშირებული პირები
- დაკავშირებული ტოპონიმები
სათაურ(ებ)ი:
-
ქორწინებათათჳს მართლმადიდებელთა პირთასა და სხუა სარწმუნოებისათა თანა, განსჯა უწმინდესსა შინა მმართებელსა სინოდსა (1აr-33v).
შენიშვნა:სათაურთან აღნიშნულია: შეთხზული დაბეჭდილ არს ბრძანებითა მეფობითის დიდებულებისა პეტრე პირველისა სრულიად როსსიის იმპერატორისათა, ხოლო კურთხვითა მისვე უწმინდესის მმართებელის სინოდისათა (1აr).
მინაწერი:"სრულ იქმნა დიდება ღმერთსა, სრულმყოფელსა ყოველთასა, ამინ" (33v, ტექსტის ბოლოს ასომთავრულით).
მინაწერი:"პირისპირ დედნისა ჩაკითხულ და განმართულ იქმნა" (33v, ტექსტის ბოლოს მედრულით).
ქვესათაურ(ებ)ი:
-
ქორწინებისა თავთათჳს, თავი სჟა, მატთესი - ხარისხნი ქორწინებისანი ამად ვიდრემე იწოდებიან ... (39r-61r).
შენიშვნა:ტექსტს წინ უძღვის თავფურცელი ანტონ I კათალიკოსისადმი მიმართვითა და შესავლით (36r-38r).
ანდერძი:"უღირსი ხუცესი იოანე ოსეს ძე, ბერძენი იოანე მიხეილის ძე პაპუწისშჳლი-ქსიფილინოსი ოკდომბერსა თთუჱსა, დღესა 17, წელსა 1785 ტფილისს
ითარგმნა ესე წიგნი წინამდებარე,
ოდენ ბერძულით ნათესავით ბერძნისაგან,
ამასთანავე შრომითა და თანღუწითა
ნათხზად ქართულებრ ოსეს ძის მღუდლისაგან, ხოლო
ერთნი კიდურთა შეგვასწაონ სახელნი" (38r).
-
"Учителя Телавского духовнаго Уездного Училища Михаила Хелаева. 1864 / VII / XXIII" (1r, ცარიელ გვერდზე ყავისფერი მელნით).
-
"თელავის საკრებულო ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი" (1აv, 25v, 51v, ცარიელ გვერდზე).
-
"დეკანოზი მიხეილ ხელაშვილი" (მხედრული, 35r).
-
წიგნი ესე "ქორწინებათათვის" ეკუთვნის თელავის სასულიერო სასწავლებლის უჩიტელს მიხეილ ჴელაევს. არავინ არ იკადროს მოპარვა ამისი, ვინაჲთგან მერვე მცნება იტყვის: არა იპარო. ჩყჲდ-სა (1864) ზ (7) კგ-სა (23) (62v).
-
მცირე გენეალოგიური სქემა შემდეგი სახელებით: "პეტრე, იოანე, დავით, ელისაბედ, მათე, ნინა" (63r).
აქვე მინაწერი ნუსხურით: "მოგვეც შენდობა".
სათაურები და საზედაო ასოები ნაწერია მთავრულით, მეორე ნაწილში - წითელი მელნითაც.
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 61.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016, გვ.337-341.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს ვლადიმერ მიხეილის ძე ხელაშვილისაგან.
ციტირება
ქორწინებისათვის და დადგინებითი გრამოტა. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/78 წვდომის თარიღი: