- შიფრი:
- 1446/59
- სახელწოდება:
- ვეფხისტყაოსანი
- თარიღი:
- 1853
- დათარიღების საფუძველი:
-
ხელნაწერში მითითებული თარიღი.
- ავტორ(ებ)ი:
- ფურცლების რაოდენობა:
- 132
- დაუწერელი ფურცლები:
- 116v
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
ახალი, მუყაოს კოლენკორგადაკრული წითელი ყდა.
- ზომები
-
ყდის:
330x200
ქაღალდის:
325x200
ტექსტის:
145
სისქე:
24
სტრიქონებს შორის მანძილი:
10
- არშიები
-
ზედა:
40
ქვედა:
40
მარცხენა:
20
მარჯვენა:
20
- სტრიქონების რაოდენობა:
- 24/28
- აღრიცხვა:
-
გვერდობრივი, აღნიშნულია არაბული ციფრებით ზედა არშიებზე.
- ხელნაწერის მდგომარეობა:
- ახლადრესტავრირებული
- დაკავშირებული პირები
- დაკავშირებული ტოპონიმები
სათაურ(ებ)ი:
-
ვეფხისტყაოსანი
-
"ღმერთო, ადიდე ხელმწიფე იმპერატორი ჩვენია,
ნიკოლოზ პავლეს ძეი მხნე, ძლიერი და ბრძენია,
მოწყალე და მოსამართლე, უხვი რუსეთის მთენია
და მის ჟამს განეგო ქართველთთცის ძველთა წერილთა ბჭენია.
მისსა დიდებულებისა აკადემიამ სწავლისა
ვით ფუტკართ შემკრებთ სხვადასხვათ ყვავილთგან თაფლთამდენისა,
აწ უქმნა ქართველთ წერილთაც აღყვავილება მცენისა,
და რომელი იყო დაზრული ხორშაკით მტერთა წყენისა.
ვით იყო პირველთა ჟამთა ქებული სიბრძნე ქართველთა,
კვლავ იქმნა განახლებული თჳსსავე აღვალს სართველთა,
შრომისმოყვარება მისცემს კაცს სიბრძნის ნაყოფთა ქველთა,
და ყვავილოვან ჰყოფს გონებას და ვრცელ ვით სამოთხის ველთა.
მოლარეთჴუცესს დიდსა მას ვიტყვი პატივს ქართველსა,
გვარჩინებულსა შოთთასა მას უწოდებდეს სახელსა,
დიდსა მეფის თამარისა ჩინებულს თანამზრახველსა,
და ამ ლექსთა ტურფა თხზულებით სიბრძნითა გამომხატველსა.
შოთთა იშვა სამესხეთოს დაბასა შინა ქებული,
მას რუსთავად უწოდებდეს, ძველთაგან იყო გებული,
ეს წიგნი "ვეფხვისტყაოსნად" მისგან არს სახელდებული.
და ბრძენთ ღარმონია დატკბობით მით იშვებს ყოველთ კაცთ კრებული.
მე გვარტომობით фრანცუზი ბროსეტ მზრუნველი ქართველთ ენისა,
სწავლათ აკადემიის ვარ მე წევრი მირთმად ძღვენისა,
თქვენდა მსხვერპლად ქართველთ ერის მარად მზის წველ შესაძენისა,
და ამად ვითხოვ შენდობის თქმას ვედრებას ვყოფ ვითა შვენისა.
ესე წიგნი ღვაწლით ჩვენით აწ მეორედ დაიბეჭდა,
პირველ ვახტანგ მეფის ჟამსა აწ პეტერბუღს კვლავ ვჰყავ [...],
ზოგნი ახლად ძველ ხელწერილთ ვპოვე იგი ზედ და მეტა
და მსახურება ქართველთა მსურს ამაზედა ვინა მეჭვდა.
კვლავ ფალავანდოვი ჩემთან და ჩუბინოვიც მღვწელია,
დავბეჭდეთ ჩვენის ხარჯითა, განახლდა ესრეთ ძველია,
მესტანბე სვიმონ ტ...]დაზედ იყო მცდელია,
და საუნჯის ესე ვითარ[...] დიახ ძნელია.
შესრულდა ბეჭვდა სტიხთა ამას ქორონიკოს ფარყანთანსა,
დიდთა გინა მცირე ქართველთ სახეთ პეტრებურღს მყოფთაგანსა,
მატყვებდა გრძნობა გულით სიხარულსა შინაგანსა
და აქებდეს და ნატრიდიან შოთას, ბრძენთა წინამძღვარსა,
ჩყნგ (1853) წელსა მაისის კ (20) დღესა" (131v-132r)
-
"ეს წიგნი ეკუთნის ევა მიხაილ ფიცხელაურისასა
ეს წიგნი მიერთოს მიხაილ ფიცხელაურსა" (1აv, მხედრული
-
"ამ ამბისა დასაწყისი პირველ ამოდ სასმენელად
მშვენიერი სწავლისათვის მოშაიერთსა ტარიელისა და
ნესტსნ-დარეჯანის ვეფხვის ტყაოსნობით უხმობენ" (2r, ზედა არშია).
"ვეფხისტყაოსანი" მეორედ პეტერბურგში 1841 წელს მარი ბროსეს, ზაქარია ფალავანდიშვილისა და დავით ჩუბინაშვილის რედაქციით გამოიცა; ეს გამოცემა, ჩვეულებრივ, „ბროსეს გამოცემის“ სახელითაა ცნობილი; წინამდებარე ხელნაწერი გადმოწერილია მეორე (1841 წ.) გამოცემიდან.
1879 წლისთვის ხელნაწერი ეკუთვნოდა ევა მიხეილ ფიცხელაურისას.
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილია პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ, აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949; გვ. 58.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016 წელი, გვ.334-336.
შოთა რუსთაველი ვეფხისტყაოსანი, პეტერბურგი, 1841 წ.
შოთა რუსთაველი ვეფხისტყაოსანი, ხელნაწერი მემკვიდრეობა, თბილისი, 2013. გვ. 313.
ხელნაწერი ეროვნული არქივში შემოსულია 1924 წელს ნინო პეტრიაშვილისაგან, სოფელ იკოთიდან.
ციტირება
ვეფხისტყაოსანი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/77 წვდომის თარიღი: