- შიფრი:
- 1446/58
- სახელწოდება:
- ოსურ-ქართული საუბრის წიგნი
- თარიღი:
- XIX
- დათარიღების საფუძველი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები.
- ფურცლების რაოდენობა:
- 39
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
მუყაოს ყდა.
- ზომები
-
ყდის:
227x182
ქაღალდის:
221x168
ტექსტის:
201x155
სისქე:
8
სტრიქონებს შორის მანძილი:
10
- არშიები
-
ზედა:
12
ქვედა:
16
მარცხენა:
10
მარჯვენა:
14
- სტრიქონების რაოდენობა:
- 19
- აღრიცხვა:
-
აღრიცხვა - გვერდობრივი, არაბული ციფრებით.
- ხელნაწერის მდგომარეობა:
- თავნაკლული.
- დაკავშირებული პირები
- დაკავშირებული ტოპონიმები
- დასაწყისი:
-
ასკუტა - გაწყვიტა
თოაგ - მჟავე - кислый
ადჯინ - ტკბილი - сладкый (1r)
სათაურ(ებ)ი:
-
ოსურ-ქართული საუბრის წიგნი
-
1. "მადლობ ღმერთსა დავესწარით გაზაფხულსა,
კარგი ჭინახულია ნუ გავიტეხთ გულსა
ძალიან პირი აქვს და აიღებს პურსა
ქერებიც მოვიდა, მით მოვიდგამთ სულსა.
2. ჰე კაცო! ჩვენ ვცხოვრებთ დედამიწისაგან
მაგრამ, ჩვენ ვერ გავძეხით პურისაგან
ამიტომ, რომ ხელი ავიღეთ ღვთისაგან,
ჩვენ სულ ყოველი ცუდი უნდა გვჭირდეს ენისაგან.
3. ეგ მართალია, მაგრამ არ აიღებს ხელსა
ყანებს თუ არ მოგვგრის, მოგვგვრის სიმინდს, ფეტვსა,
სულ ცოდვილნი არ ვართ, ჰპოებს მართალს ერთსა,
იმ ერთისგან დაარჩენს მარცვალსა ცეტასა,
დღეს ხვალ დაგვითმოს მოწყალე ღმერთმა ჩვენა
ერთათ გვიკრიფოს მიზეზი ნახე შენა,
როგორც შენს სახლიკაცსა უთმე შენა
და ვეღარ დაითმინე [...] უხსენე შენა.
5. ჰე, !!!! იმასა, მიხვდა თუ არა,
ასე ეგონა სულ ესე [...] არას მეტყვის კი არა,
[... ... ... ...] გადაიარა.
მმაძაღლმა კიღამ სისხლში მაზიარა!
6. ჵ, მოხველ თუ არა ჩემის სიტყვის კილოზედა?
აბა, როგორც შენ გაბოროტტი იმაზედ
და მას დიდი კეტი დაამტვრიე თავზედ,
ისე ღმერთიცა აიღებს ხელსა ჩვენ ზედა" (5v-6r).
შენიშვნა: 1. ძახილის ნიშნების ადგილას უხამსი შინაარსის ტექსტია (5v). 2. მსგავსი შინაარსის მინაწერები (მათ შორის უხამსი შინაარსის ტექსტები) იხ. 37r.
-
"ეხლანდელი დროება - სულ ფული და ფული,
ფულისთვის დაუტევებია თვისი სული,
თუნდ რომ ბევრი აქვს, მით უსქდება გული,
სხვა დარდი რომ ჰქონდეს, კიდენა აგონდება ფული" (18r).
-
"1859 году июния 23 числа я по желанию [...] моей вишел из семинарии, и приготовил себя грузино церковное чтение пение которое надеюсь испытать в екзамене [...] Вашего Высокому ПреосвященствуИ по сему пошу Вашего [...] определитъ меня в комиссии сии Эпархии где находятся праздная [...]" (20v).
-
"მე შენგნით მოველი სიცოცხლეს,
მივდივარ შორსა, ვანებებ სოფელს,
ვშორდები სრულებით ჩემს საყუარელს" (22r).
-
მინაწერი გაუმართავი რუსულით: "Его блогородию господину Шио Циклаурову 1859 году хотя мы отлучились из другдруга, и живём особо вист любовство мя отлучился, за ето я очен поминаюсь что вы ни какое писмо не пишите меня, если меня мне надо, что вы деиствуйте" (22r).
-
"Захарий Лашауров" (მარჯვენა არშიაზე 33v, 37v).
-
"კაცის ურვა არვინ უწყის რა არის,
ფიქრობს და ფიქრობს და არა არაფერი არ არის.
რასაც ფიქრობს მიიღებს, გეხარდების
რა მიიღბს მერე სხვისთვის წუხდების.
კაცის გული არაფრით აივსების,
ისე, როგორც ოკეანე ფულით არ აივსების,
ელის რასმე რაღასაცა სიცოცხლეში
ვერაფრით კმაყოფილია თავის დღეში" (38r).
-
"და ვთხოვოთ ჩვენ და: ღმერთო ჩვენო, გვიხსენ ამპარტავანებისაგან, რომ მან შორს განსდევნოს სატანა ჩენის გულისაგან, და გვიხსენ და დაგვიფარე ყოვლის ბოროტებისაგან, ამპარტავნება მოვიშალოთ მდაბლისაგან ვიცხოვრო" ... (39v).
-
"Манвелидзе, Харатова, Лотаур [...]" (23v).
-
"Твалиева, Мачаров, მაჭაროვი" (24r).
ძირითადად ნაწერია ორ სვეტად.
ოსური სიტყვები ქართული ტრანსკრიპციით, ზოგიერთ სიტყვას ახლავს რუსული თარგმანი რუსული დამწერლობით (1r-5v).
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილია პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ, აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949; გვ. 13.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016 წელი, გვ.201-202.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია ვახტანგ ფიცხელაურის მიერ სოფელ იკოთადან.
ციტირება
ოსურ-ქართული საუბრის წიგნი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/76 წვდომის თარიღი: