ლექსების კრებული


1446/57

ზოგადი აღწერა:
შიფრი:
1446/57
სახელწოდება:
ლექსების კრებული
თარიღი:
XIX
დათარიღების საფუძველი:

ხელნაწერში მოხსენიებული ავტორები და პალეოგრაფიული ნიშნები.

ავტორ(ებ)ი:
ფურცლების რაოდენობა:
27
დაუწერელი ფურცლები:
23r-v
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

მუყაოს კოლენკორგადაკრული ლურჯი ფერის ყდა. 

ზომები

ყდის:

184x23


ქაღალდის:

217x18


ტექსტის:

19x14


სისქე:

10


სტრიქონებს შორის მანძილი:

8

არშიები

ზედა:

28


ქვედა:

16


მარცხენა:

30


მარჯვენა:

27

აღრიცხვა:

გვერდობრივი, არაბული ციფრებით.

ხელნაწერის მდგომარეობა:
ხელნაწერი რესტავრირებულია, აკინძული.
დაკავშირებული პირები
დაკავშირებული ტოპონიმები
სათაურ(ებ)ი:

ილია ჭავჭავაძე, რა ვაკეთეთ რას ვშვრებოდით? ანუ საქართველოს ისტორია XIX საუკუნოსი -

ერთხელ მე და პაპაჩემი

ერთს ადგილსა შევიყარენით ... (1r-2v).

შენიშვნა:

ლექსი დაწერილია 36 სტროფად.

შენიშვნა:

ლექსის ბოლოს მინაწერია გადამწერის ხელით: „24 აგვისტოს 1871 წ. ქ. დუშეთით“ (2v).

შენიშვნა:

ხელნაწერის ტექსტი გამოცემულთან შედარებით გარკვეულ ვარიანტულ სხვაობებს უჩვენებს.

შენიშვნა:

ბიბლიოგრაფია:

  • ილია ჭავჭავაძის თხზულებანი, ტომი I, მიხეილი გედევანიშვილის რედაქციით, თბილისი, 1914, გვ. 80.
  • ილია ჭავჭავაძე - ლექსები, პოემები - იოსებ გრიშაშვილის რედაქციით, თბილისი, 1937, გვ.64.
  • ილია ჭავჭავაძე, თხზულებანი, თბილისი, 1980, გვ.75.

ილია ჭავჭავაძე, გამოცანები -

ულვაშსრული, მელოტია,

უთაური თავიანი ... (13r-v; 3r)

შენიშვნა:

თითოეული გამოცანის ბოლოს მასში ნაგულისხმევი პიროვნების სახელია მიწერილი (რევაზ ანდრონიკაშვილი, გიორგი მუხრანბატონი, ივანე მუხრანბატონი, პლატონ იოსელიანი, დიმიტრი ჯორჯაძე, იასე ანდრონიკოვი, ბესარიონ ღოღობერიძე, გრიგოლ ორბელიანი)

ილია ჭავჭავაძე, შემდეგში დამატებული გამოცანები -

ფუქსავატი ლაქათაა,

გრძლად გალეული მელია ... (3r-5r)

შენიშვნა:

თითოეული გამოცანის ბოლოს მასში ნაგულისხმევი პიროვნების სახელია მიწერილი (ლორის მელიქოვი, ლევან მელიქოვი, მიხეილ თუმანიშვილი, დიმიტრი ყიფიანი).

შენიშვნა:

დასაწყისის პირველი სიტყვა გამოცემაში არის „ოინბაზი“ „ფუქსავატის“ ნაცვლად.

შენიშვნა:

ბიბლიოგრაფია:

  • ილია ჭავჭავაძის თხზულებანი, ტომი I, მიხეილი გედევანიშვილის რედაქციით, თბილისი, 1914, გვ. 80.
  • ილია ჭავჭავაძე, თხზულებანი, ტომი I, გიორგი ციციშვილის რედაქციით, თბილისი, 1987, გვ.141.

გრიგოლ ორბელიანი, პასუხი -

კოღო-ბუზებო, ლიბერალებო,

ჭკუით გლახებო, პატრიოტებო! (5r-6r).

შენიშვნა:

ბიბლიოგრაფია:

ჩვენი საუნჯე, ქართული მწერლობა, ტ. 6, გ, ჯიბლაძის რედაქციით, თბილისი, 1960, გვ.54.

ილია ჭავჭავაძე, პასუხის პასუხი -

ჩვენ უჩინონი,

ჩვენ უჩინონი ... (5v-8r).

შენიშვნა:

ბიბლიოგრაფია:

  • ილია ჭავჭავაძის თხზულებანი, ტომი I, მიხეილი გედევანიშვილის რედაქციით, თბილისი, 1914, გვ. 97.
  • ილია ჭავჭავაძე, თხზულებანი, ტომი I, თბილისი, გიორგი ციციშვილის რედაქციით, 1987, გვ.141.

[ნინო ორბელიანი], პასუხის პასუხის პასუხი -

ნუ ჰკიცხავთ სხვათა,

მტერთა თუ ძმათა ... (8r-9v).

შენიშვნა:

ლექსის დასასრულს მინაწერია: "ნინო ორბელიანისა" (9v).

აკაკი წერეთელი, ხარაბუზა ღენერალს -

იარანალო ხარაბუზა,

სიტყვით სწორო, საქმით კუზა ...(9v-11r).

შენიშვნა:

ბიბლიოგრაფია:

  • აკაკი წერეთელი, თხზულებანი, ტომი I, თბილისი, 1950, გვ. 224-227.
  • აკაკი წერეთელი, ხუთტომეული, ტომი I, თბილისი, 1988, გვ.123.

შენიშვნა:

გამოცემებში: "ბედნიერი ერი".


შენიშვნა:

ბიბლიოგრაფია:

  • ილია ჭავჭავაძის თხზულებანი, ტომი I, მიხეილი გედევანიშვილის რედაქციით, თბილისი, 1914, გვ. 85.
  • ილია ჭავჭავაძე, ლექსები, პოემები, იოსებ გრიშაშვილის რედაქციით, თბილისი, 1937, გვ.69.
  • ილია ჭავჭავაძე, თხზულებანი, ტომი I, თბილისი, 1980, გვ.79.

აკაკი წერეთელი, მუხამბაზი -

ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე,

სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე ... (12r-v).

შენიშვნა:

ახლავს ეპიგრაფი: "ფიქრები მაქვს, წინ შენი სახე მოდის" - გ. ორბელიანი.

შენიშვნა:

ბიბლიოგრაფია:

  • აკაკი წერეთელი, თხზულებანი, ტომი I, თბილისი, 1950, გვ. 255.
  • აკაკი წერეთელი, ხუთტომეული, ტომი I, თბილისი, 1988, გვ.133.

გ. ჭალადიდელი, გორდის მთაზე -

მაღლა ცაზე მშვიდ დარია

და კაშკაშებს ვარსკვლავ-მთვარე ... (12v).

შენიშვნა:

ბიბლიოგრაფია:

გ. ჭალადიდელი, კრებული, თბილისი, 1947, გვ.44

ჩიტი -

გალია ყველა ერთია,

ოქროსი იყოს, გინდა ხისა ... (14r).

შენიშვნა:

დასასრულს მიწერილი აქვს ინიციალები "დ. მ." (შესაძლოა, დუტუ მეგრელი).

ილია ჭავჭავაძე, ს...ჩ..სას -

სატრფოვ! ხშირად ლაღი ფიქრი

გამიტაცებს სუბუქ ფრთითა ... (14v).

შენიშვნა:

ბიბლიოგრაფია:

  • ილია ჭავჭავაძის თხზულებანი, ტომი I, მიხეილი გედევანიშვილის რედაქციით, თბილისი, 1914, გვ. 63.
  • ილია ჭავჭავაძე - ლექსები, პოემები - იოსებ გრიშაშვილის რედაქციით, თბილისი, 1937, გვ.51.
  • ილია ჭავჭავაძე, თხზულებანი, ტომი I, გიორგი ციციშვილის რედაქციით, თბილისი, 1987, გვ.101.

გიორგი ერისთავი, სატრფიალო ლექსი „დავა“ ნაწყვეტი -

აგერ ცაში მზე ბრწყინვალებს

და გაჰფანტა ღამე ბნელი ... (14v).

შენიშვნა:

ბიბლიოგრაფია:

თ. გიორგი დავითის ძე ერისთავი, თხზულება, თბილისი, 1884, გვ.196.

ნიკოლოზ ბარათაშვილი, თავადის ჭავ...ის ასულს ეკა...ნას -

ხმით მშვენიერით

ტკბილის სიმღერით ... (15r)

შენიშვნა:

ბიბლიოგრაფია:

  • ჩვენი საუნჯე, ქართული მწერლობა, ტომი VI, თბილისი, 1860, გვ.110.
  • ქართული მწერლობა, ტომი IX, თბილისი, 1994, გვ. 375.

აკაკი წერეთელი, ნადირობა (ვუძღვნი ჩემს ძაღლს) -

კუდქიცინა და შავყურა,

ჩემო ძაღლო, ჩემო მურა ... (15r-17r).

შენიშვნა:

ბიბლიოგრაფია:

  • აკაკი წერეთელი, ტომი I, ლექსები გიორგი აბზიანიძის რედაქციით, თბილისი, 1950, გვ. 141-145.
  • აკაკი წერეთელი, თხზულებანი, ტომი I, თბილისი, 1988, გვ.81.

ლექსი, ხალხური -

ასსა ლიტრასა რკინასა კბილსა მოუჭირებ, კნატს უზამო,

იქით მთასა და აქეთსა ხელსა მოუჭირებ, რახტს უზამო,

ალაზანსა და იორსა დავეწაფები, ყლაპს ვუზამო,

თავსა გასულსა დიაცსა კი, მე იმას ვერას ვუზამო ... (17v).

ლექსი, ხალხური -

ჭავჭავაძემ დამპატიჟა,

ღვინი მასვა ტკბილი (17v).

შენიშვნა:

გამოცემულია. იხ. დროების კალენდარი, 1875 ლიტ. ნაწ. გვ.10.

აკაკი წერეთელი, უდარდო კაცი -

ყველასათვის კარგი მსურს,

ბოროტების მტერი ვარ ... (17v-18r).

შენიშვნა:

ბიბლიოგრაფია:

  • აკაკი წერეთელი, ტომი I, ლექსები გიორგი აბზიანიძის რედაქციით, თბილისი, 1950, გვ. 146.
  • აკაკი წერეთელი, თხზულებანი, ტომი I, თბილისი, 1988, გვ.86.

ალ. ჭავჭავაძე, თავსა უფლად -

თავსა უიფლად ნურვინ ჰგონებთ,

ერთგზის თქვენცა ტრფიალება ... (18rv)

შენიშვნა:

ბიბლიოგრაფია:

ჩვენი საუნჯე, ქართული მწერლობა, ტომი VI, გ. ჯიბლაძის რედაქტორობით, თბილისი, 1960, გვ.34.

დიმიტრი ბაგრატიონი, რუსულის ხმაზედ -

ვაქო პირად ბადრია, განა თუცა ადრეა,

მაგრამ ვეღარ მოვითმენ, შევიქნები მკიდრია ... (18v-19v).

წყდება: მე სურვილით ხელობა ვისთვის დამეწამისა ....


შენიშვნა:

ლექსს ახლავს მინაწერი: „ლექსი თქმულია ბაგრატ ბატონიშვილის ქალის დაბადებაზედ“; 


შენიშვნა:

ხელნაწერს ბოლო სტროფი აკლია.

შენიშვნა:

ბიბლიოგრაფია:

  • დიმიტრი ბაგრატიონი, დიმიტრიანი, ლექსები და პოემები რარა ნაკაშიძის რედაქტორობით, თბილისი, 1978, გვ.39.
  • ცისკარი N1, თბილისი, 1853, გვ.52.

მამია გურიელი, ალავერდი -

მეგობრებო, ჯერ უსურვოთ

ჩვენს სამშობლოს დღეგრძელობა ... (20r-v).

შენიშვნა:

გამოცემაში: „ჩემი ალავერდი“.

შენიშვნა:

ბიბლიოგრაფია:

ქართული პოეზია, ტომი X, გრ. აბაშიძის რედაქციით, 1978, გვ. 360-363.

მამია გურიელი, ადამიანს -

ვინც გინდა იყო ჩემი მსმენელი,

ქალი, კაცი, გინდ გასათხოვარი ... (20v-21r).



შენიშვნა:

გამოცემაში: „ადამიანი“.

შენიშვნა:

ბიბლიოგრაფია:

ქართული პოეზია, ტომი X, გრ. აბაშიძის რედაქციით, 1978, გვ. 358-359.


იმერული სახუმარო -

ქალი ვიყავ მოწიფული,

გამიტაცა სურვილებმა ... (21r).

რომანსი -

ღამის ნიავი, წყნარად მფრინავი

თავს დასტრიალობს მძინარ ქვეყანას ... (21v).

შენიშვნა:

მინაწერი ლექსის ბოლოს: "ცახელი".

რაფიელ ერისთავი, სნეული ოჯახი -

ოხრავს გოგონა ნინუა, ქმარიც ავად ჰყავს, შვილიცა,

რა ქნას მარტოკამ, უკვნესის მოხუცი დედამთილიცა ... (22r).

რაფიელ ერისთავი, ზარხოში -

ნურას უკაცრავათ, თქვენი ჭირიმეთ! ცოტა ქეიფიანათ გახლავართ! ...(22r-v).

შენიშვნა:

ბიბლიოგრაფია:

ივერია, 1879, N3, თბილისი, გვ. 68-69.

შენიშვნა:

კრებულს ერთვის სხვა ხელნაწერის ნაწილი: 

ამოცანა - ორთა ბროლის ბურჯთა შიგან ერთი უფასო თვალია 

მუნ იაგუნდის აუზი, შიგან ვერცხლისა წყალია ... (24r-27v)

  1. ხელნაწერის ბოლოს დანართს შემდეგი მინაწერი ახლავს ფანქრით შესრულებული შემდეგი მინაწერები:

    "ეს ისეთი უწმაწური და გარყვნილი კაცის თხზულებაა, რომ დასაწვავია. არ დავსწვი იმიტომ, რომ ნახონ რა მოცლილი მბღაჯვნელები გვყოლია ძველად".

    "ამ ხელნაწერის დაწვა რამდენჯერმე დავაპირე, მაგრამ ვსთქვი: სხვებმაც დააფასონ ძველების უსაქმური ცხოვრება (24r, მხედრული).


  1. ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 53-57.


  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016, გვ.213-330.

  1.  ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს ისაია ფურცელაძის მიერ სოფელ მერეთიდან.

ციტირება

ლექსების კრებული. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/75 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში