„მცირე რჩულისკანონი“ ეფთვიმე მთაწმინდელმა მეათე საუკუნის ბოლოს შეადგინა ბერძნული კანონიკური მწერლობის სხვადასხვა წყაროის მიხედვით. ის ოთხი ნაწილისაგან შედგება: 1. „წესი და განგებაჲ და რჩულისკანონი მეექუსისა კრებისაჲ“, სადაც შესულია ტრულის 692 წლის კრების კანონები. თუმცა ეფთვიმე ათონელმა გარდა იმისა, რომ რედაქციულად გადაამუშავა ტრულის კანონები, შიგ ჩაურთო ქართული მასალა და უფრო გამოსადეგი ქართული საღვთისმსახურო პრაქტიკისათვის. 2. „კანონნი შეცოდებულთანი“. ეს კანონები კრებულში შეტანილია, როგორც კონსტანტინეპოლის პატრიარქის იოანე მმარხველის შრომა. აღნიშნული კანონი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) „კანონი შეცოდებულთანი აღწერილნი ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანეს მიერ კონსტანტინოპოვლელი მთავარეპისკოპოსისა რომელსა ეწოდა მმარხველი“ და ბ) „კანონნი შეცოდებულთანი განწესებულნი ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანე მმარხველისა მიერ კონსტანტინეპოვლელ პატრიარქისაჲ“. 3. „კანონნი დღითი-დღეთა ცთომანი, ვითარცა წმიდამან მამამან ჩუენმან ბასილი განაწესნა“, ქართულ ლიტერატურაში მას ბასილი დიდის კანონები ეწოდება. 4. „ძეგლისწერაჲ სარწმუნეობისაჲ“.
აღნიშნული ხელნაწერი ძირითადად ემთხვევა „მცირე სჯულისკანონს“, თუმცა გვხვდება გარკვეული განსხვავებაც. კერძოდ, ტექსტის ის ნაწილი, რომელიც „მცირე სჯულისკანონში“ ცალკე თავადაა გამოყოფილი და ეს თავია „კანონნი დღითი-დღეთა ცთომანი, ვითარცა წმიდამან მამამან ჩუენმან ბასილი განაწესნა“ ამ ხელნაწერში წინა თავს არის („კანონნი შეცოდებულთანი განწესებულნი ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანე მმარხველისა მიერ კონსტანტინეპოვლელ პატრიარქისაჲ“) მიბმული, ხოლო „მცირე სჯულისკანონის“ ბოლო ნაწილი, ქართული: „ძეგლისწერაჲ სარწმუნეობისაჲ“ ჩანაცვლებულია შემდეგი ორი თავით: „წესი, რომელი აღესრულების აღმსარებელსა ზედა თჳსთა ცოდვათათჳს“ და „უწყებაჲ აღსარებისათჳს“.
- შიფრი:
- 1446/54
- სახელწოდება:
- მცირე სჯულისკანონი
- თარიღი:
- 1735
- დათარიღების საფუძველი:
-
ხელნაწერში მითითებული თარიღი.
- ავტორ(ებ)ი:
- გადამწერი/დამწერი:
- ფურცლების რაოდენობა:
- 142
- დაუწერელი ფურცლები:
- 141v
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
ტყავგადაკრული ხის ყდა, დაზიანებული, ალაგ-ალაგ გადაქექილი.
- ზომები
-
ყდის:
155x105
ქაღალდის:
145x90
ტექსტის:
100x62
სისქე:
27
სტრიქონებს შორის მანძილი:
3
- არშიები
-
ზედა:
22
ქვედა:
25
მარცხენა:
10
მარჯვენა:
24
- სტრიქონების რაოდენობა:
- 18
- აღრიცხვა:
-
რვეულებრივი, აღნიშნულია ნუსხური გრაფემებით რვეულის დასაწყისსა (ზედა არშია) და დასასრულს (ქვედა არშია). იწყება ა 7 ფურცლიანი რვეულით, შემდეგ გრძელდება თანმიმდევრობით 8-8 ფურცლიანი რვეულებით და სრულდება ით (მე-19) ნაკლული რვეულით (2 ფურცელი).
- განკვეთილობის ნიშნები:
-
- ხელნაწერის მდგომარეობა:
- ხელნაწერი რესტავრირებულია; ნაკლული, ფურცლები კარგად არის შემორჩენილი, ყდა - გადაქექილი.
- დაკავშირებული პირები
- დაკავშირებული ტოპონიმები
ქვესათაურ(ებ)ი:
-
რჩულისკანონი პირუელად თარგმნილი წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმისი - წესი და განგებაჲ და რჩულისკანონი მეექუსისა კრებისა ასსამეოცდარვათა წმიდათა მამათა ... (1r-87r).
-
კანონი შეცოდებულთანი აღწერილნი ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანეს მიერ კოსტანტილეპოვლელ მთავარეპისკოპოსისა, რომელსა ეწოდა მმარხველ - უწყებულ იყვენით, ვითარმედ ესე ნეტარი იოანე მმარხველი უკანასკნელ იყო ყოველთა მათ, რომელთა რჩულისკანონისა წესნი დაწერნეს ... (87r-102v).
-
კანონნი შეცოდებულთანი განწესებულნი ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანე მმარხველისა მიერ კოსტანტინეპოლელ პატრიარქისა - უკუეთუ ვისმე შეემთხჳნენ ბუნებითნი ცოდვანი: ესე იგი არს სიძვანი დედათა თანა, გინა თუ ქურივთა, ანუ მჴევალთა, ანუ მეძავთა წესითა მით ბუნებითისა ცოდვისათა … (102v-127v).
-
წესი, რომელი აღესრულების აღმსარებელსა ზედა თჳსთა ცოდვათათჳს - პირველად შეიყვანოს იგი მღუდელმან ეკლესიად და დაჰკრძალნეს კარნი ... (127v-135r).
შენიშვნა:წინა თავსა და შემდეგ თავს შორის ორი გვერდია, რომლებზედაც სჯულისკანონში განხილული ცოდვების სახელებია მოტანილი ქართულად და რუსულად (ქართული ტრანსკრიპციით) (135v-136r)
-
წესი, რომელი აღესრულების აღმსარებელსა ზედა თჳსთა ცოდვათათჳს - პირველად შეიყვანოს იგი მღუდელმან ეკლესიად და დაჰკრძალნეს კარნი ... (127v-141r).
-
„დაიწერა მაის კ (20) ჩღლე (1735). ღმერთო, შეიწყალე ამისი მჩხაბაჲვი ცოდვილი დავით კერძოდიაკონი. ხელრთვით: ბალულა (141r, გადამწერის ხელით, ნუსხური, ქვედა არშია).
-
"ჩყლა წელსა ნოემბრის ს-სა დღესა ნიკოლოზ ფურცელაძის ძე ანტონი დაიბადა" (141v, ყავისფერი მელნით, მხედრული).
-
"მწერალსა შენსა ღმერთმან ამისსა" (87r, სათაურთან გადამწერის ხელით, ნუსხური).
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა კოლექციის აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ, აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, თბილისი, ტომი I, 1949, გვ. 50.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი), I, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს: ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016, გვ.317-318.
მცირე სჯულის კანონი, გამოსაცემად მოამზადა ელგუჯა გიუნაშვილმა, თბილისი, 1972.
ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს ისაია ფურცელაძისაგან (სოფ. მერეთი).
ციტირება
მცირე სჯულისკანონი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/72 წვდომის თარიღი: