სჯულდებანი რუსეთის საიმპერიოსანი


1446/52

ზოგადი აღწერა:

ხელნაწერში მოტანილია ამონარიდები რუსეთის იმპერიის სხვადასხვა საკანონმდებლო წიგნიდან (საზღვაო წესდება, სამხედრო წესდება, ალექსეი მიხეილის ძის სამართლის კოდექსი ...). ქართულად თარგმნა 1804 წელს ვასილ ჭილაევის/ჩილაევმა, თარგმანთან სისწორე გადაამოწმა დიმიტრი ორბელიანმა, ხოლო გადაწერა დავით თუმანიშვილმა.

შიფრი:
1446/52
სახელწოდება:
სჯულდებანი რუსეთის საიმპერიოსანი
თარიღი:
1804
დათარიღების საფუძველი:

ხელნაწერში მითითებული თარიღი.

გადამწერი/დამწერი:
მთარგმნელი:
ფურცლების რაოდენობა:
85
დაუწერელი ფურცლები:
3v, 10v, 41r, 85v.
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

კოლენკორგადაკრული მუყაოს ლურჯი ფერის ყდა.

ზომები

ყდის:

354x225


ქაღალდის:

346x215


ტექსტის:

317x108


სისქე:

21


სტრიქონებს შორის მანძილი:

13

არშიები

ზედა:

25


ქვედა:

16


მარცხენა:


მარჯვენა:

სტრიქონების რაოდენობა:
23/25/27
განკანონება/ჭვირნიშანი:

შეემჩნევა განკანონების ხაზები. აქვს ჭვირნიშანი.

აღრიცხვა:

ფურცლობრივი, გვერდები დანომრილია არაბული ციფრებით. შეემჩნევა განკანონების ხაზები. აქვს ჭვირნიშანი.

ხელნაწერის მდგომარეობა:
ხელნაწერი აკინძულა, რესტავრირებულია, ფურცლები კარგად არის შემონახული.
გაფორმება:

ხელნაწერს აქვს შავი მელნით შესრულებული მარტივი ჩანახატები ანგელოზების, ასევე ქალისა და კაცის გამოსახულების სახით (1r) ასევე, ჩარჩოში ჩასმული შავი მელნით შესრულებული ორნამენტირებული თავსამკაული, გამოსახულია ყვავილები და ჩიტები (11r). 

დაკავშირებული პირები
დაკავშირებული ტოპონიმები
ქვესათაურ(ებ)ი:

ზღვის სამსახურის ტიბიკონისა ანუ წესდებულებისა. წიგნი მესამე. თავი მეათე. პარაღრაфი თ. არა ქცევისათჳის სნ[ე]ულთანა უმკაცრობითა და შურაცხებითა მკურნალთაგან - უკეთუ მკურნალნი უმკაცრობით ანუ განუფთხილებლობითა თჳსითა და საცხადოთ შეურაცყოფა ექცეოდნენ სნეულსა, რომლისაც გამო ემიზეზოს მას განსაცდელი ... (11r-21აv).

უქაზი ანუ ბრძანება მისის მეფობის დიდებულებისა აღხოცვსათჳს ქურდთა კაცთა ლტოლვილთა, სალდათთა და რეკრუტთასა, აპრილის ივ დღესა ჩღით წელსა - დიდმან ჴელმწიფემა, მამობრივ ერისა თჳსისადმი წყალობისა მიმფენელმან, ბრძანა აწ განცხადება საზოგადოდ ერთა შორის ... (22r-28r).

ლტოლვილთათჳის სამსახურისაგან მპარავთა და გზავთათჳის, ოქტომბრის ლ დღესა ჩღით წელსა - ვინაჲდგან მისმა მეფობის დიდებულებამან ერისა თჳისადმი წყალობის მიმფენელმან, მრავლითა თჳისითა მოწყალებითა ბრძანებითა ... (29r-34r).

ზედ დადგინებაჲ ანუ მცნებაჲ უფალთ აფიცერთადმი, რომელნიც წარვლენილ იქმნებიან ჯართა მინდრულთაქან ანუ გარნიზონთაგან, საძიებლად ლტოლვილთა, დრაგუნთა, სალდათთა, მატროსთა და რეკღუტთასა აღარასპობელად ქურდთა და ავაზაკთასა და მენავთ საყუდლეთა მათთასა, დეკემბრის კდ დღესა ჩღით წელსა - პირუელად აფიცერნი იგი რომელნიცა საქმისა ამისათჳს იქმნებიან წარვნელინ თანამდებ არიან, რათა ჰყოფდეს ფიცსა ჯართა ... (34v-40v).

პატიჟთა აღსრულებისათვის, რომელ-იგი იქმნებიან ღუბერნიათა შინა და ხეობათა, ნოემბრის იბ დღესა, ჩღკა წელსა - ყოვლად უუგანათლებულესმან, უუმპყრობელესმან დიდმან პეტრემან, იმპერატორმან და თჳითპყრობელმან როსიისამან ნოემბრის ი დღესა ბრძანა ...“ (41v-43r).


თეთრის შეკრებისათჳს ეკკლესიათა შინა დროსა სამღრთოჲსა გალობისასა, ივლისის კთ დღესა, ჩღკე წელსა - უქაზისამებრ მისის იმპერატორების დიდებულებისა, უწმინდესმა და მმართებელმა სინოდმან შეკრებისათჳს თეთრისა მონასტერთა შინა დედაეკკლესიათა და სამროვლო ეკკლესიათა შინა ... (44r-48r).

ზედ დადგინებისა ობერვალდ მეისტრისადმი. კე პარაღრაფი. ჯურუმის მიხდისათჳს, უკეთუ ვინმე მოსჭრას ჴენი დაკრძალულნი, დეკემბრის გ დღესა ჩღკვ წელსა - უკეთუ ვინმე დაკრძალულნი ხენი მდინარეთაგან ნაბრძანებისა სივრცედმდე, ანუ მუხა, ანუ თრიმლი, ანუ თელა ... (48v-49r).

სამჴედრო ტიბიკონისა ანუ წესდებულებისა. თავი მეოთხე. ნებსით ჴრმალ მწუდისა, არეულობისა და ყარაულისათჳსა. პარაღრაფი ლე - ვინცა აფიცერთაგანმა ანუ სალდათთაგანმა განრისხებასა შინა აღმოიღოს ჴრმალი განზრახვითა მით, რათა დასდვას წყლული ვისამე ... (49v-61r).

სჯულდებანი მისის მეფობის დიდებულებისა სდ რუსეთის ხელმწიფის ალექსი მიხაილის ძისა წესდებულებისაგან გამოკრებულნი, თავი პლი მუხლი დ-ხოლო უკეთუ ვინმე მოვიდეს ეკკლესიად ღვთისად, დაიწყოს მუნ ცემაჲ ვისიმე ... (61r-84v).

პოლიციისა ანუ კეთილ მოწესობისა ტიბიკონისაგან გამოკრებულნი სჯულდებანი ... (85r).

  1. "სჯულდებანი რუსეთის საიმპერიოსანი უმაღლესითა ბრძანებითა ქართულსა ენასა ზედა გადმოთარგმნილი საქართუჱლოჲსათჳს ჩყდ-სა წელსა" (თავფურცელი, მხედრული).



  2. "უფლის კოლლეჟსკის ასესორის, და ეკსპედიცია სუდა ი რასპრავის სოვეტნიკს ვასილ მათვეის ძის ჩილაევის მიერ ნანდვილის ნათარგმნიდამ თანა სწორ გადმოვსწერე: დავით თუმანიშვილი" (85r).


  3. "ნანდვილის თარგმანისა თანა სწორე არს, სოვეტნიკი კოლე(ჟ)სკი ასესორი თავადი დიმიტრი ზურაბი ორბელიანოვი" (85r).


  1. ხელნაწერში მოტანილია ამონარიდები რუსეთის იმპერიის სხვადასხვა საკანონმდებლო წიგნიდან (საზღვაო წესდება, სამხედრო წესდება, ალექსეი მიხეილის ძის სამართლის კოდექსი ...).

  2. ძირითად ტექსტს წინ წინასიტყვაობა უძღვის ქართულად და რუსულად.

  1. ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილია პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ, აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949; გვ. 48.


  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016 წელი, გვ.302-304.

  1. ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს სოფელ კარალეთიდან, მიხეილ ერისთავის მიერ.

ციტირება

სჯულდებანი რუსეთის საიმპერიოსანი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/69 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში