კრებულში შედის როგორც კანონიკური, ისე ასკეტიკურ-მისტიკური შინაარსის ოთხი ტექსტი. ორი წერილი - ერთი წმინდა ნეკტარიოს იერუსალიმის პატრიარქისა, ხოლო მეორე - ერთიანი წერილი, რომელსაც სასულიერო პირები აწერდნენ ორიგინალში ხელს მსოფლიოს სხვადასხვა ეკლესიიდან, XVII საუკუნეში რუსეთის ეკლესიაში მიმდინარე პრობლემაზე მოგვითხრობს.
ხელნაწერის პირველი ნაწილი გადაუწერია სიონის დეკანოზ ნიკოლოზს 1753 წელს მოსკოვში.ეს ხელნაწერი 1843 წელს გადაუნუსხავს და დანარჩენი ნაწილებიც მიუმატებია გიორგი ზაქარიას ძე სიდამონოვს თელავში. ერთი მათგანი - "აღსარებაჲ და უწყებაჲ და სასწაული მართლისა სარწმუნოებისაჲ და წმიდათა კრებათათჳს ..." (162r-178r) - თავადვე უთარგმნია რუსულიდან.
გარკვეული პერიოდი ხელნაწერი ეკუთვნოდა მღვდელ დავითს (ნიკოლაევი).
- შიფრი:
- 1446/51
- სახელწოდება:
- კრებული
- თარიღი:
- 1843
- დათარიღების საფუძველი:
-
ხელნაწერში მითითებული თარიღი.
- გადაწერის ადგილი:
- მთარგმნელი:
- ფურცლების რაოდენობა:
- 229
- დაუწერელი ფურცლები:
- 2v, 8v, 154v, 161r-v.
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
მუყაოს კოლენკორგადაკრული ყავისფერი ყდა.
- ზომები
-
ყდის:
236x182
ქაღალდის:
220x170
ტექსტის:
178x115
სისქე:
40
სტრიქონებს შორის მანძილი:
13
- არშიები
-
ზედა:
24
ქვედა:
30
მარცხენა:
18
მარჯვენა:
18
- სტრიქონების რაოდენობა:
- 15
- ხელნაწერის მდგომარეობა:
- ხელნაწერი რესტავრირებულია, ფურცლები შიგადაშიგ დალაქული. წითელი მელნით ნაწერი ტექსტები გადალეულია.
- დაკავშირებული პირები
-
- სიდამონოვი გიორგი ზაქარიას ძე
- კოლელიშვილი გიგო
- ნეკტარიოსი, იერუსალიმის პატრიარქი (1660-1669)
- მიქაელ სვინკელი, იერუსალიმელი
- ბასილი დიდი წმ.
- გრიგოლ ღმრთიმსეტყველი, კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი
- იოანე ოქროპირი
- ეფრემ ასური
- მაქსიმე აღმსარებელი
- სოლომონ ბრძენი
- ზაქარია წინასწარმეტყველი.
- პლატონი, ფილოსოფოსი
- სოკრატი / სოკრატე
- მენიანდროსი / მენინადრე
- ნიკოლოზი, დეკანოზი
- დაკავშირებული ტოპონიმები
სათაურ(ებ)ი:
-
კრებული
ქვესათაურ(ებ)ი:
-
აღსარება მართლისა სარწმუნოებისა, წმიდისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიასა მართლმადიდებელთა აღმოსავალთასა (9v-154r).
შენიშვნა:ტექსტს წინ უძღვის "შესავალი ამის წიგნისა" (4r-9v).
შენიშვნა:თავდაპირველად იწყება ორი ეპისტოლით: ა) "წყალობითა ღმრთისათა პატრიარქი ნეკტარიოს წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და ყოვლისა პალესტინისა' ... (9v-13v); ბ) "წყალობითა ღმრთისათა მთავარეპისკოპოსი კოსტანტინეპოლისა, ახლისა ჰრომისა და ყოვლისა ქვეყანისა პატრიარქი" ... (13v-15v). ორივე წერილში საუბარია XVII საუკუნის შუა წლებში რუსეთის ეკლესიაში მომხდარი არეულობის შესახებ.
-
მიქაელ სვინკელისა იერუსალიმელისა მართლისა სარწმუნოებისა წართქმა და აღსარება (155r-160v).
-
აღსარებაჲ და უწყებაჲ და სასწაული მართლისა სარწმუნოებისაჲ და წმიდათა კრებათათჳს, რომელთა დაამტკიცეს მართალი სარწმუნოებაჲ, რომელი-ესე ერთ არს ყოველთა ქრისტიანეთათჳს, რომელნი კეთილად და გამოწულილვით მეცნიერ იყვნენ (162r-178r).
ანდერძი:„იესო ქრისტე, ადიდე სული გიორგისი წმიდისა მამისა, რომელმან თარგმნა წმიდა ესე წიგნი, საუკუნო იყავნ ჴსენება მისი, ამინ“ (162r, ტექსტის დასაწყისი, მთარგმნელისა და გადამწერის ანდერძი).
ანდერძი:„წერლისა ამის წიგნისა თავადისა გიორგი ზაქარიას ძის სიდამონოვისათჳს შენდობა ყავით, რომელმან ვიმუშავე ქალაქს თელავს. ნოემბრის იე-სა დღესა წელსა ჩყმვ-სა (1846)“ (178v, ტექსტის ბოლოს, მთარგმნელისა და გადამწერის ანდერძი).
-
სიტყვანი და სწავლანი სამეცნიერონი ფრიად მარგებელნი სულ სხეულობით ორკერძოვე - ძველისა და ახლისა წმიდათა წერილთაგან რჩევით გამოკრებულნი კლემაქსისაგან დიდისა ბასილისა და გრიგოლი ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა და მამისა ეფრემისა და მაქსიმესი და ცხოვრებისაგან მამათასა და სხვათა წმიდათა, მღუდველთმოძღვართა, მამათა, მოციქულ[თა], წინასწარმეტყველთა სოლომონ და ზაქარიასა და გარეშე წიგნთა: პლატონ, სოკრატი და მენიანდროს და სხვათა ფილოსოფოსთა მიერ თქმულნი (179r-229r).
-
„უფალნო ჩემნო წიგნისა ამის მჴედრულად დაწერისათჳს ნუ მაიძულებთ ამისთჳს, რომელ დედანს მაშურებდენ და არც გაწყობილი ქაღალდ-საწერ-კალამი მქონდა ამა მიზეზთათჳს; ქალაქს თელავს გადრმოვსწერე თავადმა გიორგი ზაქარიას ძემ სიდამონოვმან“ (2r, ხელნაწერის დასაწყისში, გადამწერის ხელით).
-
„აღიწერა წიგნი ესე სამეცნიერო ჴელითა ღუბერნსკის სეკრეტარის თავად გიორგი ზაქარიას ძის სიდამონოვისათა. ქალაქს თელავს. მკითხველთა გევედრები ჴსნებასა ჰყოფდეთ დეკემბრის ი-სა დღსა ჩყმგ-ს წელსა“ (229r, გადამწერის ხელით).
-
„იესო მჴსნელო, ქრისტე იესო, შემიწყალე მწერალი ამისი თავადი გიორგი ზაქარიას ძე სიდამონოვი, რომელმან ნამდვილიდამ გარდმოვიღე ქალაქსა თელავსა შინა წიგნი ესე სარწმუნოებისა ენკენისთჳს იე-სა, წელთა 1864-სა. უკუეთუ დავიმარხნეთ მცნებანი ესე, ჭეშმარიტად არს მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ. გევედრები მხილველთა და მკითხველთა წერილისა ამის, მცირედცა ჴსენებასა ჰყოფდეთ ენკენისთჳს იე-სა, ქორონიკონს აქეთ“ (154r, გადამწერის ხელით).
-
„აღიწერა წიგნი ესე სამეცნიერო, ჴელითა ღუბერნსკის სეკრეტარის, თავადის გიორგი ზაქარიას ძის სიდამონოვისათა ქალაქს თელავს. მკითხველთა გევედრებით ჴსენებასა ჰყოფდეთ დეკემბრის ი-სა დღესა ჩყმგ-სა წელს“ (229r, ხელნაწერტის ბოლოს, გადამწერის ხელით).
-
„ქ. უღირსი სიონის დეკანოზი ნიკოლოზ ვწერ ქალაქსა მოსკოვს რუსეთსა, 1753“(15v, დედნიდან გადმოწერილი ანდერძი).
-
„ჴელითა უღირსის სიონის დეკანოზის ნიკოლოზისათა ქალაქს მოსკოვს“ (87v, დედნიდან გადმოწერილი ანდერძი).
-
„სამღთო ესე ფილოსოფიის წიგნი დავით მღდლის ნიკოლევისა არის, ვინც ჴელ ჰყოს პარვად და ანუ მიმძლავრებად თჳნიე(sic) მღუდლის დავითისა და მემკვიდრის მისისა, გაუწყრეს მღთაების მადლი, ამინ“ (229v). აქვე რუსულად: „Священик Давидов “.
-
Священник Давидов Николаева [...] ამინ და კირიელეისონ. Ся книга принодлежит низкого отделения Телавского Духовного уездна училища Эфима Николиево (229v).
შენიშვნა: ტექსტის მეორე ნაწილი რამდენიმეჯერ არის გამოერებული.
-
შიგადაშიგ არშიებზე ტექსტებს დართული აქვს ამგვარი მინაწერები: "აქ გასინჯეთ ფრანგთ განსაწმედელის ძალი, თუ ვითარ იქმნება“ (54r, 55r,). „ნიჭი სულისა წმიდისანი აქა გაშინჯეთ, მკითხველნო, თუ ვითარ მოეცემის ...“ (59r). „განწესება მარხვისათჳის“ (67v), „პატივისცემისათჳს სამღუდელოს კაცთათვის (68r)“ და ა. შ.
-
თქვენო პატიოსნებავ მამაო (3r).
ხელნაწერს წინ უძღვის წინ უძღვის სლავური ანბანი , „მამაო ჩვენო“ რუსულად და ლათინურად, ქართული ტრანსკრიპციით (1v).
ლექსი.
ტექსტის შესავალს წინ უძღვის ხელნაწერის ორიგინალიდან გადმოწერილი ლექსი:
"მეგონა გვამი უსულოდ, სამარედ დაიდებოდა,
წესით განმყოფი თვისთვისად საფლავად შეიცვებოდა,
მიწა მიწადვე და ცეცხლი ჰაერად განიხდებოდა
და წყალი ზე აღვსლვით ქვემქცევი კვამლებრივ გაიბნეოდა.
გარნა აწ ვხედავ სხვას უცხოდ ბუნებისაგან უმაღლესს,
ვინადგან, რომე გვამი ვალს სულისა გარდა უაღრეს,
ეგრეთვე, ვითარ პირველად მოძრაობს, მქცეობს უახლეს
და, ჰეა, ახალი აწ ქცევით ყოველთ აკვირვებს უაღრესს.
ნუთუ, ესე აჩრდილი არს ანუ სიზმარს მონაჩვენი,
ოცნებითა ნაოცარი, გინა ფიქრით მონაცქერი,
ნიკოლოზ დეკანოზი მოსკოვს ვმყოფობ ლექს დამწერი
და ცრუსა მუხთლის სოფლისაგან ნაღვლისაგან ვერ განვერი
საყვარელს გუნებავს უკეთუ ტრფიალებს ამისი ცნობანი,
ეს ვინ ჰყო კადნიერება, ფერებთა აღმწერლობანი
არს ცოდვილ არამედ ღვთისა, ნებავს ცოდვილთაც გებანი
და ესეც ინება საყოფლად მოსკოვის დამთხოვლობანი" (3v).
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 45-48.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016, გვ.298-301.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს გიგო კოლელიშვილის მიერ თელავიდან.
ციტირება
კრებული. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/68 წვდომის თარიღი: