ქორწინებისა თავისათჳს


1446/49

ზოგადი აღწერა:

"ქორწინებისა თავთათჳს" კანონიკური შინაარსის ტექსტია, რომელიც ქართულად 1785 წელს ითარგმნა იოანე პაპუწისშვილ-ქსიფილინოსის მიერ. მასში შეტანილია მათე ბლასტარის "სინტაგმის" ნაწილი, კერძოდ სჟა-ტზ (291-307) თავები.

წინამდებარე ხელნაწერი ნუსხურით არის გადაწერილი XVIII საუკუნეში. მასში დაწვრილებით არის ახსნილი ქორწინების წესები, განსაზღვრულია კანონიკური და არაკანონიკური ქორწინებების წესები. ძირითად ტექსტს ბოლოში ერთვის "მაგალითნი ქორწინებისანი" მანუელ ქსანთინოსისა, რომელშიც სქემატურად არის წარმოდგენილი დაშვებული და დაუშვებელი ქორწინებების ნიმუშები. სხვა ხელნაწერებში ხშირად ეს ბოლო ნაწილი განსაკუთრებით არის შემკული ილუსტრაციებით.

შიფრი:
1446/49
სახელწოდება:
ქორწინებისა თავთათჳს
საუკუნე:
XVIII
დათარიღების საფუძველი:

პალეოგრაფიული ნიშნები.

ფურცლების რაოდენობა:
22
დაუწერელი ფურცლები:
22v, 23r-v.
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

კოლენკორგადაკრული მუყაოს ყდა.

ზომები

ყდის:

218x170


ქაღალდის:

200x163


ტექსტის:

145x105


სისქე:

5


სტრიქონებს შორის მანძილი:

6

არშიები

ზედა:

40


ქვედა:

26


მარცხენა:

39


მარჯვენა:

19

სტრიქონების რაოდენობა:
22
აღრიცხვა:

ფურცლობრივი.

განკვეთილობის ნიშნები:
ხელნაწერის მდგომარეობა:
დაზიანებული.
დაკავშირებული პირები
დაკავშირებული ტოპონიმები
დასაწყისი:

ხარისხნი ქორწინებისანი ამად, ვიდრემე იწოდებიან ხარისხად, რამეთუ ვითარ-იგი კიბეთა ზედა აღვლენ ხარისხად და შთამოვლენ, ეგერეთვე არს ნათესავობაჲცა ... (1r).

სათაურ(ებ)ი:

ქორწინებისა თავისათჳს და სჟა მატთესი (1r).

ქვესათაურ(ებ)ი:

თავი სჟბ განყოფილება ნათესავობისა (1r-v).

თავი სჟგ სისხლისა ნათესავობისათჳს (1v).

თავი სჟდ სისხლის ნათესავობისათჳს, რომელსა შინა მეშჳდე თავი დაყენებულ არს და არ იქორწინების (2r-3r).

თავი სჟჳე სისხლისა ნათესავობისათჳს, თუ ვითარ მერვე თავი განხსნილ არს ქორწინებისათჳს და რაოდენსა თავსა შინა დაიყვანების (3r-4v).

თავი სჟვ ექსანტისტიისათვის (ესე იგი არს) მძახლობითისა ნათესეობისა (4v-5v).

თავი სჟზ ბიძისა სახელისათჳს რომელიცა სამად ითქმის და სამად განიყოფების და რომელნიცა იქორწინებიან და რომელნიცა არა (5v-7v).

შენიშვნა: ამავე თავში შედის - "პაპისა და შჳლისშჳლისთათჳს" (6v), "ორთა ძმათათჳს" (7r), "ბიძისა და ძმისწულთათჳს" (7v).

თავი სჟჱ სამნათესავობისათჳს (8r-9r).

თავი სჟთ შვილად სახელი დებისათჳს ნათესავობისა, რომელიცა არს ესრეთ: რამეთუ აღიყვანენ შჳლსა სხჳსასა და შვილად თჳსად დააწესებენ ეკლესიურითა ლოცვითა და განგებითა, ამისი უკუჱ ბრძანება სჯულისაგან თუ რაოდენსა თავსა შინა არს, ჯერ არს მეუღლეობა და რაჲოდენსა შინა დაიყვანების (9r-10r).

თავი ტ [ნ]ათლის ღებისა ნათესაობისათჳს (10r-11r).

თავი ტა ყრმათათჳს რომელნიცა ამოიქმენ წმიდისაგან ემბაზისა. სვიმეონ თესალონიკელისა (11r-v).

თავი ტბ ნათელღებულისათჳს ვითარმედ მემკჳდრედ არა აღირაცხების და ვერცაღა დაიმკჳდრებს თჳსისა ემბაზით აღმომშობელისა სამკჳდრებელისა, უკუეთუ არა აღყვანილ იქმნას მის მიერ შჳლად (11v)

თავი ტგ განთაჳსუფლებულისა მონისათჳს, ვითარმედ ვერ შეირთავს დედუფალსა თჳსსა ცოლად (11v-12r).

თავი ტდ ვისი ვითარ არა ჯერ არს შერთვა ცოლად ვექილისაგან, ქალი უფალი მონაგებთა 

თავი ტე სასყიდლის დადგინებულთათჳს, თუ ვითარ ვერ შეირთავენ დედოფალსა თჳსსა (12r-v).

თავი ტვ მროკველთათჳს და მომღერალთა (12v).

თავი ტზ კაცმან ვინმე უკუეთუ იმრუშოს რომლისამე დედაკაცისა თანა, თუ ვითარ ვერ შეირთავს დედის ნაცვალსა მისსა (12v-13r).

აჰა, მაგალითნი ქორწინებისანი, რომელნიცა დასხნა უბრძენესმან და უსიტყჳიერესმან დიდმან ხარტოფილთაქსმან (ესე იგი) წიგნთა მცველმან უწმიდესისა ქრისტეს დიდისა ეკკლესიისა კოსტანტინუპოლისამან იეროდიაკონთა შორის უფალმან და მანუელ ქსანთინოს (13v-21v).

  1. ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა კოლექციის აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ, აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, თბილისი, ტომი I, 1949, გვ. 44.

  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი), I, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს: ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016, გვ.294-295.

  1. ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს გიგო კოლელიშვილისაგან (თელავი).

ციტირება

ქორწინებისა თავისათჳს. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/66 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში