მარხვანი


1446/4

ზოგადი აღწერა:

მარხვანი (XVIII ს.) ჰიმნოგრაფიული კრებული, შეიცავს საღმრთისმსახურო საგალობლებს, რომლებიც სრულდება ეკლესიაში მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან დიდი შაბათის ჩათვლით. ხელნაწერი ბოლონაკლულია. ცხრაოდიან გალობათა გარდა კრებულში შედის მცირე ფორმის საგალობლებიც: სამსაგალობლები, სტიქარონები, წარდგომები, იბაკო-იკოსები და სხვა. ხელნაწერი სამი სხვადასხვა პირის მიერაა გადაწერილი: ორის სახელი არ ჩანს, ხოლო მესამე არის ცნობილი კალიგრაფი იესე ტლაშაძე. 

მარხვანი უთარიღოა (XVIII ს.-ით დათარიღდა პალეოგრაფიული ნიშნებისა და იესე ტლაშაძის მოღვაწეობის პერიოდის მიხედვით). 

შიფრი:
1446/4
სახელწოდება:
მარხვანი
საუკუნე:
[XVIIIს. I ნახ.]
დათარიღების საფუძველი:

იესე ტლაშაძის მოღვაწეობის პერიოდი

ავტორ(ებ)ი:
გადამწერი/დამწერი:
მომგებელი/დამკვეთი:
ფურცლების რაოდენობა:
442
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

ხელნაწერს აქვს ტვიფრული ტყავგადაკრული ხის ყდა, რესტავრირებული.

ზომები

ყდის:

289x204


ქაღალდის:

277x202


ტექსტის:

ა) 200x130; ბ) 213x153, გ) 227x157


სისქე:

98/83


სტრიქონებს შორის მანძილი:

8/6/5

არშიები

ზედა:

35/32/31


ქვედა:

46/43/21


მარცხენა:

20/25/18


მარჯვენა:

49/38/26

სტრიქონების რაოდენობა:
21/25
აღრიცხვა:

რვეულებრივი. იწყება ნაკლული ა (1) რვეულით. არასრულია, ასევე, შემდეგი რვეულები: ე (5), იჱ (18); კა (21); კგ (23); ლგ (33); მგ (43); მდ (44); მვ (46); მთ (49); ნე (55). ხელნაწერი მთავრდება ნვ (56) არასრული რვეულით.

განკვეთილობის ნიშნები:
ხელნაწერის მდგომარეობა:
ნაკლული, აკლია შემდეგ ფურცლებს შორის: 176-177, 429-430, 433-434. ფურცლები კარგად არის შემონახული.
დასაწყისი:

იწყებიან წმიდანი მარხვანი მეზუჱრისა და ფარისევლისასა. უფალო ღაღადყავსაჲ. დასდებელნი აღდგომისანი, ჴმისანი ა - ეჰაჲ, დიდებული. ნუმცა ვილოცავთ ფარისევლისაებრ, ჵ ძმანო, რამეთუ რომელმან აღიმაღლოს თავი თ[ჳ]სი, დამდაბლდეს ... (1r-6v).



წყდება:

„...და არაჲ იყო ჴმა, არცა სმენა და მიეგებოდა შემთხუჱვად მათდა გეზი და უთხრაჲ ელისეს, ვითარმედ: არაჲ აღდგაჲ ყრმა იგი და შევიდა ელისე სახლსა მას და აჰა, ყრმა იგი მკუდარი იდვა ცხედარსა ზედა მისსა და შევიდა ელისე სა ... (442v).

ქვესათაურ(ებ)ი:

1. იწყებიან წმიდანი მარხვანი მეზუჱრისა და ფარისევლისასა. უფალო ღაღადყავსაჲ. დასდებელნი აღდგომისანი, ჴმისანი ა - ეჰაჲ, დიდებული. ნუმცა ვილოცავთ ფარისევლისაებრ, ჵ ძმანო, რამეთუ რომელმან აღიმაღლოს თავი თ[ჳ]სი, დამდაბლდეს ... (1r-6v).

2. კჳრიაკესა უძღებისასა მწუხრი. უქცევთ უფალო ღაღადყავსაჲ ათთა მუჴლთა ზედა და ვიტყჳთ სამთა აღდგომისათა, ჴმისათა და სამთა აღმოსავლურთა და სამთა უძღებისათა. ჴმაჲ ა - სასწაულთა მოქმედი. ქუეყანა წმიდაჲ ცხორებისა მერწმუნა, ხოლო მე ვთესე ცოდვა და მოვიმკე უდებებაჲ და საქმეთა ჩემთა ბოროტთა მჭელეულნი და ზჳნნი არაჲ განვლეწენ კალოსა სინანულისასა ... (6v-12v).

3. ჴორციელისა პარასკევსა მწუხრი ვ. ჴსენებაჲ შესუჱნებულთა ქრისტეანობით აღსრულებულთა მართლმადიდებელთა. უფალო ღაღადყავსაჲ. დასდებელნი წმიდათანი სამნი ჴმისანი და შესუჱნებულთანი სამნი. მარხვათაგან დ გუერდი. ედემნი სამნი. დიდებაჲ. ვგოდებ. დ გუერდი. უფალო ღაღადყავსაჲ ჴმაჲ გ - დიდ არს ძალი მოწამეთა შენთა, ქრისტე, რამეთუ საფლავსა შინა მდებაჲრე არიან და სულთა უკეთურთა განდევნიან ... (12v-19v).

4. კჳრიაკესა ჴორცითა აღებაჲსა ჴსენებაჲ მეორედ მოსლვისა. მწუხრი. უფალო ღაღადყავსაჲ. ათთა მუჴლთა ზედა უქც. და პირველად ვიტყჳთ აღდგომისათა ჴმისათა სამთა და აღმოსავლურთა სამთა და მეორედ მოსლვისათა სამთა ბ გუერდი. ყოველი სასოებაჲ - ოდეს მოხჳდე დიდებით, მსაჯულო სიმართლისაო, და დასჯდე საყდართა ზედა განსჯად ყოველთავე დაბაჲდებულთა ... (19v-20v).

  • სერობისად გალობაჲნი მეორედ მოსლვისანი. უგალობდითსა ბ გუერდი. შემწე და მჴ. - დღესა განსაკრთომელსა უცხოსა მოსლჳსა შენისასა ... (20v-24v).
  • ჴორციელისა კჳრიაკესა მწუხრი. დასდებელნი სინანულისანი დ-ნი. მზგეფსისაგან ბ. მ მისგან შობ. - რაბაჲმი დასაბაჲმი სინანულისა შევწიროთ შენდა შემოქმედისა ჩემისა ანუ ვითარი სახე მოვიღოთ შემწედ ჩემდა ... (24v-25v).
  • ცისკრად ხუჱდრნი უგალობდითსა ა - მონებისა. ბრწყინავს წინადღესასწაული ესე მარხჳსა და მოღუაწებისა ... (25v-27v).


მინაწერი:

გალობას "სერობისად გალობაჲნი მეორედ მოსლვისანი" შემდეგი მინაწერი ახლავს: „თეოდორე სტოდიელი თარგმანილი არსენისაგან“ (20v, მარცხენა არშია, გადამწერის ხელით).


5. ყველიერისა ორშაბათსა მწუხრი ბ. მამისგან შო. - რომელნი-ესე მოვიწიენით ასპარეზსა წმიდათა მარხვათასა, რომელნი-ესე განგჳწესნა ქრისტემან ღმერთმან იმარხნა რაჲ ორმეოცნი უდაბნოს ... (27v-28r).

6. სამშაბათსაჲ ცისკრად ხუჱდრნი. მეოხებითსა დ გუერდი - სასწაულად. სარგებელი ესე მარხჳსა, არედ ცხოველსმყოფელად მოგუჱცა, ვინაცა, ძმანო, სარწმუნოებით შევიტკბოთ ... (28r -30r).

  • სამშაჲბათსა მწუხრი, ჴმაჲ ა გუერდი მოწევ. - მოწევ. მოწევნასა ამას ყოვლად უბიწოსა მარხჳსასა გევედრებით, სახიერ ... (30r-v).

7. ოთხშაბაჲთსა ცისკრად ჴუჱდრნი. განძლიერდასა დ. - ბუნებით ლმ. განიპყრენ რაჲ მკლავნი ჯუარსა ზედა და მოჰკალ სიკუდილითა შენითა წყევა ... (30v-34r).

  • ყველიერისა ოთხშაბაჲთსა შუაჲდღედ. ოხითაჲ. ჴმაჲ გ - მეუფეო ყოვლად ძლიერო, რომლისგან ეშინის და ძრწიან ყოველნივე ... (33r-34r).
  • ოთხშაბათსა მწუხრი ა გუერდი. გიხაროდენნი - მწარედ ვგოდებ და მწუხარე ვარ საშინელისა მისთჳს სამსჯავროსა ... (34r).


8. [ხუთშაბათის ხუედრნი] - სტიქარონი დ გუერდი - არაჲ დააკლ. აღმოგჳბრწყინდა ს[უ]ლნელი არე მარხჳსა წმიდისა და ყუავილი სინანულისა, ძმანო ... (34v-35v).

  • ხუთშაბათსა ცისკრად ხუჱდრნი. მესმასა ბ გუერდი - რაჟამს წინსაწარმეტყუელმან. გამოაბრწყინვეს სოფელსა შინა ნათელი ღმრთისმეცნიერებისა ... (35v-38v).


9. პარასკევსა ხუჱდრნი გალობაჲ ბ გუერდი - სული მაცხ. და-რაჲ-ემსჭუალე, მჴსნელო, ჯუარსა ზედა, ლახურითა განიგმირაჲ წმიდაჲ გუჱრდი შენი ... (38v-41v).

  • ყველიერისა პარასკევსა შუადღე, ოხითა ა გუერდი - მომეც ჩუენ, უფალო, შეწევნა ჭირსა შინა ... (41v-42r).
შენიშვნა:

ახლავს მინაწერი ტექსტის ხელით: „ესე მუჴლი თუ ძლისპირზედ არ მოვიდეს, მე უბრალო ვარ, დედას ესრე ეწერაჲ“ (39v, მარცხენა ზედა არშია).

10. ყველიერისა შაბაჲთსა ჴსენებაჲ წმიდათა მამათა. მწუხრი. უფალო ღაღადყავსაჲ. უქცევთ ვ მუხლთა ზედა და ვიტყჳთ გალობათა წმიდათა მამათასა ბ-ბ-გზის, დ გუერდი. მოვედითნი - მოვედით, მორწმუნენო, ყოვლად ქებულთა მამათა გალობით შევასხმიდეთ ანტონის, მჴნედ მოღუაწესა ... (42r-49v).

  • ყველიერისა შაბაჲთსა სამხრად ფსალმუნი: შენ გესჳდ. დასდებელი: შენდამი ღაღადებ. ჰრომაელთა მიმართ - ძმანო, მშჳდობაჲსა შეუდეგით და აღშენებაჲსა ... (49v-50r).

11. ყველიერისა კჳრიაკესა ადამის ექსორიობაჲ. მწუხრი. უქცევთ ათთა მუჴლთა ზედა და ვიტყჳთ აღდგომისათა სამთა და აღმოსავლურთა სამთა, ადამის ექსორიობისათა სამთა ბ გუერდი - ყოველი სასოებაჲ. ურჩებაჲმან სამოთხით განჴადა პირველშექმნილი და ფუფუნებისგან დაკლებულ იქმნა იგი ევას სიტყჳთა ... (50r-54r).

  • ყველიერისა კჳრიაკესა. წარდგომაჲ დ გუერდი. აღუთქუ და. დასდებელი: განცხადებულ არს. ჰრომაელთა მიმართ - ძმანო, აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ... (54r-v).
  • ყველიერისა კჳრიაკესა მწუხრი. უფალო ღაღადყავსაჲ. უქცევთ ათთა მუჴლთა ზედა. დასდებელთა სინანულისათა ჴმასა ზედა მსგეფსისა - ზეცისა განწ. მოიწია ჟამი ესე საღმრთოჲსა ღუაწლისა ... (54v-55v).
  • სწავლანი სულიერნი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა თეოდორე სტოდიელ წინამძღურისა თჳსთა მოწაფეთა მიმართ. იკითხვებიან დიდთა მარხვათა შინა შემდგომად სერობისა ლოცჳსა. ისმენენ ყოველნი ძმანი ზედგომით, მდუმრიად და ლმობიერად. ყველიერისა კჳრიაკესა მწუხრი. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, სახიერი ღმერთი ჩუენი მომცემს ჩუენ ცხორებაჲსა და წლითი წლად მომიყუანებს და მომიყუანა ჩუენ ჟამსა ამას მარხჳსასა კაცთმოყუარებით ... (55v-57r).


12. პირველსა ორშაბაჲთსა ხუჱდრნი. უგლობდითსა. - განაპო სი. ჵ, ვითარი-მე დაწყებაჲ ვყო დღეს გლოვისა ცოდვათა მათ ჩემთასა, რომელმან ბოროტად გარდავიჴადენ ჟამნი ... (57r-58v).

  • ორშაბაჲთსა ა შჳდეულისასა განთიად. ოხითა ა გუერდი - უფალო, უფალო, რომლისაგან ძრწიან ყოველნივე ... (58v-59v).
  • ორშაბაჲთსა მწუხრი. უფალო ღაღადყავსაჲ გ გუერდი - მჯდომარ. ყოვლითა ცოდვითა შევიგინე მედგარი, ყოველთა უღთოთა ... (59v-61v).
  • ორშაბაჲთსა პირველისა შჳდეულისასა მარხჳსათჳს და უვნებელობისა, რომელი თქუაჲ დაწყებაჲსა მარხვათასა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, მარხჳსა ესე ჟამი ყოველსავე წელიწადსა შინა შეერთებული მსგაჲვს არს ნავთსაყუდელსა რაჲსამე ... (61v-63v).


13. პირველსა სამშაბაჲთსა ხუჱდრნი მეოხებითსა დ. - მომეც ჩუენ, უფალო. განიფრთხვე და განიღჳძე, სულო, სულთ-ითქუჱმდ, ცრემლეოდე და მარხჳთა ტჳრთი ცოდვათა განაგდე ... (63v-65v).

  • სამშაბაჲთსა ა შჳდეულისასა განთიად. ოხითა ა - რამეთუ მწირ ვართ და წარმავალ ქუეყანასა ზედა ... (65v-66v).
  • სამშაბაჲთსა მწუხრი. უფალო ღაღადყავსა ბ - მამისაგან შო. რომელმან ესე საჭმლისა მიერ განვიხსენით სამოთხით ... (66v-68r).
  • სამშაბაჲთსა ა შჳდეულისასა ჴსენებისათჳს სიკუდილისა და სიტყჳსგებისა საქმეთა ჩუენთასთჳს(!) წინაშე საშინელისა მის სამსჯავროსა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, ყოველსა ჟამსა და ყოველსა დღესა სარგებელ არს ჴსენებაჲ სიკუდილისა ... (68r-70v).

14. ოთხშაბაჲთსა ხუჱდრნი განძლიერდასა - ეჰა, ბერწი. ეჰა, ქრისტეს მორწმუნენო, ჯუარს-ვაცუნეთ ჴორცნი ჩუენნი მარხჳთა და განვიფრთხოთ ვედრებად უფლისაჲ და შეუდგეთ ჩუენ ჩუენთჳს ჯუარცმულისა მეუფისა კუალსა ... (70v-72r).

  • ოთხშაბაჲთსა ა შჳდეულისასა განთიად. ოხითა ჴმაჲ დ - შენ უწყი აგებულებაჲ ჩუენი, შენ უწყი უძლურებაჲ ჩუენი, კაცთმოყუარე ... (72r-v).
  • ოთხშაბაჲთსა მწუხრი დ მჴნეონი - ყოველივე ცოდვა ვქმენ მე და ყოველთა უმეტესად განგაჲრისხე შენ, ღმერთო ჩემო, სახიერ ... (72v-74r).
  • ოთხშაბაჲთსა ა შჳდეულისასა მოკუდინებისათჳს ვნებაჲთასა და სამკაულისათჳს სულიერისა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, მოწევნული ჟამი ესე მარხჳსა ჟამი არს შრომათა ... (74r-77r).


15. ხუთშაბაჲთსა ა ხუჱდრნი. ცისკრად მესმასა, გ გუერდი - რაჟამს ესმა. მარხჳსა მიერ განათლდი, ჵ სულო, და ივლტოდე შენ ბნელისაგან ცოდვისა და მოგეცეს შენ შენდობაჲ ცოდვათა მადლითა სულისა მის წმიდისა ცხოველსმყოფელისათა ... (77r-78v).

  • ხუთშაბაჲთსა ა შჳდეულისასა განთიად. ოხითა გ - ხილულთა და უხილავთა მტერთაგან გჳჴსნენ ჩუენ, უფალო ... (78v-79r).
  • პირუელ ხუთშაბაჲთსა მწუხრი დ - მოგიცემი. გამოგჳბრწყინდა ჩუენ დღეს მკურნალად სულთა ჩუენთა მარხვაჲ მცხინვარე ელვარებითა ... (79r-81r).
  • ხუთშაბაჲთსა პირველისა შჳდეულისასა განსუენებისთჳს უხრწნელისა მის სამკჳდრებელისა ჩუენისათჳს სათნოებაჲთა სამკაულითა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, სოფლისა ამის კაცნი რაჟამს სახლთა მრავალ სასყიდლისათა აღმაჰრთებდენ ... (81r-83r).

16. პირუელსა პარასკევსა ხუჱდრნი. ბ გუერდი - შენდა აღვი. უდებობასა მას ჩემსა ჴედავს მტერი, ისწრაფის წარწყმედად სულისა ამის ჩემისა და უხარის მას შთასლვა ჩემი ჯოჯოხეთად, გარნა შენ, ჵ ქრისტე ღმერთო, არცხჳნე მას და მიჴსენ მე მისგან ... (83r-84v).

  • პარასკევსა პირველისა შჳდეულისასა განთიად. ოხითა ჴმაჲ ა გუერდი - მრავალშეცოდებულსა ამას ცხორებასა ჩემსა და უნანელსა გონებაჲსა მსწრაფლ ეწიენ ... (84v-85v).

17. პირველსა შაბათჲსა წმიდათა მარხვათასა ჴსენებაჲ წმიდისა და დიდებულისა თეოდორე მოწამისა. მწუხრსა ზედა ვფსალმუნებთ ჭირის კანონსა ... - მამისაგან შობ. შენ ნიჭად განმდიდრებულად ქრისტემან ღმერთმან მოგცა სოფელსა, წმიდაო თეოდორე ... (85v-89r).

  • პარასკევსა მწუხრი. გალობაჲნი წმიდისა თეოდორესნი დ გუერდი - ეტლთა მფ. მძლავრთა მიმართ და მდევართა განეწყვე შენ, მოწამეო თეოდორე ... (89r-91r).
  • შენიშვნა: ტექსტის ამ მონაკვეთში ჯერ პირველი კვირის შაბათის მსახურებაა მოტანილი, ხოლო შემდეგ ამავე კვირის პარასკევი. ხელნაწერის ფურცლები ამ მონაკვეთში ნაკლული არ არის, ტექსტი და აღრიცხვა ზუსტად მიყვება ერთმანეთს.
  • პარსკევსა პირველისა შჳდეულისასა საღმრთოსა მოქალაქობისათჳს. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, ყოვლად ჯერ-არს ჩუენდა ზრახვად სულიერისათჳს ... (91r-93v).
  • გალობაჲნი წმიდისა ღმრთისმშობელისანი დ გუერდი - ქვეყანასა მეწ. გარემოცულ მრავალთა განსაცდელთაგან შენდა მოვივლტი ჵ, დედოფალო, და ვითხოვ წყალობაჲსა ... (93v-95v).
  • სხუანი გალობაჲნი წმიდისაჲ თეოდორესნი. უგლობდითსა. დ გუერდი - ქუეყანასა მეწ. უწყი ტრფიალებაჲ შენი ღმრთისაჲ მიმართ ... (95v-99r).
  • პირველსა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა წმიდათა ხატთა. უფალო ღაღადყავსაჲ. დასდებელნი აღდგომისანი და აღმოსავლურნი და მარხვათანი ბ გუერდი. ყოველი სასოებაჲ - ღმრთეებისა ბუნებითა გარეშეუწერლ ხარ შენ, ჵ, მეუფეო ... (99r– 100r).

18. შაბაჲთსა პირველსა შჳდეულისასა. რაჲთა მჴნე და მტკიცე ვიყუნეთ მართალსა შინა სარწმუნოებაჲსა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, ჩუენდა წინამდებაჲრე არს დღეთა ამათ შინა დღითიდღე მარხჳსთჳს ზრახვად ... (100r-107v).

19. კჳრიაკესა მწუხრი. არაჲ ვფსალმუნებთ. უფალო ღაღადყავსაჲ. უქცევთ ათთთა მუჴლთა ზედა და ვიტყჳთ ოთხთა დასდებელთა სინანულისათა, მსგეფსისათა და სამთა მარხუათასა მოგიცემიესნი - მომეც ლმობიერებაჲ და ბოროტთაგან უცხო ყოფა და სრულიადი მოქცევა ... (107v-108v).

  • პირველსა კჳრიაკესა წმიდათა მარხუათასა, რაჲთა გამოუზარდოთ სული ხედვათა მიერ სულიერთა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, ვინაჲთგან ყოველი დასაბაჲმი ძნელ არს, დაწყებაჲცა მარხჳსა შეცვალებისათჳს ჭამადთასა ... (108v-109v).


20. მეორესა ორშაბათსა ხუეჱდრნი. უგალობდითსა დ - დანთქენ. მხოლოო სახიერ, წყალობისა წყაროო, ტარიგო ღმრთისაო, აღმღებელო ცოდვათა სოფლისათა, მიჴსენ მეცა ცოდვათა უფსკრულთაგან ... (109v-111v).

  • მეორესა ორშაბათსა შუაჲდღისასა ოხითა. ჴმაჲ ბ გუერდი - რომელმან დაჰბაჲდნა მხოლომან გულნი ჩუენნი, მოიჴსენე, რამეთუ მიწანი ვართ ... (111v-113r).
  • მეორესა ორშაბათსა მწუხრი. დ გუერდი - ვითარმედ გხად. ვისმე ემსგავსე შენ, უბადრუკო, დაჴსნილო სულო ჩემო ... (113r-114r).
  • ორშაბათსა მეორესა შჳდეულისასა, რომელ არაჲ გჳყუარდენ სოფლისა ამის საშუჱბელნი სურვილისათჳს საუკუნეთა კეთილთასა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, სარგებელსა წმიდათა მარხუათასა წინამდებაჲრედ აქუს ღუაწლი მარხჳსა ... (114r-116r).


21. სამშაბაჲთსა ცისკრად ხუჱდრნი ბ - ვიხილეთ. სულთქმით ცრემლოოდე, სულო, და ინანდი, რამეთუ მოსლვაჲ ღმრთისა მოახლებულ არს ... (116r-118r).

  • მეორესა შჳდეულისა სამშაბათსა განთიად და მეექუსესა ჟამსა, რომელ არს შუადღისა. ოხითა ბ გუერდი - ღირსად გალობაჲდ შენდა ვერ შემძლებელ ვართ, არამედ ვედრებით ვითხოვთ შენგან ... (118r-v).
  • სამშაბათსა მწუხრი ა - ზეცისა განწეს. ქრისტე ღმერთო, რომელიცა მოხუჱდ ცოდვილთათჳს, ცხორებაჲდ სინანულით მოქცევად შენდა ... (118v-120r).
  • სამშაბათსა მეორესა შჳდეულისასა სულიერისა დღესასწაულისათჳს, რაჲთა მივემთხჳვნეთ სასუფეველსა ცათასა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, ვითარცა სოფელსა შინა იქმნებიან კრებაჲნი აქაჲ და იქი წლითიწლად, რომელთა შინა მირბიედ კაცნი ... (120r-121v).

22. ოთხშაბაჲთსა ცისკრად ხუჱდრნი დ - უფლისა მიერ ღმრთისა. ჯუარსა ზედა განიპყრენ ჴელნი შენნი, ქრისტე, და წყევა იგი პირველისა მამისა აჰჴოცე, სიტყუაო ღმრთისო ... (121v-123r).

  • ოთხშაბათსა ბ-სა შჳდეულისასა განთიად მეექუსესა ჟამსა დღისასა. ოხითა. ჴმაჲ ა გუერდი - ღმერთო მაღალო, რომელი ცათა შინა დამკჳდრებულ ხარ ... (123r-v).
  • ოთხშაბათსა ბ-სა მწუხრი. ა გუერდი - სუფევს ღმერთი. ვედრებითა მოციქულთათა ღირს გუყუენ, მაცხოვარ, აღსრულებად მარხჳსა ... (123v-125r).
  • ოთხშაბაჲთსა მეორესა შჳდეულისასა, რაჲთა დავიცვათ სული ჩუენი განმხრწნელთა ვნებაჲთაგან. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, ვიმარხეთ რაჲ პირველი იგი შჳდეული, სხუჱბრ რაჲმე აღუჩნდით ურთიერთას შემჭნარ და განყჳთლებულ ... (125r-126v).


23. ხუთშაბათსა ბ ხუჱდრნი. მესმასა დ გუერდი - მესმა, უფალო. მთრვალობაჲ იგი ბოროტი გულისთქუმათა სულთა ჩუენთაგან განვდევნოთ და ღვინო ლმობიერებისა მარხჳსა მიერ დღეს ვიჴუმიოთ ... (126v-128r).

  • ხუთშაბათსა ბ შჳდეულისასა ოხითა ჴმაჲ ა - დაცემულნი ესე აღმადგინენ ჩუენ, შეცთომილნი ესე მომაქციენ ... (128r-130v).
  • ხუთშაბაჲთსა მეორისა შჳდეულისასა რაჲთა არაჲ აღმოვაცენნეთ ეკალნი და კუროს თავნი ვნებაჲთანი, არამედ, რაჲთა ტევანნი სათნოებაჲთანი გამოვიხუნეთ. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, რაჲ ვთქუა, ანუ რაჲსა ვიტყოდი უახლესსა წმიდათა მიერ თქუმულისა ... (130v-132v).      


შენიშვნა:

ხელნაწერშია: აღმოვატენნეთ.

24. პარასკევსა მეორესა ხუჱდრნი. ღამითგანსა. დ გუერდი - რამეთუ სხუაჲ შენსა. ნეფსით თჳსით ძელსა მას ზედა ჯუარისასა აჰმაღლდი, ქრისტე, და გევედრები მე, დაცემული ესე, მღჳმით ვნებაჲთათ აღმადგინე ... (132v-134v).

  • პარასკევსა ბ შჳდეულისასა განთიად შუაჲდღისა ოხითა - ღამე და დღე შეგივრდებით შენ, უფალო, რაჲთა მოგუცე შენდობაჲ ... (134v-135r).
  • პარასკევსა ბ მწუხრი შემდგომად პარასკევსა წმიდათა მარხუათასა. უკეთუ არაჲ იყოს ჴსენებაჲ წმიდათა ორმეოცთა ანუ წინამორბედის თავის პოვნა და ანუ დღესასწაული ხარებისა ... უფალო ღაღადყავსაჲ. - შენ. სიტყუაჲ აწ განვიღვიძოთ ჩუენ, ძმანო, ძილისაგან მძიმისა ... (135r-v).
  • პარასკევსა მწუხრი. წარდგომაჲ ა. ფსალმუნი: ლთ, ჴმაჲ ა წყალობაჲმან შენმან და ჭეშმარიტ. დასდებელი: თმენით დაუთმე უფალსა და მომ. დაბადებისა საკითხავი - და იყო ნოე ხუთასის წლისა და შვნა ნოე სამ ძე: სემ, ქამ და იაფეთ ... (135v-136v).
  • პარასკევსა მეორესა შჳდეულისასა ერთობისათჳს და სიყუარულისათჳს და მჴნედ ტჳრთვად ტკივილთა სათნოებისათა და მიმთხუეჱვად სასუფეველსა ცათასა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, მიხარის თქუენთჳს გლახაკსა ამას ... (136v-138r).


25. შაბაჲთსა ბ ხუჱდრნი ოთხფსალმუნნი. ღაღადყავსა დ გუერდი - ვედრებაჲსა ჩემსა. მრავალთა მათ ჭირთა მოთმინებითა მოწამეთა ბევრეულნი მბრძოლნი უსჯულოთანი დასცნეს და მრავალთა მათ და აურაცხელთა კეთილთა შენთა ღირს იქმნნეს მიმთხუჱვად, მჴსნელო ... (138r-140v).

  • შაბათსა მეორესა წმიდათა მარხუათსა. პავლე ებრაელთა მიმართ - ძმანო, ეკრძალენით ნუუკუჱ სადამე იყოს ვისმე თქუენგანსა თანა ... (140v-141r).
  • მეორესა შაბაჲთსა მწუხრი ჩუჱლებისაბერ წესი ღამისთევისა. ყოველივე აღდგომისა ითქუას. უფალო ღაღადყავსა, გ გუერდი - მჯდომარე. ქრისტე ღმერთო, მესამესა ამას მსგეფსსა ყოვლად უბიწოთა წმინდათა მარხუთასა ... (141r-v).
  • მეორესა შაბათსა შჳდეულისასა მოქალაქეობისთჳს კეთილისა და ჴსენებისათჳს სიკუდილისა და მერმისა მისთჳს მოსაგებელისა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, მნებაჲვს უწყებაჲ სიყუარულისა თქუენისა ... (141v-147r).

26. კჳრიაკესა მეორესა მწუხრი. უფალო ღაღადყაჲვსა. უქცევთ ათთა მუჴლთა ზედა და ვიტყჳთ ოთხთა დასდებელთა სინანულისათა მსგეფსისათა და სამთა მარხვათაგან გუნდი მარტჳლთა ა - მოვედით, ძმანო, ყოველნი შეუვრდეთ ღმერთსა სინანულით და ცრემლით და სულთქმით ღაღად-ვყოთ მისა მიმართ ... (147r-148r).

  • მეორესა კჳრიაკესა მარხუათასა, რაჲთა მშჳდობით და მყუდროებით აღვასრულებდეთ დღეთა მარხჳსათა სასოებით საუკუნესა ცხორებისათა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, კეთილ არს მარხუაჲ, უკუეთუ აქუნდეს თჳსებაჲ თჳსი რომელ არს მშჳდობაჲ ... (148r-149r).

27. ორშაბაჲთსა ხუჱდრნი ა გუერდი. უგალობდითსა - ეტლთა სიმრავლ. რომელსა ღმრთებრ მოწყალებაჲ გაქუს, სინანული ჩემი შეიწირე ... (149r-151r).

  • მესამისა შჳდეულისა ორშაბათსა განთიად. ოხითა დ - რამეთუ უძლურ ვართ ჩუენ და დაღონებულ ცოდვათა ჩუენთაგან, განკურნე შემუსრილებაჲ ჩუენი ... (151r-152r).
  • ორშაბათსა გ მწუხრი - წმიდანო მარტჳ. მარხჳთა ვნებაჲნი ბოროტნი სულთა ჩუენთაგან განვიოტნეთ, ძმანო ... (152r-153v).
  • ორშაბაჲთსა მესამესა შჳდეულისასა მადლობისათჳს და მოთმინებისა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, რომელთა-ესე სანთლად მგზებაჲრედ გუაჲქუს სიყუარული უფლისაჲ ... (153v-156r).

28. სამშაბაჲთსა მესამესა ჴუჱდრნი. მეოხებითსა გ გუერდი - კლდე განაპო. მიშვილაჲ სახიერმან ზეცათა მამამან ემბაჲზისა მიერ ... (156r-158r).

  • მესამესა შჳდეულისა სამშაბათსა შუადღისასა ოხითა გ გუერდი - მაცხოვარი და მჴსნელი ჩუენი შენ ხარ, უფალო, და ჴელისაამპყრ[ო]ბელი დღესა ჭირისასა ... (158r-159r).
  • სამშაბათსა გ შჳდეულისასა მწუხრი ბ - მამისაგან შობ. მადლითა მარხჳსათა, უფალო, სულთა განათლებაჲსა ღირს-მყუენ მორწმუნენი ... (159r-160v).
  • სამშაბათსა მესამისა შჳდეულისასა მარხჳსთჳს არაჲ ხოლო ჭამისგან, არამედ ყოველთა ნებაჲთა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, განაგრძვე სწავლაჲ პატიოსანთა, სასმენელთა შეურაცხთა სიტყუათა ჩემთაგან ... (160v-164v).
შენიშვნა:

ოდნავ ზემოთ არის გადამწერის შენიშვნა: ტექსტის ხელით: „წინა უკან მომივიდა“ (160v, მარცხენა არშია).

29. ოთხშაბაჲთსა მესამესა შჳდეულისასა ხუჱდრნი. განძლიერდასა გ - მოსავთა შენ. ჯუარს-ვაცუნეთ ჩუენთჳს ჯუარცმულისა თანა და ჴორცთა ვნებაჲნი მოვაკ[უ]დინნეთ ჩუენ ... (164v-165r).

  • ოთხშაბაჲთსა მესამესა შჳდეულისასა შუადღე. ოხითა დ გუერდი - არსებაჲ კეთილთა საქმეთა ჩუენთა არაჲ არს, უფალო, ხოლო შენ მოწყალე ხარ და კაცთმოყუარე ... (165r-166r).
  • მესამესა ოთხშაბაჲთსა მწუხრი. ა გუერდი - სუფევს ღმერთი. მოციქულნო მაცხოვრისანო, მნათობნო ყოველთა კაცთანო, ქადაგნო ღმრთისა მაღლისანო ... (166r-167r).
  • ოთხშაბაჲთსა გ შჳდეულისასა მყისსა შინა ამიერ განსლვისათჳს ჩუენისა და რაჲთა კრძალულად დავიცვნეთ საცნობელნი გონებისანი უჯეროთა გულისთქმათაგან. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, წმიდისა ამის მამისა და მოძღურისა აქა ყოფასა არაჲ ჯერ-არს ჩუენდა ზრახვად ... (167r-168v).

30. ხუთშაბაჲთსა გ შჳდეულისასა ხუჱდრნი. მესმასა ა გუერდი - სმენა მესმა. მნათობაჲდ გამოსჩნდით თქუენ ეკლესიისა სამყაროსა მოციქულნო ... (168v-170v).

  • მესამესა შჳდეულისა ხუთშაბაჲთსა შუადღედ ოხითა გ გუერდი - უკეთუ უსჯულოებაჲთა ჩუენთაებრ მომაგებდე, კაცთმოყუარე უფალო, ვითარმცა იყო სასოებაჲ ცხორებისა ჩუენისა, არამედ მოწყალე გუჱქმენ, სახიერო ... (170v-171r).
  • მესამისა შვიდეულისა ხუთშაბაჲთსა მწუხრი. ა გუერდი, გიხაროდენთა ზედა - ჭეშმარიტო სიტკბოებაო, რომელმან ოდესმე მერანს წყალნი მწარენი დაატკბენ, რაჟამს-იგი გამოსახე ჯუარი ამას ზედა განირთხ ჯერჩინებითა ... (171r-173v).
  • ხუთშაბაჲთსა გ. ზ. რაჲთა მადლობით მოვითმენდეთ მწუხარებაჲთა მომავალთა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, საქმეთა ჩუენთა ვხედავ, რამეთუ ბოროტ არიან ... (173v-175v).

31. მესამესა პარასკევსა ხუჱდრნი. ღამითგანსა დ გუერდი - რომელმან ღამისგან. განმკურნე მე, უფალო, ცოდვათა ჩემთა მიერ მოწყლული მწარედ, რომელმან ჴორციელად თავს-იდევ ჩუენთჳს წყლულებაჲ ... (175v-176r).

  • მესამისა შჳდეულისა პარასკევისა მწუხრი დ გუერდი - ლახუაჲრსა. მსაჯულო ყოველთაო, მოსლვაჲსა შენსა საშინელად რაჟამს-იგი წარდგენ ყოველნი შენ წინაშე ... (196r-197r).
  • პარასკევსა მესამესა შჳდეულისასა შუადღედ ოხითა ჴმაჲ დ გუერდი - სიტყჳთ დაამტკიცენ ყოველნი დაბადებულნი, ყოვლად ძლიერო ღმერთო ... (405v).
  • პარასკევსა გ. ზ. მოთმინებისათჳს განსაცდელთასა და მახეთათჳს მტერისთა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, გუშინ შფოთმან მომიცუნა ჩუენ და დღეს დაწყნარებაჲმან ... (178r-179r).

32. შაბაჲთსა მესამესა ხუჱდრნი ოთხფსალმუნნი. ღაღადყავსა დ - შთავარდი. სისხლთა წუჱთითა მოჰრწყუჱნით გულნი ქრისტეს მორწმუნეთანი, ხოლო სპარაზენნი უსჯულოთანი მოაშთვენით მას შინა ... (179r-181r).

  • შაბაჲთსა გ მარხვათასა ებრეელთა(!) - ძმანო, მოიჴსენებდით პირველთა მათ დღეთა, რომელთა შინა იგი ნათელ-იღეთ ... (181r-v).
  • მარხვათა მესამესა კჳრიაკესა თაყუანისცემა პატიოსნისა ჯუარისა. ჩუჱულებისაებრ ფსალმუნებაჲ, უფალო ღაღადყავსაჲ. უქცევთ ათთა მუჴლთა ზედა და ვიტყჳთ დასდებელთა აღდგომისათა სამთა და აღმოსავლურთა სამთა და პატიოსნისა ჯუარისათა ოთხთა. ა გუერდი - გიხაროდენნი. გიხაროდენ, ცხოველსმყოფელო ჯუარო, ქრისტეანეთა შესავედრებელო ... (181v-182v).
  • შაბათსა გ. ზ. რაჲთა არაჲ უდებ ვიქმნნეთ თჳსისა ცხორებისათჳს, ვიდრე სიკუდილადმდე. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, მენავეთმოძღურისა თჳსი არს წარმართებაჲ ნავისა წინამდებაჲრისა ... (182v-186r).
  • ძლისპირთა წილ ამათ გალობაჲთა ესე თქუან, რომელ ესერაჲ დაგჳწერა სხუაჲ არაჲსადა გინა ამათ თქმა ძლისპირნი არ ითქმიან. უგალობდითსა ა - დღეს ამას. წინათვე გამოსახა დიდმან ღმრთისმხილველმან მოსე ჯუარი შენი ... (186r-191v).

33. კჳრიაკესა მესამესა, რაჲთა განვაგდოთ ჩუენგან ყოველი მოწყინებაჲ და აღვდგეთ საქმედ სულიერისა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო და შვილნო, ვითარცა თჳთეულსა თქუენსა თანა აც თჳსისა მსახურებისა საქმე, ეგრეთვე მეცა თანამდებ ვარ თქუენდა სიტყჳაჲსა სწავლისასა ... (191v-192r).

  • კჳრიაკესა მესამესა. ფსალმუნი: ბ გუერდი აცხონე, უფალო, ერი. დასდებელი: შენდამი, უფალო ჴმ. პავლე ებრაელთა - ძმანო, მივის ჩუენ მღდელთმოძღუარი დიდი, რომელმან განვლნა ცანი ... (192r-v).
  • კჳრიაკესა მესამესა მწუხრი. უფალო ღაღადყავსაჲ. უქცევთ ათთა მუჴლთა ზედა და ვიტყჳთ სინანულისათა ოთხთა და სამთა მარხუათასა, დ გუერდი - უფალო, პირველსაუკუნეთა. უფალო, რომელმან ჯუარსა ზედა ნებსით წმიდანი ჴელნი შენნი განიპყრენ ... (192v-195r).

34. ორშაბათსა დ ხუჱდრნი - სიღრმე მეწა. ჯუარისა აწ ბრწყინვალე და ცხოველსმყოფელი თაყუანისცემა გამობრწყინდა და ყოველთა ზედა მოგუჱფინა მზისა უბრწყინვალესი და ნათელი სულიერი განმწმედელად ჩუენდა ... (195r-198r).

  • ორშაბაჲთსა დ შჳდეულისასა განთიად შუადღე. ოხითა, გ გუერდი - უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ ჩუენ, ცოდვილთა ამათ ... (198r-v).
  • ორშაბაჲთსა მწუხრი დ გუერდი - ვითარმედ გხადოდე. განზოგებაჲსა ამას მარხუათასა ძალითა ჯუარისათა მოწევნულნი ... (198v-200v).
  • ორშაბაჲთსა დ შჳდეულისასა, რაჲთა განვეკრძალნეთ სწავლაჲთაგან და მხილებაჲთათა წმიდათა მამათასა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, ვინათგან საქმედ ჩემდა და მსახურებაჲდ სიტყუაჲ მოცემულ არს სწავლისა არაჲ ჯერ-არს უდებებაჲ ... (200v-203r).

35. სამშაბათსა დ შვიდეულისასა. მეოხებითსა ბ - ვიხილეთ ჩუენ. რომელი ყოვლისა ქუეყანისა შორის დაითმინე, უფალო, ჯუარითა ვნებაჲ აწცა განზოგებაჲსა მარხუათასა თაყუანის-ვსცემთ სარწმუნოებით ... (203r-205v).

  • მეოთხისა შვიდეულისა სამშაბაჲთსა შუადღედ ოხითა ბ გუერდი - ჯუარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ ... (205v-206r).
  • სამშაბათსა დ მწუხრი - მოგიცემიეს. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ ძელსა ცხორებისა ჩუენისა ... (206r-208r).
  • სამშაბათსა შუამარხვისასა საშინელისა მისთჳს სულისა სასჯელისა და მერმისა მისთჳს მოსაგებელისა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, და შვილნო უკეთუ უნდოსა ამას სწავლისა ჩემისაგან ირგებთ, რაჲს თქუენ ... (208r-216r).

36. ოთხშაბათსა დ შჳდეულისასა. ჩუჱულებისაებრ ფსალმუნებაჲ ა - წმიდანო მარტჳლნო. წყლითა მარხჳსათა სულნი ჩუენნი განვიბანნეთ, ძმანო, ბრწყინვალედ და ესრეთ ჯუარსა წმიდასა ქრისტესსა მიეახლნეთ შიშით ... (216r-218v).

  • ოთხშაბათსა დ შუადღისასა. ოხითა ბ გუერდი. ჯუარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ. წარდგომაჲ ა. ფსალმუნი: ჲთ, ბ გუერდი. გალობდენ და იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი. დასდებელი: მართლუკუნ-იქცენ. წინასწარმეტყველებაჲ ესაიას საკითხავი - აჰა, ესერაჲ, ადგილი წმიდით მისით მოავლინებს რისხუაჲსა მისსა და დამკჳდრებულთა ზედა ქუეყანისათა ... (218v-219v).
  • ოთხშაბათსა შუამარხჳსასა, ვითარმედ აღვსებაჲ ესე სახე არს მერმისა მის და საუკუნოსა აღვსებისა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, აჰა ესერაჲ, მარხუანი წარვლენ და უხარის სულსა მოწევნისათჳს აღვსებისა ... (219v-221r).

37. შუამარხჳსა ხუთშაბაჲთსა დ გუერდი - ეტლთა მფ. მოვედით, დღეს, მორწმუნენო, გულითა და გონებითა წმიდითა და უფლისაჲ ჯუარსა წადიერებით ამბორს-უყოთ ... (221r-225r).

  • ხუთშაბაჲთსა დ შჳდეულისასა განთიად შუადღედ. ოხითა ბ გუერდი. ჯუარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ. წარდგომაჲ ა. უგალობდითსა ჴმაჲ დ. ხოლო ღმერთმან და მეუფემან ჩუენმან წინასაუკუნ. დასდებელი: რაჲდ განგჳშორენ ჩუენ, ღმერთო. სხუაჲ: მოიჴსენე კრებული შენი, რომელ მოიგე. წინასწარმეტყველებაჲ ესაიას საკითხავი - ამას იტყჳს უფალი: ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ კაცთა დაფუძნებულთა, კაცთა ჭირვეულთა ... (225r-225v).
  • მეოთხესა ხუთშაბაჲთსაჲ მწუხრი - მოგიცემიეს. ყოვლად საწადელისა ღირსქმნილნი ესე ამბორის-ყოფად ჯუარისა შენისა, ქრისტე ... (225v-227r).
  • ხუთშაბათსა შუაჲმარხჳსასა მადლობისათჳს და წესიერებისა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო და შჳლნო, მოგიწოდ თქუენ სწავლად და მნებავს, რათაჲმცა მრავალსახე და თითოფერი სიტყუაჲ მაქუნდა ... (227r-230r).

38. პარასკევსა დ ხუჱდრნი. ღამითგანსა. დ გუერდი - სამგზის სანატ. განწმედილითა სულითა და ბაჲგითა, ძმანო, ცხორებისა ჩუენისა ძელსა ამბორს-უყოთ დღეს ... (230r-232r).

  • პარასკევსა დ შჳდეულისასა განთიად. ოხითა. ჴმაჲ ა - რომელნი მაღლით უხილავად გუბურძვანან ჩუენ ... (232r-232v).
  • პარასკევსა დ მწუხრი. გ გუერდი - მჯდომარე. რომელნი ღირს ვიქმნენით თაყუანის-ცემად სანატრელსა ძელსა ... (232v-234r).
  • პარასკევსა შუაჲმარხჳსასა ვითარმედ მოკუდინებითა ვნებაჲთათა და აღდგომითა სათნოებაჲთათა იქმნების მარადღე დღესასწაულობაჲ და ზატიკობაჲ სულთა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, აღვსებისა დღე მოგუჱახლების, ვინაცა შეწევნითა ღმრთისათა განზოგებაჲ მარხუათა გარდავლეთ ... (234r-235r).


39. შაბაჲთსა ცისკრად ალილუიაჲ და ზედა დასდებელი: ჴმაჲ ბ. წმიდანო მოციქ. დიდებაჲ. მომიჴსენენ, უფალო. და აწდაჲ, წმიდაო დედაო კანონი ბ. წარდგომაჲ სამარადისო. გალობანი სათუჱოსნი შესუჱნებულთანი. მეექუსით გალობითგან ვიტყჳ ხუჱდრთაცა. სხუაჲ ყოველი განგებაჲ პარასკევსა ჰპოო.

შაბათსა დ ხუჱდრნი. ჴმაჲ დ - შთავარდ. ჴორცთა საზღუაჲრსა ზეშთა ექმნენით, მარტჳლნო უძლეველნო ... (235r-237r).

  • შაბათსა დ მარხუათასა. ებრაელთა მიმართ მიმართ(!) ებ. - ძმანო საყუარელნო, გურწამს თქუენთჳს უმჯობესი და მახლობელი ცხორებისა ... (237r-v).
  • კჳრიაკესა დ წმიდათა მარხვათასა ავაზაკთა მოწყლულისა. მწუხრი. შემდგომად ფსალმუნებისა: უფალო ღაღადყავსაჲ. დასდებელნი აღდგომისანი, აღმოსავლურნი და მარხუათანი. გ გუერდი - მჯდომარე. ცოდუათა წყლულებითა გუჱქმნეს ბეჭნი ჩემნი ავაზაკთა მიერ უჴორცოთა ბოროტთა ... (237v-238r).
  • მეოთხესა შაბათსა, ვითარმედ თანა გუაჲც წინამძღუარსა, რაჲთა ასპარეზსა შინა სათნოებისათა მავალთათჳს ყოველსავე იქმოდეს, რომელი მოსწრაფებაჲდ მოიყუანებს, რაჲთა მტერთა მიმართ ძლევა აღიღონ და გჳრგჳნნი საუკუნონი ღუაწლის დამდებელისა ღმრთისგან მიიხუნან. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, ჴორციელად მორბედთა მათ ზედა მდგომელნი რაჲმე არიან, რომელნი ისწავლიან ღუაწლთა მიმართ ... (238r-244v).

40. მეოთხესა კჳრიაკესა მარხუათასა. ფსალმუნი: უფალმან ძალი ერსა თჳსსა მო. დასდებელი: შესწირევდით უფლისაჲ. ებრაელთა მიმართ - ძმანო, აბრაჰამს აღუთქუა ღმერთმან ვინათგან არაჲვინ იყო უფროს, რომლისამცა ფუცა, ფუცა თავისა თჳსისა და თქუა ... (244v-246r).

  • მეოთხესა კჳრიაკესა წარმწყმედელისა კადნიერებისათჳს და რაჲთა მადლობით თავს-ვისხნეთ სნეულებაჲნი. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო ჩემნო, ამისთჳს შემოგვიყვანნა ჩუენ ღმერთმან სოფელსა, რაჲთა საქმეთა შინა კეთილთა ვჰმადლობდეთ მას ... (246r-249r).

41. ორშაბაჲთსა მეხუთესა ცისკრად ხუჱდრნი. უგალობდითსა. უკლეველად - გონებაჲნი ჩუენნი განიწმიდნეთ, ძმანო, ერქუნითა მარხჳსათა და ნაყოფი კეთილი სათნოებაჲთა მოვიღოთ, რაჲთა საშუჱბელთა ზეცისათა მივემთხჳნეთ ... (249r-250v).

  • ორშაბათსა ე შჳდეულისასა განთიად. ოხითა ჴმაჲ გ - რამეთუ უსჯულოებაჲნი ჩუენნი წინააღმიდგეს ჩუენ, აღდეგ, ღმერთო, შემეწიენ ჩუენ ... (250v-251v).
  • ორშაბაჲთსა ე მწუხრი ა. შენ სიტყუაჲ და - შეცთომილი გზათა მათგან სათნოებისათა შთავარდი ცხორებაჲსა პირუტყუჱბრივსა ... (251v-252v).
  • ორშაბათსა მეხუთესა შჳდეულისასა საღმრთოსა მოქალაქობისათჳს და შურისა კეთილისა და სათნოებაჲთა წარმატებისათჳს. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო ჩემნო და შვილნო სულიერნო, კუალად ვიწყებ მოვლინებაჲდ თქუენდა ჩუჱულებისაებრ სიმდაბლისა ჩემისა ... (252v-255v).


42. სამშაბათსა ე ხუჱდრნი. მეოხებითსა - მოიხილაჲ დღეს. სამარადისოდ ლოცჳთა, მარხჳთა, მოღუაწებითა და ხედვითა საღმრთოდ ტრფიალებაჲდ ფრთოვან-ვყნეთ სულნი ჩუენნი, ძმანო ... (255v-257v).

  • სამშაბათსა ე შვიდეულისასა განთიად. მეექუსესა ჟამსა ოხითა. ჴმაჲ გ - ჴელისამპყრობელ ჩუენდა არს უფალი ღმერთი იაკობისი და ძალმწე ჟამსა ჭირისასა ... (257v-258v).
  • სამშაბათსა ე მწუხრი. გ გუერდი - მჯდომარე. განვრდომილ ვიქმენ მე წრფელთა გზათა შენთაგან ვნებაჲთა მიერ საწყალობელი ... (258v-261v).
  • სამშაბათსა ე შჳდეულისასა, რაჲთა წინაშე თუალთა ჩუენთა გუაქუნდეს ჟამი სიკუდილისა და მას შინა ყოფადი სიტყჳსგებაჲ, ვითარმედ ვერ ღირს არიან აწინდელნი ესე ჭირნი მერმისა მისთჳს სასოებისა. გუაკურთხენ, მამაო - შვილნო ჩემნო და ძმანო და მამანო, აღვაღო კუალად პირი ჩემი და მიგცე თქუენ სიტყუაჲ წინამძღრობისა ... (261v-263v).

43. ოთხშაბათსა ე ხუჱდრნი განძლიერდასა. დ გუერდი - არაჲვინ არს დასჯილი ცოდვითა, რომელმან-ესე განგარისხე, სახიერ, ქრისტე, გევდრები: მაცხონე, რომელმან დასაჯე მტერობაჲ ჯუარისა მიერ ... (263v-265r).

  • ოთხშაბათსა ე შჳდეულისასა განთიად. ოხითა ა - წყლულებანი იგი წმიდათა შენთანი, რომელ შენთჳს თავს-ისხნეს, მიიხუჱნ სავედრებელად შენდა, ღმერთო ... (265r-v).
  • ოთხშაბათსა ე მწუხრი. უკეთუ სიწმიდის განახლებაჲ იყოს, პირველ სტიქარონი ბ-გზის ... მჴნეონი - დასდევ, უფალო, საცო. რბიოდე შენ, სულო ჩემო, გზასა ამას მარხჳსასა ... (265v-266v).
  • დასდებელნი სინანულისანი. უფალო ღაღადყავსა - მინდა ცრ. დაინთქნეს. ყოველი ცხორებაჲ ჩემი მეძავთა და მეზუჱრეთა თანა წარეგების ... (266v-270r). 
  • ოთხშაბათსა ე შჳდეულისასა, რაჲთა განვიწმიდნეთ თავნი თჳსნი ყოვლისაგან შეგინებისა სინანულისა [...](!) მონიჭებულისა. გუაკურთხენ - ძმანო და მამანო, შეგაწუხნა თქუენ წყლულებაჲმან ფერჴისა ჩემისამან და არაჲ უჯეროდ ... (270r-271v).

44. ხუთშაბათსა მეხუთესა ხუჱდრნი. მესმასა გ - მესმა, უფალო. მარხჳთა მოქალაქობდეს ღმრთივგანათლებულნი ქრისტეს მოციქულნი და ჟამსა ამას მარხჳსასა ოხითა მათითა დაგვიტკბობენ ჩუენ ... (271v-273r).

  • გალობაჲნი სინანულისანი თქუმული წმიდისა ანდრია იერუსალჱმელისნი კრიტელ მთავარ ებისკოპოზისანი. უგალობდითსა. ბ გუერდი - შემწე და მჴსნელ და მფარველ მეყო მე მაცხოვარებაჲდ ჩემდა ესე ღმერთი ჩემი და ვადიდო ესე უფალი მამისა ჩემისა ... (273r-289v).
  • ხუთშაბაჲთსა ე შჳდეულისასა განთიად შუაჲდღისა. ოხითა ბ გუერდი - სულგრძელო და მრავალმოწყალეო და ყოვლისამპყრობელო, უფალო, გარდამოავლინე წყალობაჲ შენი ერსა შენსა შენ ზედა ... (289v-290v).
  • ხუთშაბათსა ე. ზ. მწუხრი ჴმაჲ ა - წმიდანო მარტჳლ. რაჟამს ჯუარსა ზედა, უფალო, დაემსჭუალე, ჴელითწერილი იგი კაცთა ცოდვისა განხეთქე ... (290v-292r).
  • ხუთშაბათსა ე შჳდეულისასა, ვითარმედ ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ყოვლითა წადიერებითა და გულისმოდგინებითა ვიქმოდით ცხორებაჲსა ჩუენსა. მამაო, გუაკურთხენ - ძმანო და მამანო, ყოვლისავე საქმისა ჟამ არს მსგავსად წერილისა ... (292r-295v).

45. პარასკევსა ე. ზ. შუადღე ოხითა დ გუერდი - უფროსად საგალობელ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რამეთუ შეარყიე ქუეყანაჲ და შეაძრწუნი(!) იგი ... (295v-296r).

  • პარასკევსა ე მწუხრი ა გუერდი - რაჟამს შე. აჰა ესერაჲ, მოგჳახლა გამოჴსნისა ჩუენისა ჟამი, რამეთუ მოვალს ქრისტე მოძიებაჲდ ... (296r-298r).
  • პარასკევსა ე შჳდეულისასა, ვითარმედ არაჲ ჯერ-არს, რაჲთა განუღოთ კარი ეშმაკსა შეწყნარებად ბოროტთა გულისსიტყუათა. მამაო, გუაკურთხენ - ძმანო და მამანო, არაჲ უშრომელად გეტყჳ, თქუენ მცირეთა ამათ და უნდოთა ... (298r-299v).

46. შაბათსა ხუჱდრნი. ღაღადყავსა ბ გუერდი. სოფლისა ზღ. - მსგავსად ქვათა რჩეულთა გორვიდეს ქუეყანასა იღწიდეს(!) რაჲ მარტჳლნი და ყოველივე გინებაჲ მტერისა ქუეყანად დააკუჱთეს და ტაძარ ღმრთივბრწყინვალე საუფლო იქმნნეს ... (299v-303r).

  • შაბათსა ე შჳდეულისასა, რაჲთა გულსმოდგინედ წინააღუდგეთ ბრძოლასა უკეთურთა ეშმაკთასა. მამაო, გუაკურთხენ - ძმანო და მამანო, ვინათგან დღეთა მათ მარხჳსათა შემოვლენ ჩუენდა ჰანბაჲვნი სოფლიოთა საქმეთანი ... (303r-313v).
  • შაბაჲთსა ე მწუხრი. შემდგომად ფსალმუნებისაჲ. უფალო ღაღადყავსაჲ. დასდებელნი აღდგომისანი და აღმოსავლურნი .... უგალობდითსა - ქუეყანასა მწ. მივემსგავსე სიმდიდრეთა გემოთათა მდიდარსა მას, რომელი დღითიდღე იხარებდა შუჱბითა ... (313v-317r).

47. კჳრიაკესა ვ მწუხრი. უფალო ღაღადყავსა პირველად ოთხნი სინანულისანი და სამნი მარხვათანი. ჴმაჲ ა - წმიდანო მარტჳ. დაჰგლახაკენ, ქრისტე, მდიდარი და კაცნი განამდიდრენ უკდავებისა ბრწყინვალებითა (317r-v)

  • კჳრიაკესა ვ სწავლა სათნოებაჲთა წარმართებისათჳს. მამაო, გუაკურთხენ - ძმანო და მამანო, მცირედ არნ მსმენელნი, რამეთუ ძმანი ვიეთნიმე წარვიდეს, გარნა ეგრეთცა, დაღაცათუ ერთ ხოლო იყოს მსმენელ ... (317v-321v).

48. ორშაბაჲთსა ბზობისასა შუაჲდღე. ოხითა ა გუერდი - ესე არს დღე საშინელი, რომლისა მწუხრსა მიწევნად არაჲ მოველით, არამედ, სახიერო ღმერთო, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, დღითიდღე დრო გუცემ და მიმიძღჳ სინანულად, სამებაო წმიდაო, დიდებაჲ შენდა ... (321v-322r).

  • ორშაბაჲთსა ვ მწუხრი - ყოველი სასოებაჲ მათი. მრავალთა ცოდვათაგან და გულისთქუმათა ბოროტთა სული ჩემი გლახაკი მოუძლურებულ არს ... (322r-325r).
  • ორშაბაჲთსა ბზობისასა სწავლა წმიდისა თეოდორესი. მამაო, გუაკურთხენ - ძმანო და მამანო, დღეთა ამათ შინა წმიდათა ყოველთავე თანა-მაც სწავლაჲ, არამედ უფროჲსად აწ მოსრულთა ამათ, არამედ ვითარცა ადრითგან უსმენელთა უძლურთა ამათ სიტყუათა ჩემთა ... (325r-328r).


49. სამშაბათსა ბზობისასა შუადღე ოხითა ა გუერდი - უძლეველი ზღუდე მოგიცემიეს მორწმუნეთა და უბიწო იგი დედა შენი ქალწული, ქრისტე ღმერთო, მეოხებითა მისითა, მაცხოვარ, გჳჴსნენ ჩუენ ყოველთა მათ ბოროტთაგან ... (328r-328v).

  • სამშაბათსა ვ მწუხრი მამისაგან ბ. - მრავალთა მტერსა ბრძოლათაგან ვნებული გული ჩემი მკუდარ იქმნა ... (328v-330v).
  • ბზობისა სამშაბათსა სწავლაჲ საშინელისა მისთჳს. მამაო, გუაკურთხენ - ძმანო და მამანო, რომელი-იგი პირველსა მას სწავლასა შინა წარმოვთქჳ, მაშინ მოსრულთა მათთჳს წარმოვთქჳ ... (330v-334v).

49. ოთხშაბათსა ბზობისასა შუაჲდღე. ოხითა ა გუერდი - წყალობაჲ შენი, უფალო, ყავ ჩუენ ცოდვილთა თანა და ნუ მიმცემ ჩუენ უსჯულოებაჲთა ჩუენთათჳს ... (334v-335v).

  • ოთხშაბათსა ვ მწუხრი - გიხაროდენნი. რაჟამს წიაღ იორდანესა იქცეოდე ჴორცითა, ქრისტე მეუფეო, შენთა მათ მოწაფეთა ეტყოდე ... (335v-338r).
  • ოთხშაბაჲთსა ვ შჳდეულისასა ჴსენებისათჳს სიკუდილისა. გუაკურთხენ - ძმანო და მამანო, რაჲთამცა იყო ესრეთ კეთილ და სარგებელ სულისა, ვითარ ჴსენებაჲ სიკუდილისა, რომლისათჳს აწ მეგულების სიტყუად ... (338r-342v).

51. ბზობისა ხუთშაბათსა შუაჲდღე ოხითა გ გუერდი - ჴმასა მვედრებელთა შენთასა, უფალო, ნუ დაიდუმებ. მოიჴსენე, რამეთუ მარადის შენდა მიმართ დაგჳც სასოებაჲ ... (342v-343r).

  • ხუთშაბათსა ბზობისასა მწუხრი - რაჟამს მწყ. ორნი მოციქულნი შენნი ღმრთისმეტყუელნი, რომელნი ერთად სამებისად აღგიარებდეს მიივლინებიან შენ მიერ ... (343r-345r).
  • ხუთშაბათსა ვ შჳდეულისასა დიდისა მისთჳს დღისა და გამოჩინებისა ღმრთისა მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. გუაკურთხენ - ძმანო და მამანო, აჰა, ესერაჲ, ორმეოცთა დღეთა დასასრული მოიწია, მოვედით და მივსცეთ დიდებაჲ ღმერთსა ... (345r-349r).

52. პარასკევსა ბზობისასა შუაჲდღე. ოხითა. ჴმაჲ გ - მოუთმენელ არს, უფალო, რისხუაჲ საშინელებისა შენისა ცოდვილთა ზედა, არაჲ ვართ ღირს ახილვად და თხოვად შენგან წყალობისა ... (349r-350r).

  • პარასკევსა ვ მწუხრი. შემდგომად ფსალმუნებისა, ჭირის კანონისა. უფალო ღაღადყოსა ვიტყჳთ დ გუერდსა და უქცევთ ათთა მუჴლთა ზედა. გერი დღისა. არაჲ დააკ. ბ გზის - სულისა ცხოველსმყოფელნი ორმეოცნი სრულ იქმნეს აწ და წმიდასა ამასცა შჳდეულსა ... (350r-356r).
  • პარასკევსა ბზობისასა, ვითარმედ რომელთა ჭირთა შინა და იწროებაჲთა აღასრულონ ცხორებაჲ ესე უჭირველითა და გამოუთქმელითა განსუჱნებითა იშუჱბდენ. მამაო, გუაკურთხენ - ძმანო და მამანო, ყოვლისავე კაცისა დასაბაჲმი სიტყჳსათჳს, გინა საქმისა დაწყებაჲსა ჭირით და ურვით იქმნების ... (356r-363v).
შენიშვნა:

ერთ-ერთ საგალობელთან გადამწერის მინაწერი, ტექსტის ხელით: „ასრე ეწერაჲ“ (353r, მარცხენა ზედა არშია).

53. შაბათსა მწუხრი. შემდგომად ფსალმუნებისა აღვიღებთ უფალო ღაღადყავსა ჴმასა ზედა პირველსა და უქცევთ ათთა მუჴლთა ზედა და ბ-ბ-გზის ვიტყჳთ ხუთთა დასდებელთა, ჴმაჲ ა - ნათელი ნათლისგან მოვლინებული კიცუსა ზედა მჯდომარე ... (363v-367r).

  • შაბათსა ბზობისასა ლაზარობაჲდ სარწმუნოებისათჳს და სიყუარულისა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, ორნი არიან, რომელთა მიერ ცხონდების კაცი, საქმე და გულისჴმისყოფა ... (367r-375v).

54. ბზობისა კჳრიაკესა მწუხრი. უფალო ღაღადყავსა უქცევთ ექუსთა მუჴლთა ზედა და ვიტყჳთ სამთა გერთა დღისათა - იხარებდ, ქალაქო ღმრთისაო სიონ, და განსცხრებოდე შენ, ეკლესიაო ღმრთისაო ... (375v-378v).

  • კჳრიაკესა შემდგომად ლაზარობისა ბზობაჲდ წარიკითხჳს საღმრთოდ ცხორებისათჳს და ნეტარისა მის მოქალაქობისათჳს ჩუენისა, რომლითა ივნენით. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, აჰა ესერა, აღვასრულენით განჩინებულნი ესე დღენი განსაწმედელად სულთა და ჴორცთა ჩუენთა ... (378v-381r).

55. დიდსა ორშაბათსა ალილუიაჲსა ზედა ოხითა დ გუერდი. "აჰა ესერაჲ, სიძე მოვალს" სრულიად. ხოლო ვიტყჳთ დიდითა ჴმითა ნელიად და გავიმუჴლებთ სამსა კანონსა დავითსა და ვჰყოფთ ჩუჱლებისაებრთა მუჴლმოდრეკასა და სამსა წიგნის კითხუასა თარგმანებისაგან მათეს სახარებისასა. წარდგომაჲა კანონსა - შენ სიტყუაჲ. ჵ მსაჯულო, უხილავო, ჴორცითა იხილვე და მოხუაჲლ უსჯულოთა მიერ დასჯად დამსჯელად ... (381r-382r).

  • სამფსალმუნნი დიდისა ორშაბათისანი. გალობაჲ ა - სლვად უჩუჱველისა და მღელვარისა ზღჳსა საღმრთოთა ბრძანებითა თჳსითა ... (382r-385v).
  • დიდსა ორშაბათსა შუაჲდღე. ოხითა გ გუერდი - გულითა მდაბაჲლთა და სულითა შემუსრვილითა შეგივრდებით შენ ... (385v-386r).
  • დიდსა ორშაბათსა მწუხრი. უფალო ღაღადყავსაჲ ჴმაჲა - სასწაულთა მოქმე. გუშინ ბაიათა გაქებდეს კრებულნი ჰურიათანი, ქრისტე, ვითარცა ჯოჯოხეთისა შემმუსრველსა და სიკუდილისა მძლესა, ყოვლად ძლიერო ... (386r-390r).

56. წმიდასა დიდსა სამშაბათსა ცისკრად ალილუიაჲსა ზედა - აჰა ესერაჲ, სიძე მოვალს და ფსალმუნებაჲ: გ კანონი და მესამე წიგნის კითხუაჲ თარგმანებისგან მათეს სახარებისა წარდგომაჲ ა - შენ სიტყუაჲ. ბრძენთა მათ ქალწულთა იგი მღჳძარებაჲ, მჴსნელო, მომანიჭე უღირსსა ... (390r-392r).

  • დიდსა სამშაბათსა შუაჲდღე ოხითა დ - რომელნი-ესე ურიცხუად ვცოდავთ მდიდრად შეგჳნდუენ, მაცხოვარ, მრავალმოწყალე ... (392r-v).
  • დიდსა სამშაბათსა მწუხრი. ჴმაჲ ა - შენ სიტყუაჲ. განზრახუაჲ ღმრთივშუჱნიერი განიზრახაჲ ღირსმან ცოდჳლმან დედაკაცმან ... (392v-396v).

57. დიდსა ოთხშაბათსა ცისკრად ალილუიაჲსა ზედა - აჰა ესერაჲ, სიძე მოვალს და ფსალმუნებაჲ: გ კანონი და მესამე წიგნის კითხუაჲ მათეს თარგმანებისგან რგჲ ა - შენ სიტყუაჲ. ეზოსა კაიაფასსა დღეს შეკრბაჲ კრებული მედგაჲრი და უსჯულო შენთჳს, მრავალმოწყალე ... (396v-396v).

  • დიდსა ოთხშაბათსა ხუჱდრნი განძლიერდასა. სამფსალმუნნი ცისკრისანი - ამაოთა შესაკრებელი უსჯულოთა ჯერჩინებითა შეკრბების სახებოროტებით და სასჯელად გამოჩინებაჲდ, შენდა, ქრისტე ... (396v-398r).
  • დიდსა ოთხშაბაჲთსა შუაჲდღე ოხითა ჴმაჲ ბ - დღეს ბოროტი იგი შეკრბაჲ კრებული და შენთჳს იზრახეს ცუდი, სახიერ ... (398r-v).
  • დიდსა ოთხშაბათსა მწუხრი. შემდგომად აკურთხევსისა ჭირის კანონი. უფალო. ღაღადყავსა ბ გუერდი - სასოწარკუჱთილმან ცხორებისათჳს და შეწყალებულმან მოქცევისათჳს აღიღო ნელსაცხებელი ... (398v-401v).

58. დიდსა ხუთშაბაჲთსა ცისკრად ალილუიაჲ და ზედა ესე დასდებელი: დ გუერდი: რაჟამს დიდებულნი მოწაფენი. სრულიად ბრძანეთ გ გზის და მეყსეულად მიწყალე და გალობაჲნი. უგალობდითსა ბ გუერდი - ზღუაჲ მეწამულ. მოკუჱთილი ჰკუჱთს მეწამულსა და ღელვათა მზრდელი ზღჳსა განჴმების სიღრმე ... (401v-404r).

  • დიდსა ხუთშაბაჲთსა შუაჲდღე ოხითა გ - რომელმან კაცთა ნათესავისათჳს ყურიმლისცემა თავს-იდევ და არაჲ განაჰრისხენ ... (404r-v).
  • დიდსა ხუთშაბაჲთსა მწუხრი. ვჰრეკთ მეცხრესა ჟამსა და შემდგომად აკურთხევსისა, უფალო ღაღადყავსაჲ. უქცევთ ათთა მუხლთა ზედა და ვიტყჳთ მათვე დასდებელთა, რომელნი აქებდითად გჳთქმიან. იუდა მზაკუარმან და ოთხთა სხუაჲთა ორ-ორჯერ დიდებაჲდ და აწდა მარადისად. მდინარე. ჭეშმარიტად ნაშობი იყო იქედნეთა და შესლვაჲ სახარებითა, ყოველი სასოებაჲ ბ გუერდი - უფსკრულმან სიბრძნისამან, მოტევებისა წყარომან ... (404v-420v).

აქვე: განგებაჲ ფერჴთბაჲნისა (409r); წესი და განგებაჲ წმიდათა ვნებაჲთა უფლისაჲ ჩუენისა იესუ ქრისტესთა (410r).

59. სამფსალმუნნი დიდისა პარასკევისანი, რომელთა თავნი იტყჳან პირუელ შაბაჲთისაცა ბ გუერდი - შენდა აღვიმსთობ მოწყალებისათჳს და დაცემულისა, დაცარილებულისა და ვნებაჲთამდე უვნებელად შთამოსრულისა ... (420v-432v).

  • დიდსა პარასკევსა გალობაჲნი გოდებისანი სერობისად ბ გუერდი - ზღუაჲ მეწამული. დაბადებულთა შენთა ცხორებაჲ ინებე, მაცხოვარო ჩუენო ... (432v-436r).

60. წმიდასა დიდსა შაბათსა მეათესა ჟამსა დღისასა ვჰრეკთ მწუხრისასა და ვიწყებთ შემდგომად აკურთხევსისა. კუერექსს ჰყოფდეს დიაკონი. უფალო ღაღადყავსა, უქცევთ რვათა მუჴლთა ზედა, ჴმაჲ ა - სამწუხრონი ლოცვანი ჩუენნი შეიწირენ, წმიდაო უფალო, და მოგუმადლენ ჩუენ მოტევებაჲ ცოდვათა ... (436r– 442v).

  1. გადამწერის ხელით: „მვ, ბატონიშვილს სჳმონს ცოდვანი მისნი ღმერთმან შეუნდნეს“ (6r, მარჯვენა არშია, ნუსხური).


  2. გადამწერის ხელით: „ბატონიშვილს სჳმონს შეუნდნეს ღმერთმან ცოდვანი მათნი“ (11v, მარცხენა არშია, ნუსხური).


  3. გადამწერის ხელით: „ბატონიშვილს სჳმონს დღეგრძელობით ცოდვანი მათნი შეუნდნეს ღმერთმან“ (19r, მარჯვენა ქვედა არშია, ნუსხური).


  4. გადამწერის ხელით: „ბატონიშჳლს სჳმონს შეუნდნეს ღმერთმან მისნი ცოდვანი“ (49v, მარცხენა არშია, ნუსხური).


  5. გადამწერის ხელით: „სჳმონს ბაჲტონიშვილს შეუნდვნეს ღმერთმან ცოდუანი მათნი“ (54r, მარჯვენა არშია, ნუსხური).


  1. „ესი მრიხივნი სიფირიდონი მღვდილისა, ვინცი მოიპარასაი გაუწყრევის მშობელ ზეციერი მამა” (129r, ქვედა არშია, ი-მეტობით ნაწერი, გვიანდელი მხედრული).



  2. „ღმერთო, შეიწყალე ფრიად ცოდვილი“ (138r, მარჯვენა არშია, ნუსხური).


  3. „ღმერთო, ა[ც]ხოვნე იაკობ“ (208v, ზედა მარცხენა კიდეზე, ტექსტის საპირისპირო მხარეს, გვიანდელი მხედრული).


  4. „წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ“ (264v, ზედა არშია, გვიანდელი მხედრული).


  5. „ო იმია ა ცა ი სინა ი სვიატგო დუხა, ამინ“ (265r, მარჯვენა არშია, თავდაყირა, ფანქრით, გვიანდელი მხედრული).


  6. “სახელით[ა] მამის[ა]თ და ძისათა და [...] წმიდისა სულისათა” (333r, მარცხენა არშია, ფანქრით, გვიანდელი მხედრული).


  7. „იესე ტლაშაძე დეკანოზ“ (414v, ქვედა არშია, ასოთავრულით).


  8. უმნიშვნელო მინაწერები: 93r,174r; 264v; 265r; 333r.


    • ხელნაწერში რამდენიმე ხელი გაირჩევა: 1) უცნობი გადამწერისა - 1r-12v; 2) სხვა უცნობი გადამწერისა - 13r-384v; 3) იესე ტლაშაძისა - 385r-443v.
    • ტექსტი, ტრადიციულად, თავიდან ბოლომდე აწყობილია ე.წ. ცხრაოდიან სისტემაზე, შიგადაშიგ ზოგიერთი ოდა მეორდება. გაწყობილია მცირე ზომის საგალობლებით: წარდგომები, იბაკოები, სტიქარონები. ასევე მოტანილია ძველი და ახალი აღთქმის ლიტურგიკული საკითხავები. 
    • კიდეებზე ხშირად მითითებულია ხელნაწერში ჩართული საგალობლების ავტორები: თეოფანე, ანდრია, თეოდორე, ბარნაბა, იოსებ, რომანოზ, არსენ კათალიკოსი, კოზმან.
  1. ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა კოლექციის აღწერილობა, შედგენილია პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ, აკად. კორნელი კეკელიძის რედაქციით, ტ.I, თბილისი, 1949, გვ. 4.

  2. ტრიოდიონი, რომელ არს სამსაგალობელი, ტფილისი, 1901.

  3. ენრიკო გაბიძაშვილი, ლიტურგიკა და ჰიმნოგრაფია, ბიბლიოგრაფია, თბილისი, 2011, გვ.147.

  4. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016, გვ.24-49.

  1. ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს სტეფანწმიდის ეკლესიიდან.

ციტირება

მარხვანი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/6 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში