სადღესასწაულო მხოლოდ ერთი ფურცლით არის მოღწეული.
მასში პირველი სექტემბრის მსახურების ფრაგმენტია, კერძოდ ღირსი სვიმონ მესვეტის, ასევე წმინდა ამონა დიაკვნისა და 40 ქალწულთა გალობები (უგალობდითსა, განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა). მსახურებაში ჩართულია პავლე მოციქულის ეპისტოლე კოლასელთა მიმართ (3, 12-16) და ლუკას სახარება (4, 16-?), ორივე საკითხავი - გაშლილი სახით.
- შიფრი:
- 1446/47
- სახელწოდება:
- სადღესასწაულოს ფრაგმენტი
- საუკუნე:
- XVII
- დათარიღების საფუძველი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები.
- ფურცლების რაოდენობა:
- 1
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ზომები
-
ყდის:
ქაღალდის:
353x250
ტექსტის:
310x155
სისქე:
სტრიქონებს შორის მანძილი:
4
- არშიები
-
ზედა:
27
ქვედა:
20
მარცხენა:
23
მარჯვენა:
25
- სტრიქონების რაოდენობა:
- 51
- განკვეთილობის ნიშნები:
-
- ხელნაწერის მდგომარეობა:
- ფრაგმენტი
- დაკავშირებული პირები
- დაკავშირებული ტოპონიმები
- დასაწყისი:
-
[…]რნეს სასმენელნი მორჩილებაჲდ მცნებაჲთა მათ უფლისათა, ნეტარების მომცემელთა ... (1v).
- წყდება:
-
განკურნებაჲდ შემუსრვილითა გულითა ქადაგებაჲდ ტყუჱთა განტევებისა [...] (1r).
სადღესასწაულო მხოლოდ ერთი ფურცლით არის მოღწეული.
ხელნაწერის მოღწეულ ნაწილში პირველი სექტემბრის მსახურების ფრაგმენტია, კერძოდ ღირსი სვიმონ მესვეტის, ასევე წმინდა ამონა დიაკვნისა და 40 ქალწულთა გალობები (უგალობდითსა, განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა). მსახურებაში ჩართულია პავლე მოციქულის ეპისტოლე კოლასელთა მიმართ (3, 12-16) და ლუკას სახარება (4, 16-?), ორივე საკითხავი - გაშლილი სახით.
ტექსტი ორ სვეტად არის ნაწერი.
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილია პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ, აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949; გვ. 42.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016 წელი, გვ.283.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს ურბნისის ეკლესიიდან.
ციტირება
სადღესასწაულოს ფრაგმენტი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/54 წვდომის თარიღი: