შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ეს ხელნაწერი XVIII საუკუნის შუა წლებში გადაწერილი და ე. წ. ვახტანგ VI-ისეული რედაქციისაა
- შიფრი:
- 1446/44
- სახელწოდება:
- შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი
- საუკუნე:
- [XVIII საუკუნის შუა წლები]
- დათარიღების საფუძველი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები.
- ავტორ(ებ)ი:
- ფურცლების რაოდენობა:
- 139
- დაუწერელი ფურცლები:
- 1v, 2r
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
ტვიფრული ტყავგადაკრული მუყაოს ყდა.
- ზომები
-
ყდის:
328x213
ქაღალდის:
32x201
ტექსტის:
29X127
სისქე:
3
სტრიქონებს შორის მანძილი:
13
- არშიები
-
ზედა:
15
ქვედა:
13
მარცხენა:
24
მარჯვენა:
12
- სტრიქონების რაოდენობა:
- 24
- განკანონება/ჭვირნიშანი:
-
შეემჩნევა განკანონების ხაზები. აქვს ჭვირნიშანი.
- აღრიცხვა:
-
გვერდობრივი, მკრთალად, ზოგან არ იკითხება.
- ხელნაწერის მდგომარეობა:
- ხელნაწერი რესტავრირებულია, ფურცლები კარგად შემონახული.
- დაკავშირებული პირები
-
- ფურცელაძე ნიკოლოზ
- ალექსანდრე II რუსეთის იმპერატორი
- ორლოვსკი კონსტანტინე
- ხახანაშვილი / ხახანოვი სოლომონ, მღვდელი
- თურქესტანიშვილი ილიკო
- ლუარსაბი
- დავითი
- ანტონ I კათალიკოსი
- ვოლტერი
- გაბაშვილი ზაზა
- ჭილაშვილი / ჭილაევი თინათინ
- მატრონა, თინათინ ჭილაევის შვილი
- გიორგი, თინათინ ჭილაევის /ჭილაშვილის შვილი
- ელისაბედი
- დაკავშირებული ტოპონიმები
- დასაწყისი:
-
„რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა .....“ (3r).
სათაურ(ებ)ი:
-
ვეფხისტყაოსანი
-
„პირველ თქმულია ბრძენთაგან ...
პირველათ თქმული ...
პირველად თქმული ბრძენთაგან
წელსა ჩყჲდ-სა ნოემბრის ჱ-სა გამოუცხადეს ჩვენის ხემწიფის ალექსანდრე ნიკოლაოზის ძის რომანოვის ბრძანება გორის უეზდის თავადთა და აზნაურთა და გლეხკაცთა, რომელიც ამ რიცხვიდგან განთავისუფლებული შეიქმნენ ბატონის ყმობიდგან გლეხნი. ამ განკარგულების გამოცხადება იყო გორის უეზდის საზოგადოებისათვის გორში, რომელნიც იყვნენ მიწვეულნი სრულებით ამ უეზდის თავადნი და აზნაურნი და გლეხნი. გორის მეიდანზე იყვნენ სრულებით შეკრებილნი და მთავრობისაგან გამოგზანილი ამ გარდაწყვეტილობის გამოსაცხადებლათ იყო ღუბერნატორი არლოვსკი და ეს უკითხამდა რუსულათა და ქართულათ უკითხამდა გორის სობოროს მღვდელი სოლომონ ხახანოვი, რომელიც ამ შრომისათვის მიიღო სოლომონ მღვდელმა ჯილდოთ ოქროს საათი“.
შენიშვნა: ფურცელს გვერდით აქვს ფანქრით მინაწერი: „წავიკითხე და ხელი ვიცან გამოცხადება. ბატონ-ყმობის წელი და რიცხვი თუ აღსანიშნი იყო და საჭიროც, სოლომონ მღვდლის საათი რაღა საჭირო იყო. ილიკო თურქ[ისტანიშვილი] ... (1r).
-
"დილარგეთს სარგის თმოგველსა, მას ენადაუშრომელსსა" (137r, XIX საუკუნის მხედრულით, ამავე პერიოდის ქაღალდზე).
-
„ლუარსაბს ვმადლობ, ტრაღედიის მგზავნელსა,
დავითს მართლ ვაქებ, იმის გადმომთარგმნელსა,
ანტონ პირველის თარგმან სიბრძნის მბაძველსა,
ქართველთ ენისა თხზვა თვისების დამცველსა,
გვარ ფურცელაძეთ, აზნაურობით ძველსა.
ლუარსაბ გამცნებ ეს წარვიკითხე მე რა,
ტრაღდიებრი ვოლტერის ცნობის სфერა,
ვაქე მთარგმნელი, ქართული თხზუა და წერა,
თუნდ სათნო იყოს, ჩემდა ამგვარი მღერა
სხვას თუ არ სთარგმნის, წარიღო ესეც მე რა.
იხილავ შესხმა, წარმოებს აწ სადავით,
ოდეს სთუალვიდე, სცნა კიდურით სადავით,
აელვებ სიბრძნეს, კრძალულების სადავით,
ნესტვის მით დავჰბარე, აჰა სტიხთ ხმა სადავით
ეხსოვე ქართველთ, წიგნთა თარგმნით სადავით.
1832.9.1“ (138r, XIX საუკუნის მხედრულით, ამავე პერიოდის ქაღალდზე).
-
„წელსა ჩყჲგ-სა დეკემბრის ლა-სა დღესა დედისჩემის და ზაზა გაბაშვილის ასული თინათინ ჭილაევისა გარდაიცვალა და დაუტევა ორი შვილი: ქალი მატრონა და ვაჟი გიორგი. წამკითხველნო, შენდობა უბრძანეთ“.
შენიშვნა: იქვე მინაწერი ფანქრით (იხ. მინაწერი ფანქრით 1r-ზე): „დედა ელისაბედს ისე ყვარებია თავისი დედიდა, რომ სიკვდილიც კი დაუნიშნამ და მგონი დაბადებისა და წლოვანობისა კი არა აქვს მკვდრის და ჩვენას ცოცხლების დანიშვნა ეჯობინებოდა - ილიკო თურქ[ესტანიშვილი] ... (139r).
"ვეფხისტყაოსნის" ტექსტი ვახტანგ VI-ისეული რედაქციაა.
ტექსტი შიგადაშიგ აღდგენილია განსხვავებულ ფურცელზე სხვა, არაკალიგრაფიული ხელით (3r-v, 28r-v, 137r).
ახალი თავები და ყოველი ახალი სტროფის პირველი სიტყვა გამოყოფილია წითელი მელნით და მარტივი გაფორმებით, ყოველი ხაზის ბოლო მარცვალი, ტრადიციულად, გამოტანილია ცალკე,
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა კოლექციის აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ, აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, თბილისი, ტომი I, 1949, გვ. 40.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი), I, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს: ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016, გვ.277-279.
შოთა რუსთაველი ვეფხისტყაოსანი, ხელნაწერი მემკვიდრეობა, თბილისი, 2013.
ეროვნულ არქივში შემოტანილია 1924 წ. სოფ. მერეთიდან ნიკოლოზ ფურცელაძის მიერ.
ციტირება
შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/51 წვდომის თარიღი: