„მანანას“ ავტორი, წმინდა გაბრიელ მცირე, დავითგარეჯის წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის ბერი იყო. ის მოთარეშე ლეკებმა მოკლეს 1802 წელს. საქართველოს ეკლესიამ წმინდა გაბრიელი წმინდანად შერაცხა (ხს. დღე 30 მარტი (17 მარტი)). მისი ორიგინალური თხზულებები, ასევე მის მიერ გადაწერილი, თუ სხვადასხვა წმინდა მამის თხზულებათაგან გამოკრებილი ნაწარმოებები ათეულობით ხელნაწერშია გაბნეული.
წინამდებარე ხელნაწერი ორი მთავარი ნაწილისაგან შედგება: „მანანა“ და წმინდა ევსტათი პლაკიდას პარაკლისი. „მანანა“ შეიცავს ღვთისმშობლის, მაცხოვრის, ჯვრის, ანგელოზების, იოანე ნათლისმცემლისა და სხვა წმინდანების საკითხავ-საგალობლებს (სულ 40 თავია).
ხელნაწერს დართული აქვს ორი მინიატიურა: 1. "შეუსმელი ბარძიმი" - ბარძიმში მდგომი ღვთისმშობელი მარჯვენა ხელში ყრმით, ხოლო მარცხენაში სკიპტრით. 2. ფეხზე მდგომი, ირემზე მონადირე წმინდა ევსტათი პლაკიდა მარჯვენა ხელში შუბითა და მარცხენაში ჯვრით. როგორც „მანანას“, ისე ევსტათი პლაკიდას პარაკლისის დასაწყისები შემკულია ვედრების სცენით (ბეჭდური).
ხელნაწერს წამძღვარებული აქვს თეიმურაზ ბაგრატიონის მინაწერი, რომელიც გვაუწყებს, რომ 1825 წლის 25 აპრილს მას თავი შეუფარებია წმინდა ესტატეს ტაძრისთვის. აქ „პალატში“ დამდგარა ორმოცი დღე. ამ ორმოცი დღის განმავლობაში ადგილობრივი დეკანოზი ეპიფანე და კანდელაკი პეტრე ყოველ ხუთშაბათს წირვას, ხოლო ყოველ დღე, დილა-საღამოს, პარაკლისებს ატარებდნან თეიმურაზის შვილის - არჩილის ტყვეობიდან დასახსნელად. არჩილი გათავისუფლდა ტყვეობიდან და გახარებული მამა მადლიერია მათი, ასევე ადგილობრივი აზნაურებისა და გლეხებისა. ამავე წლის 26 მაისს თავადმა თეიმურაზ ბაგრატიონმა დატოვა ერთაწმინდა.
არაერთი მინაწერის მიხედვით ხელნაწერი ერთაწმინდის ტაძრის საკუთრება იყო.
- შიფრი:
- 1446/43
- სახელწოდება:
- მანანა
- საუკუნე:
- [XVIII]
- დათარიღების საფუძველი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები.
- ავტორ(ებ)ი:
- ფურცლების რაოდენობა:
- 145
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
ტყავის მუქი ყავისფერი ყდა.
- ზომები
-
ყდის:
223x171
ქაღალდის:
213x163
ტექსტის:
145x115
სისქე:
40
სტრიქონებს შორის მანძილი:
3
- არშიები
-
ზედა:
23
ქვედა:
45
მარცხენა:
17
მარჯვენა:
33
- სტრიქონების რაოდენობა:
- 23
- აღრიცხვა:
-
აღრიცხვა - რვეულებრივი, აღნიშნულია ნუსხური გრაფემებითა და არაბული ციფრებით; იწყება ნაკლული ა (პირველი) რვეულით, შემორჩენილია 7 ფურცელი, შემდეგ გრძელდება თანმიმდევრობით 8-8 ფურცლიანი რვეულებით და სრულდება იჱ (მე-18) რვეულით.
- განკვეთილობის ნიშნები:
-
- ხელნაწერის მდგომარეობა:
- აქვს დაზიანებული, ალაგ-ალაგ გადაქექილი ყდა. ხელნაწერი ბოლოდაშლილია, ფურცლები ზოგიერთ ადგილას მოხეული, დაზიანებული.
- გაფორმება:
-
ხელნაწერს ახლავს ორი მინაიტურა: ღვთისმშობელი ყრმით - "შეუსმელი ბარძიმი" (2v) და ირემზე მონადირე წმინდა ევსტათი (137r). ასევე, ორი თავსამკაული ვედრების კომპოზიციით (შუაში მაცხაოვარი, მარჯვნივ და ყოვლადწმინდა მარცხნივ ღვთისმშობელი და წმინდა იოანე ნათლისმცემელი) სლავური განმარტებითი წარწერებით (3r, 140r). თავსამკაული ბეჭდურია.
- დაკავშირებული პირები
-
- მარიამი (ღმრთისმშობელი)
- იოანე ნათლისმცემელი
- პეტრე და პავლე
- იოანე ღმრთისმეტყველი
- გიორგი დიდმოწამე, კაბადუკიელი
- დიმიტრი თესალონიკელი
- ნიკოლოზი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი წმ.
- ბასილი დიდი წმ.
- იოანე ოქროპირი
- ანტონი დიდი
- ექვთიმე / ეფთვიმე / ეფთჳმე დიდი
- საბა განწმენდილი წმ.
- ელია წინასწარმეტყველი
- კონსტანტი (323-350), რომის იმპერატორი
- ევსტათი პლაკიდა
- გაბრიელ მცირე
- დაკავშირებული ტოპონიმები
სათაურ(ებ)ი:
-
[მანანა] (3r-133r)
ქვესათაურ(ებ)ი:
-
შესხმა ა ღმრთივბრწყინვალისა და ყოვლად დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა - აღდეგ უფალო, განსასუჱნებუულად შენდა ... (3r).
-
შესხმა ბ ღმრთივ სანატრელისა და ყოვლად ბრწყინუალისა ქალწულისა მარიამისა - ისმინე, ასულო, და იხილე და მოყავ ყური შენი ყოველნივე ... (7r).
-
შესხმა გ ღმრთივპატივცემულისა ქალწულისა და ქალწულთა წინამძღურისა მარიამისა - მიერთვნენ მეუფესა ქალწულნი შემდგომად მისა ... (10v).
-
შესხმა დ ყოვლად წმიდისა ქალწულისა და ღმრთივდიდებულისა ღმრთისმშობელისა - იხარებდენ ცანი და იშუებდენ ქვეყანა ... (14v).
-
შესხმა ე ღმრთივმიმადლებულისა და სულთა მაცხოვრისა ღმრთისმშობელისა - უფალი ტაძარსა წმიდასა მისსა, უფალი ზეცას არს საყდარი მისი ... (18r).
-
შესხმა ვ ყოვლად წმიდისა და ღმრთივამაღლებულისა ღმრთისმშობელისა - გამოარჩია უფალმან სულნი და სათნო იყო იგი სამკჳდრებელად თჳსსა ... (21r).
-
შესხმა ზ ყოვლად წმიდისა და ღმრთივკურთხეულისა ქალწულისა მარიამისა - მის შორის და იგი არა შეიძრას და ყოველსავე დღესა აკურთხევდით მას ... (24v).
-
შესხმა ჱ ღმრთივგჳრგჳნოსნისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა მარიამისა - უფალმან სცეს სიტყუა, რომელნი ახარებენ ძალითა მრავლითა ... (28r).
-
შესხმა თ ღმრთივსახარულევანისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა - მწუხრსა განისვენოს ტირელმან და ცისკარსა სიხარულმან ... (32r).
-
შესხმა ი ღმრთივკურთხეულისა და ყოვლად ბრწყინვალისა ღმრთისმშობელისა - უფალმან აკურთხოს ერი თჳსი მშჳდობით ... (34r).
-
შესხმა ია ღმრთივგანბრძნობილისა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა - მეუფენო, სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორციელისა ... (37v).
-
შესხმა იბ ღმრთივსაკჳრველისა და ყოვლად განათლებულისა ღმრთისმშობელისა - კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისა ... (40v).
-
სიტყვა იგ ღმრთივშუჱნიერისა იესუ ტკბილისა ყოვლად საყუარელისა - უფსკრული უფსკრულისა ჰხადეს ჴმითა ზეგარდამო ... (44v).
-
სიტყუა იდ ღმრთივშუჱნიერისა იესუ ტკბილისა ყოვლად საყუარელისა - ქუხდა უფალი ცით გამო და მაღალმან მოსცა ჴმა თჳსი ... (47v).
-
სიტყუა იე ღმრთივშვენიერისა იესუ ტკბილისა ყოვლად საგალობელისა - კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა ... (50v).
-
შესხმა ივ ღმრთივშვენიერისა და ცხოველსმყოფელისა პატიოსნისა ჯუარისა - კურთხეულ არს ძელი იგი, რომლისა მიერ იკურთხნეს წარმართნი ... (53r).
-
შესხმა იზ ღმრთივშუჱნიერისა და ყოვლად ძლიერისა პატიოსნისა ჯუარისა - თაყუანის ვსცემთ ადგილსა, სადა დადგეს ფერხნი უფლისანი ... (56v).
-
შესხმა იჱ წმიდათა ღმრთივგანათლებულთა ზეცისა ძალთა ყოვლად პატიოსანთა ანგელოსთა - რომელმა შექმნა ანგელოსნი მისნი სულად ... (60r).
-
შესხმა ით წმიდათა ღმრთივბრწყინვალეთა ძლიერთა ძალთა და ანგელოსთა - აქებდით უფალსა ყოველნი ანგელოსნი მისნი ... (63r).
-
შესხმა კ წმიდისა და ღუთივდიდებულისა ნათლისმცემელისა იოანესი - იხარებდეთ მართალნი უფლისა მიმართ ... (66v).
-
შესხმა კა წმიდისა და ღუთივპატივცემულისა იოანე ნათლისმცემელისა - ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა ... (69v).
-
შესხმა კბ წმიდისა და ღმრთივქებულისა ნათლისა იოანესი - ნათელი გამოუბრწყინდა მართალსა და გულითა წრფელისა სიხარულით ... (73r).
-
შესხმა კგ წმიდათა ღმრთივდიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი - ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა. ეჰა, დიდებულნო მნათობნო, პეტრე და პავლე ... (76r).
-
შესხმა კდ წმიდისა და ღმრთივსაყუარელისა მოციქულისა იოანე ღმრთისმეტყუელისა - ღმერთი დიდებულ არს ზრახუასა შინა წმიდათასა ... (79r).
-
შესხმა კე წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთათა - აღიარებენ ცანი საკჳრუელებათ შენთა, უფალო ... (82v).
-
შესხმა კვ წმიდისა და ღმრთივსახელოვანისა დიდებულისა მოწამისა გიორგისი - გულისჴმა ჰყავ, რამეთუ საკჳრველ-ჰყო უფალმან წმიდა თჳსი ... (86r).
-
შესხმა კზ წმიდისა და ღმრთივგანათლებულისა დიდისა მოწამისა დიმიტრისი - შენ ხარ ღმერთი რომელმან ჰყავ საკჳრუჱლი ... (89r).
-
შესხმა კჱ წმიდათა ღმრთივშუჱნიერთა ქრისტეს მოწამეთა - წმიდათა ძალნი არიან ქუეყანასა ზედა ... (93r).
-
შესხმა კთ წმიდისა და ღმრთივგანათლებულისა ნიკოლაოს საკჳრველთმოქმედისა - საკჳრუელ არ[ს] ღმერთი წმიდათა შორის მისთა ... (96v).
-
შესხმა ლ წმიდისა და ღმრთივდიდებულისა ვასილი დიდისა - პირი ჩემი იტყოდეს სიბრძნესა ... (99v).
-
შესხმა ლა წმიდისა და ღმრთივბრწყინვალისა იოანე ოქროპირისა - პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნე ... (102v).
-
შესხმა ლბ წმიდათა და ღმრთივგანათლებულთა მღუდელთმთავართა - მღუდელთმთავართა შენთა, უფალო, შეიმოსონ სიმართლე ... (105v).
-
შესხმა ლგ წმიდისა ყოვლად ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა დიდისა ანტონისა - წმიდანი შენნი გაკურთხევდენ შენ, უფალო ... (109r).
-
შესხმა ლდ წმიდისა ყოვლად ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა დიდისა ევთიმისი - უგალობდით უფალსა ღირსნი მისნი ... (111v).
-
შესხმა ლე წმიდისა ყოვლად ღირსისისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა საბა განწმენდილისა - პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა ... (114v).
-
შესხმა ლვ ყოვლად ღირსთა და ღმრთივსულიერთა მამამთა - ნეტარ არიან, რომელნი დამკჳდრებულ არიან სახლსა შენსა ... (117r).
-
შესხმა ლზ წმიდისა დიდებულისა წინასწარმეტყუელისა და ღმრთივამაღლებულისა ილიასი - ჰჴმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი ... (120v).
-
შესხმა ლჱ წმიდათა ღმრთივგჳრგჳნოსანთა დიდთა მეფეთა კოსტანტინ და ელენესი - უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეფე და მაცხოვარებითა შენითა იშვებდეს ფრიად ... (124r)
-
შესხმა ლთ ღმრთივპატივცემულთა მართალთათჳს - მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავნეს ... (126v).
-
შესხმა მ ყოლად წმიდისა ღმრთივსაყუარელისა ღმრთისმშობელისა მარიამისა - წმიდა ჰყო საყოფელი თჳსი ... (130r).
-
ლოცუა მ ყოვლად საყუარელისა და ფრიად სასურუჱლისა ღმრთისმშობელისა მიმართ - ძმანო, ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო ... (133r).
-
სარჩევი (135v-136v).
სათაურ(ებ)ი:
-
ევსტათის პარაკლისი - ჵ, ღმერთმან კურთხეულ არს მეუფეო ზეცათაო, წმიდაო ღმერთო, მამაო ჩუენო, უფალო შენ იბ, მოვიდე თაყუანისვჰსცეთ გ, უფალო შეისმინე ლოცჳსა ჩუენისა სრულიად დიდებაჲ აწდა ... (140r-144r).
შენიშვნა:ხელნაწერის ბოლო ნაწილი არეულია. ფურცლების თანმიმდევრობა თანმიმდევრობა შემდეგნაირად უნდა იყოს: 140, 141, 142, 143, 138, 139, 144
-
„სრულ იქმნა სულისა დამატკბობელი მანანა დიდებად ღმრთისა დიდისა იყავნ, იყავნ“ (136v, ასომთავრული, გადამწერის ხელით).
-
„ესე პატიოსანი წიგნი წმიდის მოწამის ევსტატისთვის შეწირული არის ახალქალაქს ერთაწმიდაში. ქკს. უჟ (136v, მხედრულით, გადამწერის ხელით, ძირითადი ტექსტის ბოლოს).
-
„ჩყკე წელსა აპრილის იე დღესა მოველ ხიზნათ წმინდას ესტატის კარის და პალატს, დავსდეგ დღე ორმოცი, მცა ნუგეში თხოვისაებრ მშობელთ მამისა და დედისა, განგვითავისუფლა ძე ჩვენი ყრმა არჩილ, გადმოგუხედა თავისის ურიცხვის მოწყალებით ღმერთმან. მაგიერ ჰყოსთ დეკანოს ეპიფანეს და კანდელაკს პეტრეს, ზემო რიცხვიდამ ორმოცამდის ყოველ ხუთშაფათს ჩენთვის სწირავდენ და ყოველდღე დილას და საღამოს პარაკლის იხდინენ დიდის გულისმოდგინებით. ღმერთმან დაუმადლოსთ და მაგიერი გარდაუხადოსთ. ეგრეთვე აქ მცხოვრებნი აზნაურნი და გლეხნი ჭეშმარიტათ ასე ცდილობდნენ ჩემს სამსსახურს და სიამოვნეს(!), რომ კიდეც ვწუხდი - სამაგიერო გარდახდა მე რა შამიძლიან მეთქი. ეგრეთვე გარეშე მცხოვრებნი - თავადნი, აზნაურნი და გლეხნი, ახალქალაქს - თარხანოვი ლუარსაბ ზაზას ძე, თავადი თარხანოვი ტეტია გლახას ძე, ხოვლეს მიხაილ ევსტათის ძე, ქაიხოსრო თავადი ივანეს ძე, კავთისხევს თავადნი - იორამ და კიკოლა ტეტიას ძენი, [...] თავადნი ივანე და რევაზ სალთხუცის ამილბარის ძენი; [..] ერთაწმინდას მცხოვრები თავადი იორამ ზურაბის ძე, ზემო ხანდაკს - დიმიტრი ჯანდიეროვი. ყოველნივე ზემოთ, რომელთაც სახელნი მომიხსენებია, არ ვიცი, თუ როგორ შევიძლო ამათგან ჩემი პატივისცემის მადლობა. სწორე მოგახსენოთ, რომ არ შამიძლიან არც ერთისა [სმაგიე]რო სამსახური წმინდა ევსტათიმ გარდუხადოსთ თავის მოწყალებით. ამისათვის გთხოვთ არ შემრისხოთ. გლეხთ მადლობაც მინდა მოგახსენოთ ახალქალაქ მცხოვრების ნაზარასი, გომს მჭედლისშვილის ბეჟანასი, კავთისხევს ბასიაშვილი ბერუასი თელათგორის გოგილაშვილი ნადირასი, მეტეხს ბარნაბეისშვილის მღუდლის ამათი ყოლისფრით კაცურათ და მარდულად სამსახური რაღა მოგახსენოთ საქებრად ჩემდა მოიქცნენ. მე, მადლობელი და მოხარული ამად ყოველთგან, თავადი თეიმურაზ ბაგრატიონი წელსა 1825 წელსა მაისის კვ წარვედით წმინდის ესტათის მოწყალებით“ (1v-2v, მხედრული, თეიმურაზ ბატონიშვილის ავტოგრაფი).
-
„ესე პატიოსანი წიგნი წმიდის ევსტათის შეწირული არის წმიდას“ (3r, მედრული, გადამწერის ხელით, ქვედა არშია).
-
„ჩყკე წმინდა ესტატეს ვიყავით მაისის პირველსა მუხრანის [...] (137v, მხედრულით.ცარიელ გვერდზე).
-
"წმიდა ევსტატის პარაკლისის წიგნი. 1908 წელსა ესე წიგნი გადავაკეთე მე პრიჩუტნიკმა მიხეილ გურგანიძემ რომელიცა გამწესებულ ვარ ამა ეკლესიაში 1904 წელსა ენკენისთვის 6-სა“ (145r).
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა კოლექციის აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ, აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, თბილისი, ტომი I, 1949, გვ. 35.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი), I, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს: ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016, გვ.271-276.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს ერთაწმიდის ეკლესიიდან.
ხელნაწერის სხვადასხვა ფურცელზე დასმულია ბეჭდები (88v, 91v, 102v, 107v, 131v).
ციტირება
მანანა. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/50 წვდომის თარიღი: