კონდაკი (XIII-XIV სს.) სამღვდელმსახურო წიგნი. წინამდებარე კონდაკი გრაგნილის სახითაა მოღწეული და მხოლოდ ორი კეფისაგან შედგება. სავარაუდოდ, დაკარგულია პირველი და მეოთხე კეფები. შემკულია დეკორირებული საზედაო გრაფემებით. ახლავს მაცხოვრის გამოსახულებაც. შემორჩენილ ფრაგმენტში მხოლოდ იოანე ოქროპირის წირვის ნაწილია ბოლომდე, რასაც წმინდა იოანე ოქროპირის ზიარების წინა ლოცვა (N2) მოსდევს, რომელიც ბოლონაკლულია. გრაგნილი, შესაძლოა, წმინდა მარინეს სახელობის რომელიმე ტაძრისა ყოფილიყო, ვინაიდან მაცხოვრის გამოსახულების ქვემოთ აქვს წარწერა "წმიდაჲ მარინე".
ხელნაწერი დათარიღებულია პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით. არშიებზე ახლავს საინტერესო მინაწერები.
- შიფრი:
- 1446/3
- სახელწოდება:
- კონდაკი, იოანე ოქროპირის ჟამისწირვა
- საუკუნე:
- [XIII-XIV]
- დათარიღების საფუძველი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები
- ფურცლების რაოდენობა:
- 2
- დამწერლობის სახეობა:
- მასალა:
- თემატიკა
- ზომები
-
ყდის:
ქაღალდის:
I კეფი - 855x235; II კეფი - 702x235
ტექსტის:
სისქე:
სტრიქონებს შორის მანძილი:
- არშიები
-
ზედა:
ქვედა:
მარცხენა:
მარჯვენა:
- განკვეთილობის ნიშნები:
-
- ხელნაწერის მდგომარეობა:
- თავნაკლული, ეტრატი უხეში, დალაქავებული
- გაფორმება:
-
ხელნაწერს ახლავს საუცხოოდ შესრულებული საზედაო გრაფემები, გაფორმებული დეკორაციული ელემენტებით:
I კეფის r:
- „გ“ (150x65),
- „ღ“ (160x55),
- „გ“ თავზე დეკორირებული ჯვრის გამოსახულებითა და მთავრული მინაწერით „ჯუარი ქრისტესი“ (145X60),
- „ვ“ გველეშაპის გამოსახულებით (160x70).
II კეფის r:
- „მ“ (45x25),
- „ო“ (50x25),
- „ღ“ თავზე დეკორირებული ჯვრის გამოსახულებითა და მთავრული მინაწერით „ჯუარი, ქრისტე“ . მაცხოვრის გამოსახულების ქვემოთ ასომთავრული წარწერაა:“წმიდაჲ მარინე” (98x35),
- „შ“ (86x32).
I კეფის v:
- „წ“ (65x12);
- „მ“ (80x40),
- ყ (70x40).
II კეფის v:
- „გ“ (95x35),
- „მ“ (50x40),
- „წ“ (65x15),
- „გ“ (95x45),
- „რ“ (70x42),
- „ო“ (93x60).
- დაკავშირებული პირები
- დაკავშირებული ტოპონიმები
- დასაწყისი:
-
[...] წმიდისა საკურთხეველისა შენისა და თანამდებისა თაყვანისცემისა დიდებისა მეტყუჱლებისა შეწირვად შენდა. შენ, მეუფეო, შეიწირე პირთაგანცა ჩუენ ცოდვილთა სამწმიდაჲ გალობაჲ და მომხედენ ჩუენ სიტკბოებითა შენითა, მოგვიტევენ ჩუენ ყოველნი ცოდვანი ჩუენნი ნეფსითნი და უნებლიეთნი ... (I კეფი, r).
-
[...] [შეუნდვ]ნეს ღმერთმან“ (I კეფი, r, ზედა არშია, ნუსხური)
-
„[....] მეუღლეს თეთრუა ღმერთმან შეუნდვნეს“ (I კეფი, v, მარცხენა ზედა არშია, მხედრული).
-
„შიოს შეუნდვნეს(?) ღმერთმან(?)“ (I კეფი, v, მარცხენა ზედა არშია, მხედრული).
-
„შეუნდვნეს ღმერთმან ზაქარიას დევიძეს ცოდვანი მისნი, დღეგრძელობით მეუღლესა მისსაჲ“ (I კეფი, r, მარცხენა არშია, ნუსხური, გადამწერის ხელით).
-
„ღმერთო, შეიწყალე სული მერაბის იაშვილისა;
ღმერთო, შეიწყალე საღირ მას მეორედ მოსლვასა;
ღმერთო, შეიწყალე გიორგი მას მეორედ მოსლვასა;
ღმერთო, შეიწყალე მანასე, ქრისტე ღმერთო, მას მეორედ მოსლვასა" (I კეფი, r, მარცხენა ქვედა არშია, ნუსხური, გადამწერის ხელით).
-
„კრაწასშვილი მამუკა შეიწყალოს და შეუნდნეს ცოდვანი მისნი ღმერთმან, ამინ და კირიელეისონ, მისა მეუღლესა თამარსაცა შეუნდნეს ღმერთმან, ამინ“ (I- II კეფი, r, ერთი კეფის ქვედა არშიასა და მეორე კეფის ზედა არშიაზე, ნუსხური, გადამწერის ხელით).
-
„ქ. სულსა ნასყიდასა წიწილძესა შეუნდნეს ღმერთმან, ამინ მეუღლეს“ (II კეფი, r, მარცხენა არშია, განსხვავებული ხელითა და შავი მელნით, მხედრული).
-
„ღმერთო, შეიწყალე სული რატიას გორიჭასშვილისა“ (II კეფი, r, მარცხენა არშია, ნუსხური).
-
„მოიჴსენე, უფალო, მონა შენი გოგინა და მისი შვილი ელენე, ამინ“ (II კეფი, v, მარცხენა არშია, ნუსხური).
-
„მოიჴსენე, უფალო, ხარჭაშნელი მათეოზ“ (II კეფი, v, მარცხენა არშია, ნუსხური, გადამწერის ხელით).
კონდაკი გრაგნილია, თავბოლონაკლული. წინდა იოანე ოქროპირის წირვის სამღვდელო განგება მთლიანად არის შეტანილი. ბოლოში დართული აქვს წმინდა იოანე ოქროპირის ზიარების წინა ლოცვა ("უფალო, არა ღირს ვარ, რათამცა შემოხვედ სახლეულსა ქუეშე სულისა ჩემისასა ...").
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 2.
კონდაკი, თბილისი, 1899
ლოცვანი, თბილისი, 2007
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016, გვ.22-23.
ქართული მოხატული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები (საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალა), რედაქტორ-შემდგენელი ქეთევან ასათიანი, თბილისი, 2016, გვ. 142-143.
ხელნაწერი შემოწირულია 1924 წ. გრაკალში მცხოვრებ ნიკოლოზ ამილახვრის მიერ.
ციტირება
კონდაკი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/5 წვდომის თარიღი: