ჟამნი, ზოგადად, ყოველდღიური საზოგადო და ღმრთისმსახურების წიგნს ქვია. მასში შედის შუაღამის, ცისკრის, მესამე, მეექვსე, მეცხრე, სადილის, მწუხრის, დიდი და მცირე სერობის ჟამნები. თითოეულ ჟამნს დღის განმავლობაში საკუთარი დრო აქვს.
სხვადასხვა დროს ჟამნში შედიოდა სხვადასხვა შინაარსის დამატებითი ნაწილები: კალენდარი დღესასწაულებისა და წმინდანების ხსენებებით, ტროპარ-კონდაკები, ღვთისმშობლის დაუჯდომელი და ა. შ.
წინამდებარე ჟამნი მეფე ვახტანგ VI-ის მიერ 1722 წელს გამოცემული პირველნაბეჭდი ჟამნი უნდა იყოს, მოგვიანებით შევსებული ხელნაწერით. როგორც ნაბეჭდი, ისე ხელნაწერი ფრაგმენტულად არის მოღწეული.
ჟამნის როგორც ნაბეჭდი, ისე ხელნაწერული ნაწილი ფრაგმენტულად არის მოღწეული და მასში შედის შემდეგი მსახურებები: სათვეო (იანვარი-აგვისტო), მარხვათა და ზატიკთა, აღდგომის იბაკოები, ღვთისმშობლის დაუჯდომელი, მცირე სერობის ჟამნი, სხვადასხვა ლოცვა, ღვთისმშობლის პარაკლისი, სახარება-სამოციქულოს გამოკრებილი საკითხავები და ა. შ.
- შიფრი:
- 1446/10
- სახელწოდება:
- ჟამნი
- საუკუნე:
- XVIII
- თარიღი:
- 1722
- დათარიღების საფუძველი:
-
- პალეოგრაფიული ნიშნები, 2. მეფე ვახტანგ VI-ის პირველნაბეჭდი ჟამნის გამოცემის თარიღი.
- ფურცლების რაოდენობა:
- 126
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
ახალი, კოლენკორგადაკრული მუყაოს ყდა.
- ზომები
-
ყდის:
144x95
ქაღალდის:
137x90
ტექსტის:
124x73 / 120/73
სისქე:
27
სტრიქონებს შორის მანძილი:
7/5
- არშიები
-
ზედა:
5/10
ქვედა:
6
მარცხენა:
6
მარჯვენა:
6/10
- სტრიქონების რაოდენობა:
- 24/25
- ხელნაწერის მდგომარეობა:
- ხელნაწერი მხოლოდ ფრაგმენტულად არის ჩვენამდე მოღწეული. ნაკლულია, შემორჩენილი ფურცლებიც ძლიერ დაზიანებული.
- გაფორმება:
-
ხელნაწერს ახლავს მარტივი თავსამკაულები. წიგნის ნაბეჭდი ნაწილი კი გამშვენებულია შემდეგი სცენებით: მირქმა (5r), ხარება (9r), ფერიცვალება (20v), ღვთისმშობლის მიძინება (21v), ლაზარეს აღდგინება (27r), ბზობა (28r), მაცხოვრის ჯვარცმა (30r), დატირება (30v), აღდგომა (31v), თომას ურწმუნოება (34r), ამაღლება (36v), სულთმოფენობა (38r), ხარება (48v).
- დასაწყისი:
-
[... ... ... ... ... ... ...] მდინარეო, [... ... ...]რულით მე [... ... ...]თლისღებად [... ... ...]ევასთანა და ნუ [... ... ...] თქვენ თქვენდა, მოვიდა, რათა პირ[...] იგი სამოსელი შეგმოსოს ... (1r).
- წყდება:
-
[...]თა და თქვა [... ... ... ... ... ... ...] გგმო[...]თა შორის [... ... ... ... ... ... ...]რ მუცლისა [... ... ... ... ... ... ...]ნ ცა მოი[... ... ... ... ... ... ...] შე[... ... ... ... ... ... ...] გე[... ... ... ... ... ... ...] [... ... ... ... ... ... ...] სა[...] (124v).
ქვესათაურ(ებ)ი:
-
I. ჟამნი მცირე სერობისა (69r-v).
-
II. [თუესა იანვარსა] ... – [...] მდინარეო [...] რულით [ნა]თლისღებად [...] ვასთანა და ნუ [...] ლვით თქვენ ვითარცა [...] მოთხეს ოდესმე შიშველნი გი[... ...] და თქვენდა მოვიდა რათა ... (120r-v, 111r-v, 111აr-v, 119r-v, 113r-v, 118r-v, 1 r-v, 2v-17v).
შენიშვნები: 1. სათვეო ნაწილი მთავრდება შემდეგი ანდერძით: ”განსრულდა ძალითა ღმრთისათა თორმეტივ თვე“ (17v, ქვედა აშია). 2. შემორჩენილია მხოლოდ იანვარ-აგვისტოს თვეები. 3. ეს ნაწილი თავიდან ბოლომდე ნაბეჭდია. 4. თვის დღეებისა და ხელნაწერის ამ ნაწილის გვერდების თანმიმდევრობა გამართულია 1446/7 ხელნაწერის მიხედვით.
-
III. ,,ოხითა იბაკო მარხვათა და ზატიკთანი, ჴორციელისა კვირიაკესა. მეორედ მოსლვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ოხითა - ოდეს-იგი მიგიყვანებდენ შენ, სულო ჩემო, ყოვლისა სოფლისა განკითხვისა მას სამშჯავროსა და გასწრაფობდენ საშინელებით ცეცხლისფერნი ანგელოზნი ... (18r-42r).
აქვე: ყველიერისა შაბათსა ოხითა „ღმერთო მამათა“ იბაკოთ ეს (18v); ყველიერისა კვრიაკესა ოხითა კვირაძლისა. იბაკო (19r); პირველისა შაბათსა მარხვათასა, წმიდს მოწამის თევდორესი. ოხითა (19v); პირველსა კვირიაკეს მარხვათასა ხატთთაყვანისცემა ოხითა „უხრწნელსა ხატს შენსა“. სადილის მეექუსეს ჟამში ჰპოეთ. იბაკო. ესე (20r); მესამესა კვირიაკესა მარხვათასა ოხითა [... ...] მსგეფსისა. ოთხშაბათისა თ (20r); [.....] ხუთშაბათსა. იბაკო (20v); მეხუთესა შაბათსა ოხითა (21r); მეექვსესა შაბათსა ოხითა (21v); კვირიაკესა ბზობისასა ოხითა (22r); დიდსა ორშაბათსა ცისკრად. ოხითა „ჰა ესერა სიძე ზე“ ით შუაღამის ლოცვაში ის ერთი მუჴლი სამჯერ თქვით. იბაკო ეს (22v); დიდსა სამშაბათსა ცისკრად ოხითა „აჰა ესერა“. იბაკო (23r); დიდსა ოთხშაბათსა ცისკრად ოხითა „აჰა ესერა“ იბაკო (23r); დიდსა პარასკევსა ოხითა, „რაჟამს დიდებულნი“ იბაკო ( 23v); დიდსა შაბათსა ოხითა (23v); აღდგომის კვირიაკესა ოხითა (25v); კვირიაკეს თომას გვერდის განხუილვისასა ოხითა (28r); მესამესა კვირიაკესა ოხითა „რაჟამს შთაჴედ საფლავას შვენიერმან იოსებ“. იბაკოთ ესე (28v); მეოთხესა კვირიაკესა გარღვეულისა ოხითა კვირაძლისა. იბაკო ესე (29r); მეხუთესა კვირიაკესა ოხითა კვირაძლისა. იბაკო ესე (30r); მეექვსესა კვირიაკესა ოხითა კვირაძლისა იბაკო ესე (30v); მერვესა კვირიაკესა სულიწმიდს მოსლვის ოხითა ამ კვირის ოთხშაბათი პარასკევი იქნება(32r); მეცხრესა კვირიაკესა ყოველთა წმიდათასა ოხთა ამ დღეს აღების ღამე არის სულის მარხვისა (32v).
-
III. „[...]შობელისანი, რომე[... ... ...]ების - [...]აო, გიხაროდენ, რომლისა მიერ განახლდების დაბადებული ...“ (42v-51v, 53r-54v, 56r-57v).
-
IV. ,,სახარებანი აღდგომისანი, ათერთმეტნი საცისკრონი: სახარება მატთესია: მას ჟამსა შინა ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს გალილიას ...’’ (52r-v, 75v-87v).
• სახარება მარკოზისა - მას ჟამსა შინა აღდგა იესო პირველსა მას შაბათსა და ეჩვენა პირველად მარიამს მაგდალინელსა ... (მარკ. 16,9-20), (75v-77r).
• სახარება ლუკასი - ხოლო ერთსა მას შაბათსა ცისკარს მსთვად მოვიდეს საფლავსა მას ... (ლუკა 24,1-12) (77r-78v).
• სახარება ლუკასი - მას ჟამსა შინა ხოლო პეტრე აღდგა და მირბიოდა საფლავად ... (ლუკა 24,12-35) (78v-81r).
• სახარება ლუკასი - მას ჟამსა შინა აღდგა იესო მკვდრეთით და დადგა შორის მოწაფეთა თჳსთა ... (ლუკა 24,36-53) (81r-81r).
• სახარება იოანესი - ერთსა მას შაბათსა მოვიდა მარიამ მაგდალინელი განთიად ... (იოანე 20,1-10) (83r-84r).
• სახარება იოანესი - მას ჟამსა შნა მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა ... (იოანე 20,11-18) (84r-85r).
• სახარება იოანესი - და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთი შაბიათისა მის ... (იოანე 20, 19-31) (85r-86v).
• სახარება იოანესი - მას ჟამსა შინა გამოუცხადა თავი თჳსი მოწაფეთა თჳსთა ... (იოანე 21,1-9) (86v-87v).
-
IV. სახარება და სამო[...] წმიდათა ღმრ[...]. სახარება ცისკრისა ღ[...]ბელისა, სახარება ლუკასი - მათ დღეთა შინა აღდგა მარიამ და წარვიდა მთად კერძო ... (ლუკა 1, 39-46) (88r-89v).
[...] ღმრთი[... ...] უარ[...] წინაშე [...] უარ იქმნეს წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა ... (ლუკა 12, 9-) (89r-v).
-
V. გ [...] ისთა და ქრისტე [.... ....] საზიარო [...] (89v-91v).
• განგება წმიდათა მოციქულთა საზიარო-სახარება ცისკრისა. თავისაგან მატთესა - მას ჟამსა შინა ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხვანი სამეოცდაათნი ... (91v-97r).
• განგება წმიდათა ქალწულ მოწამეთა და სახარება ცისკრიასა მარკოზისაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი - მას ჟამსა შინა მისდევდა იესუს ერი მრავალი... (97r-102r).
• განგება მოწამეთა საზაირო-სახარება ცისკრისა ამ რამის ცისკრის სახარებ შჳდეული შაბათისა წარიკითხეთ წირვისა - ჰრქვა უფალმან თჳსთა მოწაფეთა ... (102r-103v).
• განგება მღვდელმოწამეთა საზიარო - ჟამსა შინა იოანეს რა ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი ... (104r-105r).
ოთხშაბათსა - ფსალმუნი: ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარნა სულმან ჩემმან .... (105v-107r).
ხუთშაბათსა - ფსალმუნი: ყოველსა ქვეყანასა განჴდა ჴმაჲ და ვიდეთ სოფლისათა ... (107r-109r)
პარასკევსა - ფსალმუნი: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი ... (109v-110r-v).
-
V. პარაკლისი ღმრთისმშობელისა. ახლად თარგმნილი, სავედრებელი - მოვედით, თაყუანი-ვჰსცეთ გ. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა ...’’ (61r-68v, 70r-74v).
აქვე: გალობანი წმიდისა ღმრთისმშობელისანი.
-
VI. სხვადასხვა ლოცვა (58r-59v)
ლოცვა მგზავრობისათვის (58r), ლოცვა მტერთა მიმართ შებმისა(58r), ლოცვა ამისივე(58v-59v).
-
მხედრული: ,,[...]რდა და მიბრძანა: თავის დღეში შენ შორიდგ[ა]ნ პიჯვარის დაწერა არ მოიშალეო, მაშინათვე მივ[ე]დი ახლო და იმ ნადაგ გამ[ე]ცვნა და აღმოსავლეთის მხარეს დაესვენა. მშვენიერი ყმაწვილი ბძანდებოდა და სულ თეთრი მიტკლის კაბა ეცვ[ა]. მივ[ე]დი და დავ[ე]მხე, მუხლებზედ დაუწყე კოცნა და მე ვტიროდი, დანაშაული მაქ მეთქი. მიბძანა დაბალის ხმით [ვინა] ხარო, სად გაიზარდეო (r). ვტიროდი და ვკოცნიდი მუხლებზე და ახლო უჯექ სულ მუხლებ წინ დაჩოქილი და მერე მიბძანა, ბევრ რასმე გასწავლიო, მაგრამ არ გაიგონებო. ვითომ ამითვინ მიჯავრდებოდა, რომ რატომ სამღთო წერილი არ გესმისო. ახლა აღარვინ გებრალებოდეთ ყვ[ე]ლასა, მაგ საზეპიროები არ ვ[ი]ცი ზეპირათა და რავქნა, დიდს ფ[ი]ქრში შევ[ე]დი და ზრუნვაში’’ (125r-v).
-
მხედრული, სხვა ხელით: ,,ლევანს უ[წ}ერს [...] თო [...] ოცდა ორის წლისა ავ[ა]თ გახდეს ასი წელიწადი იცოცხლოს. ლუკას უწერს ცხრის წლისა(?) ოც [...] გახდეს [...] იცოცხლოს’’ (126r).
წიგნის ნაწილი მეფე ვახტანგ VI-ის სტამბაში 1722 წელს გამოცემული ჟამნია (ფფ. 1-51, 53-54, 56-59, 69, 111-11ა, 113, 118-120), ხოლო ნაწილი - ხელნაწერი (ფფ. 52-55, 60-68, 70-110, 112, 114-117).
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ, აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი1949, გვ. 6.
ქართული წიგნი, ბიბლიოგრაფია, ტომი I, 1629-1920, თბილისი, 1941, გვ. 30-31.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016, გვ.168-173.
ჟამნი, თბილისი, 2012.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია წირქოლის ეკლესიიდან.
ციტირება
ჟამნი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/48 წვდომის თარიღი: