„მცირე რჩულისკანონი“ / „მცირე რჯულისკანონი“ ეფთვიმე მთაწმინდელმა მეათე საუკუნის ბოლოს შეადგინა ბერძნული კანონიკური მწერლობის სხვადასხვა წყაროს მიხედვით.
„მცირე რჯულისკანონი“ ოთხი ნაწილისაგან შედგება: 1. „წესი და განგებაჲ და რჩულისკანონი მეექუსისა კრებისაჲ“, რომელშიც ტრულის 692 წლის კრების კანონებია შესული. თუმცა, ეფთვიმე ათონელმა გარდა იმისა, რომ რედაქციულად გადაამუშავა ტრულის კანონები, შიგ ქართული მასალაც ჩართო. 2. „კანონნი შეცოდებულთანი“. ეს კანონები კრებულში შეტანილია, როგორც კონსტანტინეპოლის პატრიარქის იოანე მმარხველის შრომა. აღნიშნული კანონი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) „კანონი შეცოდებულთანი აღწერილნი ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანეს მიერ კონსტანტინოპოვლელი მთავარეპისკოპოსისა რომელსა ეწოდა მმარხველი“ და ბ) „კანონნი შეცოდებულთანი განწესებულნი ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანე მმარხველისა მიერ კონსტანტინეპოვლელ პატრიარქისაჲ“. 3. „კანონნი დღითი-დღეთა ცთომანი, ვითარცა წმიდამან მამამან ჩუენმან ბასილი განაწესნა“. ქართულ ლიტერატურაში მას ბასილი დიდის კანონები ეწოდება. 4. „ძეგლისწერაჲ სარწმუნეობისაჲ“.
წინამდებარე ხელნაწერი ძირითადად ემთხვევა „მცირე სჯულისკანონის“ ეფთვიმესეულ რედაქციას, თუმცა გვხვდება გარკვეული განსხვავებაც. კერძოდ, ტექსტის ის ნაწილი, რომელიც „მცირე სჯულისკანონში“ ცალკე თავადაა გამოყოფილი და ეს თავია „კანონნი დღითი-დღეთა ცთომანი, ვითარცა წმიდამან მამამან ჩუენმან ბასილი განაწესნა“ ამ ხელნაწერში წინა თავსაა („კანონნი შეცოდებულთანი განწესებულნი ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანე მმარხველისა მიერ კონსტანტინეპოვლელ პატრიარქისაჲ“) მიბმული, ხოლო „მცირე სჯულისკანონის“ ბოლო ნაწილი, ქართული: „ძეგლისწერაჲ სარწმუნეობისაჲ“ ჩანაცვლებულია შემდეგი ორი თავით: „წესი, რომელი აღესრულების აღმსარებელსა ზედა თჳსთა ცოდვათათჳს“ და „უწყებაჲ აღსარებისათჳს“.
- შიფრი:
- 1446/41
- სახელწოდება:
- მცირე რჯულისკანონი
- საუკუნე:
- [XVIII]
- დათარიღების საფუძველი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები
- ფურცლების რაოდენობა:
- 255
- დაუწერელი ფურცლები:
- 255v
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
კოლენკორგადაკრული შინდისფერი მუყაოს ყდა.
- ზომები
-
ყდის:
103x152
ქაღალდის:
87x150
ტექსტის:
62x95
სისქე:
32
სტრიქონებს შორის მანძილი:
6
- არშიები
-
ზედა:
2
ქვედა:
36
მარცხენა:
21/11
მარჯვენა:
24
- სტრიქონების რაოდენობა:
- 21
- აღრიცხვა:
-
რვეულებრივი.
- განკვეთილობის ნიშნები:
-
- დასაწყისი:
-
რჩულის კანონნი ახლად თარგმნილი წმიდისა [მამისა] ჩუენისა [ეფთვიმისი].
წესი და განგებაჲ და რჩულის კანონნი მეექუსისა კრებისა ასსამეოცდარვათა წმიდათა მამათა. რომელნი შეკრბეს კონსატნსტინესპოვლესა ღმრთისმსახურისა მეფისა ზე, ძისწულისა ძისა ჰერაკლე მეფისა... (1r).
ქვესათაურ(ებ)ი:
-
წესი და განგებაჲ და რჩულის კანონნი მეექუსისა კრებისა ასსამეოცდარვათა წმიდათა მამათა. რომელნი შეკრბეს“ კონსატნსტინესპოვლესა(!), ახალსა ჰრომსა, კოსტანტინეს, ღვთისმსახურისა მეფისა ზე, ძისწულისა ძისა ჰერაკლე მეფისა ...“ (1r-178r).
-
კანონნი შეცოდებულთანი აღწერილნი ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანეს მიერ კონსტანტინეპოვლელ მთავარეპისკოპოზისა, რომელსა ეწოდა მმარხველი (178r-238r).
-
წესი რომელი აღესრულების აღმსარებელსა ზედა თჳსთა ცოდვათათჳს (238r-255r).
-
"რჯულისკანონი ღთების არის, ვერავინ მოიპარამს" (115v-116r, მხედრული, ზედა არშია).
-
"რამეთუ ვიდრე ლ წლამდე უმარხობაჲ გონებისა და მხიარულებაჲ ჴორცთა დიდ ჰბრმავს(?) კაცსა და ამისთვის(!) უსუბუქესად განიკანონების, ხოლო ყოველი ცოდვაჲ რომელი ლ წლისა აღმართ შეუმთხვიეს დაღაცათუ უდარესთა ცოდვათაგანი იყოს" (207v, ნუსხური, მარცხენა არშია).
ხელნაწერის პირველ ნაწილში შეტანილია წმინდა ექვთიმე მთაწმინდელის „მცირე სჯულისკანონის“ პირველი სამი ტექსტი, თუმცა მესამე ტექსტი („კანონნი დღითიდღეთა ცთომათანი, ვითარცა წმიდამან მამამან ჩუენმან ბასილი განაწესნა“) ცალკე კი არ არის გამოყოფილი, არამედ მიბმულია წინა თავს („კანონნი შეცოდებულთანი ...“). არ ახლავს „მცირე სჯულისკანონის“ ბოლო ტექსტი („ძეგლისწერაჲ სარწმუნოებისაჲ“), სანაცვლოდ კი დართულია „წესი, რომელი აღესრულების აღმსარებელსა ზედა თჳსთა ცოდვათათჳს“.
ხელნაწერი მინიატიურული ზომისაა და ორი სხვადასსხვა პირის მიერ არის გადაწერილი, სავარაუდოდ, XVII საუკუნეში.
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა კოლექციის აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ, აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, თბილისი, ტომი I, 1949, გვ. 267.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი), I, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს: ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016, გვ.267-268.
მცირე სჯულისკანონი, გამოსაცემად მოამზადა ელგუჯა გიუნაშვილმა, თბილისი, 1972.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს ივანე კაპანაძისაგან ქვემო ნიქოზიდან.
ციტირება
მცირე სჯულისკანონი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/47 წვდომის თარიღი: