თეოდორე აღმსარებელი, სულიერნი სწავლანი


1446/40

ზოგადი აღწერა:
შიფრი:
1446/40
სახელწოდება:
თეოდორე აღმსარებელი, სულიერნი სწავლანი
საუკუნე:
XVI
დათარიღების საფუძველი:

პალეოგრაფიული ნიშნები.

ავტორ(ებ)ი:
ფურცლების რაოდენობა:
69
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

კოლენკორგადაკრული მუყაოს მუქი ყავისფერი ყდა.

ზომები

ყდის:

260x189


ქაღალდის:

250x183


ტექსტის:

166x136


სისქე:

25


სტრიქონებს შორის მანძილი:

9

არშიები

ზედა:

26


ქვედა:

60


მარცხენა:

23


მარჯვენა:

20

სტრიქონების რაოდენობა:
20
აღრიცხვა:

აღრიცხვა - რვეულებრივი, იწყება ა (1-ლი) რვეულით, წარმოდგენლია მისი 7 ფურცელი, გრძელდება ბ რვეულით - 8 ფურცელი, შემდეგ გ რვეულით - 6 ფურცელი, დ, ე, ვ, ზ, თ 8-8 ფურცლიანი რვეულებით და არასრული ი რვეულით, რომლის მხოლოდ 1 ფურცელია. რვეულებრივი აღრიცხვა აღნიშნულია ნუსხური გრაფემებით თავზე ქარაგმით, რვეულის დასაწყისსა და დასასრულს. ზოგჯერ გრაფემას ქარაგმასთან ერთად ახლავს სამწერტილი მარჯვენა და მარცხენა მხარეს (მაგ. ბ, დ რვეულები).

განკვეთილობის ნიშნები:
ხელნაწერის მდგომარეობა:
ხელნაწერი თავბოლო ნაკლულია.
დასაწყისი:

სწავლაჲნი სულიერნი წმიდისა და ნეტარისაჲ მამისა ჩუენისა თეოდორე აღმსარებელისა სტოდიელთა წინამძღურისანი თჳსთა მოწაფეთა მიმართ, ყუჱლიერისა კჳრიაკეთაგან ვიდრე დიდად ოთხშაბათამდე, რომელნი წარიკითხჳან დიდთა მარხუათა შემდგომად სერობისა ლოცჳსაჲ და ისმენენ ყოველნი ძმანი ზედგომით მდუმრიად ყოვლითა ლმობიერებითა, გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, სახიერი ღმერთი ჩუენი, რომელი მომცემს ჩუენ ცხორებაჲსა და წლითიწლად მომიყუანებს ჩუენ ჟამსა ამას მარხჳსასა ... (1r-2r).

წყდება:

… რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი დაუსჯელაჲდ მიწევნად და თაყუანისცემად […] კეთილსა ქრისტეს იესუს მიერ უფლისაჲ ჩუენის [...] (69v).

სათაურ(ებ)ი:

სწავლაჲნი სულიერნი წმიდისა და ნეტარისაჲ მამისა ჩუენისა თეოდორე აღმსარებელისა სტოდიელთა წინამძღურისანი თჳსთა მოწაფეთა მიმართ, ყუჱლიერისა კჳრიაკეთაგან ვიდრე დიდად ოთხშაბათამდე, რომელნი წარიკითხჳან დიდთა მარხუათა შემდგომად სერობისა ლოცჳსაჲ და ისმენენ ყოველნი ძმანი ზედგომით მდუმრიად ყოვლითა ლმობიერებითა, გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, სახიერი ღმერთი ჩუენი, რომელი მომცემს ჩუენ ცხორებაჲსა და წლითიწლად მომიყუანებს ჩუენ ჟამსა ამას მარხჳსასა ... (1r-2r).  

ქვესათაურ(ებ)ი:

ორშაბაჲთსაჲ ა მარხვათასა უვნებელობისა, რომელი ითქუა დაწყებაჲსა მარხვათასაჲ. გუაკურთხენ, მამამო - ძმანო და მამანო, მარხჳსა ესე ჟამი ყოველსავე შინა წელიწადსა შერთებული, მსგავს არს ნავთსაყუდელსა რაჲსამე ... (2r-3v).

  • სამშაბაჲთსაჲ ა. ზ. ჴსენებისათჳს სიკუდილისაჲ და სიტყჳსგებისთთჳს საქმეთაჲ ჩუენთასაჲ წინაშე საშინელისაჲ მას სამშჯვროსა [...] გუაკურთხენ - ძმანო და მამანო, ყოველსა ჟამსა და ყოველსა დღესა სარგებელ არს ჴსენებაჲ სიკუდილისაჲ ... (3v-5v).
  • ოთხშაბაჲთსაჲ ა. ზ მოთმინებისათჳს ვნებაჲთასაჲ და სიკუდილისათჳს სულიერისა, გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, მოწევნილი ესე ჟამი მარხჳსაჲ ჟამი არს შრომათა და ოფლთაჲ ... (5v-8r).
  • ხუთშაბაჲთსაჲ ა. ზ განშუჱნებისათჳს უხრწნელისაჲ სამკჳდრებელისაჲ ჩუენისა სათნოებაჲთა სამკაულითა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, სოფლისაჲ ამის კაცნი რაჟამს სახლთაჲ მრავალსასყიდლისათაჲ ... (8r-9v).
  • პარასკევსაჲ ა. ზ საღმრთოჲსა მოქალაქეობისათჳს, გუაკურთხენ მამაო - ძმანო და მამანო, ყოვლადვე ჯერ არს ჩუენდა ზრახვად სულიერთათჳს მოჴსენებაჲდ თქუენად და ზრახვად სულთა სარგებელისაჲ ... (9v-11r).
  • შაბაჲთსაჲ ა. ზ. რაჲთა არა მჴნედ მტკიცე ვიყვნეთ მართალსა შინა სარწმუნოებაჲსა. გუაკურთხენ, მამაოჲ - ძმანო და მამანო, წინამდებაჲრე არს ჩუენდა დღითი დღე დღეთა ამათ შინა მარხჳსათჳს ზრახვად ... (11r-12v).
  • კჳრიაკესა ა. ზ. წმიდათა მარხვათასა, რაჲთა გამოვზარდოთ ხედვათა მიერ სულიერთაჲ. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო ვინაჲთგან ყოველი დასაბაჲმი ძნელ არს დაწყებაჲცა მარხჳსაჲ შეცვალებისათჳს ჭამადთასა და მოსწრაფებათაჲსა სიფიცხესა და სიყჳრტესა შეიქმს ... (12v-13v).

ორშაბაჲთსაჲ ბ. ზ. რაჲთა არა გჳყუარდეს სოფლისაჲ ამის ზრუნვანი და საშუჱბელნი და სურჳლისათჳს საუკუნეთა კეთილთასაჲ. გუაკურთენ, მამაო - ძმანო და მამანო, სარბიელსა წმიდათა მარხვათასაჲ წინამდბარედ აქუს ღუაწლი მარხჳსაჲ ... (13v-15r).

  • სამშაბაჲთსა ბ. ზ. სულიერისაჲ დღესასწაულისთჳს და რაჲთა მივემთხჳნეთ სასუფეველსა ცათასა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, ვითარცა სოფელსა შინა იქმნებიან კრებაჲნი აქა და იქი წლითიწლად, რაჲთა შინა მირბიან კაცნი განსყიდად და მოსყიდად ... (15r-16r).
  • ოთხშაბათსა ბ. ზ. რაჲთა დავიცევთ სული გამხრწნელთაჲ ვნებათაგან. გუაკურთხენ მამაო - ძმანო და მამანო, ვიმარხეთ რაჲ პირუელი იგი შჳდეული სხუჱბრ რაჲმე ... (16r-17r).
  • ხუთშაბათსა ბ. ზ. რაჲთა [ ... ] და კუროს თავნი ვნებაჲთა, არამედ რაჲთა [...] სათნოებათანი გამოვიხუნეთ. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, რაჲ ვთქუაჲ, ანუ რასა ვიტყოდი უახლესსაჲ წმიდათა მათ თქმულისაჲ დღითიდღე ... (17r-18v).
  • პარასკევსა ბ. ზ. ერთობისათჳს და სიყუარულისა და მჴნედ ტჳრთვად ტკივილთა სათნოებათაჲ და მიმთხუჱვად სასუფეველსა ცათასაჲ. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, მიხარის თქუენთჳს გლახაკსაჲ ამას, რამეთუ ზოგებით სცხოვნდებით ... (18v-19v).
  • შაბათსა ბ. ზ. მოქალაჲქობისათჳს კეთილისაჲ და ჴსენებისათჳს სიკუდილისა და მერმისა მისთჳს მოსაგებელისაჲ. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, მნებავს უწყებაჲ სიყუარულისაჲ თქუენისაჲ ... (19v-22r).
  • მეორესა კჳრიაკესა მარხვათასაჲ, რაჲთა მშჳდობაჲთ აღვასრულებდეთ დღეთა მარხჳსათაჲ სასოებითა საუკუნოსაჲ ცხორებისათჳს. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, კეთილ არს მარხვაჲ, უკუეთუ აქუნდეს თჳსებაჲ თჳსი, რომელ არს მშჳდობაჲ ... (22r-23r).

ორშაბაჲთსა გ. ზ. სიმდაბლისათჳს და მოთმინებისაჲ, გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, რომელთა-ესე სნეულაჲდ მგზებაჲრედ გუაქუს სიყუარული ქრისტესი ... (23r-24v).

  • სამშაბათსაჲ გ. ზ. არა ხოლო ჭამადთაგან, არამედ ყოველთაჲ ვნებათაგან, გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, […] სწავლაჲ პატიოსანთა მიმართ სასმენელთა თქუენთა შეურაცხთა სიტყუათაგან ჩუენთაჲსა ... (25r-27r).
  • ოთხშაბაჲთსა გ. ზ. მყისა [... ... ] ჩუენისათჳს რაჲთა კრძალვით დავიცუნეთ საცნობელნი და გონებაჲ უჯეროთა გულისსიტყუათაგან. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, წმიდისა ამის მამისაჲ და მოძღუარისაჲ აქა ყოფასა, არა ჯერ არს ჩემდა ზრახვად ... (27r-28r).
  • ხუთშაბაჲთსა გ. ზ. რაჲთა მადლობით მოვითმენდეთ მწუხარებათაჲ მომავალთა ჩუენ ზედა, გუაკურთხენ მამაო - ძმანო და მამანო, საქმეთა ჩემთა მიხედენ, რამეთუ ბოროტ არიან და ვიცი და უძლურმან ამან სიტყუაჲმან ჩემმან ვერარა შეუძლოს რგებად თქუენდა ... (28r-29r).
  • პარასკევსა გ. ზ. მოთმინებისათჳს, განსაცდელთათჳს მარხჳსაჲთაჲ. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, გუშინ შფოთმან მომიცუნა და დღეს დაწყნარებაჲმან, გუშინ ანდერძის წერამან და დღეს მყუდროებაჲმან ... (29r-30r).
  • შაბათსა გ. ზ. რაჲთა არა უდებ ვიქმნნეთ თჳსისა ცხორებისათჳს, ვიდრე სიკუდილაჲდმდე. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, მენავთმოძღურისა თჳსი არს წარმართებაჲ ნავისა წინამდებარისა ... (30r-32r).
  • კჳრიაკესა გ. ზ. რაჲთა [...] ჩუენთაგან ყოველი მოწყინებაჲ და ვდგეთ საქმედ სულიერად, გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, და შვილნო ვითარცა თჳთეულისაჲ თქუენისაჲ თანა აწ თჳსისა მსახურებისაჲ საქმე ... (32r-34r).

ორშაბათსა დ. ზ. რაჲთა განვეკრძალნეთ სწავლულთაგან და მხილებაჲთაჲ წმიდათა მამათასაჲ. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, ვინათგან ჩუენდა საქმედ და მსახურებაჲდ სიტყუაჲ მოცემულ არს სწავლისა ... (34r-35v).

  • სამშაბაჲთსა შუაჲმარხჳსასა საშინელისა დღისა და სჯულისა და მერმისა მისთჳს მოსაგებელისა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო და შვილნო, უკუეთუ უნდოსა ამის სწავლისა ჩუენისაგან ირგებთ თქუენ ... (35v-38r).
  • [...] შუამარხჳსასა ვითარმედ აღვსებაჲ ესე სახე არს საუკუნოსა აღვსე[...]. [...] მამაო- ძმანო და მამანო, აჰა ესერაჲ, მარხვანი წარვლენ და უხ[... ....] სულსა მოწევნისათჳს აღვსებისაჲ ... (38r-39r).
  • ხუთშაბათსა შუამარხჳსასა მადლობისა და წესიერებისათჳს. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო და შვილნო, მოგიწოდს თქუენ სწავლაჲდ და მნებავს, რაჲთამცა მრავალსახე და თჳთოფერი მქონდა ... (39r-41r).
  • პარასკევსაჲ შუამარხჳსასაჲ ვითარმედ მოკუდინებითა [...]თათა [...] ...რდღაჲ დღესასწაულობაჲ და ზატიკობაჲ. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, აღვსებისა დღე მოგუჱახლების, ვინაცა შეწევნითაჲ ღმრთისაჲთა განზოგებაჲ მარხვათაჲ განვლეთ ... (41v-42v).
  • შაბათსა დ ვითარმედ თანა აც წინამძღუარსაჲ, რაჲთა ასპარეზსა შინა სათნოებისასა, რომელი მოსწრაფედ მოიყვანებს მტერთა მიმართ ძლევა აღიღონ და გჳრგვინი საუკუნონი ღუაწლისა დამბაჲდებელისა ღმრთისაჲგან მოიხუნენ. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, ჴორციელთაჲ მათ მორბედთა ზედამდგომელნი რაჲმე არიან, რომელნი ასწავლიან ღუაწლთა მიმართ ... (43r-46v).
შენიშვნა:

ეს თავი ორჯერაა დაწყებული. ერთგან შეცდომაა, შაბათის საკითხავის ნაცვლად გადამწერს შეცდომით პარასკევის საკითხავის გადმოწერა დაუწყია.

  • კჳრიაკისაჲ დ რაჲთა მადლობით თავს ვისხნეთ [... ...]ეულ [...]მწყმედელისაჲ კადნიერებისათჳს. გუაკურთხენ - მამანო და ძმანო ჩემნო, ამისთჳს შემოგჳყვანნა ჩუენ [...] ამას, რაჲთა საქმეთა შინა კეთილთა ვმონებდეთ მას ... (46v-49v).

ორშაბათსა ე [...................] გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო და შჳლნო, სულიერნო ... (49v-52r).

  • სამშაბათსა ე. ზ. რაჲთა წ[... .....] ყოველი სიკუდილისაჲ და მას შინა ყოფყოფადისა [...]. გუაკურთხენ, მამამო - შვილნო ჩემნო და ძმანო და მამ[...] [... ...] კუალად პირი ჩემი და მიგცე თქუენ სიტყუაჲ ... (52r-53v).
  • [ოთხშაბათსა ე.ზ.] – [...] წყლულებაჲსა მას უკურნებელაჲდ, ვინათგან სიკუდილი მპარავი არს და უწყით, რომელსა ჟამსა მპარავი მოვალს ... (54r-v).
  • ხუთშაბათსა ე. ზ. ვითარმედ ჯერ არს ჩუენდა ყოველთა წად... [.......] ...ინებითა ვიქმოდეთ ცხორებაჲსაჲ ჩეუნსა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, ყოვლისავე საქმისა ყოველი არს მსგავსად წერილისა ... (54v-56r).
  • პარასკევსა ე. ზ. ვითარმედ ჯერ არს რაჲთა განუღოთ კარი ეშმაკსა [...] გულისსიტყუათათა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, არა უშრომელაჲდ გეტყჳ თქუენ მცირედთა ამათ სიტყუათაჲ ... (56r-57v).
  • შაბაჲთსაჲ ე. ზ. რაჲთა გულისმოდგინედ წინააღუდგეთ ბრძოლათა უკეთურთა ეშმაკთასაჲ. გუაკურთხენ, მამამო - ძმანო და მამანო, ვინაჲთგან დღეთაჲ ამათ მარხჳსათაჲ შემოვლენ ჩუენდაჲ ჰამბავნი ჴორციელთა საქმეთანი ... (57v-59r).
  • კჳრიაკესა კაცთმოყუარებისათჳს ქრისტეს ... და სათნოდ წარმართებისათჳს გონებისა გამოუთქმელთა მათ [....] [....] გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, მცირედ არიან მსმენელნი რამეთუ ძმანი ვიეთნიმე წარჳდეს ... (59r-60v).

ორშაბათსა ვ. ზ [.... ..... ...... ] - ძმანო და მამანო, დღეთა ამათ შინა წმიდათაჲ მარხვათსაჲ ყოველივე თანა მაც სწავლაჲ ... (60v-62r).

  • სამშაბათსა ვ. ზ. სიყუარულითათჳს და მორჩილებისაჲ - ძმანო და მამანო, რომელი-იგი პირველსა მას სწავლასაჲ წარმოვსთქჳ, მაშინ მოსრულთა მათთჳს წარმოვთქჳ ... (62r-63v).
  • ოთხშაბაჲთსა ვ. ზ. ჴსენებისათჳს სიკუდილისაჲ, გიხაროდენ - ძმანო და მამანო, რაჲმცა იყო ესრეთ კეთილ და სარგებელ სულისა ... (63v-66v).
  • ხუთშაბაჲთსა ვ. ზ. დღესა მისთჳს დიდსა, გამოჩინებისა უფლისაჲ - ძმანო და მამანო, აჰა ესერა, ორმეოცთა დღეთა დასასრული მოიწია ... (66v-68r).
  • პარასკევსა ბზობისასა, ვითრმედ რომელთა ჭირთა შინა [.....] [......] შინა იშუჱბდენ. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, ყოვლისავე კაცსაჲ დასაბაჲმი სიტყჳსათჳს, გინა საქმისაჲ დაწყებაჲსა ჭირით და ურვით იქმნების ... (68r-69v).
  1. „ქ. წმინდის გიორგის გორიჯვრისაის მც(ი)რის ამ[ა]ს ვინც გამოახვას იმის ეკლესიას“ (1r, გვიანდელი მხედრული, ქვედა არშია).


  2. „ქ. ესე წმინდა მარხვანი გორისა ჯვრისა არის, ღმერთმან [...]“ (12v, მხედრული, ქვედა არშია).


  3. „ქ. ეს მარხვანი თომასი არის“ (16r, მხედრული, ქვედა არშია).


    თომა (მინაწ.)

  4. ”ქ. მოიხსენე, უფალო, სასუფეველსა შენსა სახლის ხუცესი გიორგი” (18r, ნუსხური, ტექსტის ხელით, ქვედა არშია).


    გიორგი, სახლის ხუცესი

  5. „ღმერთო, მოხედენ“ (37r, ნუსხური, ტექსტის სახელით, ქვედა არშია).


  6. „ღმერთო შეიწყალე“ (40r, 65r, ნუსხური, ტექსტის ხელით, ქვედა არშია).


  7. „ქ [....] შინა (48r, მხედრული, ქვედა არშია).


  8. „ღმერთო შეიწყალე ცოდვილი“ (64r, ნუსუხრი, ტექსტის ხელით, ქვედა არშია).


  9. „ღმერთო შეიწყალე ფრიად ცოდვილი გაიანე“ (67r, ნუსხური, ტექსტის ხელით, ქვედა არშია).


    გაიანე (მინაწ.)

  1. ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა კოლექციის აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ, აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, თბილისი, ტომი I, 1949, გვ. 26.

  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი), I, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს: ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016, გვ.260-266.

  1. ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს გორიჯვრის ეკლესიიდან.

ციტირება

თეოდორე აღმსარებელი, სულიერნი სწავლანი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/46 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში