კურთხევანი


1446/36

ზოგადი აღწერა:

კურთხევანი (ევქოლოგიონი) - ლიტურგიკული კრებული კურთხევითი ლოცვებით.

კურთხევანის ქართული თარგმანები ჯერ კიდევ X საუკუნის ხელნაწერებში გვხვდება. მოგვიანებით, XI საუკუნის I მეოთხედში, წმინდა ექვთიმე მთაწმინდელმა თარგმნა ამ შინაარსის ზოგიერთი წიგნი, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი ეკუთვნის წმინდა გიორგი მთაწმინდელს, რომლის თარგმანიც ოფიციალურად მიიღო საქართველოს ეკლესიამ მიერ რუის-ურბნისის კრებაზე. კურთხევანის მორიგი თარგმანი XIV საუკუნეში შესრულდა. XIII-XVI საუკუნეებში ამ შინაარსის საღვთისმსახურო კრებულებში ჩნდება ახალი ლოცვები.

წინამდებარე ხელნაწერი ყველაზე გვიან შექმნილი, შედარებით შევსებული კურთხევანის ფრაგმენტია (ამ რედაქციის კურთხევანის შექმნა დომენტი კათალიკოსს (1705-1724) უკავშირდება). მასში სულ 15 ლოცვა შედის.

წყარო: დიდნი კურთხევანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ, თბილისი, 2002.

შიფრი:
1446/36
სახელწოდება:
კურთხევანი
საუკუნე:
XVII
დათარიღების საფუძველი:

პალეოგრაფიული ნიშნები.

ფურცლების რაოდენობა:
150
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

მუყაოს კოლენკორგადაკრული ყდა.

ზომები

ყდის:

215x158


ქაღალდის:

208x160


ტექსტის:

160x122


სისქე:

28


სტრიქონებს შორის მანძილი:

4

არშიები

ზედა:

20


ქვედა:

38


მარცხენა:

16


მარჯვენა:

25

სტრიქონების რაოდენობა:
22
აღრიცხვა:

რვეულებრივი, იწყება ი რვეულით და მთავრდება არასრული ფ რვეულით, რომელშიც შედის მხოლოდ ექვსი ფურცელი.

განკვეთილობის ნიშნები:
ხელნაწერის მდგომარეობა:
თავბოლონაკლული.
დაკავშირებული პირები
დაკავშირებული ტოპონიმები
დასაწყისი:

[...] კეთილად შეერთებითა უფლისაჲ. შენ გვაცხოვნენ. ყოვლად წმიდისა. მღუდელმან: მშვენის შენდა ყოველი. დიაკონ.: უფლისაჲ მიმართ. ღმერთო საუკუნეთაო, რომელი განყოფილთა შეკრებ ერთად და საკრველითა სიყვარულისათა შეკრავ განუჴსნელად ... (1r).

წყდება:

... ჴორცისაჲ და სისხლისა მისისა და განსწმენდელად ცხოვრებისაჲ საუკუნესა დამკვიდრებად სასუფეველსა ცათასა განყოფილისა მათთვის რომელნი სუ[...] (150r).

ქვესათაურ(ებ)ი:

[ქორწინებაჲ] (1r-5r).

კურთხევა ზეთისა (5r-27r).

კურთხევა მცირისა აიაზმისა (27r-35v).

წესი დიდისა აიაზმისა წმიდისა ღმრთისაჲ განცხადებისა წინა დღესა ღმრთის განცხადებისასა შემდგომად ამბონისაჲ(!) ლოცვისა ... (35v-45v).

სვიმეონ თესალონიკელისა მიერ თქმული - ჯერ არს მოძღვრისა მიერ, რაჲთა ქონდეს ადგილი განმზადებული და მუნ აღუვარებდენ (45v-48v).

ლოცვაჲ სულთბრძოლისა (48v-53v).

წესი, რომელი აღესრულების ერისკაცსაჲ ზედა შესუენებულისაჲ რაჟამს განვიდეს ამიერ სოფლით (53v-75r).

ლოცვა და წესი მღვდელსა ზედა მიცვალებულსა (75r-102v).

წესი, რომელი აღესრულების მონაზონსა ზედა ... (102v-116r).

წესი, რომელი აღესრულების ჩჩვილსა ზედა აღსრულებულსაჲ ... (116r-124r).

წესი, რომელი აღესრულების პანაშვიდსა ზედა ახლად თარგმნილი ბერძულისაგან რომელსაჲ აღვასრულებთ მიცვალებულსა ზედა ... (124r-131v).

ლოცვაჲ შემდგომად სიკუდილისა შესანდობელი მოძღვრისა მიერ … (131v).

შენდობის წიგნი მღვდელთმთავართა მიერ ვისთვისაც ენებოს ... (131v).

წესი სულის წმიდის მოსლვისა კჳრიაკესა მწუხრად წმიდისაჲ მეერგასისა ... (132v-145v).

წესი, რომელი იქმნების მოქცევასა ზესა სარკინოზთაგან წმიდისა მომართ და ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა ჩუენ ქ[რისტ]ეანეთა მოქცევა მამადიანთა ... (145v-150v).

  1. ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა კოლექციის აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ, აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, თბილისი, ტომი I, 1949, გვ. 24.

  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი), I, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს: ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016, გვ.253-254.

  3. ენრიკო გაბიძაშვილი, ძველი ქართული მწერლობის ნათრაგმნი ძეგლები, ბიბლიოგრაფია, 5. ლიტურგიკა, ჰიმნოგრაფია, 2011 წ., გვ.115-116.

  1. ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წ. ქართლის ერთ-ერთი ეკლესიიდან.

ციტირება

კურთხევანი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/42 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში