სადღესასწაულო - ლიტურგიკული კრებული უმთავრესი საეკლესიო უძრავი დღესასწაულებითა და წმინდანთა მსახურებებით.
კრებულ თორმეტივე თვეზეა გაწყობილი და შეიცავს მწუხრის, ცისკრის, ზოგჯერ კი ჟამნების, წირვის, სერობისა და შუაღამიანის მსახურებებს.
პირველი ქართული სადღესასწაულოები XIII საუკუნიდან ჩნდება, ცვლილებების გარკვეული ეტაპები გაიარა და დღემდე ღვთისმსახურების შეუცვლელი ნაწილია.
კრებულში შეტანილია როგორც საგალობლები, ისე საკითხავები უმთავრესად გაშლილი სახით. ადრეული რედაქციის ქართული სადღესასწაულოს წყაროები და ჩამოყალიბების ისტორია ჯერ კიდევ შეუსწავლელია.
წინამდებარე ხელნაწერშიც შეტანილიც შეტანილია როგორც უძრავ, ისე მოძრავ დღესასწაულთა მსახურებები. უძრავ დღესასწაულებში შედის სათვეო ნაწილი, ძირითადი ქრისტიანული დღესასწაულები, ხოლო მოძრავ დღესასწაულთა ნაწილში მთლიანად არის ჩართული ზატიკი;
ხელნაწერი ძლიერ ნაკლულია, ამიტომ სათვეო ნაწილში მხოლოდ ნოემბრის, დეკემბრის, იანვრის, მარტისა და ივნისის მსახურებებია შესული (ერთგან სექტემბერიცაა), ამ მსახურებათა უმეტეს ნაწილს არშიაზე მიწერილი აქვს: „უქმი“.
როგორც სათვეო ნაწილი, ისე ზატიკი მთლიანად გაწყობილია ცხრაოდიან სისტემაზე. სხვა საგალობლებიდან მასში შესულია სტიქარონები, ლიტანიისაჲ, წარდგომები, იბაკოები, გამოავლინეები, კონდაკები;
ტექსტს ორი მნიშვნელოვანი თავისებურება ახასიათებს: ა) მასში არ არის მოტანილი არც ერთი საკითხავი; ბ) ზატიკის მსახურებები მხოლოდ ძირითადი დღესასწაულების სახითაა წარმოდგენილი და არ არის სადაგი დღეების მსახურებები.
ა) ხელნაწერის ტექსტი, სავარაუდოდ, აწყობილია კონკრეტული ტაძრისთვის და მორგებულია კონკრეტულ წელიწადზე, როცა ხარება და ლაზარეს აღდგინება ერთმანეთს დაემთხვა ან ერთმანეთს მიჰყვა. ბ) ზატიკის ტექსტი ადრეული რედაქციის უნდა იყოს, როცა მასში მხოლოდ ძირითადი დღესასწაულები შედიოდა და არა სადაგი დღეების მსახურებები.
- შიფრი:
- 1446/35
- სახელწოდება:
- სადღესასწაულო
- საუკუნე:
- XIII
- დათარიღების საფუძველი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები.
- გადამწერი/დამწერი:
- ფურცლების რაოდენობა:
- 141
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
მუყაოს კოლენკორგადაკრული ყდა;
- ზომები
-
ყდის:
243x180
ქაღალდის:
228x163
ტექსტის:
165x106
სისქე:
49
სტრიქონებს შორის მანძილი:
3
- არშიები
-
ზედა:
20
ქვედა:
39
მარცხენა:
27
მარჯვენა:
30
- სტრიქონების რაოდენობა:
- 22
- აღრიცხვა:
-
რვეულებრივი; რვეულის დასაწყისის ზედა მარჯვენა კუთხეში და დასასრულის ქვედა მარცხენა კუთხეში მონიშნულია ოთხივე მხრიდან პარალელური ხაზებით შექმნილ მართკუთხედში ჩასმული მთავრული ასოები; ხელნაწერი იწყება არასრული ე (5) და მთავრდება ასევე არასრული კზ (28) რვეულით; რვეულები შემდეგი თანამიმდევრობითაა შემორჩენილი: ვ, ზ, ჱ, თ, ი, ია, იბ, იგ, იზ, იჱ, ით, კ, კა, კბ, კგ, კდ, კე, კზ; რამდენიმე თითქმის მთლიანად აკლია.
- განკვეთილობის ნიშნები:
-
- გაფორმება:
-
ხელნაწერი ნაკლულია; ფურცლები ძლიერ დაზიანებული, ზოგიერთი ფურცელი მხოლოდ ფრაგმენტულადაა შემორჩენილი (ფფ. 1, 80-84), დალაქავებული, ზოგან ტექსტი ისეა გადალეული, წაკითხვა შეუძლებელია (1r, 48r, 49v, 102v).
- დასაწყისი:
-
[...] და ევედრებიან ყოველთა მაცხოვარსა ქრისტესა და მარადის მეოხ არიან [...]ბისათჳს სულთა ჩუენთაჲსა ... (2r).
- წყდება:
-
... და მაცხოვარი ქრისტე ჯუარცმული, ერსა შორის ჯუარისმცმელთაჲსა [...] (141v).
ქვესათაურ(ებ)ი:
-
[თუესა ნოენბერსა ა წმიდათა უვეცხლოთა მსახურთა კოზმან და დამიანესთა] – [...] და ევედრებიან ყოველთა მაცხოვარსა ქრისტესა და მარადის მეოხ არიან [...]ბისათჳს სულთა ჩუენთაჲსა ... (2r-5v).
შენიშვნა:შენიშვნა: 1r-v-ზე გაბმული ტექსტი არ იკითხება.
-
თუესა ნოენბერსა ჱ წმიდათა მთავარანგელოზთა სეკდენბრისა [...].
-
თუესა ნოენბერსა ი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისა - ჴმაჲ ა გუერდი. გიხაროდენ, ღუაწლისა მძლეო, მჴნეო გიორგი, მოწამეთა დიდებაო ... (5v-12r).
-
თუესა ნოენბერსა იგ წმიდისა იოანე ოქროპირისაჲ იანვარსა კზ ჰპოო (12r).
-
თუესა ნოენბერსა კა ტაძრად მიყვანებაჲ ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ - ჴმაჲ ა. ეჰა, დიდებული დღეს განსცხრებოდეთ, მორწმუნენო, გალობით შესხმითა ... (12r-17v).
-
თუესა დეკენბერსა დ წმიდისა მოწამისა ბარბარაჲსი და წმიდისა იოანე დამასკელისაჲ - ჴმაჲ ა. მამისაგან [...]. რაჟამს იხილა სამსჯავროს მას საშინელსა ... (17v-23v).
-
თუესა დეკენბერსა ე წმიდისა დიდისა საბაჲსი - გ გუერდი. გიხაროდენ, სამკჳდრებელო შუჱნიერო ჭეშმარიტისა ღუაწლისაო ... (23v-28v).
-
თუესა დეკენბერსა ვ წმიდისა მამისა ჩუენისა ნიკოლავაზ(!) [...] მჳრონლუკიაჲსი - ეკლესიისა შვილნი სწავლითა [...] ვითარცა მართუჱნი ზეცისა ბუდისანი ... (28v-34r).
-
თუესა სეკდენბერსა თ მუცლადღებაჲ ანნაჲსი - ჴმაჲ დ მჴნეონი. იხარებენ ზეცისანი, იშუჱბენ ქუეყნისანი, რამეთუ დღეს ესერა ზოგადი სიხარულით ... (34r-38v).
-
თუესა დეკენბერსა კ წინადღე ქრისტეშობისაჲ - ბ გუერდი. ანგელოზთა დღ. იხილნა რაჲ დღეს იოსებ ზეცისა ძალნი თაყუანისცემად ... (38v-44v).
-
თუესა დეკენბერსა კე გან[...] შობაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი ყოვლად წმიდისა ქალწულისა მარიამისაგან [....] ა - შენ. სიტყ. მოვედით და მივიწინეთ ყოველნი დღეს ბეთლემად ... (44v-51v).
• სხუანი გალობანი იამბიკონნი [...] ბერძულად - სასწაულითა. საშოჲთ წმიდისაჲთ სიტყუაჲ ღმრთისაჲ გამოჩნდა ... (49v-51v).
-
თუესა იანვარსა ა წინადაცუჱთაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი [...] წმიდისა და მამისა ჩუენისა დიდისა ბასილი - ხორცითა რაჲ იშევ ჩუენთჳს, ქრისტე მეუფეო ... (51v-56v).
-
თუესა იანვარსა ე წინადღე განცხადებისა, ჴმაჲ ბ გუერდი - ანგელოზთა დღეს წინა უძღოდეთ ძალნი ბეთლემით გამო ... (57r-62r).
-
თუესა იანვარსა ვ განცხადებაჲ და ნათლისღებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, ჴმაჲ ბ - მამისაგან შობილ. [...] მოხუჱდ წყალთა მათ ზედა იორდანესთა ... (62r-63v).
-
[40 მოწამეთა] – [...]ოცთა განყინვაჲ წრტიალი დაჲთმინეს ტბასა მას შინა მხიარულთა მადლობით ... (64r-65v).
-
თუესა მარტსა კე ხარებაჲ [... ...] - ეჰა, დიდებული საკჳრველი, რამეთუ მაღლისა საყდართაგან ... (65v-74r).
-
პარასკევსა მწუხრი დასდებელნი ლაზარეს აღდგომისანი - ჴმაჲ დ. ჵ, სასწაული საკრველთაჲ, რამეთუ ბეთანიაჲ ბანაკად სიმართლისად იხილვების ... (74v-79v).
-
[... ... ... ...] ბზობისანი - ნათელი ნათლისაგანი მოვლინებული კიცუსა ზედა მჯდომარე ... (79v-85v).
• ბზობისა კჳრიაკესა მწუხრი, უფალო ღაღადყავსაჲ, ჴმაჲ ა - [...] გამოუკულეველო ქრისტე, ყოველთა უფალო, რომელი იშევ ჴორცითა ... (83r-85v).
-
დიდსა ორშაბათს მწუხრი - ჴმაჲ ა. სასწაულთმ. გუშინ ბაჲაჲთა გაქებდეს კრებულნი ჰურიათანი ... (86r-88r).
-
დიდსა სამშაბათსა, მწუხრი - ჴმაჲ ა. შენ სიტყუაჲ. გიხაროდენ, ზრახვაჲ ღმრთივშუჱნიერი განიზრახა ღირსმან ცოდვილმან დედაკაცმან ... (88r-90v).
-
დიდსა ოთხშაბათსა მწუხრი - ბ გუერდი. ყოველი სასოებაჲ. [...] სიბრძნისამან, მოტევებისა წყარომან ... (90v-92r).
-
დიდსა ხუთშაბათსა ცისკრად ალილუიასა ზედა გ-ჯერ - მჯდომარე. რაჟამს-იგი დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს ... (92r-95r).
-
დიდსა ხუთშაბათსა მწუხრი [... ... ... ... ... ] სტიქარონთანი (95r-97r).
-
დიდსა პარასკევსა მწუხრი - ჴმაჲ [...] [... ...]. ყოველნი ბუნებანი იცვალებოდეს [...] რაჟამს გხედვიდეს შენ ჯვარსა ზედა ... (97r-101v).
-
დიდსა შაბათსა მწუხრი, ჴმაჲ [...] - ეჰა, დიდებული. ნათელი […] სამწუხროჲ გამოუჩნდა [...] ბნელისათა ... (101v-107r).
-
ახალკჳრიაკესა მწუხრი, უფალო ღაღადყავსა - ჴმაჲ ა. შენ სიტყუაჲ. ყოველთა დღესასწაულთა უდიდებულესი, ბრწყინვალედ შუჱნიერი და გჳრგჳნშემოსილი ახალკჳრიაკე ... (107r-111r).
-
მესამესა კჳრიაკესა აღვსებითგან წმიდათა მენელსაცხებლეთა დედათა და იოსებისა - ჴმაჲ ბ. მამისაგან შობილ. [...] ნათელი ბრწყინვალე აღმობრწყინვებული საფლავით, ქრისტე ღმერთი ჩვენი ... (111r-115r).
-
[მეოთხესა] კჳრიაკესა განრღვეულისაჲ - ჴმაჲ ა. შენ [...]. [...] რაჲ, ქრისტე, ქალაქად იერუსალჱმდ, მიიწიე წყალსა [...] ცხოვართა საბანელსა ... (115r-122r).
-
[მეხუთესა კჳრიაკესა სამარიტელისაჲ, ჴმაჲ ... ...] - მჴნეონი. [...] ესრეთ ეტყჳს სამარიტელსა, ვითარმედ: უკუჱთუმცა იცოდი შენ ნიჭი ღმრთისაჲ ... (122r-125v).
-
მეექუსესა კჳრიაკესა შობითგან ბრმის განკურნებისა - [ჴმაჲ ა] [...]. რომელი ქალწულისაგან ჴორცითა განჰკაცენ, ქრისტე [...] და მიჰმადლე ნათელი შობითგან ბრმასა მას ... (125v-126v).
-
[ნიკეას კრება] – [...] და სიტყუად და თანაარსად გაქებდეს წმიდათა მამათა აღბეჭდილთა საღმრთოჲთა ნელსაცხებელითა ... (127r-128r).
-
[... ...] შაბათსა ჴსენებაჲ ყოველთა [... ...] ჴორციელისა შაბათსა ჰპოო, მუნით იტყოდი.
-
მეერგასესა დღესა მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ [... ... ...] - ჴმაჲ ა. შენ სიტყუაჲ. განახლდებიან ენანი ღმრთისა დიდებისა სიტყუად უცხოთა ჴმითა ცეცხლის სახედ ... (128r-133v).
-
მეცხრესა კჳრიაკესა [...] წმიდათა [... ...] – [... ... ...] და ქრისტეს მოწამეთა სახსენებელსა [...] პატივსცემდეთ ... (133v- ).
-
თუესა ივნისსა შობაჲ წმიდისა იოანე ნათლისმცემელისაჲ - დ მჴნეონნი. დაუსაბამოიჲსა [მ]ამისა სიტყჳსა მქადაგებელსა ... (136v).
-
თუესა ივნისსა კთ წმიდათა და ყოვლად ქებულთა პეტრე და პავლესი – ეჰა, გჳრგჳნნო ქებისანო, შემკობილნო თქუენ - პეტრე და პავლე გუამთა თჳთებითა ... (140r-141v).
-
ნუსხურით, ტექსტის ხელით: „პაპილსა შეუნდვნეს ღმერთმან“ (12r, 17v, 23v, 28v, 44v, 51v, 62r, 83r, 101v, 111r, 118v, 125v, 136v, 140r).
-
ნუსხურით, ტექსტის ხელით: "პაპილსა შეუნდვნეს ღმერთმან და მწერალსა [...]ასცა" (56v).
-
ნუსხურით, ტექსტის ხელით: "სულსა პაპილასსა შეუნდვნეს ღმერთმან და მისსა მეუღლესა ხუაშქსა შეუნდვნეს ღმერთმან" (128r, 133v).
-
გვიანდელი, არაკალიგრაფიული ნუსხური: „მოიხსენე ხეჩიკ, მისი ცოლი ეფფენი და ვ{ა}რვ{ა}რი; მემრე იაკობი, მისი ცოლი მ{ა}რთ{ა} და მემრე ისპირი, [...] ცოლ [...]დო, [...]მქე ასლანი, მის ცოლითუ{რ}თ და აშოა და მემრე ოვანა და მემრე მანილა და მემრე აგისა, ამის დამწერ{ა}ვს შეუნდნეს და ღმერთ [.... ....] იორდანა [...]წერ, ღ{მ}ერ[თო]“ (9r, ქვედა და მარჯვენა არშია);
-
ნუსხური, სხვა ხელი: „ღმერთო, შეიწყალე ფრიად ცოდვილი ესრათ და გ{უ}ლფაიკ, ამინ; ღმერთო შეიწყალე რომანოზ, ამინ“ (41r, ქვედა არშია, უკუღმა);
-
ნუსხური: „ევსტათის შეუნდვნეს ღმერთმან, ამინ. წ. ესე წმიდაჲ წიგნი თათართა მოიტანეს და იორდანე იშუაჲ“ (41r, ქვედა არშია, უკუღმა);
-
მხედრული: „ღმერთო, შეიწყალე სული რუმისა“ (41r, მარჯვენა არშია). აქვე მეორე მხედრული მინაწერიცაა, არ იკითხება;
-
ნუსხური, გვიანდელი, არაკალიგრაფიული ხელი: „[...]ურას შეუნდნეს ღმერთმა“ (74v, ზედა არშია);
-
გვიანდელი, არაკალიგრაფიული ნუსხურით: „[...]ორდნს შეუნდვნეს“ (76r, ქვედა არშია);
-
„ესე წიგნი ემს[... ... ...] სულისათჳს მისცა თუ შე[ნ]დობა მიბრძა[... ...] ამ წიგნის [...] წყეულიმც იყოს [... ...] ესე, ამინ“. აქვე ქვედა არშიაზე: „[... ... ... ... ...] მისის სულისათჳს [... ... ... ... ... ...]“ (82v, მარცხენა და ქვედა არშია);
-
მხედრული, კალიგრაფიული: „ღმერთო, შეიწყალე წინამძღუარი იოვანე, ამინ. მსასოებელო ჩუენო“ (90v, ქვედა არშია);
წინამდებარე სადღესასწაულოში შეტანილია როგორც უძრავ, ისე მოძრავ დღესასწაულთა მსახურებები. უძრავ დღესასწაულებში შედის სათვეო ნაწილი, ძირითადი ქრისტიანული დღესასწაულები, ხოლო მოძრავ დღესასწაულთა ნაწილში მთლიანად არის ჩართული ზატიკი;
ხელნაწერი ძლიერ ნაკლულია, ამიტომ სათვეო ნაწილში მხოლოდ ნოემბრის, დეკემბრის, იანვრის, მარტისა და ივნისის მსახურებებია შესული (ერთგან სექტემბერიცაა), ამ მსახურებათა უმეტეს ნაწილს არშიაზე მიწერილი აქვს: „უქმი“.
ხარების მსახურების შემდეგ პირდაპირ არის მიბმული მოძრავ დღესასწაულთა მსახურება, კერძოდ, ხარებას მოჰყვება ლაზარეს აღდგინება, შემდეგ - ბზობა და მსახურებები ვნების შვიდეულიდან სულთმოფენობის ჩათვლით, ხოლო შემდეგ ისევ ივნისის მსახურება გრძელდება;
როგორც სათვეო ნაწილი, ისე ზატიკი მთლიანად გაწყობილია ცხრაოდიან სისტემაზე. სხვა საგალობლებიდან მასში შესულია სტიქარონები, ლიტანიისაჲ, წარდგომები, იბაკოები, გამოავლინეები, კონდაკები;
ტექსტში არ არის მოტანილი არც ერთი საკითხავი;
ზატიკის მსახურებები მხოლოდ ძირითადი დღესასწაულების სახითაა წარმოდგენილი და არ არის სადაგი დღეების მსახურებები;
ხელნაწერის ტექსტი, სავარაუდოდ, აწყობილია კონკრეტული ტაძრისთვის და მორგებულია კონკრეტულ წელიწადზე, როცა ხარება და ლაზარეს აღდგინება ერთმანეთს დაემთხვა ან ერთმანეთს მიჰყვა;
ზატიკის ტექსტი ადრეული რედაქციის უნდა იყოს, როცა მასში მხოლოდ ძირითადი დღესასწაულები შედიოდა და არა სადაგი დღეების მსახურებები;
ტექსტი შიგადაშგ აღდგენილია გვიანდელი არაკალიგრაფიული ნუსხურით;
ზოგიერთ ადგილას მითითებულია საგალობლების ავტორები ანდრია (86v), ბასილი (54v), კოზმან (89v, 93r);
ფურცლების ძველი აღრიცხვისას იყო მექანიკური ნახტომი 132-დან 134-ზე. შესაბამისად ხელნაწერში ფურცლების რაოდენობაა 140-ია და არა 141.
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ.24.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016 წელი, გვ.247-252.
ლილი ხევსურიანი, ზატიკის ორი ძველი ქართული რედაქცია, წიგნში ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, 1/2008. გვ. 223-348.
სადღესასწაულო, 1865 წ.
ეროვნულ არქივში შემოსულია ვარიანის ეკლესიიდან.
ციტირება
სადღესასწაულო. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/41 წვდომის თარიღი: