კრებული


1446/34

ზოგადი აღწერა:

ხელნაწერი დაახლოებით XVII-XVIII სს-შია გადაწერილი. პირველი ნაწილის გადამწერია მარკოზ ჩაჩანიძე, ხოლო მეორისა, უცნობია.

ხელნაწერი ლიტურგიკული და კანონიკური შინაარსის ტექსტებს შეიცავს.კერძოდ: 1. „წყლის კურთხევის განგება“; 2. სჯულისკანონი იოანე მმარხველისა და 3. გამოკრებილი სახარება-სამოციქულო.

შიფრი:
1446/34
სახელწოდება:
კრებული
საუკუნე:
XVII-XVIII
დათარიღების საფუძველი:

პალეოგრაფიული ნიშნები.

გადამწერი/დამწერი:
ფურცლების რაოდენობა:
100
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

ტყავგადაკრული ტვიფრული ყავისფერი ყდა, გაცრეცილი.

ზომები

ყდის:

152x188


ქაღალდის:

148x103


ტექსტის:

114x77


სისქე:

34


სტრიქონებს შორის მანძილი:

8

არშიები

ზედა:

18


ქვედა:

20


მარცხენა:

18


მარჯვენა:

15

სტრიქონების რაოდენობა:
15
აღრიცხვა:

აღრიცხვა - რვეულებრივი, იწყება 14r-დან ა (1) რვეულით და მთავრდება ია (11) რვეულით; რვეულის აღმნიშვნელი გრაფემა ზოგჯერ ჩასმულია რამდენიმე მხრიდან მზის ტიპის წერტილებსა და ჯოხებში;

განკვეთილობის ნიშნები:
ხელნაწერის მდგომარეობა:
ხელნაწერი კარგ მდგომარეობაშია, აკინძული, ფურცლები კარგად შემონახული, ბოლონაკლული;
დასაწყისი:

განგებაჲ წყლის კურთხევისაჲ, რომელ არს აიაზმაჲ - მოიღონ ემბჲზი, გინა ფეშხუმი ანუ სხუაჲ რჲმე წმიდაჲ ჭურჭელი, შინა შთაას(!) წყალი და ასუჱნ ძელი ცხორებისა ჯუარი პატიოსანი ... (1r).

წყდება:

 … შრომითა და რუდუნებითა და მღჳძარებითა მრავალგზის შიმშილითაჲ და წყურვილითა და მარხვითა, მრავალგზის ყინელითა [...] (99v).


სათაურ(ებ)ი:

განგებაჲ წყლის კურთხევისაჲ, რომელ არს აიაზმაჲ - მოიღონ ემბჲზი, გინა ფეშხუმი ანუ სხუაჲ რჲმე წმიდაჲ ჭურჭელი, შინა შთაას(!) წყალი და ასუჱნ ძელი ცხორებისა ჯუარი პატიოსანი ... (1r-12r).


შენიშვნა:

ტექსტში ჩართულია შემდეგი ოდები - უგალობდითსა, განძლიერდასა, მესმასა, ღაღადყავსა, ღამითგანსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა, ასევე ებრაელთა მიმართ ეპისტოლე პავლე მოციქულისა.


ანდერძი:

„მე გლახაკმან სულითა მარკოზ ჩაჩანიძემან დავწერე წმიდანი ესე აიაზმა სულთა განმანათლებელი. ცოდვილი საწყალი შენდობით მომიხსენეთ ღვთისათჳს სიყუარულისა, ვინცა მომიჴსენოთ, უფალმან კეთილი საუკუნოს მოგაგო(!), ამინ“ (12r, ტექსტის ბოლოს).

სჯულისკანონი იოანე მმარხველისაჲ - მოიდრიკნეს მუჴლნი მონანულმან და ჰრქუას მოძღუარსა თჳსსა ცრემლით და სულთქუმით: აღგიარებ, მეუფეო ჩემო, ცოდვათა და ბრალთა ჩემთა წინაშე შენსა ... (14r-54v).


შენიშვნა:

კანონში შედის: კანონი უზიარებლობისა (25r), ნათელღებულთა გამცნებ (27r), სწავლანი წმიდისა იოანე ოქროპირისა, თქმული წმიდისა იოანე ოქროპირისა (31v), თქმული წმიდისა [... .... ....] (34v), ალაჯორთ კჳრიაკესა შვილნო და ძმანო (39v), გამოკრებული სჯულისკანონი ესე არს მართალი და ჭეშმარიტი (41v).

სახელითა ღვთისათა იწყებიან ათორმეტი საუფლო სახარებაჲ და სამოციქულო გამოკრებულნი - თუესა მარტსა კე, წმიდისაჲ ღვთისმშობლისა, ფსალმუნი ა: იხარებდით დღითიდღე. ადიდებს სული ჩემი უფალსა. დასდებელი: რამეთუ მოხედნა სიმდაბლ. ებრაელთა მიმართ ებისტოლე პავლე საკითხა. ძმანო ... (55r-99v).

  1. „ბერშუეთის ეკლესია“ (1r, მხედრ., ზედა არშია);



  2. „მილხინე, უფალო, და შემიწყალე მე [...]“ (13r, მხედრ., გვიანდ. ხელით);


  3. „ღმერთო, კარგარეთელსა უშველე“ (20v, ნუსხ., მარცხენა არშია);


    კარგარეთელი

  4. „ღმერთო, შენ ჰკითხე ვინცა ეს წიგნიცა“ (44v, ზედა არშია, ტექსტის ხელით);


  5. „ქ. ღმერთო, შეუნდევ შეჭირვებულსა ზერეკიძესა პავლესა“ (62v-63r, ზედა არშია, მხედრული, გვიანდელი ხელი);


    პავლე ზერეკიძე

  6. „[....] ღმერთო მოხედენ“ (98v, მარცხენა არშია, ნუსხური, ტექსტის ხელით);


  7. „[...] ჴორციელთაო რომელი შენთა [...]ვლთა კარგო კარგარეთელო კრ[...]“ (99v, ნუსხური, მარჯვენა არშია).


  1. ხელნაწერის პირველი ნაწილის გადამწერია მარკოზ ჩაჩანიძე (12r);

  1. ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ.33-34.

  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016 წელი, გვ.244-246.


  3. მცირე სჯულისკანონი, გამოსაცემად მოამზადა ელგუჯა გიუნაშვილმა, თბილისი, 1972.

  1. ეროვნულ არქივში ხელნაწერი შემოსულია ბერშუეთის ეკლესიიდან.


ციტირება

კრებული. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/40 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში