კრებულში შეტანილია მეფე თეიმურაზ I-ის მხოლოდ ორი ლექსი - „ლექსი სათარგმანებლი, ქება და მკობა მეფისა ალექსანდრესი და დედოფლის ნესტანის დარეჯანისა“ და „ანბანთქება სრული და უკლები“. გადამწერი ცნობილი პოეტი და კალიგრაფი დავით თუმანიშვილია. ხელნაწერი ბოლონაკლულია.
დასაწყისში ახლავს დავით თუმანიშვილის შენიშვნა იმის შესახებ, რომ მეფე ალექსანდრესა და დედოფალ ნესტან-დარეჯანში სინამდვილეში კახეთის მეფე ალექსანდრე (ავგიორგის შვილი) და მისი ასული ნესტან-დარეჯანი იგულისხმება. ის მიიჩნევს, რომ გადამწერისაგან შეცდომაა დაშვებული. სინამდვილეში მიძღვნის ადრესატები არიან თეიმურაზ I-ის ასული ნესტან-დარეჯანი და იმერეთის მეფე ალექსანდრე III.
- შიფრი:
- 1446/32
- სახელწოდება:
- ლექსთა კრებული
- საუკუნე:
- XVIII საუკუნის დასასრული.
- დათარიღების საფუძველი:
-
დავით თუმანიშვილის მოღვაწეობის პერიოდი.
- ავტორ(ებ)ი:
- გადამწერი/დამწერი:
- ფურცლების რაოდენობა:
- 8
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
ახალი, კოლენკორგადაკრული მუყაო.
- ზომები
-
ყდის:
350x230
ქაღალდის:
347x222
ტექსტის:
143x230
სისქე:
3
სტრიქონებს შორის მანძილი:
7
- არშიები
-
ზედა:
47
ქვედა:
67
მარცხენა:
32
მარჯვენა:
42
- სტრიქონების რაოდენობა:
- 26/30
- აღრიცხვა:
-
აღრიცხვა - გვერდობრივი, აღნიშნულია არაბული ციფრებით. აღრიცხვა იწყება 45-ე გვერდიდან და წყდება 59-ე გვერდზე.
- ხელნაწერის მდგომარეობა:
- თავბოლონაკლული. არა აქვს შემორჩენილი საკუთარი ყდა.
- გაფორმება:
-
ხელნაწერს ახლავს ყვავილოვანი ორნამენტებით გაწყობილი თავსამკაულები (2r, 8r).
- დასაწყისი:
-
... ლექსი სათარგმნელი ქება და მკობა მეფის ალექსანდრესი და დედოფლის ნესტან დარეჯანისა ნათქუამი მეფის თეიმურაზ პირუჱლისა მაჯამად - რადგან არ ვჰსცხრები ქებასა, ვგონივარ ამათ მისანი; აწ ჩემთა გულთა ლახვარი, სათი მაქვს სათათ მისანი ... (2r-7r).
- წყდება:
-
... და ნუ მოეშვები შენ ჩემთვის, სამოთხის კარსა დაყრასა ... (8v).
სათაურ(ებ)ი:
-
ლექსი სათარგმანებლი ქება და მკობა მეფისა ალექსანდრესი და დედოფლის ნესტანის დარეჯანისა ნათქუამი მეფის თეიმურაზის პირუელისა მაჯამად (2r-7r).
შენიშვნა:სტროფების რაოდენობა - 304.
შენიშვნა:სათაურს ახლავს დავით თუმანიშვილის მიერ შედგენილი შემდეგი სქოლიო: „ალექსანდრე იყო ძე ლეონ მეფისა. ლეონ იყო ძე ავგიორგისა. ხოლო ესრეთ იუწყეთ, მკითხველნო: ალექსანდრე ვიდრე გამეფდებოდა, მამასა მისა ლეონ მეფესავე მოეგვარა მისთჳს ცოლად ასული ბარძიმ ამილახორისა, რომლისაცა სახელი ნესტან დარეჯანობითა არა არს ხსენებულ ცხოვრებასა შინა. ესე ალექსანდრე გამეფდა წელსა ქრისტესსა 1561-სა და ჰყვანდნენ მას ძენი (მას ბარძიმის ასულსა თანა) ოთხნი: დავით, რომელი იყო მამა ამა თეიმურაზ მეფისა, გიორგი, ერეკლე და კოსტანტინე. დავითსა ჰყვა ცოლად ასული აშოთან მუხრანის ბატონისა ქეთავან, რომელი ეწამა შააბაზისაგან. გიორგი მოიკლა და ალექსანდრე მეფე კოსტანტინესაგან და კოსტანტინე - კახთაგან. ალექსანდრე მეფეს, ზემორე ვახსენე, არა ესვა დედოფალი სახელით ნესტანდარეჯან ა(რამე)დ ასული ჰყვა ფრიად შვენიერი და კეკლუცი, რომელი მისცა ცოლად ალექსანდრემ მანუჩარ დადიანსა წელსა ქ(რისტ)ესსა 1591-ს, რომელიც მოკუდა შობასა ზედან მისა ლეონისა და მე ესრეთ ვგონებ მწერლისაგან შემცდარი იყოს დედოფლის ხსენება და არის ესე ზემორე თქმული ქებანი მეფეს ალექსანდრესა ზედან და ასულსა მისა ნესტანდარეჯანსა ზ(ედ)ა და არა დედოფალსა ზედან. დ. თუმანოვი“ (2r).
შენიშვნა:იხ. ჩვენი საუნჯე, შედგენილი ა. გვახარიას და ლ. მენაბდის მიერ, ალექსანდრე ბარამიძის რედაქციით, IV ტ., თბილისი,1960; გვ. 87-92.
-
ანბანთქება სრული და უკლები თქმულის პირველის მეფის თეიმურაზისაგან (8r-v).
შენიშვნა:სტროფების რაოდენობა - 14, სტრიქონების რაოდენობა - 56. არასრულია, აკლია 22 სტროფი.
შენიშვნა:იხ. თეიმურაზ I, თხზულებათა სრული კრებული, ალ. ბარამიძისა და გ. ჯაკობიას რედაქციით, თბილისი, 1933 წ., გვ. 154-159.
-
ახლავს უმნიშვნელო ხასიათის მინაწერები ყდის ზედა ფრთის ფორზაცზე.
თეიმურაზ I, თხზულებათა სრული კრებული, ალ. ბარამიძისა და გ. ჯაკობიას რედაქციით, თბილისი, 1933 წ. გვ. 154-159.
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ.19.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016 წელი, გვ.235-237.
ჩვენი საუნჯე, შედგენილი ა. გვახარიას და ლ. მენაბდის მიერ, ალექსანდრე ბარამიძის რედაქციით, IV ტ., თბილისი, 1960; გვ. 87-92.
საისტორიო არქივში შემოსულია ბარბარე თუმანიშვილის მიერ 1924წ. ხელთუბნიდან.
ციტირება
თეიმურაზ I, ლექსთა კრებული. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/37 წვდომის თარიღი: