ევროპის გეოგრაფია


1446/31

ზოგადი აღწერა:

ხელნაწერში შემორჩენილია მთლიანი თხზულების მხოლოდ დასაწყისი, კერძოდ, გერმანიის აღწერა. სავარაუდოდ, ტექსტი რუსულიდან არის ნათარგმნი დავით ბატონიშვილის მიერ. გადამწერი ცნობილი კალიგრაფი და პოეტი დავით თუმანიშვილია.

შიფრი:
1446/31
სახელწოდება:
ევროპის გეოგრაფია
საუკუნე:
XIX
დათარიღების საფუძველი:

დავით თუმანიშვილის მოღვაწეობის პერიოდი.

გადამწერი/დამწერი:
მთარგმნელი:
ფურცლების რაოდენობა:
8
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

კოლენკორგადაკრული მუყაო, ყავისფერი.

ზომები

ყდის:

353x233


ქაღალდის:

345x220


ტექსტის:

210x140


სისქე:

5


სტრიქონებს შორის მანძილი:

7

არშიები

ზედა:

78


ქვედა:

58/72


მარცხენა:


მარჯვენა:

24

სტრიქონების რაოდენობა:
18/28
განკანონება/ჭვირნიშანი:

შეემჩნევა განკანონების ხაზები; ჩარჩოში ჩასმული (7r); აქვს ჭვირნიშანი.

აღრიცხვა:

რვეულებრივი, გვერდობრივი; გვერდობრივი პაგინაცია აღნიშნულია არაბული ციფრებით; რვეულებრივი - მხედრულით. შემორჩენილია მხოლოდ ერთი ბ რვეული.


ხელნაწერის მდგომარეობა:
ფურცლები კარგად შემონახული; რესტავრირებული, თავბოლონაკლული.
გაფორმება:

თავების დასაწყისში ახლავს თავსამკაულები, გაფორმებულია,ჩარჩოში ჩასმული მოლურჯო მომწვანო ყვავილებითა და ორნამენებით (1r, 5v, 6v, 7v, 8r, 8v).

დასაწყისი:

„ნაწილი ა. საჴელმწიფოთა საკოროლოთა და რესპუბლიკათათჳს ევროპიისათა. I. გერმანიისათჳს - გერმანიასა აქუს 200 მილი სიგრძე, 100 მილი სიგანე, ხ(ოლო) სიმგურგლე 680, ჰაერი არს მუნ კეთილი და მრთელი, გარნა ცივი, ქუჱყანა ნაყოფიერი, უფროსღა პურითა და პირუტყჳთ საჭმლითა, ვენახი არა ყოველგან თანაჰსწორ მოქმედებს, ტყენი რ(ომე)ლნიცა არა მცირედ არიან და ვრცელ უხუჱბენ მფრინუჱლითა და სხუჱთა ცხოველითა...“ (1r).

წყდება:

„...ჟამითი ჟამად მიიწიაშეკრებულება ესე დამცირებასა შინა ესრეთ [...]“ (-8v).

  1. ხელნაწერი დავით თუმანიშვილის ავტოგრაფული ნუსხაა (შდრ. 1446/52; იხ. ანდერძი).

  2. ხელნაწერში შემორჩენილია მთლიანი თხზულების მხოლოდ დასაწყისი, კერძოდ,გერამნიის აღწერა; გვერდობრივი პაგინაცია უჩვენებს, რომ მას წინ აკლია 12 გვერდი. აღწერილობაში მითითებული (იხ. ქვემოთ დასახ. წიგნი. გვ. 18)ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ხელნაწერი გადაწერილია 1446/111-ისაგან, სინამდვილეს არ უნდა შეესაბამებოდეს, ვინაიდან 1446/111-ში პაგინაცია პირველივე ნომრით იწყება და პირველივე გვერდზე შუა ტექსტია მოტანილი. შესაბამისად, უფრო შესაძლებელია, რომ სწორედ 1446/111 იყოს გადაწერილი ამ ხელნაწერიდან. თხზულება ნათარგმნია რუსულიდან დავით ბატონიშვილის მიერ (იხ. ხელნაწერი 1446/111, თავფურცელი).

  1. ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა კოლექციის აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ, აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, თბილისი, ტომი I, 1949, გვ. 26.

  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი), I, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს: ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016, გვ.233-234.

  1. ხელნაწერი შემოსულია ეროვნულ არქივში 1924 წ. ხელთუბნიდან ბარბარე თუმანიშვილის მიერ.

ციტირება

ევროპის გეოგრაფია. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/36 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში