ყარამანიანი


1446/29

ზოგადი აღწერა:

ყარამანიანი - საგმირო-საფალავნო მოთხრობათა კრებული, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლეთში. ქართულად „ყარამანიანის“ როგორც ვრცელი, ისე მოკლე რედაქციებია დაცული. წინამდებარე ხელნაწერი სწორედ მოკლე რედაქციაა.


შიფრი:
1446/29
სახელწოდება:
ყარამანიანი
საუკუნე:
XVIII-XIX
დათარიღების საფუძველი:

პალეოგრაფიული ნიშნები.

ფურცლების რაოდენობა:
8
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

ახალი, მუყაოს ყდა, ყავისფერი.

ზომები

ყდის:

226x180


ქაღალდის:

223x172


ტექსტის:

170x120


სისქე:

4


სტრიქონებს შორის მანძილი:

6

არშიები

ზედა:

23


ქვედა:

15


მარცხენა:

17


მარჯვენა:

36

სტრიქონების რაოდენობა:
23
განკანონება/ჭვირნიშანი:

აქვს ჭვირნიშანი.

განკვეთილობის ნიშნები:
ხელნაწერის მდგომარეობა:
ხელნაწერი თავბოლონაკლულია, რესტავრირებული.
დასაწყისი:

... ჴელმწიფეს მუხლსა აკოცა. ბძანა ჴელმწიფემ: ლხინსა და სმასა შე[ე]ქცნენ. ხელმწიფე, სარდალნი, დიდებულნი, ფალავანნი და სხვან[ი] ყოველნი ყარ[ა]მანს ქებას შეასსხმიდიან. იმ ღამეს ამყოფა ქცევით შე[ე]ქცნენ. იქით მხარესა რაიაზამ ომიდამ გაბრუნებული დაღონებული თჳსა სადგომსა მივიდა და განისვენა ... (1r).

წყდება:

... რა იგინი ყარამანმა ქვეითად ნახა, აღარ ეომა და ეგრე უთხრა: ფალავანნო, ერთმანერთის ძლიერება ხომ გავშიჯეთ. აწ თუ მე დ[ა]გხოცოთ, ვინ უნდა გნახოსთ და თუ თქვენ მომკლავთ, ვინ დაგვინახავსთ ... (1v-8r).

ქვესათაურ(ებ)ი:

აქა არყასისა და სალასალის მოსვლა რაიაზამის შემწედ (1r-2r).

აქა უშანგშაჰასი მოიხსენეთ (2r-4r).

აქა წიგნი სალსალისა და არყასისა უშანგშაჰასთან და ყარამანთან მოწერილი (4r-5v).

აქა არყასისა და სალსალის აიარის ფანდიერჯან შუზისაგან აიარის სიკვდილი (5v).

აქა ფანდიერ ჯანშუზის არაისაგან გარდანქეშანის განმზადება (5v-6v).

აქა ომი არყასისა და უშანგის ჯართა და არყასისაგან მრავალთა ფალავანთა შეპყრობა (6v-7v).

დასრულდა ომი (7v).

აქა ომი სალსალისა და უშანგის ჯართა (7v).

აქა ბარამჯიბილისა და სალსალის ომი (7v-8r).


აქა ომი სალსალისა და ყაირანისა (8r).

აქა ყარამანისა და ორთა ძმათა - არყასისა და სალსალისა ომი ფიცხელი (8r-v).

  1. ტექსტი ”ყარამანიანის” მოკლე რედაქციას წარმოადგენს.

  1. ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 17.


  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016 წელი, გვ.229-230.


  3. კორნელი კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. II, თბილისი, 1941, გვ.309-310.

  1. ეროვნულ არქივში შემოსულია ბარბარე თუმანიშვილისაგან, ხელთუბანი (ქართლი). 

ციტირება

ყარამანიანი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/34 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში