"ალექსანდრიანი" - თხზულება, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის ლეგენდად ქცეულ ცხოვრებას გადმოგვცემს და ძირითად თემად მასში ალექსანდრესა და როქსანეს ტრაგიკული ისტორიაა გაშლილი.
„ალექსანდრიანს“ ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ IX საუკუნიდან იცნობდა. თხზულების თარგმანიც ადრევე უნდა შეექმნათ, თუმცა ჩვენამდე მისმა გვიანდელმა თარგმანმა და ვერსიებმა მოაღწია. კერძოდ, 1699-1713 წლებში მეფე არჩილს მოსკოვში ყოფნისას უთარგმნია ეს თხზულება სერბული ვერსის საფუძველზე შექმნილი რუსული თარგმანიდან. შემდგომში ეს თარგმანი გაულექსავს პეტრე ჩხატარაიძეს და კიდევ უფრო მოგვიანებით ეს გალექსილი პროზაულად გადაუკეთებიათ და გაუმართავთ.
წინამდებარე ხელნაწერში შეტანილი ტექსტი სწორედ არჩილ მეფის თარგმანია; თითქმის სიტყვასიტყვით, მცირე ვარიანტული სხვაობებით მისდევს ცნობილ 1446/123 ხელნაწერს.
ძალიან ახლოს დგას ტექსტი 1446/19-თან. სავარაუდოდ, წინამდებარე ხელნაწერიდან არის გადაწერილი სწორედ 1446/19.
- შიფრი:
- 1446/28
- სახელწოდება:
- ალექსანდრიანი
- საუკუნე:
- XVIII-XIX
- დათარიღების საფუძველი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები
- ფურცლების რაოდენობა:
- 31
- დაუწერელი ფურცლები:
- 25აr
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
მუყაოს კოლენკორგადაკრული ყდა.
- ზომები
-
ყდის:
355x230
ქაღალდის:
334x208/214x174
ტექსტის:
335x202/202x165
სისქე:
5
სტრიქონებს შორის მანძილი:
8/4
- არშიები
-
ზედა:
ქვედა:
მარცხენა:
მარჯვენა:
- სტრიქონების რაოდენობა:
- 23/26/31/35
- განკანონება/ჭვირნიშანი:
-
აქვს ჭვირნიშნი.
- ხელნაწერის მდგომარეობა:
- ხელნაწერი თავნაკლულია, რესტავრირებული, ფურცლები კარგად შემონახული.
- გაფორმება:
-
ახლავს მელნით შესრულებული უმნიშვნელო ჩანახატები (25აv, 31v).
- დაკავშირებული პირები
- დაკავშირებული ტოპონიმები
- დასაწყისი:
-
[…] მიერ და დიდისა და სასყიდლისა მიღებად და მაკედონელთაგან დიდად ხელოვნად წოდებად, ხოლო ესმა რა ესე ნევთნაფს დედოფლისა მისგან და ხედვიდა რა გამოუთქმელსა მშვენიერებასა მისსა ... (1r).
-
„თქვენო მოწყალებავ, კნიაზო დავით ზაზას ძევ, წეღან თქვენს ბრწ.“ (25აv, მხედრული, სხვა ხელით, საპირისპირო მხარეს, ცარიელ გვერდზე)
-
გაირჩევა: „დედაოვ ქეთევანი“ (25აv, მხედრული (სხვა ხელით).
ტექსტი შავი ვარიანტის შთაბეჭდილებას ტოვებს. შიგადაშიგ ნასწორებია. კონკრეტული ადგილები გამოყოფილია საგანგებო მონიშნვით, რომელშიც ჩაწერილია: „აქ უნდა დაიხატოს“ ან „აქ დაიხატოს დედაკაცნი“ და ა.შ. ცალკეული თავები გამოკვეთილად გამოყოფილი არ არის.
ხელნაწერი შეიცავს არჩილის თარგმანის ტექსტს, თითქმის სიტყვასიტყვით, მცირე ვარიანტული სხვაობებით მისდევს ეროვნულ არქივში დაცულ 1446/N123 ხელნაწერს. თუმცა ამ ნუსხისგან განსხვავებით წინამდებარე ტექსტი სრულია.
ძალიან ახლოს დგას ტექსტი 1446/19-თან. 19-ში გამეორებულია შენიშვნაც კი, რომელიც 28-ში როქსანას გოდებაშია ჩაწერილი „აქ დაიხატოს ალექსანდრეს ცხედრის წაღება“. შესაბამისად, 19 უფრო გვიან არის გადაწერილი და შესაძლოა 28-დანაც.
ტექსტი ნაწერია სხვადასხვა ზომის, მთელ ფურცლებზე ისე, რომ არშიები არ ეზომება.
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა კოლექციის აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ, აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, თბილისი, ტომი I, 1949, გვ. 10-11.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი), I, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს: ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016, გვ.227-228.
ალექსანდრიანი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, კომენტარები ლექსიკონი და საძიებელი დაურთო რევაზ მირიანაშვილმა, თბილისი 1980.
1924 წელს ხელნაწერი ეროვნულ არქივს შემოსწირა ბარბარე თუმანიშვილმა (ხელთუბანი, ქართლი).
ციტირება
ალექსანდრიანი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/33 წვდომის თარიღი: