თვენი - ჰიმნოგრაფიული / ლიტურგიკული კრებული. მასში შეტანილია მთელი წლის ყოველდღიური საგალობლები. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ თვენი როგორც დამოუკიდებელი ჰიმნოგრაფიული კრებული იადგარების დანაწილების შემდეგ ჩამოყალიბდა.
თვენის პირველი რედაქცია X-XI საუკუნეების მიჯნაზე უნდა შეექმნათ და იერუსალიმური და კონსტანტინეპოლური ლიტურგიკული ტრადიციების ნაზავს წარმოადგენს. მეორე რედაქციის შემდგენელი კი წმინდა გიორგი მთაწმინდელია. საფუძვლად მას გამოყენებული ჰქონდა როგორც ბერძნული ორიგინალები, ისე ძველი ქართული ჰიმნოგრაფიული კრებულებიდან გადმოღებული საგალობლები.
წინამდებარე ხელნაწერი მხოლოდ დეკემბრის თვის მსახურებებს შეიცავს. ხელნაწერი ე (5) რვეულიდან იწყება, წმინდა პატაპის ხსენებით (7 დეკემბერი), შესაბამისად, წინ აკლია დაახლოებით 32 ფურცელი, ხოლო მთავრდება 24 დეკემბრით და ბოლონაკლულია.
თითოეული ხსენება ორ ნაწილად არის დაყოფილი. პირველში შედის სვინაქსარული საკითხავი, ხოლო მეორეში საგალობლები: სტიქარონნი, ლიტანიისაჲ, წარდგომაჲ, იბაკოჲ, უგალობდითსა, განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა, გამოავლინე, ადიდებდითსა.
წინამდებარე თვენის ნაწილი გიორგი მთაწმინდელის რედაქციის თვენის შემოკლებული რედაქციაა.
- შიფრი:
- 1446/27
- სახელწოდება:
- თვენი
- საუკუნე:
- XIII
- დათარიღების საფუძველი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები.
- ფურცლების რაოდენობა:
- 73
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
ახალი, კოლენკორგადაკრული მუყაოს ნაცრისფერი ყდა.
- ზომები
-
ყდის:
257x217
ქაღალდის:
247x232/190/198
ტექსტის:
175/18x125
სისქე:
24
სტრიქონებს შორის მანძილი:
4
- არშიები
-
ზედა:
14/2
ქვედა:
32/5
მარცხენა:
22/46
მარჯვენა:
19/43
- სტრიქონების რაოდენობა:
- 29
- აღრიცხვა:
-
იწყება ე რვეულით. მონიშნულია ნუსხურით (გადამწერისავე ხელით) რვეულის დასაწისში, ზედა არშიაზე და დასასრულს, ქვედა არშიაზე.
- განკვეთილობის ნიშნები:
-
- ხელნაწერის მდგომარეობა:
- თავბოლონაკლული; ფურცლები - დალაქავებული, დაზიანებული და კიდეებშემოხეული. ზოგიერთ ადგილას ტექსტის ამოკითხვა შეუძლებელია. ამჟამად ხელნაწერი რესტავრირებულია და ჩასმულია ახალ ყდაში.
- დაკავშირებული პირები
-
- პატაპი ღირს.
- ანა (ღმრთისმშობლსი დედა)
- მარიამი (ღმრთისმშობელი)
- მინა, ერმოგინე და ევგრაფო მოწ.
- დანიელ მესვეტე წმ.
- სფირიდონ /სპირიდონ ტრიმიფუნტელი
- ევსტათი / ევსტრატი მოწ.
- ავქსენტი მოწ.
- ევგენი მოწ.
- მარდარი მოწ.
- ორესტი მოწ.
- ლუკია ქალწული წმ.
- თურსო / თვირსო / თჳრსო მოწ.
- ლევკი მოწ.
- კალინიკო მოწ.
- ელევთერი მღვდელმოწ.
- მარინა დიდმოწ.
- ანანია, აზარია და მისაილი წმ.
- მარინო მოწ.
- დანიელ წინასწარმეტყველი
- კოზმან და დამიანე
- მარინო მოწ.
- თუთაელი მოწ.
- ვევეა მოწ.
- არიოზი
- კვირიენი / კჳრიენი მოწ.
- ფილიმონი მოწ.
- აპოლონი მოწ.
- იპატი წმ.
- სუსანა მოწ.
- პატემოთე მოწ.
- კოპრი მოწ.
- ალექსანდრე მოწ.
- ვონიფანტე მოწ.
- ფოკა მოწ.
- ერმილო მოწ.
- ეგნატე / ეგნატი ღმერთშემოსილი, მღვდელმოწამე
- ივლიანა დიდმოწ.
- ანასტასია წმ.
- კონსტანტინე / კოსტანტინე დიდი, იმპერატორი, მოციქულთასწორი
- კონსტანტი (323-350), რომის იმპერატორი
- დეკეოზ მეფე
- კომბრიკ მთავარი
- მაქსიმიანე მეფე
- შიო ოთარაშვილი, დიაკონი
- ასთანდარი (მინაწ.)
- დაკავშირებული ტოპონიმები
- დასაწყისი:
-
[...] ყოველთა მეუფესა [...] და ჴსნად ევედრ[... ...] მისისაჲ მრავალ მო[... …მ]შობელი თჳსისაგან ყოფად მოჰმადლა მას სახიერებით [...] პორფირი დღეს დაიქუსვის საშოსა შენ[სა ... ] მეუფჱმან და ღმერთმან ყოველთამან შთაიცუას და კაცთა გამ[...]ნდეს და დასცეს მბრძოლი ჩუენი მტერი მამათა ჩუენთა ღმერთმან ყოვლად ძლიერმან ... (1r).
- წყდება:
-
… დაწყებასა მესამისა ჟამისასა დაჰრეკონ ძელსა და შეკრბენ ეკლესიად და ილოცონ ორი ჟამი მზისა და სამჟამისაჲ. ხოლო მზისასა [...] (73v).
ქვესათაურ(ებ)ი:
-
მასვე დღესა წმიდისა მამისა ჩუენისა პატაპისი ჴმაჲ ა - წმიდანო მარტჳ. მამასა პატაპი ჴორცთა აღძრვანი მოძღურებითა დასწუჱნ ... (1v-4r).
-
თუესა დეკენბერსა თ მუცლადღებაჲ წმიდისა ანაჲსი - რაჟამს-იგი მუცლად-იღო წმიდაჲ ღმრთისმშობელი მარიამ, ვითარცა ახარა მას ანგელოზმან უფლისამან და ეგრეთვე ნეტარსა იოვაკიმს. და ჴსენებაჲ წმიდათა უქრთამოთაჲ კოზმან და დამიანესი და წამებაჲ წმიდათა მოწამეთაჲ სოსითე [...] ისაკისა და პატაპისი - ესე წმიდაჲ მამაჲ ჩუენი პატაპ[...] იყო თებაიდით ეგჳპტისაჲთ. მონაზონებისა ცხორებაჲ აღიღო და ჟამნი მრავალნი უდაბნოთა შინა ... (4r-v).
-
[თუესა დეკენბერ]სა თ მუცლადღებაჲ წმიდისა ანნაჲ[... ...] - რომელი მყოფ არს მაღალთა შინაღმერთი ჯერ[... ...] მოხედვაჲ კაცთაჲ და გარდამოსლვაჲ ზეცით ქ... (4v-8r).
-
თუესა დეკენბერსა [ი] წმიდათა მოწამეთა მინაჲსი, ერმოგინესი და ევგრაფოჲსი - ესე წმიდაჲ მოწამე მინა იყო მაქსიმიანეს ზე მეფისა ... და წმიდისა მოწამისა მარინოსი კესარიას შინა და წმიდისა მოწამისა თუთაელისი და დისა მისისა ვევეასი (8r-9r).
-
თუესა დეკენბერსა ი წმიდათა მოწამეთა მინა, ერმოგენი და ევღრაფოჲსი. ჴმაჲ ა - წმიდანო მარტ. მოწამეო მჴნეო, მინა, გუჱმანი იგი მოუთმენელნი: თუალთა აღმოჴდაჲ და ენისა მოკუჱთაჲ ... (9r-15v).
-
- სხუანი გალობანი წმიდათა სამთა ყრმათათჳს და დანიელ წინასწარმეტყუელისა დ გუერდი - ქუეყანასა მწყ. დაუსაბამოსა სიტყუასა მამისაგან წინასაუკუნეთა შობილსა ... (13r-14v)
- ქრისტეს შობისა წინა კჳრიაკესა ჴსენებაჲ წმიდათა მამათმთავართაჲ ჴმაჲ ა გუერდი. გიხაროდენნი - აღიღე ბრწყინვალედ ჴმაჲ შენი, სიონ, საღმრთოო ქალაქო ღმრთისაო ... (14v).
-
თუესა დეკენბერსა ია წმიდისა მამისა ჩუენისა დანიელ მესუჱტისაჲ, დ გუერდი - ვითარმედ გხადო. ვითარმედ სახელ-გდვათ შენ, დანიელ, მოღუაწედ უძლეველად ... (15v-18r).
-
თუესა დეკენბერსა იბ წმიდისა მამისა ჩუენისა და საკჳრველთმოქმედისა სპირიდონისი, რომელი იქმნა ეპისკოპოს ტრიმითუნტას - ესე იყო დიდისა კოსტანტინეს ზე და კოსტანტი ძისა მისისა ... (18r-19r).
-
თუესა დეკენბერსა იბ წმიდისა და საკჳრველთმოქმედისა მამისა ჩუჱნი[სა] სფჳრიდონისი, უფალო, ღაღადყავსა. ა. - ზეცისა განწე. სულისა ბრწყინვალებითა ყოვლადბრწყინვალემან ბრძენმან მამათმთავარმან, არიოზ მზაკოვარისა გმობაჲ უჩინო ყო ... (19r-22v).
-
თუესა დეკენბერსა იგ წმიდათა დიდებულთა მოწამეთა ევსტრატისი, ევქსენტისი(!), ევგენისი, მარდარისი და ორესტისი - ესენი იყვნეს დეოკლიტიანეს და მაქსიმიანეს ზე უშჯულოთა მეფეთა მთავრობასა ლუსიაჲსსა ლიმიტინელთა ზედა ... ამასვე დღესა წმიდისა მოწამისა კჳრიენისი და წმიდისა მოწამისა ლუკია ქალწულისა, რომელი იყო სიკილიაჲთ ქალაქით სურაკოსით ... (22v-24r).
-
თუესა დეკენბერსა იგ წმიდათა მოწამეთა ევსტრატი, ავქსენტი, ევგენი, მარდარი და ორესტისი და წმიდისა მოწამისა ლუკიაჲსი. უფალო ღაღადყავსა ჴმაჲ ა - ზეცისა განწ. საკჳრველი ევსტრატი დღეს ღუაწლითშემოსილი მოგჳწოდს ჩუენ გალობად დღესასწაულსა თჳსსა ... (24r-28v).
-
თუესა დეკენბერსა იდ წმიდათა მოწამეთა თჳრსო, ლევკი და კალინიკოჲსი - ესენი იყვნეს დეკოზ(!) მეფისა ზე და კომბრიკ მთავრისა ... ამასვე დღესა ჴსენებაჲ დიდისა მის ძრვისაჲ ... ამასვე დღესა წმიდათა მოწამეთა ფილიმონისი, აპოლონისი, იპატისი და მათთანათაჲ ... (28v-30v).
-
თუესა დეკენბერსა იდ წმიდათა მოწამეთა თჳრსო, ლევკი და კალინიკესი. უფალო ღაღადყავსა დ - მჴნეონნი. თჳრსო, მხნეო მოწამეო. ფარი უღმრთოთაჲ შეჰმუსრე, ხოლო მშჳლდები მათი და საჭურველი დასწჳ ... (30v-33r).
-
თუესა დეკენბერსა იე წმიდისა მღუდელმოწამისა ელევთერისი - ესე იყო ქალაქისა ჰრომისჲ ნათესავთა წარჩინებულთაჲ, ყრმაჲ ჰასაკითა ... ამასვე დღესა წმიდისა მოწამისა სუსანაჲსი, რომელი იყო პალესტინეს მაქსიმიანეს ზე მეფისა ...(33r-34v).
-
თუესა დეკენბერსა იე წმიდისა მღუდელმოწამისა ელევთერისი. უფალო ღაღადყავსა. ჴმაჲ დ - მოგიცემიეს. ჭურ პატიოსან იქმენ სულისა წმიდისა, მამაო, და სული შენი განსწმიდე, ნეტარო ... (34v-37v).
-
თუესა დეკენბერსა ივ წმიდისა მოწამისა მარინოჲსი - ესე იყო მარკიანეს ზე მეფისა ნათესავისაგან მთავართაჲსა … (37v-39).
-
თუესა დეკენბერსა იზ წმიდათა სამთა ყრმათა ანანია, აზარია და მისაელისი, დანიელ წინასწარმეტყუელისაჲ - ვითარცა გუაუწყებენ პირუელ აღწერილნი მოსაჴსენებელნი, იყვნეს ესენი წმიდისაგან ქალაქისა იერუსალჱმისა ძენი ეზეკია მეფისანი…ამასვე დღესა წმიდისა პატემოთესი და კოპრისი და ალექსანდრესი, რომელნი იწამნეს ივლიანეს ზე განდგომილისა ... (39v-41r).
-
თუესა დეკენბერსა იზ წმიდისა წინასწარმეტყუელისა დანიელისი და წმიდათა სამთა ყრმათა ანანია, აზარა და მისაელისი. დ მჴნეონი - დანიელ ღმერთშემოსილმან გული უბიწოჲ მოიგო და ყო იგი სავანედ წმიდად სულისა ... (40r-46r).
• მეორესა კჳრიაკესა პირველ ქრისტეშობისა წმიდათა მამათა. დაბადებისა საკითხავი - ესმა აბრაჰამს, რამეთუ წარიტყუჱნა ლოთ ძმისწული მისი და აღირაცხნა თჳსნი სახლისა ნაშობნი მისნი სამას ათვრამეტნი ... (46r-47r).
• მეორესა კჳრიაკესა პირველ ქრისტეშობისა წმიდათა მამათაჲ და სამთა ყრმათაჲ და დანიელისი, გ გუერდი - ყოველი სასოებაჲ. გამოჩნდა დიდებული მამათმთავართა ჴსენებაჲ, აღვსებული ნათლითა და ბრწყინვალებითა ... (47r-50r).
-
თუესა დეკენბერსა იჱ წმიდისა ფლოროჲსი ამასელ ეპისკოპოსისაჲ - ესე იყო მეფობასა იუსტინიანე ახლისასა და ტიბერისსა და მავრიკისსა, კონსტანტინეპოლის შინა ... ამასვე დღესა წმიდისა ვონიფანტესი და წმიდისა მოწამისა ფოკაჲსი და ერმილოჲსი და სატფურებაჲ წმიდისა ღმრთისმშობელისა ხალკოპრატიას (50r-v).
-
თუესა დეკენბერსა იჱ წმიდისა მოწამისა სევასტიანესი და მის თანათაჲ. ჴმაჲ ა - წმიდანო მარტ. სისხლთა შენთა წმიდათა პორფირი, მრავალსასყიდლისაჲ შეიმზადე და მით შემოსილი მკჳდრ იქმენზეცას ... (50v- 51r).
-
[თუესა დეკენბერსა ით] [... ... ...] [ამასვე დღესა] [...ღაჲ] ევტუქისი და თესალონიკესი და მათ თანა ორასთა მამათაჲ და სამეოცდაათთა დედათაჲ, რომელნი იწამნეს თესალონიკეს და წმიდათა მოწამეთა ვონიფანტესი და ერმოლაოჲსი (52r).
-
თუესა დეკენბერსა ით წმიდისა მოწამისა ვონიფანტესი. ჴმაჲ ა – [...]გსურდა დიდებისა საკუნოჲსა, დიდებულო ვონიფანტე ახოვანო, ვინაჲცა ტკივილნი მწარენი დაითმინენ უშიშითა გონებითა ... (51r-52r).
-
თუესა დეკენბერსა კ წინადღე ქრისტეშობისაჲ. ჴმაჲ გ გუერდი - ანგელოზთა დღეს წინა უვიდოდეთ, ძალნო ბეთლემისათა ... (52r-55r).
• მასვე დღესა წმიდისა ეგნატი ღმერთშემოსილისაჲ. ჴმაჲ დ. მჴნეონი - ღმრთისმეტყუელებისა თავად და თანამკჳდრად მსახურად მოციქულთა კუალსა შეუდეგ, ეგნატი, აღმოსვლით რაჲ გამოხეჱდ ... (55r-57v).
-
თუესა დეკენბერსა კა წმიდისა მოწამისა ივლიანაჲსი, რომელი იყო ქალაქით ნიკომოდიით მაქსიმიანეს ზე მეფისა ასული მშობლეთა მდიდართაჲ ... მასვე დღესა წმიდისა მოწამისა ივლიანასი დ - მჴნეო შორის. სამოსელი ცხორებისაჲ სისხლთა შენთაგან ღებული ... (57v-58r).
-
თუესა დეკენბერსა კა წინადღე ქრსტეს შობისაჲ ბ გუერდი - ანგელოზთა დღე. დღესასწაულობს ყოველი დაბადებული და ზეცისანი ჩუენ თანავე იხარებენ, რამეთუ შემოქმედი ქალწულისაგან იშვების ... (58r-62v).
-
თუესა დეკენბერსა კბ წამებაჲ წმიდისა მოწამისა ანასტა[სიასი] - [...] დეოკლიტიანეს ზე მეფისა, ნათესავით ჰრო[... .... მშობელთა] ღმრთისმსახურთა და მორწმუნეთაჲ ... (62v-63v).
-
თუესა დეკენბერსა კბ წინადღე [ქრისტეშობი]საჲ ბ გუერდი - ანგელოზთა დღეს. აჰა ესერა კრავი [...] სოფლისა ბრალთაჲ ბაგასა მიყვანებად ... (63v-66r).
-
თუესა დეკენბერა კგ წმიდათა ათთა მოწამეთა, რომელნი იწამნეს კრიტს ... (68r-v)
-
თუესა დეკენბერსა კგ წინადღე ქრისტეშობისაჲ ბ გუერდი - ანგელოზთა დღეს. ნეფსითი მოსდრიკენ ცანი და გარდამოჰჴედდა ქალწულებრივი საშოჲ გამოუკულეველად ... (68v-71v).
• მასვე დღესა წმიდათა ათთა მოწამეთა კრიტე(!). ჴმაჲ დ - მ[... ...] ათეული ღმრთივბრწყინვალე და ათმნათობ[...][...]მპარი, რომელი საღმრთოჲთა ნათლითა განანათლებს ეკლესიისა სავსებასა ... (71v-73v).
-
თუესა დეკენბერსა კდ წინადღე ქრისტეს შობისაჲ - ხოლო უკუეთუ წინადღე ქრისტეს შობისაჲ მარხვათა დღე იყოს, ესრეთ იქმნას წესი ჟამთა ლოცვისაჲ: კანკელსა წინაშე დაუსუჱნონ ხატი ქრისტეს შობისაჲ... (73v).
-
„ღმერთო, შეიწყალე, სული ფრიად ცოდვილისა ასთანდრის და ძმანი უდღეგრძელენ (15v, ნუსხური, ქვედა არშია).
-
„ქ. ესე თვენი წმინდი[ს] შიოსი იყო. ახლა მე ვიშოვნე ღთის შეწევნითა. ღმერთო, მშვიდობაში მოაჴმარე. შენმა მ[ა]დლმ[ა]ნ და სახელმან, შენი მადიდებელი ვიყო, ოთარაშვილი შიო დიაკვანი გეხვეწები“ (34v, მხედრული, ქვედა არშია).
-
„წელს ჩღჲე (1775) ქორონიკონს უპ“ (39v, მხედრული, ქვედა არშია).
-
„ესე ეტრატი სვეტისცხოვლისა არს“ (34r, მხედრული, ზედა არშია).
-
გაურკვეველი შინაარსის მინაწერები: 1r, 3v, 4r (ნახსენებია ახალციხე), 8r, 13v, 17r, 33v, 35r, 47v.
ტექსტში შედის შემდეგი საგალობლები: მესმასა, განძლიერდასა, აკურთხევდითსა, ღაღადყავსა, ადიდებთითსა, სტიქარონები.
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ.16.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016, გვ.221-226.
ხელნაწერი სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა შიომღვიმის მონასტერს, დიაკონ შიო ოთარაშვილსა და სვეტიცხოვლის ტაძარს.
ეროვნულ არქივში ხელნაწერი შემოსულია 1924 წელს თორტიზას მონასტრიდან.
ციტირება
თვენი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/32 წვდომის თარიღი: