ოთხთავი ოთხი სახარების (მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე) გარდა შეიცავს საწელიწდო სახარებათა საკითხავების ზანდუკს.
ხელნაწერის დიდი ნაწილი პალიმფსესტური ფურცლებისაგან შედგება, რომლებშიც ორი და ზოგან სამი ფენაც გაირჩევა. შუა ფენის ძირითადი ნაწილი ნაწერია ნუსხურით. ამათგან ამ ნუსხურით ნაწერში განირჩევა ორი სხვადასხვა ხელი. ერთით ნაწერია სახარებათა დასაწყისში მოთავსებული საძიებლები და შედარებით გვიანდელი ხელია (XVI-XVII საუკუნე), ხოლო მეორით - ტექსტის ძირითადი ნაწილი და დაახლოებით XII-XIII საუკუნეში უნდა იყოს გადაწერილი. შუა ფენის ნუსხური გვიჩვენებს, რომ ძველი ხელნაწერის ეტრატის საკმაო ნაწილი ჩამოჭრილია. რამდენიმე გვერდზე ქვედა - მესამე - ფენა ნაწერია ასომთავრულით. უხეში დათარიღებით ეს ფენა IX-X საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს.
ხელნაწერში შემდეგი მინიატურებია ჩართული: წმიდა მათე მახარებლის (3r), წმიდა მარკოზ მახარებლის (72v), წმიდა იოანე მახარებლის და წმიდა პროხორესი (118v). დაკარგულია წმინდა ლუკა მახარებლის მინიატურა. სახარებათა დასაწყისები გაფორმებულია თავსამკაულებით. ზედა ფენის გადამწერი და შიგადაშიგ გამცხოველებელია გიორგი (183v); მომგებელი - ესტატე (4r, 72r).
ოთხთავი შემოსულია 1924 წ. თორტიზის ეკლესიიდან.
- შიფრი:
- 1446/26
- სახელწოდება:
- სახარება-ოთხთავი
- საუკუნე:
- IX-X, XII-XIII, XIV
- დათარიღების საფუძველი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები.
- გადამწერი/დამწერი:
- მომგებელი/დამკვეთი:
- ფურცლების რაოდენობა:
- 183
- დაუწერელი ფურცლები:
- 1v
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
მოყავისფრო ყდა, გაფორმებული ოქროსფერი, ყვავილოვანი ორნამენტებით.
- ზომები
-
ყდის:
232x158
ქაღალდის:
219x145
ტექსტის:
165x115
სისქე:
50
სტრიქონებს შორის მანძილი:
6
- არშიები
-
ზედა:
16
ქვედა:
20
მარცხენა:
20
მარჯვენა:
19
- სტრიქონების რაოდენობა:
- 23
- განკანონება/ჭვირნიშანი:
-
შიგადაშიგ კარგად შეემჩნევა განკანონების ხაზები.
- აღრიცხვა:
-
აღრიცხვა - რვეულებრივი. იმის გამო, რომ ხელნაწერი ნაკლულია, რვეულების მხოლოდ ნაწილია სრულად შემორჩენილი. შესაბამისი წარწერებით გაირჩევა მხოლოდ ზ (7), ჱ (8), იბ (12), იდ (14), კე (25), კვ (26), კზ (27), კთ (29), ლ (30), ლა (31), ლბ (32), ლგ (33) რვეულებზე. უმეტესად მონიშნულია რვეულის დასაწყისის ზედა არშიაზე ნუსხურითა და ქარაგმის ნიშნით. თუმცა ხელნაწერის მეორე ნაწილში აღნიშნულია როგორც რვეულის დასაწყისზე, ასევე დასასრულზე.
- განკვეთილობის ნიშნები:
-
- ხელნაწერის მდგომარეობა:
- ხელნაწერი ნაკლულია, დაზიანებული, დალაქავებული, რესტავრირებული.
- გაფორმება:
-
ახლავს შემდეგი მინიატურები: წმიდა მათე მახარებლის (3r), წმიდა მარკოზ მახარებლის (72v), წმიდა იოანე მახარებლის და წმიდა პროხორესი (118v). სახარებათა დასაწყისი გაფორმებულია თავსამკაულებით.
- დასაწყისი:
-
სახარებაჲ მათეს თავი - წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი: აბრაჰამ შვა ისაკ, ისაკ შვა იაკობ, იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი ...
ქვესათაურ(ებ)ი:
-
მათეს სახარების საძიებლები (1r-2v).
სახარებაჲ მათეს თავი - წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი: აბრაჰამ შვა ისაკ, ისაკ შვა იაკობ, იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი ... (4r-69v).
-
ესე თავები არს მარკოზისი სახარებისა (69v-71r).
მარკოზის სახარება (72v-110v).
-
[ლუკას სახარება] (111r-116v).
-
ესე თავები არს იოანეს სახარებისაჲ (116v-117v).
[იოანეს სახარება] (118v-163r).
-
ზა[ნ]დუკი საწელიწადო გამოკრებისა სახ[ა]რებისა წინადაგებულსა კჳრიაკესა აღვსებისასა (163v-183r).
-
„ესე წმიდაჲ სახარებაჲ თორმეტ მარჩილად მიყიდია, ძმანო ჩემნოჲ“ (ნუსხური, ზედა ტექსტის ხელით, მათეს სახარების ბოლოს, 69v).
-
,,დიდებაჲ ღმერთსა მად[... ... ... ...] კურთხეულ არს [... ... ... ...] უფალო ღმერთო დ[... ...]“ (ნუსხური, ზედა ტექსტის ხელით, 183r).
-
„[მ]ათე, მარკოზ და ლ[უკა] და იოანე, შეიწყალე გიორგი [...] მწერალი“ (ნუსხური, ზედა ტექსტის ხელით, 183v).
-
„უწყით წმინდანო მახარებელნო მათე, მარკოზ, ლუკა და იოანე, რამეთუ დიდად გავისაჯე მე, ცოდვილი გიორგი, მეოხ მეყვენით აქაცა და მას საუკუნესა [...], ამინ“ (ნუსხური, ზედა ტექსტის ხელით, 183v, პირველ სვეტზე).
-
,,ბერსა ესტატეს შეუნდვენ ღმერთმან, ამინ“ (4r, ასომთავრულით, ზედა არშია).
ხელნაწერი პალიმფსესტია. პალიმფსესტური ფურცლებია: 8, 9, 22, 30, 35- 38, 42, 44, 45, 48, 52, 54, 55, 58, 59, 61-63, 65, 66, 69, 70-72, 74-78, 87, 88, 91-99, 109, 117, 118, 123-128, 130-133, 135, 136, 139, 141, 142, 151-154, 160, 163, 164, 166-169, 172, 183. პალიმფსესტურ ფურცლებში ორი და ზოგან სამი ფენაც შენიშნება. შუა ფენის ძირითადი ნაწილი ნაწერია ნუსხურით. ამ ნუსხურით ნაწერში განირჩევა ორი სხვადასხვა ხელი. ერთით ნაწერია სახარებათა დასაწყისში მოთავსებული საძიებლები და შედარებით გვიანდელი ხელია (XVI-XVII საუკუნე), ხოლო მეორით ნაწერია ტექსტის ძირითადი ნაწილი და დაახლოებით XII-XIII საუკუნეში უნდა იყოს გადაწერილი. შუა ფენის ნუსხური გვიჩვენებს, რომ ძველი ხელნაწერის ეტრატის საკმაო ნაწილი ჩამოჭრილია. რამდენიმე გვერდზე ქვედა - მესამე - ფენა ნაწერია ასომთავრულით. უხეში დათარიღებით ეს ფენა IX-X საუკუნეს უნდა განეკუთვნებოდეს.
სახარების ტექსტი ორ სვეტად არის ნაწერი.
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა კოლექციის აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ, აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, თბილისი, ტომი I, 1949, გვ. 15-16.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი), I, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს: ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016, გვ.217-220.
ენრიკო გაბიძაშვილი, ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები, ბიბლიოგრაფია, 4. ბიბლიოლოგია, ეგზეგეტიკა, აპოკრიფები, თბილისი, 2009, გვ.121.
საეკლესიო მოხატული ხელნაწერი წიგნები, ქართულ ხელნაწერთა კოლექცია (IX-XIX), შემდგენელი მ. ჭუმბურიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი, თბილისი, 2011, გვ.30-35.
ქართული მოხატული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები, საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალა, თბილისი, 2016, გვ.34-35.
ქართული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები, რედაქტორ-შემდგენელი ქეთევან ასათიანი, თბილისი, 2023, გვ.58-61.
UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრი. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები, თბილისი, 2018, გვ.12-27.
ციტირება
სახარება-ოთხთავი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/31 წვდომის თარიღი: