ზატიკი


1446/22

ზოგადი აღწერა:

ზატიკი ლიტურგიკული/ჰიმნოგრაფიული კრებულია და შეიცავს საღმრთისმსახურო საგალობლებს, რომლებიც სრულდება ეკლესიაში აღდგომიდან სულთმოფენობამდე. წინამდებარე ხელნაწერი XVIII საუკუნეშია გადაწერილი და გიორგი მთაწმინდელის შემდგომი რედაქციის ტექსტს უნდა შეიცავდეს. ხელნაწერში ძირითად დღესასწაულთა გარდა წარმოდგენილია სადაგი დღის მსახურებებიც. თითოეული მსახურება მდიდარია სხვადასხვა ტიპის საგალობლებით, მათ შორის სტიქარონებით. 

ზატიკი ფრაგმენტულად არის მოღწეული. მართალია, მხოლოდ ნაწილობრივ, მაგრამ მაინც შემორჩენილია შემდეგი მსახურებები: დიდი შაბათი, აღდგომის კვირიაკე, ახალკვირიაკე, მენელსაცხებლე დედათა და იოსებ არიმათიელის კვირიაკე, განრღვეულის კვირიაკე და განზოგება.

ზატიკის გარდა ხელნაწერში ორი სხვა ხელნაწერის ფრაგმენტებია ჩართული: 1) ვნების სახარების საკითხავი იოანეს თავიდან (XV-XVI სს.). 2) ლიტურგიკული შინაარსის კრებულის ნაწილი (XVI-XVII სს.).


შიფრი:
1446/22
სახელწოდება:
ზატიკი
საუკუნე:
XVIII
დათარიღების საფუძველი:

პალეოგრაფიული ნიშნები.

ფურცლების რაოდენობა:
86
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

კოლენკორგადაკრული მუყაოს ყდა.

ზომები

ყდის:

205x155


ქაღალდის:

190x135


ტექსტის:

140x95


სისქე:

38


სტრიქონებს შორის მანძილი:

5

არშიები

ზედა:

17


ქვედა:

34


მარცხენა:

26


მარჯვენა:

28

სტრიქონების რაოდენობა:
22/24
აღრიცხვა:

რვეულებრივი. შემორჩენილია ა, ბ, გ, ვ, ზ, ჱ, თ, ი, ია, იბ, იგ და იდ რვეულები. აქედან სრული არის მხოლოდ ვ, ზ, იბ, იგ და იდ რვეულები, დანარჩენი ყველა ნაკლულია (ა - 6 ფურცელი, ბ - 7 ფურცლი; გ - 6 ფურცელი; ჱ - 4 ფურცელი; თ - 6 ფურცელი; ი - 3 ფურცელი; ია - 7 ფურცელი).

განკვეთილობის ნიშნები:
ხელნაწერის მდგომარეობა:
ხელნაწერი თავბოლონაკლულია, აკლია ტექსტის შიგნითაც. ფურცლები - დაზიანებული, დალაქავებული, კიდეებშემოცვეთილი.
დასაწყისი:

 [დიდსა შაბათსა მწუხრი] - [...]ღდგომილნი და მადლობით ვღაღადებთ: ესე არს დღე უფლისაჲ, რომელ ქმნა ყოველთა მეუფჱმან ...(1r-2v).

წყდება:

გიხაროდენ შენ, მთაო ჩრდილოვანო, ქრისტეს დედაო, გიხაროდენ შენ, საწმისო, რომელმან შეიწყნარე [...] (79v).

სათაურ(ებ)ი:

[ზატიკი]

I

ქვესათაურ(ებ)ი:

[დიდსა შაბათსა მწუხრი] - [...]ღდგომილნი და მადლობით ვღაღადებთ: ესე არს დღე უფლისაჲ, რომელ ქმნა ყოველთა მეუფჱმან ... (1r-2v).

წმიდასა დიდსა კჳრიაკესა ღამისთევად გალობანი. ბ გუერდი - რომელმან დაფარა. ქრისტე, მჴსნელო ჩუენო, მოკუდავთ ქებასა და საფლავსა შინა შთასლვისა შენისა გალობასა გიღაღადებთ ... (2v-5v).


ბრწყინვალესა კჳრიაკესა ცისკრად გალობანი ორნი: ერთი აღდგომისა და ერთი ღმრთისმშობელისი. ჴმაჲ ა, უგალობდითსაჲ - აღდგომისა დღე არს, განბრწყინდებოდეთ, აწ, ერნო ... (6r- 8v).


კჳრიაკესა მწუხრი დასდებელნი აღდგომისანი. ჴმაჲ ბ - პირველ საუკუნეთა მამისგან შობილსა ღმერთსაჲ სიტყუასა განხორციელებულსა ქალწულისა მარიამისაგან, მოვედით თაყუანის-ვსცეთ ... (9r-10v).

• სერობისად გალობანი. ჴმაჲ ბ - ღელვათა დანთ. დავით მგალობლისა თანა ძლევისა გალობითა მადლობით უგალობდეთ მაცხოვარსა ... (10v-12r).


ორშაბათსა მწუხრი დასდებელნი აღდგომისანი. ჴმაჲ გ - [...]ითა შენითა, ქრისტე მაცხოვარ, დაჰჴსნდა ძალი სიკუდილისა და ეშმაკისა საცთური განქარდა ... (12r- 14v).


ცისკრად [... ... ...]სა ბრძანეთ ეგრეთ, ვითა ორშაბათს გაგჳ[...].

სამშაბათსა მწუხრი დასდებელნი აღდგომისანი, ჴმაჲ დ - ცხოველსმყოფელსა ჯუარსა შენსა დაუცხრომელად თაყუანივსცემთ, ქრისტე, და მესამესა დღესა აღდგომასა შენსა ვადიდებთ ... (14v-16r).



სერობისად გალობანი. უგალობდითსაჲ, ჴმაჲ დ - ზღჳსა მის მეწამ. ძელისა მიერ, უფალო, დაჰჴსენ წყევაჲ იგი ხისა მის და მოჰკალ სიკუდილი სიკუდილითა ... (16r-17v).


სათაურ(ებ)ი:

II

ქვესათაურ(ებ)ი:

[სამშაბათსა ცისკრად] – [...]თა მჴსნელმან იესუ, არამედ ჩუენთჳს საცხორებელ ყო იგი ... (20r- 21r).


სამშაბათსა მწუხრი. უფალო ღაღადყავსაჲ. მჴნეონნი დ - შეახე რაჲ მაცხოვრისა გუჱრდსა, ყოვლად დიდებულო ... (21r-22r).


სამშაბათსა [... ...] წინაჲ [...] - წმიდაო, წმიდათაო, რაჲთა წმიდა ჰყვნე დაბადებულნი შენნი, ძელსა ზედა ჯუარისასა ნებით აჰმაღლდი ... (22r-23v).


ოთხშაბათსა ცისკრად გალობანი უგალობდითსა, ბ გუერდი - უკლეველად ზღუაჲ. განგებისა შენისა საიდუმლო მიუწდომელ არს, ღმერთო ... (23v-25r).


ახალკჳრიაკესა ოთხშაბათსა მწუხრი, უფალო ღაღადყავსაჲ, ბ გუერდი - ყოველი სასოებაჲ. დღე ახალკჳრიაკე, დღე ნათლითა შემოსილი და დედოფალი დღეთა ... (25v-26v).

• სერობისად ხუჱდრნი - საღმრთოჲსა საჴმი. განწირულთა ამათთჳს სიკუდილად მოხვედ ყოველთა ცხორებაო, ქრისტე, და შემუსრე ფლობაჲ ჯოჯოხეთისა ... (26v-27v).


ხუთშაბათსა [.....] წარდგომაჲ ბ გუერდი - ანგელოზთა დღის. თომაჲ ჴმაჲ-ყო დღეს შენდა მომართ, ქრისტე, ღმერთო ... (27v-29v).



ახალკჳრიაკესა ხუთშაბათსა მწუხრი, ჴმაჲ ა - წმიდანო მარტჳლნო. შემდგომად საფლავით შენისა საშინელისა აღდგომისა, ქრისტე, ვითარცა-იგი ბეჭედნი არა დაიჴსნენ ... (29v-31v).


ცისკრად გალობანი პარასკევსა, გ გუერდი - ღმერთსა რომელმან დაან. წინასწარმეტყუელისა დავითის თანა ვღაღადებთ ... (31v-32v).


პარასკევსა მწუხრი, უფალო ღაღადყავსა და სტიქარონი და შაბათსა ცისკრად ყოველივე უცვალებელად ახალკჳრიაკესა ბრძანე.

სერობისა გალობანი პარასკევსა - შთაჴდა იონაჲ. [...] ჯოჯოხეთით უფალმან და არღარა ვართ შესაჭმელ [... ...] იგი შემუსრაჲ წამისყოფით ... (32v).


სათაურ(ებ)ი:

III

ქვესათაურ(ებ)ი:

აღვსებითგან მესამესა კჳრიაკესა მენელსაცხებლეთა დედათა და იოსებ მართლისა. უფალო ღაღადყავსაჲ. დასდებელნი აღდგომისნი, ჴმაჲ გ - პირველ საუკუნეთა მამისაგან შობილსა, ღმრთისაჲ სიტყუასა, განჴორციელ[...] ქალწულისა მარიამისგან ... (34v-35v).


[გ კჳრიაკესა მწუხრი] – [...]ყრიან და საღმრთოჲ სუდარი. რასა იცილობთ და სცთებით, ბილწნო ჰურიანო? ... (36r-37v).


კჳრიაკესა მენელსაცხებლეთასა. მწუხრი, უფალო ღაღადყავსაჲ - ჵ, სასწაული საკჳ. ჵ, მზრახველო, ყოვლად შუ[ჱ]ნიერო, შენ, იოსებ ნეტარო ... (37v-39r).


სერობისად ჴუჱდრნი - მოვედით ერნო, უგალ. აღმაღლდი, ქრისტე, ნებსით ჯუარსა ზედა და ძლიერებით მთავრობაჲ ჯოჯოხეთისა და სიკუდილითურთ დაეც ... (39r-40r).


ორშაბაჲთსა ცისკრდ. წარდგომაჲ - ვითარმედ გხადოდით. ვითარმე გაქებდე, ბრძენთმთავარო, იოსებ სანატრელო, რომელი ქერაბინთა ემგავსე ... (40r).

• ორშაბაჲთსა ცისკრად, გალობანი - განაპო სიღრმე. ჯუარცმასა შენსა პატივს-ვსცემთ, ქრისტე, და დაფლვასა შენსა თაყუანის-ვსცემთ ... (40r--41v).


[მენელსაცხებლეთა ცისკრად] – [...] დედანო, რომელნიცაჲ ღირს იქმნენით მსახურებად ღმრთივგუამოვანთა მათ ჴორცთა ... (42r-v).


[სამშაბათსა ცისკრად] – [...] საფლავსა და ლოდი მოაგორვაჲ, ხოლო მეუფჱ მყის შთაჴდა ჯოჯოჲხეთად ... (43r-v).


[ოთხშაბაჲთს მწუხრი] – [...] ქადაგებდეს ქრისტესა, აღდგომილსა მკუდრეთით ... (44r-v).

• სერობასა გალობაჲნი, ჴმაჲ ბ - მოხუჱდ ჩუენდა. ჯუარსა ზედა აღჴედ, მჴსნელო, შემოსილი ძალითა და შთაჴედ ჯოჯოხეთად ... (44v-45v).


ხუთშაბათსა ცისკრად გალობანი, ჴმაჲ დ - გიგალობთ შენ, უფალო. გიგალობთ შენ, უფალო, ღმერთო ჩუენო, რამეთუ გამოუბრწყინდი შენ მენელსაცხებლეთა დედათა ... (45v-46v).


პარასკევსა მწუხრი [... ... ...] უნდა და შაბათნი [...].

პარასკევსა სერობისად გალობანი [... ...] - ღელვამან ცოდჳსა. აღმოსცენდეს იერუსალჱმ წმიდისა შენისაგან, მჴსნელო ათორმეტნი მოციქულნი ... (47r-v).

სათაურ(ებ)ი:

IV

ქვესათაურ(ებ)ი:

[... ... ...] განრღუეულისა მწუხრი, უფალო, ღაღადყავსაჲ [... ...] ჴმაჲ გ. - ჯუარითა შენითა, ქრისტე მაცხოვარ, დაჰჴსნდა ძალი სიკუდილისაჲ ... (48r- 49v).


[განრღვეულისა კჳრიაკესა] - ცხორებაჲდ სულთა ჩუენთათჳს, რომელნი მართლმადიდებლობით ღმრთისმშობლაჲდ აღგიარებთ შენ ... (50r-v).

• წარდგომაჲ [... ...] მეორე წარდგომაჲ განრღვეულისა. ჴმაჲ დ გუერდი - ვითარმედ გხადოდით. ქრისტე ღმერთო, განრღვეული იგი არაჲ თუ საბაჲნელმან განკურა, არამედ სიტყუაჲმან ... (50v).


გალობაჲნი განრღვეულისასა ცისკრად, ჴმაჲ გ - რომელმან წამისყოფი. აღდგომასა ქრისტესსა დღეს, მორწმუნენო, განვეწყუნეთ გალობად სიხარულით .... (50v-55r).



კჳრიაკესა დ მწუხრი, უფალო ღაღადყავსაჲ. მჴნეონნი დ - კრებაჲ ყოვლად ღმრთივბრწყინვალე და პასექი შუენიერი ... (55r-v).


[განრღვეულისა ცისკრად] – [...]გან განთავისუფლდეს. გიხილა რაჲ, მაცხოვარ, წყჳდიადშემოსილმან ჯოჯოხეთმან ... (56r-v).


ორშაბაჲთს ცისკრად აკურთხევდითსა. ჴმაჲ გ გუერდი - ანგელოზთა დღ. ყოველთა ღმერთი მოხვედ რაჲ სტოვასა შინა სოლომონისასა და იხილე განრღუჱული, უბრძანე შენ აღებაჲ ცხედრისა ... (56v).

• ორშაბაჲთსა ცისკრად. გალობანი. ჴმაჲ გ გუერდი - ღმერთსა, რომელმან დაან. გალობით უგალობდეთ საკჳრველთმოქმედსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა ... (56v-59v).

• ორშაბაჲთს სერობისად ხუჱდრნი. ჴმაჲ გ. - მოიხილე დღეს. ჴმაჲ ვყოთ გალობით და აღჳტყუელნეთ ჴელნი სიხარულით, ერნო ... (59v-60v).


სამშაბაჲთსა ცისკრად. ა გუერდი - მჴსნელსა ჩუენსა. მჴსნელსა ჩუენსა ღმერთსა დიდებით დიდებულსა, რომელმან სენნი ჩუენნი აღიხუნა ... (60v-61v).


[განრღვეულისა ცისკრად] - აკურთხევდითსაჲ. რომელმან იჴსნენ ყრ. რომელმან სიკუდილითა შენითა ... (62r-63r).

სათაურ(ებ)ი:

V

ქვესათაურ(ებ)ი:

ოთხშაბაჲთსა შუა ზატიკისასა განზოგებაჲ ზატიკთა. სამშაბაჲთსა მწუხრი, უფალო ღაღადყავსაჲ, ჴმაჲ დ - ნათელი დაუ. წარმოდგაჲ ერგასისთა დღეთა განზოგებაჲ რომელსა შინა ქრისტემან ღმერთმან ... (63r-64v).



სერობისად ხუჱდრნი. განძლიერდასა - ეჰა, ბერწო სულ. განზოგებაჲ წარმოგჳდგა დღეს სახარულევანი ... (64v-65v).

ოთხშაბაჲთსა ცისკრად გალობ. ჴმაჲ დ, გუერდი - ზღჳსა მის მეწამულის. დიდნი ქუჱლისმოქმედებაჲნი, ქრისტე, მოგუცნეს ... (65v-69v).

• შუაზატიკსა ოთხშაბაჲთსა მწუხრი. მჴნეონნი - იხარებდით დღეს ბრწყინვალედ ცანი ქუეყანასა თანა, რამეთუ ქრისტე გამობრწყინდა ჴორცითა ... (69v-70v).

• სერობისად ხუჱდრნი. მესმასა. გ. - ქრისტე ღმერთო, ცაჲნი კ. - ემსგავსე შენ მხოლო უაჲღრესი არსებაჲთა გამოუთქმელითა ... (70v-72r).

გალობაჲნი ხუთშაბათსა ცისკრად - ზღუაჲ უვალი. წარმართნო, იხარებდით, ხოლო ჰურიანი ჰგოდებდით ... (72r-76v).

• ხუთშაბაჲთს შუაჲზატიკისასა მწუხრი. - მ[...] აღდგომისა ბრწყინვალისა და სულისა მოფენისა განზოგებისა ... (76v-77v).

• სერობისად ხუჱდრნი, ღამითგანსა, [...] - ჩუჱნები. შეკრულმან ნებსით თჳსით, ქრისტე მრავალმოწყალე, და ჯუარსა დამსჭუალულმან ... (77v-79r).


პარასკევსა ცისკრად გალ. გ გუერდი - წამისყოფითა. აღდგომისა ნათლითა ელვარექმნილნი სულითა ... (79r-v).

  1. გვიანდელი მხედრული: „რომელმან შემიმოსე სამოსლად და განანთლენ სულნი ჩვენნი, მხოლოო მრავალმოწყალეო“ (86v, ზედა არშია).



  2. გვიანდელი მხედრული: „სიმრავლე მკვდრებითურთ ზღვასა მეწამულსა სილ[...]შთაითხინეს სიმტკიცითა მკლავისათა ქრისტეს [...] ისრაელს დაძლევისა გალობასა, ახლად [...]“ (86v, ქვედა არშია).




  3. უმნიშვნელო: 39, 40, 70, 78.


  1. ხელნაწერში ერთი ძირითადის გარდა ორი სხვა ხელნაწერის ფრაგმენტებია ჩართული: 1) ვნების სახარების საკითხავი იოანეს თავიდან (XV-XVI სს.). 2) ლიტურგიკული შინაარსის კრებულის ნაწილი (XVI-XVII სს.).


  2. ზატიკი გიორგი მთაწმინდელის შემდგომი რედაქციისა უნდა იყოს.

  3. ხელნაწერი ფრაგმენტულად არის მოღწეული. მართალია, მხოლოდ ნაწილობრივ, მაგრამ მაინც შემორჩენილია შემდეგი მსახურებები: დიდი შაბათი, აღდგომის კვირიაკე, ახალკვირიაკე, მენელსაცხებლე დედათა და იოსებ არიმათიელის კვირიაკე, განრღვეულის კვირიაკე და განზოგება.

  1. ქართულ ხელნაწერთა კოლექციის აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ, აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, I ტ., თბ., 1949; გვ. 11.



  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016 წელი, გვ.203-209.

  3. ლილი ხევსურიანი, ზატიკის ორი ძველი ქართული რედაქცია, წიგნში ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, 1/2008. გვ.223-348.

  4. ენრიკო გაბიძაშვილი, ლიტურგიკა, ჰიმნოგრაფია, თბილისი, 2011, გვ.147.

  1. ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს ერთაწმინდის ეკლესიიდან.

ციტირება

ზატიკი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/27 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში