სახარებამ მხოლოდ 5 ფურცლის სახით მოაღწია ჩვენამდე. შემორჩენილია: იოანეს სახარების ბოლო თავი (21, 2-25), სახარებათა კითხვის განგების ფრაგმენტები (4r-5v); გადამწერისა და მთარგმნელის ანდერძები.
ტექსტი გიორგი მთაწმინდელის რედაქციის არის, გადამწერია ნიკოლოზ არჩვაძე. ტექსტის დასასრული სტილიზებული, სინგურითა და შავი მელნით შესრულებული ვარსკვლავებით არის შემკული.
- შიფრი:
- 1446/21
- სახელწოდება:
- სახარების ფრაგმენტი
- საუკუნე:
- XVI
- დათარიღების საფუძველი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები.
- გადამწერი/დამწერი:
- მთარგმნელი:
- ფურცლების რაოდენობა:
- 5
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
მუყაოს ახალი მონაცრისფრო ყდა.
- ზომები
-
ყდის:
184x140
ქაღალდის:
177x118
ტექსტის:
127x93
სისქე:
1
სტრიქონებს შორის მანძილი:
5
- არშიები
-
ზედა:
1
ქვედა:
1
მარცხენა:
1
მარჯვენა:
16
- სტრიქონების რაოდენობა:
- 18/20
- აღრიცხვა:
-
რვეულებრივი; შემორჩენილია მხოლოდ ლვ (36-ე) რვეული, ზედა არშიაზე, აღრიცხვის აღმნიშვნელი გრაფემა ჩასმულია სამ ხაზში.
- განკვეთილობის ნიშნები:
- ხელნაწერის მდგომარეობა:
- ხელნაწერი მხოლოდ ფრაგმენტული სახითაა მოღწეული. ხუთივე ფურცელი დაზიანებულია, სრულ ფურცელს არც ერთი არ წარმოადგენს.
- გაფორმება:
-
ტექსტის დასასრული სტილიზებული, სინგურითა და შავი მელნით შესრულებული ვარსკვლავებით არის შემკული.
- დასაწყისი:
-
[...] რომელსა ერქუა მარჩბივ და ნათანაელ, რომელი იყო კანათ გალილიეაჲსთა და ძენი ზებედესანი და სჲხუაჲნი(!) მოწაფეთა მისთაგანი ორნი... (1r).
- წყდება:
-
და რომელმან სხუაჲნიცა მრავალნი რომელ ქმნნა იესუ, რომელნი [... ...] [დ]აიწერ[...] [... ...] ვითარმცა [...] ამან დაიტია [...] [წ]ერილი წიგნ[...; ამინ, დიდებაჲ შენდა (2v).
-
ამისა მწერ[ა]ლსა არჩვაძესა ნიკოლაოზს და მეუღლესა მისსა მ[ა]რიხს ც[ო]დვჲნი მათნი შეუნდვნეს ღმერთმან და მათ თანა დედა- მამათა ცოდვანი მათნი შეუნდვნეს ღმერთმან, ამინ. ვინცა შენდობაჲ ბრძ[ა]ნოთ, შეგინდოს თქუენცა ღმერთმან (3r).
-
ესე საცნაურ იყ[ა]ვნ ყოველთა, რამეთუ წმიდაჲ ესე ოთხთავი ჩუენ ახლად გჳითარგმნია ფრიადითა იძულებითა ძმ[ა]თა ვიეთმე სულიერთა და ბერძულთა სახარებჲთა შეგჳიმოწმებია ფრიადითა გამოწულილვითა და ვინაცა ვინ სწერდეთ, ვითა აქა ჰპოოთ ეგრე დაჰწერეთ. თუ ამისაგან ჯერ-გიჩნდეს დაწერა, ღმრთისათჳს სიტყუათა ნუ შესცვალებთ, არამედ ვითარცა აქა სწერია, ეგრე დაწერეთ.
დიდებაჲ და მდალი(!) ღმერთსა ყოველთა კეთილთა მიზეზსა, სრულ იქმნა წმიდაჲ ესე ოთხთავი თ[ა]რგმნილნი გიორგი მთაწმიდელისანი (3r).
-
გვიანდელი მხედრული: იანვრის /იბ/ დღესა დაიბადა ვაჟი იასონი (1v, ზედა არშია, ყავისფერი მელნით, უკუღმა, სახელი გადაშლილია).
-
ტექსტისაგან განსხვავებული ნუსუხური: ესე წმიდა სახარებაჲ დავითისია. ღმერთმან უშველოს [...] (3r,ტექსტის ბოლოს, შავი მელნით, სვეტებს შორის).
-
მხედრული: ღმერთო, შეიწყალე [სა]უკუნო [...]შამუკას [...] (3r, ქვედა არშიაზე).
-
მხედრული: [...] ღმერთო შეიწყ[ალე] ცოდვილი [... ... ...], ვინცა შენდობა ბრძანოთ [შეგინდოს] ღმერთმან. ამინ. უფალო [...] (3v, მთელ გვერდზე).
-
გვიანდელი მხედრული: ჩყმჱ-სა (1848) წელსა (4r,ზედა არშია).
-
მხედრული: აბრამთ გიორგ[ი] (5v, ზედა არშიაზე).
-
უმნიშვნელო შინაარსის მინაწერები (3r, ზედა არშია).
ტექსტი გიორგი მთაწმინდელის რედაქციისაა.
ორ სვეტად არის ნაწერი.
შემორჩენილია:
- იოანეს სახარების ბოლო თავი (21, 2-25) (1r-2v);
- სახარებათა კითხვის განგების ფრაგმენტები (4r-5v);
- გადამწერისა და მთარგმნელის ანდერძები (3r).
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილია პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ, აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949; გვ. 13.
ბიბლიოგრაფია, ეგზეგეტიკა, აპოკრიფები, თბილისი, 2009, გვ.121.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს ქართლის ერთ-ერთი ეკლესიიდან.
ციტირება
სახარების ფრაგმენტი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/26 წვდომის თარიღი: