წმინდა ნინოსთან დაკავშირებული ჰაგიოგრაფიული, საისტორიო, ლიტურგიკული და ჰიმნოგრაფიული კრებული


1446/20

ზოგადი აღწერა:

ხელნაწერში თემატური ნიშნით შეკრული თხზულებებია შეტანილი; ყოველი მათგანი დაკავშირებულია წმიდა ნინოსთან. კერძოდ, კრებული სამი სხვადასხვა ტექსტისაგან შედგება: წმიდა ნინოს ცხოვრება, მეფეთა ცხოვრება, გალობანი წმიდისა ნინოსნი. ხელნაწერი 1734 წელს მოსკოვში ქაიხოსრო სუამის ნაცვლიშვილს, ხოლო დაუკვეთია უთრუთ აბაზაძეს.

"წმიდა ნინოს ცხოვრება" არსენ ბერის (XII) მეტაფრასულ რედაქციას.

შიფრი:
1446/20
სახელწოდება:
წმინდა ნინოსთან დაკავშირებული ჰაგიოგრაფიული, საისტორიო, ლიტურგიკული და ჰიმნოგრაფიული კრებული
თარიღი:
1734
დათარიღების საფუძველი:

ხელნაწერის ბოლოს დართული ანდერძი.

გადამწერი/დამწერი:
გადაწერის ადგილი:
მომგებელი/დამკვეთი:
ფურცლების რაოდენობა:
45
დაუწერელი ფურცლები:
45v
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

ტყავგადაკრული ხის ყავისფერი ყდა, ალაგ-ალაგ გადაქექილი და ფერგადასული. როგორც ზედა, ასევე ქვედა ყდის შუაში მოთავსებულია რომბის ფორმის ორნამენტი.

ზომები

ყდის:

210x165


ქაღალდის:

193x154


ტექსტის:

140x112


სისქე:

15


სტრიქონებს შორის მანძილი:

8

არშიები

ზედა:

29


ქვედა:

27


მარცხენა:

11


მარჯვენა:

25

სტრიქონების რაოდენობა:
15
აღრიცხვა:

რვეულებრივი. რვეულის ბოლოს, ქვედა არშიაზე აღინიშნება ხაზებს შორის მოქცეული მხედრული გრაფემებით. ხელნაწერი სულ 5 რვეულისაგან შედგება, ბოლო რვეულში 4 ფურცელია.

განკვეთილობის ნიშნები:
ხელნაწერის მდგომარეობა:
ხელნაწერი ფურცლები დალაქავებულია.
დასაწყისი:

იანვარსა იდ. ცხორება და მოქალაქობა ღირსისა და მოციქულთა სწორისა ნეტარისა ნინოსი, გვაკურთხე მამაო - მათ ჟამთა ოდეს იწამა წმინდა და ყოვლად ქებული და დიდებული მთავარმოწამე გიორგი კაბადუკიელი მასვე ჟამსა შინა და მასვე ქალაქსა შინა კაცი ვინმე იყო თანაზიარი და მეგობარი წმინდისა მოწამისა, ესე კაცი იყო კეთილად მორწმუნე და შვილი მდიდართა და წარჩინებულთადა, იყო იგი ძლიერი და წარჩინებული და განთქმული ბრძოლათა შინა და წყობათა შინა, რომლისა სახელი ზაბილონ ... (1r).

სათაურ(ებ)ი:

იანვარსა იდ. ცხორება და მოქალაქობა ღირსისა და მოციქულთა სწორისა ნეტარისა ნინოსი, გვაკურთხე მამაო - მათ ჟამთა ოდეს იწამა წმინდა და ყოვლად ქებული და დიდებული მთავარმოწამე გიორგი კაბადუკიელი მასვე ჟამსა შინა და მასვე ქალაქსა შინა კაცი ვინმე იყო თანაზიარი და მეგობარი წმინდისა მოწამისა, ესე კაცი იყო კეთილად მორწმუნე და შვილი მდიდართა და წარჩინებულთადა, იყო იგი ძლიერი და წარჩინებული და განთქმული ბრძოლათა შინა და წყობათა შინა, რომლისა სახელი ზაბილონ ... (1r-29v).

გალობანი წმიდისა ნინოსნი (29v-44v).


ქვესათაურ(ებ)ი:

თვესა იანვარს წმიdის დედისა ჩვენისა ნინოსი ჴმაჲ დ - მჴნოენი, აღზრდილი უბიწოებით, მტკიცე სარწმუნოებითა, მოძღვარი ქართლისა სანატრელი, ნინო მჴევალი ყოველთა მჴსნელისა ... (29v-33v)


გალობანი წმინდისა ნინოსნი, რომელთა თავნი იტყვიან: "ქებით უგალობ სასოსა ჩემსა ნინოს არსენი" ჴ(მა)ჲ [...] [...]ასულითა - ქრისტე, აღახვენი ძნობად ბაგენი ჩემნი ქალწულისა დედისა და მოციქულისა და ქადაგისა შენისა ნინოს შესხმად... (33v-38r).



სხვანი გალობანი წმინდისა ნინოსანი, უკეთუ [...] ჰყოფდე, ესე გალობანი ბრძანენ - ზღვა უვალი. განმინათლენ ცნობანი ყოველთა განმანათლებელო, სამებაო წმიდაო, რათა ნათელმყოფელსა შენ მიერ ჩვენსა ნინოს სიტყვანი ღირსნი სულიერნი მიუძღვანნე... (38r-44r).


  1. ბრძანებითა ღმრთისა დაუსაბამოსათა და დუსრულებელისათა ცხოვრება ესე წმინდისა და ღირსისა ქართველთ განმანათლებელისა ნინოსი სამეუფოსა ქალაქსა მოსკოს დავაწერინე მე უთრუთ აბაზაძემ სულისა ჩემისა საოხებლად წმინდისა და ნეტარის ნინოს მადლითა და მეოხებითა. [...]ა ღმერთო, წარმართე ჴელთა ესე წერილი. მე ცოდვილმა ახალმოსწავლემ სუამის ნაცვლისშვილმა ქაიხოსრომ აღვსწერე და ვინც წაიკითხოთ ღმრთის გულისათვი პატრონსაცა და დამწერსაც შენდობა უბძანეთ. დაიწერა ქრისტეს აქათ ჩღლდ (1734) (44v).


    ქაიხოსრო ნაცვლისშვილი (1446/20)

  1. მხედრული, რუსული: П. Карбелов. "წმ. ნინო დაიბადა 261 წ. იერუსალიმში მივიდა 275 წ. იერუსალიმიდან ეფესოში წავიდა 281 წ. აქ დარჩა 292 წ. აქედან ჩავიდა ჯავახეთამდე 5 წ. 295 წ." (თავფურცელი, v).


    პოლიევქტოს კარბელაშვილი (1446/20)

  2. მხედრული: "აღწერილი სალომე უჯარმელისაგან“ (1r, მარჯვენა არშია)


  3. მხედრული: „მღუდლის პ. ლ. კარბელოვისა ჩყჟბ იანვ. დ-სა“ (1r, ზედა არშია).


    პოლიევქტოს კარბელაშვილი (1446/20)

  4. მხედრული: „1870-1734=145 145 წელიწადია რაც ეს წიგნი დაწერილა“ (44v, ქვედა არშია).


  5. მხედრული: „ბრძანებითა ღ(მრ)თისათა დაუსაბამოსათა და დუსრულებელისათა ცხოვრება ესე წმინდისა და ღირსისა ქართველთ განმანათლებელისა ნინოსითა, მჟდომარესა(!) იხილეს რა მოწაფეთა“ (45r, ცარიელ ფურცელზე).


  6. რუსული: "Собственность священника П. Карбелова, 1892" (1r, ცარიელ ფურცელზე).


  7. რუსული: "Рукопись эту пору [... ...] донести" (1r).


  1. ხელნაწერში ჩართული "წმიდა ნინოს ცხოვრება" არსენ ბერის (XII) მეტაფრასულ რედაქციას.

  2. ხელნაწერი გარკვეული პერიოდი ეკუთვნოდა პოლიევქტოს კარბელაშვილს და ტექსტებს ახლავს პმისს მიერ დართული შენიშვნები.

  1. ცენტრალური სახელმწიფო საიოსტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილია პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ.11-13.

  2. კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტომი 1, თბილისი, 1960, გვ.122.

  3. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი III (მეტაფრასული რედაქციები XI-XIII), დასაბეჭდად მოამზადეს ილ. აბულაძემ, ე. გაბიძაშვილმა, ნ. გოგუაძემ, გ. კიკნაძემ და ც. ქურციკიძემ, თბილისი, 1917, გვ. 52-83.

ციტირება

წმინდა ნინოსთან დაკავშირებული ჰაგიოგრაფიული, საისტორიო, ლიტურგიკული და ჰიმნოგრაფიული კრებული. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/25 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში