- შიფრი:
- 1446/19
- სახელწოდება:
- ისტორია ალექსანდრე მაკედონელისა
- საუკუნე:
- XIX
- დათარიღების საფუძველი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები.
- ფურცლების რაოდენობა:
- 56
- დაუწერელი ფურცლები:
- 113v
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
კოლენკორგადაკრული მუყაო.
- ზომები
-
ყდის:
360x230
ქაღალდის:
346x224
ტექსტის:
290x160
სისქე:
20
სტრიქონებს შორის მანძილი:
8
- არშიები
-
ზედა:
32
ქვედა:
32
მარცხენა:
28
მარჯვენა:
35
- სტრიქონების რაოდენობა:
- 25/28
- აღრიცხვა:
-
გვერდობრივი, ნუმერაცია - არაბული ციფრებით.
- ხელნაწერის მდგომარეობა:
- ხელნაწერი აკინძულიa, ფურცლები - კარგად შემონახული; რესტავრირებული.
- გაფორმება:
-
თავსამკაული: კალიგრაფიული მხედრულით შესრულებული სათაური ჩასმულია მარტივ ხაზოვან ჩარჩოში თავზე ჯვრით. ტექსტის დასასრული მოთავსებულია წნულ ჩარჩოში.
- დასაწყისი:
-
ისტორია ალექსანდრე მეფისა მაკედონიისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, ჩრდილოეთისა და ყოვლისა სამჴრეთისა და თჳთმპყრობელისა მეფეთმეფისა (1r).
სათაურ(ებ)ი:
-
ისტორია ალექსანდრე მეფისა მაკედონიისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, ჩრდილოეთისა და ყოვლისა სამჴრეთისა და თჳთმპყრობელისა მეფეთმეფისა (1r)
ქვესათაურ(ებ)ი:
-
იტყვიან ძედ ყოფად მისა მაკედონიის მეფისა ფილიპესად, არამედ არა არს ესრეთ და ცრუ არს ესე ყოველივე. იგი არს ძე ეგიპტის მეფისა ნეфთალიმისა, ფილიპეს ცოლისა და დედოფლისა, ალმპიადეს მიერ შემთხვევით ესვითარითა ვითარმედ - იყო მეფე ეგიპტისა ნეфთალიმ, მისნობისა და ვარსკვლავთმრიცხველობისა ჴელოვნებით განსწავლილი ... (1r-9v).
-
ათინის ქალაქი დიდი ყოველთა ქვეყნიერისა სამკაულითა შემკულიყო და ეპყრათ იგი ათორმეტთა რიტორთა და ყოველთა ელინის ქუჱყანათა ზედა ჴელმწიფობდენ და ჰფლობდენ სიმართლით მმართებლობითა - და ესმათ რა მათ, ვითარმედ ალექსანდრესა ჰნებავს მოსულა ათინის ქალაქად... (9v-32r).
-
აქა იწყების მეფისა ირაკლისა და დედოფლისა სერამიდასი ძეგლთათჳს და ძვალთა თავთა კაცთათჳს და შიშველთა მართალთათჳს - ხოლო შევიდნენ ქუეყანასა უცხოსა რომელიმე და შვენიერსა ფრიად... (32r-33v).
-
თქმულნი ადამისა და ევასთჳს და შიშველ კაცთათჳს, რომელ არიან დამწერლობისშიშველმართალნი - და კუალად ალექსანდრე ეტყოდა ფილასოფოსთა მათ, ვინათგან... (33v-42r).
-
თქმული მეფეთა და მთავართათჳს და დედაკაცთა მაზნანისათა და კერიმინეთე მერსილონისა მეფისათჳს, რომელი ფლობდა მრავალთა მათ მწიოკლთა წარმართთა ზ(ედ)ა ვითარცა ალექსანდრე დაატყვევნა და ვანდაკია დედოფლისათჳს - ხოლო ესმათ რა ესე გარეშეთა მათ მეფეთა ძლევა... (42r-56r).
ხელნაწერი გადაწერილია რამდენიმე ხელით.
ძალიან ახლოს დგას ტექსტი 1446/28-სთან. ხელნაწერში გამეორებულია შენიშვნაც კი, რომელიც 1446/28-ში როქსანას გოდებაშია ჩაწერილი „აქ დაიხატოს ალექსანდრეს ცხედრის წაღება“. შესაბამისად, 19 უფრო გვიან არის გადაწერილი, სავარაუდოდ, 1446/28 ხელნაწერიდან.
ხელნაწერი შეიცავს არჩილის თარგმანის ტექსტს; თითქმის სიტყვასიტყვით, მცირე ვარიანტული სხვაობებით მისდევს ცნობილ 1446/123 ხელნაწერს. თუმცა, ამ ნუსხისგან განსხვავებით წინამდებარე ტექსტი სრულია.
ცენტრალური სახელმწიფო საიოსტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილია პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ.10-11.
ალექსანდრიანი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, კომენტარები, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო რევაზ მირიანაშვილმა, თბილისი, 1980.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1929 წელს წილკანში მცხოვერები თეიმურაზ ლაშაურისაგან.
ციტირება
ისტორია ალექსანდრე მაკედონელისა. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/24 წვდომის თარიღი: