„სიბრძნე ბალავარისი“ – „ბალავარიანი“ - ჰაგიოგრაფიული თხზულებაა, რომელიც ინდოეთში ქრისტიანობის გავრცელების შესახებ მოგვითხრობს. ტექსტის ძველი რედაქციები ჩვენამდე მხოლოდ არაბულ, ქართულ და ბერძნულ ენებზეა მოღწეული. გიორგი მთაწმინდელის ცნობით ექვთიმე მთაწმინდელმა „ბალავარიანი“ თარგმნა ქართულიდან ბერძნულად, რომელიც ამჟამად დაკარგულად ითვლება.
„ბალავარიანის“ თარგმანის ორი ქართული რედაქცია არსებობს - მოკლე და ვრცელი. მოკლე რედაქციები დაცულია საქართველოს სხვადასხვა კვლევით დაწესებულებაში, ხოლო ვრცელი რედაქცია მხოლოდ ერთი ხელნაწერის სახითაა ცნობილი და დაცულია იერუსალიმის საპატრიარქოს წიგნთსაცავში.
წინამდებარე ხელნაწერი მოკლე რედაქციისაა. მასში ტექსტის მხოლოდ ნაწილია შესული. გადამწერს ტექსტის გადანუსხვა შეუწყვეტია იმ ეპიზოდთან, რომელშიც მეფე საკუთარ შვილს, იოდასაფს საცდუნებლად ულამაზეს ასულებს მიუჩენს.
წინამდებარე ტექსტი სიტყვასიტყვით მისდევს საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცულ მეორე ხელნაწერს (1446/285).
- შიფრი:
- 1446/17
- სახელწოდება:
- ბალავარიანი
- საუკუნე:
- XIX
- დათარიღების საფუძველი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები.
- ფურცლების რაოდენობა:
- 40
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
კოლენკორგადაკრული მუყაო.
- ზომები
-
ყდის:
235x180
ქაღალდის:
220x173
ტექსტის:
161x130
სისქე:
6
სტრიქონებს შორის მანძილი:
8
- არშიები
-
ზედა:
16
ქვედა:
26
მარცხენა:
13
მარჯვენა:
26
- სტრიქონების რაოდენობა:
- 19
- აღრიცხვა:
-
ფურცლობრივი; ნუმერაცია - არაბული ციფრებით.
- გაფორმება:
-
ხელნაწერი რესტავრირებულია; ფურცლები კარგად არის შემონახული; აკლია 31v-32r-ს შორის.
- დაკავშირებული პირები
- დაკავშირებული ტოპონიმები
- დასაწყისი:
-
სიბრძნე ბალავარისა თქმული მამისა ისაკისა ძისა სოფრონ პალესტინელის მიერ - მივედ ოდესმე ქვეყანასა იოპეთს და მუნ ვჰპოე მე წიგნი ესე ინდოეთა მეფისა საწიგნესა, რომელსა შინა წერილ არიან საქმენი ამის სოფლისანი - იყო ვინმე მეფე ქვეყანასა ინდოეთისასა, ადგილსა, რომელსა ჰქვიან ბოლატ ... (1r).
- წყდება:
-
... უკეთუ ვერ დაუდგამ აწ ცეცხლსა შენსავე აღნთებულსა და კვალად დაშრეტადსა და მას საუკუნესა ვითარ დაუდგნე ცეცხლსა დაუშრეტელსა და ვითარ მოითმენ ბნელსა მას გარესკნელსა. აწ დასცხერ ბოროტისაგან და ცოდვისა და ესრე სახედ წინააღუდგებოდა გულისსიტყვათა. ხოლო ასული იგი მეფისა [...]“ (40r).
სრული ტექსტი იხ. ასევე ხელნაწერში 1446/285. ამ კრებულში მოთავსებული „სიბრძნე ბალავარისა“ სიტყვასიტყვით მისდევს ჩვენს ტექსტს. ერთი რედაქციაა, პალეოგრაფიული ნიშნებიც ერთ ქრონოლოგიურ ჭრილსა და ერთ სკოლაზე მიუთითებს.
ხელნაწერი მეორე, მოკლე რედაქციისაა.
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილია პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ.10.
ქართული ლიტერატურის ისტორია კორნელი კეკელიძე ტომი I, თბ.,1941; გვ. 463-467.
ექვთიმე თაყაიშვილი, „ბალავარიანის“ ქართული რედაქციები, ტფილისი, 1883-1895.
ილია აბულაძე, „ბალავარიანის“ ქართული რედაქციები, თბილისი, 1937.
ილია აბულაძე, „ბალავარიანის“ ქართული რედაქციები, თბილისი, 1957.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს თეიმურაზ ლაშაურისაგან.
ციტირება
სიბრძნე ბალავარისი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/22 წვდომის თარიღი: