„ქილილა და დამანა“ - იგავ-არაკთა ინდური წარმომავლობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავრცელებული კრებული. თავდაპირველად ის სანსკრიტიდან სპარსულად უთარგმნიათ, სპარსულიდან - არაბულად, არაბულიდან - ახალ სპარსულ ენაზე. დღემდე მოღწეული ქართული თარგმანები XVIII საუკუნისაა და ერთ-ერთი გვიანდელი სპარსული ვერსიიდან არის გადმოღებული.
„ქილილასა და დამანას“ თარგმნა თავდაპირველად დავით I კახთა მეფეს დაუწყია. საქმის დასრულება ვახტანგ VI-ის დავალებით დაუსრულებიათ. შემდეგ ის მეფე ვახტანგმა დედანთან შეაწამა და გარკვეული ცვლილებებიც შეიტანა. მოგვიანებით კი მან ტექსტი თავიდან თარგმნა, რომელიც შესასწორებლად ჯერ ონანა მდივანს, ხოლო შემდეგ სულხან-საბა ორბელიანს გადაუგზავნა.
იგავ-არაკების კრებული მთლიანად ორი ტურის - ქილილასა და დამანას თავგადასავლებს ეყრდნობა.
წინამდებარე ხელნაწერი გადაწერილია XVIII საუკუნეში და ფრაგმენტულად არის ჩვენამდე მოღწეული.
- შიფრი:
- 1446/16
- სახელწოდება:
- ქილილა და დამანა
- საუკუნე:
- XVIII
- დათარიღების საფუძველი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები.
- ფურცლების რაოდენობა:
- 7
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ზომები
-
ყდის:
227x185
ქაღალდის:
217x175
ტექსტის:
199x175
სისქე:
3
სტრიქონებს შორის მანძილი:
8
- არშიები
-
ზედა:
20
ქვედა:
20
მარცხენა:
18
მარჯვენა:
10
- სტრიქონების რაოდენობა:
- 18/19
- განკანონება/ჭვირნიშანი:
-
შეემჩნევა განკანონების ხაზები; აქვს ჭვირნიშანი.
- აღრიცხვა:
-
ფურცლები არ არის აღრიცხული.
- განკვეთილობის ნიშნები:
-
- ხელნაწერის მდგომარეობა:
- ხელნაწერი თავბოლონაკლულია, აკლია, ასევე, შუაშიც. ფურცლები კარგად არის შემონახული, რესტავრირებულია.
- დასაწყისი:
-
[...] დაცვით ბრძანებისა მისისა, მაშ, ქალი იგი რათ ჰყოფს უარს, მან ჰკადრა ბრძანებით ესრეთ, რომელ ვინცა შეუდგების იგი არა ღირს იწოდებისო ... (1r).
- წყდება:
-
... გარდიმ უბრძანა: ყოველივე სოფელსა შინა მოიპოვების და უკეთუ არა ესრეთ, მაშ, დამბადებელმა რად შექმნაო. ბაქირმა მოახსენა სადიდებელად თვისად(?). გარდიმ ჰკითხა: ვითარ იდიდებისო? მან მოახსენა: დაცვით [...]„ (7v).
ცენტრალური სახელმწიფო საიოსტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ.9.
ჰუსეინ იბნ ალი ქაშეფი, ქილილა და დამანა, სპარს. თარგმნ. მეფე ვახტანგ მეექვსისა და სულხან-საბა ორბელიანის მიერ. ტექსტი ორიგინალს შეუდარა, გამოკვლ., კომენტ. და ლექსიკონი დაურთო მაგალი თოდუამ, ქუთაისი, 2006, გვ.123.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს შალვა ერისთავისაგან (სოფ. ოძისი).
ციტირება
ქილილა და დამანა. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/21 წვდომის თარიღი: