ხელნაწერი ნაკლულია და დაუმთავრებელი. სავარაუდოდ, სასწავლო მიზნისთვის იყო განკუთვნილი.
იწყება ტროას მეფის, პრიამოსის შვილების მოკლე დახასიათებებით და მთავრდება მისივე მოწოდებით ბერძნებისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ.
- შიფრი:
- 1446/15
- სახელწოდება:
- [ტროადის აღების ამბავი]
- საუკუნე:
- XVIII
- დათარიღების საფუძველი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები
- ფურცლების რაოდენობა:
- 10
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
კოლენკორგადაკრული მუყაო.
- ზომები
-
ყდის:
227x180
ქაღალდის:
223x172
ტექსტის:
152x117
სისქე:
სტრიქონებს შორის მანძილი:
3
- არშიები
-
ზედა:
23
ქვედა:
30
მარცხენა:
15
მარჯვენა:
35
- სტრიქონების რაოდენობა:
- 17
- განკანონება/ჭვირნიშანი:
-
ჭვირნიშანი აქვს, შეემჩნევა განკანონების ხაზები.
- აღრიცხვა:
-
არა აქვს.
- განკვეთილობის ნიშნები:
- გაფორმება:
-
ხელნაწერი რესტავრირებულია, ფურცლები კარგად არის შემონახული; აკლია 6-7 ფურცლებს შორის, ასევე თავნაკლულია.
- დასაწყისი:
-
[...] მოსახსენებელ უკუნისამდე მეორესა ძესა მისა ეწოდა ფარიზ, რ(ომე)ლსა სახელ ედვა ალექსანდრე უსწავლულესი იყო ესე სხვათა ხელოვნებათა შიგან მშვილდოსნობისათა ... (1r).
- წყდება:
-
წარვიდა პალატსა თვისა და ბრძანა მოწოდებად ძენი თვისნი და მოვიდნენ მის თანა ყოველნი და დასხდნენ თვითვეულნი ადგილთა ზედან თვისთა ღირსებისა (9v).
ქვესათაურ(ებ)ი:
-
აღშენებისათვის ტროადისა (1v-6v)
-
რჩევანი განწესებისათვის, რათა ფარიზ გაგზავნოს საბერძნეთსა (8r-9v).
შენიშვნა:ტექსტი დაუმთავრებელია.
ცენტრალური სახელმწიფო საიოსტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილია პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ.8-9.
ხელნაწერი არქივში შემოვიდა 1924 წელს შალვა ერისთავისაგან (სოფელი ოძისი).
ციტირება
[ტროადის აღების ამბავი]. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/20 წვდომის თარიღი: