სულხან-საბა ორბელიანი, მოგზაურობა ევროპაში


1446/14

ზოგადი აღწერა:

სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“ ქართულ მწერლობაში ამ ჟანრის პირველი ნაწარმოებია. მასში დღიურის ფორმატით არის აღწერილი ავტორის მიერ 1713-1716 წლებში დასავლეთ ევროპაში მოგზაურობა.

ავტორისეულ ნუსხას ჩვენამდე არ მოუღწევია, ამიტომ თითოეულ ხელნაწერს დიდი მნიშვნელობა აქვს. წინამდებარე ხელნაწერი ცნობილი კალიგრაფის დავით რექტორის (ალექსიძე) მიერ არის გადაწერილი 1810 წელს. ნუსხა ფრაგმენტულად არის ჩვენამდე მოღწეული. 211 გვერდიდან მხოლოდ 46-ია შემორჩენილი.

ტექსტს დართული აქვს სქოლიოები უცხო სიტყვათა განმარტებებით.

შიფრი:
1446/14
სახელწოდება:
სულხან-საბა ორბელიანი, მოგზაურობა ევროპაში
თარიღი:
1810
დათარიღების საფუძველი:

გადამწერის ანდერძი, დართული ტექსტის ბოლოს.

ავტორ(ებ)ი:
გადამწერი/დამწერი:
ფურცლების რაოდენობა:
23
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

კოლენკორგადაკტული ნაცრისფერი მუყაო.

ზომები

ყდის:

217x170


ქაღალდის:

158x164


ტექსტის:

155x108


სისქე:

9


სტრიქონებს შორის მანძილი:

8

არშიები

ზედა:

30


ქვედა:

25


მარცხენა:

13


მარჯვენა:

46

სტრიქონების რაოდენობა:
15/21
განკანონება/ჭვირნიშანი:

შეემჩნევა განკანონების ხაზები; აქვს ჭვირნიშანი.

აღრიცხვა:

გვერდობრივი პაგინაცია აღნიშნულია არაბული ციფრებით; რვეულებრივი - მხედრულით. 

შემორჩენილია მხოლოდ ე, ჱ, ია არასრული რვეულები.

ხელნაწერის მდგომარეობა:
ხელნაწერს აკლია თავში და შუაში, ფურცლები - კარგად შემონახული; რესტავრირებული. ნაკლული შემდეგ გვერდებს შორის: 1v-2r; 2v-3r;7v-8r; 12v-13r; 14v-15r; 15v-16r; 16v-17r; 17v-18r; 18v-19r; 22v-23r.
დასაწყისი:

...და ღამე გაუწყვეტლად ენთება მისს საფლავზედ, მაგრამ კანდლები სულ დაფერილი ბროწეული შუა გახეთქილი რომ იყოს, სულ ყველა ასე იყო. ოთხი პორფირის სვეტი ტრაპეზის სალხინებელზედ და ოცდაორი ფერადის მარმარილოს მაღალი სვეტი... (1r).

  1. „აღვჰსწერე ესე წიგნი გარდანუსხვით მე, კეთილშობილმან ალექსის ძემან, სრულიად კახეთის სამეფოს რეკტორმან, სიბრძნისმოყვარემან დავითმან. ვინც წარიკითხოთ, ჩემთვის შენდობა ჰყავით. ესე წიგნი ოდესმე კაცს შეაქცევს, თვარა უკეთესის წიგნის წერა იყო უფრო ჩემგან შესაბამი. თთვესა ენკენისთვესა, რ(ომე)ლ არს სეკდემბერი ა, წელსა ჩყი, ქ(ორონი)კ(ონ)ს უჟჱ,  დავით“ (სახელი ხელრთვით) (23r).


    შენიშვნა: თავდაპირველად ეწერა ჩყჱ, შემდეგ წაშლილია და დაწერილია ჩყი.


    დავით ალექსიძე, რეკტორი (1446/14)

  1. ტექსტს დართული აქვს სქოლიოები უცხო სიტყვათა განმარტებებით (8v); ერთგან ნასწორებიცაა (2v)



  2. ტექსტი გამოცემულია. ჩვენი ტექსი მისდევს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ნუსხას (H93), რომელიც გამოცემაში მითითებულია როგორც B რედაქცია.

  1. ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა,   შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ, აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949; გვ. 8.


  2. სულხან-საბა ორბელიანი, მოგზაურობა ევროპაში, სოლომონ იორდანიშვილის რედაქციით, წინასიტყვაობით, შენიშვნებით და ლექსიკონით, თბილისი, 1940.


ციტირება

სულხან-საბა ორბელიანი, მოგზაურობა ევროპაში. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/19 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში