იაზონისა და მედეას ამბავი


1446/13

ზოგადი აღწერა:

ანტიკურ თემაზე შექმნილმა ამ ერთ-ერთმა საუკეთესო ხელნაწერმა მხოლოდ ფრაგმენტულად მოაღწია ჩვენამდე, აკლია პირველი რვეული მთლიანად, ბოლოში კი ტექსტი წყდება. 

იაზონისა და მედეას ამბავი არგონავტების თემის მოკლე და ნაკლული ვერსიაა. თხრობა იწყება პელიასის (ხელნ. პელეი) მიერ იაზონის ოქროს ვერძის მოსაპოვებლად გაშვებიდან და წყდება თესალონიკში დაბრუნებული იაზონის მიერ ტროას დასჯის მოთხოვნით.

ხელნაწერი გადაწერილია საუცხოო, კალიგრაფიული მხედრულით, გამშვენებულია დეკორირებული საზედაო გრაფემებითა და წითელი მელნით. 


შიფრი:
1446/13
სახელწოდება:
იაზონისა და მედეას ამბავი
საუკუნე:
XVII
დათარიღების საფუძველი:

პალეოგრაფიული ნიშნები.

ფურცლების რაოდენობა:
18
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

კოლენკორგადაკრული მუყაოს ყდა.

ზომები

ყდის:

224x172


ქაღალდის:

214x154


ტექსტის:

151x98


სისქე:

9


სტრიქონებს შორის მანძილი:

8

არშიები

ზედა:

30


ქვედა:

40


მარცხენა:

20


მარჯვენა:

46

სტრიქონების რაოდენობა:
15/19
ხელნაწერის მდგომარეობა:
თავბოლონაკლული, ფურცლები კარგად შემონახული; რესტავრირებული.
გაფორმება:

საზედაო გრაფემები - გამშვენებული, შესრულებული წითელი საღებავით, დეკორირებული, წარმოდგენილი სხვადასხა დეკორის, მითიური ცხოველის ან ფრინველის სახით.

დასაწყისი:

„... შენდა და აწ შენცა ფ(რია)დ საყვარელო, მიწევნულ ხარ ჰასაკსა ჭაბუკობისა შენისასა და, აჰა, მჴედარი გმირ, ახოანი და საკვირველ ყოფად სცხადდები, ბრწყინვალე ყოვლითურთ სიბრძნითა და გუაროვნებითა ...“

წყდება:

... აღუთქუა მათ პელეი მეფემ თვით წარსვლა ლაშქრითურთ თვისით და ძვირისყოფისა მათისათვის ერთად მიგება და მათ თაყვანი სცეს მას და გამოვიდენ პალატითგან მისით, მხიარულ იქმნეს ფ(რია)დ და ჩაჯდა საჩქაროდ ჰერკულეს ხომალდსა და წარვიდა მალე თელამონ მეფისა მ(იმა)რთ და ევედრა... (1r-15r)

  1. ხელნაწერის ბოლოს დართულია სხვა ხელნაწერის ფრაგმენტი არგონავტების თემაზე:

    დასაწყისი: "მაშინ იაზონ, фიზელმან გმირმან შეკრებულთა თანა მეგობართა განიზრახა წარმოტაცებად მისი მუნითგან ..." (17r).

    დასასრული: "... ქალაქითა სახელ იდებოდნენ და ..." (18v).

  1. 1. ვალერი ასათიანი, ანტიკური და ბიზანტიური ტრადიციები ძველ ქართულ მწერლობაში, თბილისი, 1996.

    2. ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილია პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ, აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949; გვ.9.

  1. ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1923 წ. შალვა ერისთავის მიერ სოფ. ოძისიდან.

ციტირება

იაზონისა და მედეას ამბავი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/18 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში