სამღვდელო კონდაკი (XVIII ს.) სამღვდელმსახურო წიგნი წმიდა ბასილი დიდის, გრიგოლ ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის წირვებისათვის. ხელნაწერის შემორჩენილ ნაწილში წირვის სამღვდელო ლოცვებია. ხელნაწერი სრულდება წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველის სიწმიდის განახლების მსახურებით.
ხელნაწერი დათარიღებულია პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით. არშიებზე ახლავს საინტერესო მინაწერები.
- შიფრი:
- 1446/12
- სახელწოდება:
- კონდაკი
- საუკუნე:
- [XVIII]
- დათარიღების საფუძველი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები.
- ფურცლების რაოდენობა:
- 76
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
მუყაოს კოლენკორგადაკრული მუყაოს ახალი ყდა.
- ზომები
-
ყდის:
188x140
ქაღალდის:
180x138
ტექსტის:
145x95
სისქე:
20
სტრიქონებს შორის მანძილი:
5
- არშიები
-
ზედა:
22
ქვედა:
15
მარცხენა:
20
მარჯვენა:
15
- სტრიქონების რაოდენობა:
- 19/20
- აღრიცხვა:
-
რვეულებრივი. ერთი რვეულის ბოლოსა და მეორის დასაწყისზე მონიშნულია ასომთავრულით ქვედა არშიაზე. იწყება არასრული ა რვეულით, შემდეგ რვეულები თანმიმდევრულად მიყვება და ხელნაწერი სრულდება იბ (12) არასრული რვეულით (6 ფ.).
- განკვეთილობის ნიშნები:
-
- ხელნაწერის მდგომარეობა:
- ხელნაწერი ნაკლულია, ფურცლები დაზიანებული, დალაქავებული, ზოგი ფურცელი მხოლოდ ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი. აკლია შემდეგ ფურცლებს შორის: 1-2, 3-4, 20-21, 27-28, 53-54, 63-64, 64-65, 66-67, 67-68, 74-75, 75-76.
- დაკავშირებული პირები
- დაკავშირებული ტოპონიმები
- დასაწყისი:
-
[...]ლად დამიცვენ ჩუენ მ... შენსა საღმრთოჲთა შენთა საიდუმლოთა. გუაკურთხენ, მეუფეო ... (1r).
- წყდება:
-
... მიწყალე მე ხოლო. და ვითარცა შემოიყვანებდენ პირველ განწმედილნი. აწ ძალნი ცათანი სრულ იქმენ. ვყოფთ მეტანიასა გ ვიდრემდის დაიშუ[...] (76v).
ქვესათაურ(ებ)ი:
-
იოანე ოქროპირის ჟამისწირვა (1r-27r, 54r-v);
-
ბასილი დიდის ჟამისწირვა (28r-46r);
-
განტევებაჲ ყოველთა საუფლოთა დღესასწაულთა სრული (46v-64r);
-
წმინდა გრიგოლ დიოლოღოსის ჟამისწირვა (76r-v, 65r-75v);
-
„მოიხსენე, ღმერთო, სვიმონა მუხ[...]შვილი და ცოდვანი მისნი [...]“ (17r, ნუსხურით, ქვედა არშიაზე).
-
„მოიხსენე, ღ(მერთ)ო, ბერუკა აბაჲში[ძე] [სას]უფეველსა [... ... ...]“ (18r, ნუსხურით, ქვედა არშიაზე).
-
„მოიხსენე ღ(მერთ)ო. როსტომ ჯაფარიძე სასუ[ფეველსა] შენსა [...] ოდეს მოხვიდე“ (19v, ქვედა არშიაზე, ნუსხურით).
-
„მოიხსენე, ღმერთო, იოვანე ბჲზღჲძე, მეუღლე მისი პატარქალი, მაჩიტიძის ქალი და ცო[დვ]ანი მ[ის]ნი შე[უნდ]ევ, კირიელეისონ“ (20r, ზედა არშიაზე, ნუსხურით).
-
მხედრულით: „მოიხსენე, ღმერთო, ხვარამზ[ე] ...“ (21r, ქვედა არშიაზე, მხედრულით).
-
„მოიხსენე, ღ(მერთ)ო, დავით ბჲზღაძე და ცოდვანი მისნი შეუნდევ, ამინ“ (54v, ზედა არშიაზე, ნუსხურით).
კონდაკში შესულია იოანე ოქროპირის, ბასილი დიდისა და გრიგოლ ღვთისმეტყველის ჟამისწირვები. წინ უძღვის წირვის ზოგადი წესი.
კონდაკი, თბილისი, 1899 (რეპრინტი).
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ.8.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016, გვ.184-185.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია ყანჩაეთის ეკლესიიდან.
ციტირება
კონდაკი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/16 წვდომის თარიღი: