ხელნაწერი XVIII საუკუნეშია გადაწერილი. მასში შეტანილია საკუთრივ ვახტანგის სამართალი (სო (270) თავი (აკლია სლდ (234), სლე (235), სლვ (236), სლზ (237), სჲ (260), სჲა (261) თავები) და ბერძნული სამართლის (ტობ (372), რლა (131), რლზ-რლთ (137-139), უი, უა თავები. ხელნაწერი 1895 წელს ეკუთვნოდა ალექსანდრე ხახანაშვილს; ეროვნულ არქივში შემოსულია 1925 წელს ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტიდან (მოსკოვი).
- შიფრი:
- 1446/130
- სახელწოდება:
- სამართალი მეფის ვახტანგისა
- საუკუნე:
- XVIII
- დათარიღების საფუძველი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები.
- ავტორ(ებ)ი:
- ფურცლების რაოდენობა:
- 102
- დაუწერელი ფურცლები:
- 1ა
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
ლურჯი, ახალი ყდა.
- ზომები
-
ყდის:
232x178
ქაღალდის:
222x169
ტექსტის:
198x153
სისქე:
21
სტრიქონებს შორის მანძილი:
7
- არშიები
-
ზედა:
30
ქვედა:
27
მარცხენა:
18
მარჯვენა:
26
- სტრიქონების რაოდენობა:
- 17/19
- განკანონება/ჭვირნიშანი:
-
აქვს ჭვირნიშანი.
- აღრიცხვა:
-
გვერდობრივი და რვეულებრივი.
- განკვეთილობის ნიშნები:
-
- გაფორმება:
-
ხელნაწერს ახლავს მელნით შესრულებული, ადამიანთა პრიმიტიული გამოსახულებები ეროვნული სამოსით (1v).
- დაკავშირებული პირები
- დაკავშირებული ტოპონიმები
სათაურ(ებ)ი:
-
დასაწყისი მეფის ვახტანგის სამართლისა: თქმული და ნაღუაწი და ნასიბრძნი მეფის ვახტანგისა დავითიან ბაგრატოვანისა, ჟამსა უფლისწულობისა თვისისასა; შესავალი პირუჱელი. მყოფისა უმყოფოისა არსისა და უარსისა დამარსისა მქები, არა თუ ღირსად არამედ შეძლებისაებრ ჩემისა მქებელი დამმონებელი - უდება მქონე მპოვნელი ვიქმენ, ვითარცა მეფენი დღითი დღე მრეველნი ჴელთა მარგარიტთა შინა და ჰპოებენ მძივთა რათამე და უხილველობისათჳს აღიღებენ და შთასდებენ საუნჯედ პატიოსნად შემკობით უპატიოსნესად მარგალიტთა ჰყოფენ ... (2r-95v).
-
სარჩევი - პინაქსი წიგნისა ამისა (87r-95v).
-
ბერძნული სამართალი: - თავი ტობ: ერთის რისამე საქმისათჳს რომ დაწერილი სამართალი არ იყოს, რომ კაცს იმისი სამართალი უყონ სჯულითა იმ ალაგის წესითა რომელიც იყოს ის უნდა იკითხოს და ის სამართალი უნდა უყოს. იმ სამართალს ეწოდების სჯულის კანონის მაგიერი სამართალი (96r-97r).
-
„დიდება ღმერთსა სრულმყოფელსა ყოვლისა კეთილისასა. სრულ იქმნა ძალითა ღვთისათა. დასასრული პინაქს-სიტყუაობისასა.
აღვსწერე ესე სამართლის წიგნი სანატრელის საქართუჱლოს მეფის ვახტანგის მიერ ქმნილი, რომლისა საუკუნო იყავნ ჴსენება“ (95v).
-
მხედრული: „ეჰა, სიბრძნეო, თვალ უნდ სიღრმეო ... ღმერთმა ქმნა (1აr).
-
Законъ царiя Вахтанга (1აr).
-
დასაწყისი მეფის ვახტანგის სამართლისა თქმული და ნაღუაწი და ნასიბრძნი (1აr).
-
ალექსანდრე ხახანაშვილი, 1895 წ. (2r).
-
სვიმონ გრიგოლოვი (97v).
-
დამირღვევია ესე ნეფის კანონი, ამისთვინ რომ რიგიანი არ არის (99v).
ხელნაწერი 1895 წელს ეკუთვნოდა ალექსანდრე ხახანაშვილს (2r).
სულ შეიცავს სო (270) თავს. აქედან ცარიელია დატოვებული სლდ (234), სლე (235), სლვ (236), სლზ (237), სჲ (260), სჲა (261) თავები.
ბოლოში დართული ბერძნული სამართალი შეიცავს ტობ (372), რლა (131), რლზ-რლთ (137-139), უი, უა თავებს (96r-97r).
ტექსტის ბოლოს დართულია გენერალ თუმანსკის ქვრივის მიმართვა რუსეთის იმპერატორთან. ითხოვს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მისთვის კუთვნილი ქონების დამტკიცებას: ,,თხოვნა ღენარალშა (!) ქვრივის, თუმანსკისა: ყოვლად უმოწყალესო ხელმწიფევ! დიდმან წინაპარმან თქუჱნის იპერატორებითის დიდებულებისამან ... “ (97r-98v).
ხელნაწერის ბოლოს თუმანსკის ქვრივის წერილთან შემორჩენილია ლექსად თქმული „შესხმა მეფე ვახტანგისა“, რომელიც გადახაზულია:
ეჰა, სიბრძნემან თვალუნდო სიღრმემან ადამის ტომან სრულ სხეულქმნილმან,
ნიჭი სრულებით, ზედმოსრულებით ღვთისგან მიიღო დაუსრულ ძილმან,
განაბნივა მტერი, ყაენის ერი, სიბრძნით უსრულმან ბატონისშვილმან
დასდვა ბძანება, ღვთისგან მონება, საუფლისწულოს ღვთივშემოსილმან,
თვით გვიწერს მძივსა ასრულ ქუეყნად სხივსა, საუნჯედ ჩუენდა აღმავსებელი;
წილხდომილ იყო მეფეთმეფეთა ნაღვაწი მისი დამავსებელი,
მისი სჯული ქუეყნად დართული ვახტანგ ნეფისა დაარსებული,
წინადადება მსაჯველთ უნება, მზის დისკოს სხივმან უფლის ნებული“ (97v).
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ.134-135.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, II, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2018, გვ.7-12.
ქართული სამართლის ძეგლები I, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული, ტექსტი გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, თბილისი, 1963, გვ. 478-479, 485-549.
ეროვნულ არქივში შემოსულია 1925 წელს ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტიდან (მოსკოვი).
ციტირება
სამართალი მეფის ვახტანგისა. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/152 წვდომის თარიღი: