ჰაგიოგრაფიულ-ჰომილეტიკური კრებული


1446/129

ზოგადი აღწერა:
შიფრი:
1446/129
სახელწოდება:
ჰაგიოგრაფიულ-ჰომილეტიკური კრებული
საუკუნე:
XVIII
დათარიღების საფუძველი:

პალეოგრაფიული ნიშნები.

ფურცლების რაოდენობა:
58
დაუწერელი ფურცლები:
20v, 21r, 58v
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

ყავისფერი მუყაოს გაცვეთილი ყდა.

ზომები

ყდის:

230x205


ქაღალდის:

225x201


ტექსტის:

235x160


სისქე:

13


სტრიქონებს შორის მანძილი:

70

არშიები

ზედა:

34


ქვედა:

50


მარცხენა:

28


მარჯვენა:

18

სტრიქონების რაოდენობა:
35
განკანონება/ჭვირნიშანი:

ხელნაწერს შეემჩნევა ჭვირნიშანი.

დაკავშირებული პირები
დაკავშირებული ტოპონიმები
სათაურ(ებ)ი:

სხვადასხვა ლოცვა და საკითხავი საღვთო წერილიდან - 

• [უფალო, ღმერთო, ცხოვრებისა ჩემისაო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, მხოლოდშობილო, თანასწორო ბუნებით დაუსაბამოსა მამისა] ... (1აr-3r).

• ლოცვა ღვთისა მიერ სავედრებელი, ოქროპირისა უკანასკნელ დასასრულსა (2v-3r).

• თავი ვ, სახარება მატეთესი (3r-v).

• ისტორია მოწყალებისათვის (3v-4r).

• ლოცვისათვის ესრეთ აღიწერა (4r).

• თავი ე, მატესი (!), სახარება (4r-v).

• მათესი ზ, მუჴლი, ით, უწყალოებისათვის მდიდართა კაცთა და შეძლებულთა (4v-5r).

• განკითხვისათვის, თავი ზ, მუჴლი ა, სახარება მატთესი (5r-v).

• თავი ზ, მუჴლი იე, სახარება მატთესი (5v-6v).

• მეორედ მოსვლისათვის, სახარება მატთესი, თავი. კე, მუჴლი ლა (6v-8r).

• ლოცვისათვის და კაცთა მოსლვისათვის ეკკლესიად (8v-9r).

აპრილსა კგ, წმიდისა დიდებულისა მთავარმოწამისა და ძლევაშემოსილისა დიდისა საკვირველთმოქმედისა გიორგისა, გუაკურთხენ, მამაო - ესე იყო წელსა დასაბამითგან ხუთიათას შვიდას ოთხმეოცდა ათექუსმეტსა მეფობასა უსჯულოსა მის მძლავრისა დიოკლიტიანესსა [...] (9r-27r).

ქვესათაურ(ებ)ი:
  • სასწაული დიდებული და საკვრიველი ქმნილი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისა (14v-17r).
  • სასწაული წმიდისა დიდებულისა დიდისა მოწამისა და საკვირველთმოქმედისა, ძლევაშემოსილისა გიორგისა (17v-19r).
  • სასწაული დიდებული წმიდისა ქრისტეს მოწამისა და ღუაწლითშემოსილისა გიორგისა, რომელი ჰქმნა ჟამსა მეფისა ბერძენთა მცირისა თეოდოსისათა (19v-23v).
  • სასწაული წმიდისა დიდებულისა მთავარმოწამისა და საკვირველთმოქმედისა გიორგისა, ოდეს სოფელსა ამას იქცეოდა და ჯერეთ არღა წამებულ იყო სახელისათვის ქრისტეს მაცხოვრისა ჩვენისა (23v-27r).
სათაურ(ებ)ი:

წამება წმიდისა და ყოვლად ქებულისა დიდისა მოწამისა დიმიტრისა, მირონთა აღმომაცენებელისა - ჟამსა მას უსჯულოსა მის მეფისა მაქსიმიანესსა იყო განმრავლებულ კერპთმსახურება ყოველსა შინა სამეფოსა მისსა ... (27r-30v).

თთუჱსა სეკდენბერსა ოცსა წმიდისა მოწამისა ევსტათისი და სახლეულთა მისთა. ამან მრავალი მოთმინება აჩვენა პირად-პირადთა განსაცდელთა, სახედ იობისა და უკანასკნელ იწამა სახლებითურთ თჳსით - ჟამთა მათ ტრაიანე ჰრომთა მეფისათა განმარავლებულ იყო ყოველსა ქუჱყანასა მსახურება და სიყვარული კერპთა ცუდთა, ამაოთა და ცრუთა ... (31r-39v).

თთვესა თებერვალსა ათშვიდმეტსა, წმიდისა დიდისა მოწამისა თეოდორე ტირონისა - ესე დიდებული და ახოანი ქრისტესი მოწამე იყო ქალაქით ამასიით, დაბისაგან ქუმესიანისა, მშობელთაგან კეთილმსახურთა და ქრისტეანთა შვილი … (40r-46v).

ქვესათაურ(ებ)ი:
  • სასწაული წმიდისა დიდისა მოწამისა თეოდორესი (43v-44r).
  • სასწაული დიდისა მოწამისა თეოდორე ტირონისა (44r-45v).
  • შაბათსა პირველსა მარხუათასა სასწაული დიდებული და შესხმა წმიდისა დიდისა მოწამისა თეოდორე ტირონისა (45v-46v).
სათაურ(ებ)ი:

ძველთაგან მოთხრობათა აღწერილი სასწაული ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, ოდეს-იგი მოადგეს კოსტანტინუპოლის ქალაქსა სამეუფოსა ბილწნი და უსჯულონი აგარიანნი, სპარსნი და სკვითნი დასაპყრობელად ჟამსა მას ირაკლი კეისრისასა - დღესა ამას ვდღესასწაულობთ აკათისტოსა გალობით ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისასა ესევითარისა მიზეზისათვის … (47r-48v).

პირველსა კვირიაკესა წმიდათა დიდთა მარხვათასა აღმართებისათჳს წმიდათა და პატიოსანთა ხატთა ცხოველმყოფელთა ჩვენდა მომნიჭებელად წმიდათა მოციქულთა მიერ და სამღრთოთა მამათა, რომელი-ესე ყოველთა ეკკლესიათა მიუღებიეს დღესასწაულად და შემდგომად ჟამთა მიხაილ მეფისა და თეოდორა დედოფლისა, დედისა მისისა და წმიდისა მეთოდი კოსტანტუნოპოლელ პატრიარხისა - ოდეს ლევი ისავრო ვირთა და ღორთა მწყსიდა, ცხოვრება მეფობისა მიიღო და საყდარი და სკიპტრა ბერძენთა მიეცა, ზეგარდამო განგებითა ღვთისათა …  (49r-51r).

ღირსისა მამისა ჩვენისა ალექსი კაცისა ღვთისა, რომელმან დაუტევა ყოველი დიდება სოფლისა ამის წარმავალისა, ღვთისა სიყვარულისათჳს და შეესაკუთრა ბრძანებასა მეუფისა ქრისტესსა და დასდვა სული თჳსი მერმისა მის საუკუნოსა სასუფეველისა მკვიდრობისათვის სიგლახაკისა აღრჩევითა - ღირსი ესე და ყოვლად პატიოსანი კაცი ღვთისა ალექსი იყო ქვეყანისაგან ძველისა ჰრომისა, დიდებულთა და მდიდართა მშობელთა ძე მხოლოდშობილი … (51v-58r).

  1. „Блажен кто читает сию книгу и слушает слова пророчеств его и соблюдает в нем“ (1r).


  2. „Из книг Кизлярскаго Монастыря послушника Георгия Пицхлаурову. N72“ (1r).


  1. ყდაზე შემორჩენილია ძველი (ლაზარევის ინსტიტუტის) სააღრიცხვო ნომერი (N31), ასევე მითითებულია როგორც ახალი ნომერი (N129), ისე: N3 და N233.

  2. მარჯვენა არშიაზე აქვს გვიანდელი მინაწერი რუსულ ენაზე (51v-52r).

  1. ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 131-134.

  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, II, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2018, გვ.148-151.

  1. ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1925 წელს ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტიდან (მოსკოვი).

ციტირება

ჰაგიოგრაფიულ-ჰომილეტიკური კრებული. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/151 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში