ზატიკი


1446/11

ზოგადი აღწერა:

ზატიკი (XVI ს.) ლიტურგიკული/ჰიმნოგრაფიული კრებულია და შეიცავს საღმრთისმსახურო საგალობლებს, რომლებიც სრულდება ეკლესიაში აღდგომიდან სულთმოფენობამდე. ხელნაწერი ნაკლულია, ზოგან შევსებულია გვიანდელი (XVIII საუკუნის) ხელით. ტექსტის ძირითადი ნაწილის გადამწერია ელია. შიგადაშიგ, არშიებზე მიწერილია საგალობლების ავტორების სახელები - იოსები, იოანე, თეოფანე, გერმანე.

ხელნაწერი უთარიღოა (XVI ს.-ით მისი დათარიღება ემყარება პალეოგრაფიულ ნიშნებს).


შიფრი:
1446/11
სახელწოდება:
ზატიკი
საუკუნე:
XVI
დათარიღების საფუძველი:

პალეოგრაფიული ნიშნები

გადამწერი/დამწერი:
ფურცლების რაოდენობა:
284
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

კოლენკორგადაკრული შინდისფერი ყდა, რესტავრირებული.

ზომები

ყდის:

205x144


ქაღალდის:

196x148


ტექსტის:

140x90


სისქე:

65


სტრიქონებს შორის მანძილი:

7

არშიები

ზედა:

18


ქვედა:

44


მარცხენა:

30


მარჯვენა:

27

სტრიქონების რაოდენობა:
20
აღრიცხვა:

აღრიცხვა - რვეულებრივი, იწყება გ (3) რვეულით, პირველ 20 ფურცელზე პაგინაცია არ გაირჩევა ფურცლების დაზიანების გამო. 

განკვეთილობის ნიშნები:
ხელნაწერის მდგომარეობა:
ხელნაწერი თავბოლონაკლულია.
დასაწყისი:

[...] ეკლესიასა შენსა და მიერ გიღაღადებს: გარდამოუვლინენ ერსა შენსა, სახიერ, მოწყალებანი შენნი და მშჳდობაჲ შენი სოფელსა მოჰმადლე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ ... (1r).

წყდება:

... მჴედარნო ქრისტესნო უძლეველნო, ძალითა სძლიეთ საცთურსა, ძალითა მით ჯუარისაჲთა და მიიღეთ თქუენ მადლი უოხჭნოსა ცხორებისაჲ და მძლავრთა სიქადულსა არაჲ შეჰშინდით, გუჱმათა მიერ სატანჯუელთა შინა იხარებდით [.....] მიერ და აწ ძუალნი თქუენნი იქ [......] მკურნალ სენთა ჩუენთა, მეოხ გვეყავ [...] (284v).

ქვესათაურ(ებ)ი:

1. გალობანი აღვსებისანი. უგალობდითსა. ჴმაჲ ა - აღდგომისა დღე არს, განბრწყინდებოდეთ აწ, ერნო. პასქაჲ უფლისაჲ, პასქაჲ, რამეთუ სიკუდილისაგან ცხორებაჲდ და ქუეყანისაგან ცად მიმართ ქრისტემან ღმერთმან მცვალნა... (12v-17v).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები: ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა. ასევე საგალობლები - გამოავლინე. აქებდითსა.


2. ხოლო აქაჲთაგან იწყებენ ზატიკნ[ი]. [ო]რშაბათსა აღვსებისასა. მწუხრი. მჯდომარე. გ გუერდი - ვითარცა ცხვარი ნებსით თჳსით დაიკალ, პასექი ეგე დიდი და დიდებული, რაჲთა იჴსნე სოფელი მტრისა მონებისაგან, ამისთჳს ვაქებთ ჴმამაღლად, მრავალმოწყალე, ღმრთივბრწყინვალესა დღესა აღდგომისა შენისასა ... (17v-21v).



შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - უგალობდითსა, განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.

ორშაბაჲთს ცისკრად იბაკოჲ და გამოავლინე; აღვსებისა ბრძანეთ და „აქებდით“ ეგრეთ, ვითარცა დიდსა კჳრიაკესა სწერია, ეგრე ბრძანეთ. 



ორშაბაჲთს მწუხრი დასდებელნი აღდგომისანი. ჴმაჲ გ - ჯუარითა შენითა, ქრისტე მაცხოვარ, დაჴსნდა ძალი სიკუდილისაჲ და ეშმაკისა საცთური განქარდა, ხოლო კაცთა ნათესავნი, სარწმუნოებით ჴსნილნი გალობაჲსა შესწირვენ ... (21v-23r).


აღვსებისა სამშაბათსა ცისკრად უგალობდითსა. ჴმაჲ გ - რომელმან წამისყ. რომელმან წყალთა ზედა დაჰკიდა სიბრძნით ქუეყანაჲ, ნებსით ძელსა დამოეკდა და წყარონი შენდობისანი გუჱრდით მოგუმადლნა ... (23r-28r).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - მხოლოსა, განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა, აქებდითსა.

სამშაბათსა აღვსებისასა მწუხრი ჴმაჲ დ - მჴნეოთა. ჯუარს-ეცუ რაჲ, მჴსნელო, სამოთხე განუღე ადამიანთა და მკუდართა რაჲ თანაშეირაცხე ცხორებაჲ, მოჰკალ სიკუდილი და აღსდეგ და შეაერთენ ზეცისა ძალთა ქუეყანისანი ... (28r-33r).



შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - უგალობდითსა, განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა, აქებდითსა.

აღვსებისა ოთხშაბათსა მწუხრი ა გუერდი - გიხაროდენთა. სამსჭუალითა რაჲ შეემსჭუალე ჯუარსა, ძელისა მიერ წყევაჲ აჰჴოცე, მჴსნელო, და რაჟამს საფლავსა დაიდევ, საუკუნეთაგანნი მკუდარნი აღადგინენ ... (33r-42r).



შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - უგალობდითსა, განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა, აქებდითსა.

აღვსებისა ხუთშაბათისა მწუხრი. ჴმაჲ ბ გუერდი - ყოველი სასოებაჲ. დღე მაცხოვარებისაჲ, პასექი დიდი და საღმრთოჲ, რომლისგან ვიჴსნენით ჴელთაგან მოშურნისა ეშმაკისათა, გალობით ვაქებდეთ ... (42r-47r).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - უგალობდითსა, განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


მასვე დღესა გალობანი ჴმაჲ ბ გუერდი - ზღუაჲ მეწამ. სახედ ჯუარცუმისა შენისა, მჴსნელო, გუჱლი მომსრველი გუჱლთაჲ აღამაღლა მოსე და ჴელთა განპყრობითა სძლო მტერთა ...(47r-52r).



შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა, აქებდითსა.

აღვსებისა პარასკევისა მწუხრი ჴმაჲ გ გუერდი - მჯდომარე. დღეს დიდებულსა ქრისტეს ღმრთისა აღდგომასა სულიერად ვდღესასწაულობდეთ, მორწმუნენო, სულისა და გულისა ბრწყინვალედ სიხარულითა ... (52r-57v).



შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - უგალობდითსა, განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.

შაბათსავე აღვსებისასა გალობანი ჴმაჲ დ გუერდი - ქუეყანასა მწ. დაჰბერეთ ნესტუსა საღმრთოჲსა სიონს შინა და უგალობდით გალობითა ღმრთივშუჱნიერითა დღეს იერუსალჱმს შინა და ჴმობდით: დიდებაჲ აღდგომასა ქრისტეს ღმრთისასა ... (57v-61v).



შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა, აქებდითსა.

3. ახალკჳრიაკესა უფალო ღაღადყავსა ჴმაჲ ა - შენ სიტყუაჲ. ყოველთა დღესასწაულთა უდიდებულესი, ბრწყინვალედ შუჱნიერი და გჳრგჳნშემოსილი ახალკჳრიაკე, რომლისაგან მოგუჱცა ჩუენ სიხარული და მას შინა განათლებულნი დღეს ვადიდებდეთ აღდგომასა ... (61v-74v).



შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები: უგალობდითსა, განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა; ასევე სხვადასხვა საგალობელი: სხუანი, სხუანი სტიქარონნი, წარდგომანი „ღმერთი უფალსა“ ზედა გ გუერდი ძუჱლებურად, იბაკო.

მასვე დღესა სხუანი გალობანი ჴმაჲ ა - დღესა მას აღდგომის. დასაბამი დასაბამისაჲ და პირმშოჲ დღეთაჲ, რომელსა შინა აღდგა იესუ, ცხორებაჲ ჩუენი. დღე იგი უჟამოჲ ახალკჳრიაკე ღირსად იდიდების დღეს ... (74v-77v).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები: განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა


მასვე დღესა სხუანი გალობანი ჴმაჲ დ - დაანთქენ. დღეს არე არს საღმრთოჲ, რამეთუ ქრისტე ღმერთი ვითარცა მზე აღმობრწყინდა საფლავისაგან ღმრთეებრ მესამესა დღესა და ცოდვილთა ჩუენთა ზამთარი მძიმე და ბნელი განჴადა ... (77v-81v).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები: განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა, გამოავლინე.


ახალკჳრიაკესა ორშაბათსა ხუჱდრნი უგალობდითსა ა - მარჯუჱნაჲ შენი. ძლევისა გალობითა უგალობდეთ ღმერთსა მომკლველსა სიკუდილისასა და მის თანა აღმადგინებელსა კაცთა ნათესავისასა და უკუდავებისა და უხრწნელებისა მომნიჭებელსა ... (81v-83v).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.

სამშაბათსა მოიხილე ჴმაჲ ა - ზეშთა ბუნებისა. უგალობდეთ, ერნო, ქრისტესა ღმერთსა და უღაღადებდეთ: რომელი ჯუარს-ეცჳ ჩუენთჳს და დაამჴუ მტერი - თავი ბოროტთაჲ … (83v-85r).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


ოთხშაბათსა. განძლიერდასა - წინა საუკუნეთა. წმიდაო წმიდათაო, რაჲთა წმიდაჲ ჰყვნე დაბადებულნი შენნი, ძელსა ზედა ჯუარისასა ნებსით აჰმაღლდი და შეიწირე ვითარცა კრავი მსხუერპლად მამისა და სიხარულითა საღმრთოჲთა განგუაახლენ მადიდებელად შენდა ... (85v-87r).



შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


ხუთშაბათსა ხუედრნი მესმასა. საღმრთოსასა. ჴმაჲ ა - პასექთაჲ. ჩუენ განწირულთა ამათთჳს სიკუდილად მოხუჱდ, ყოველთა ცხორებაო, ქრისტე, და შეჰმუსრე ფლობაჲ ჯოჯოხეთისაჲ ... (87r-89r).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


პარასკევსა ხუჱდრნი. ღამითგანსა ჴმაჲ ა - საცთურთა. ერმან მედგარმან ჰურიათამან ქრისტე ჯუარსა შეგმსჭუალეს მსგავსად ძჳრისმოქმედთა. ხოლო შენ, მჴსნელო, სულგრძელებით თავს-იდევ, რომლითა იჴსნენ ერნი და ნათესავნი ... (89r-90v).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები -აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


შაბათსა ხუჱდრნი. ღაღადყავსა. ჴმაჲ ა - შთაჴდა იონა. აღმადგინნა ჩუენ ჯოჯოხეთით უფალმან და არღარა ვართ შესაჭმელ სიკუდილისა, რომელი იგი შემუსრა წამისყოფით ძლიერმან და მტკიცემან ბრძოლასა შინა ... (90v-92v).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


3. აღვსებითგან ყოველთა დღეთა აღდგომისა დასდებელნი ითქმიან „უფალო ღაღადყავსაცა“ და „[ა]ქებდითსაცა“. წყალობითა ღმრთისაჲთა ბერძულსაცა და ქართულსა ჩუენსა მსგეფსა(!) შინა ურიცხჳ სწერია, მოიძე და სტიქარონთა ზედა მოურთევდი.


მესამესა კჳრიაკესა აღვსებათაგან მენელსაცხებლეთაჲ და იოსებ მართლისა. უფალო, ღაღადყავსა ჴმაჲ ბ - მამისგან შობილსა. გამოჩნდა ნათელი ბრწყინვალე აღმობრწყინვებული საფლავით, ქრისტე ღმერთი ჩუენი, ჯოჯოხეთი მოაოჴრა და ეშმაკი შეკრა. მხიარულ არიან კიდენი სოფლისანი ... (92v-112r).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - უგალობდითსა, მხსა (მეოხებითსა), განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა; ასევე სხვადასხვა საგალობელი: სხუანი, სტიქარონები, ღმერთი უფალსა ზედა.

სხუანი გალობანი მისვე დღისა ჴმაჲ გ - რომელმან წამისყოფ. ქრისტესა ცხორებისა ხე ძელსა ზედა დაემსჭუალე, სიტყუაო მხოლოდშობილო, და სიკუდილითა სიკუდილი მოაკუდინე, ხოლო აღდგომითა მკუდარნი შენ თანა აღადგინენ ... (112r-116r).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები: განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


სხუანი გალობანი წმიდათა მენელსაცხებლეთანი, ჴმაჲ დ - გიგალობთ შენ, უფალო ღმერთო. გიგალობთ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, რამეთუ გამოუბრწყინდი შენ მენელსაცხბლეთა დედათა და წარავლინენ იგინი ცხორებად მოციქულთა შენთა ...  (116r-118r).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები: განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


მასვე დღესა სხუანი გალობანი წმიდისა იოსებ მართლისანი. ჴმაჲ დ გუერდი - იჱლმონა. ჴსენებასა დიდებულსა იოსებ მართლისასა უგალობდეთ სარწმუნოებით, რომელიცა უფალმან ბრწყინვალებით განაშუჱნა ... (118v-121v).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა; ასევე საგალობელი - გამოავლინე.


ორშაბათსა გ ლ ხუჱდრნი. უგალობდითსა. ჴმაჲ ბ - მოვედით, ერნო. აჰმაღლდი, ქრისტე, ნებისთ ჯუარსა ზედა და ძლიერებით მთავრობაჲ ჯოჯოხეთისაჲ სიკუდილითურთ დაეცა და მრავალჟამისა კრულნი სიმჴნით გამოიყვანენ ... (121v-123r).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


სამშაბათსა ბ ლ მუხლსა ჴმაჲ ბ - ვიხილეთ ჩუენ, ქრისტე. რომელმან ჴელითა შენითა დაჰბადე ადამი ხატად შენდა, ყოვლად ძლიერო, ჴელნი განიპყრენ ჯუარსა ზედა, რაჲთა ჴელთაგან მტერისათა მიჴსნნე, საკჳრველთმოქმედო ღმერთო ჩუჱნო ...  (123r-125r).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


ოთხშაბათსა გ ლ ხუჱდრნი. განძლიერდასა ბ - აყუავნაჲ. გიხილეს რაჲ ნებსით ვნებად დაბადებული ჯუარითა, შეძრწუნდეს და შეიცვალნეს და მკუდარნი აღდგეს სამარეთაგან და ძრწოლით გაქებდეს შენ, ქრისტე მაცხოვარ ... (125r-126v).

შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - აკურთხევდითსა, ადიდებდითსა

ხუთშაბათსა გ ლ ხუჱდრნი. მესმასა. ჴმაჲ ბ - მოხუჱდ ჩუენ. ჯუარსა ზედა აჰჴედ, მჴსნელო, შემოსილი ძალითა და შთაჰჴედ ჯოჯოხეთად სულითა საღმრთოჲთა, მოწყალე, გამოიჴსენ პყრობილნი და შენ თანა აღადგინენ, ყოვლად ძლიერო ... (126v-128v).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


პარასკევისა გ ლ ხუედრნი. ღამითგანსა. ჴმაჲ ბ - იესუ, მთავარი მშჳდობისა მო. უსჯულოთა ჰურიათა კრებულმან ოდესმე შენ ძელსა შეგმსჭუალეს, მჴსნელო, და მოგაკუდინეს, არამედ სიკუდილითა შენითა მოჰკალ სიკუდილი ... (128v-130v).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები: აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


შაბათსა ხუედრნი ჴმაჲ ბ - ღელვათა ცოდ. აღმოსცენდეს ისრაჱლ წმიდისა შენისაგან, მჴსნელო, ათორმეტნი მოციქულნი, რომელთა უგალობდეთ და გალობით ვადიდებდეთ ... (130v-133v).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


შენიშვნა:

4. მეოთხესა კჳრიაკესა განრღუხუჱლისაჲ. ჴმაჲ ა - შენ სიტყუაჲ. აღხუჱდ რაჲ, ქრისტე, ქალაქად იერუსალჱმდ, მიიწიე წყალსა მას ცხოვართა საბანელსა, სადა სხდეს უძლურნი და იხილე კაცი იგი განრღუჱული, რომელიცა მოელოდა აღმრღუჱვასა წყლისასა და სიტყჳთ განჰკურნე ... (133v-144v).



შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - უგალობდითსა, განძლიერდასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა; ასევე შემდეგი საგალობლები - სხუანი, სტიქარონნი, იკოსი.


სხუანი გალობანი განრღუჱულისანი - გიგალობთ შენ, უფალო ღმერთო ჩუჱნო. გიგალობთ შენ, უფალო ღმერთო ჩუჱნო, რამეთუ მიიხუჱნ, უცოდველო, ჴორცთა უძლურებანი ჩუენნი ... (144v-147r).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა; ასევე - გამოავლინე.


ორშაბათსა დ ლ ხუჱდრნი. უგალობდითსა - რომელმან წამისყ. აჰჴედ რაჲ სიმაღლესა, წარმოსტყუნე ტყუჱ ჯოჯოხეთს შეპყრობილთაჲ, უფალო, ყოვლად ძლიერო, და თანა აღადგინენ აღდგომითა საფლავით ღმრთეებით მესამესა დღესა ... (147r-148v).


შენიშვნა: ჩართულია შემდეგი ოდები - აკურთხევდითსა, ადიდებდითსა

შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - აკურთხევდითსა, ადიდებდითსა


სამშაბათსა დ ლ. ხუჱდრნი მოიხილესა. ჴმაჲ გ - მოიხილე დღეს. ჴმა-ვყოთ გალობით და აღვიტყუჱლნეთ ჴელნნი ჩუჱნნი სიხარულით, ერნო, რამეთუ ცხორებისმომცემელი ღმერთი მკუდრეთით აღდგა ... (148v-150r).

ოთხშაბათსა შუაზატიკისასა განზოგებაჲ ზატიკთაჲ. სამშაბათსა დ ლ მწუხრი „უფალო ღაღადყავსა“ ჴმაჲ ა - შენ სიტყუაჲ დაუსაბ. რომელი პირუელ მთასა ზედა სინასა ეტყოდა ღრუბლითა და ნისლითა სჯულისმდებელსა მოსეს, დღეს ტაძარსა შინა სჯულიერსა, დგა ვითარ კაცი ხილული, ასწავებდა და მოუწოდდა ერსა მას ... (150v-163r).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - უგალობდითსა, განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა; ასევე, შემდეგი საგალობლები - სხუანი, სტიქარონები, წარდგომები, იბაკონი, იკოსი.


ამასავე დღესა სხუანი გალობაჲნი ჴმაჲ დ ლ - ღმრთისაჲ უვ. წარმართნო, იხარებდით, ხოლო ჰურიანი გოდებდით, რამეთუ მჴსნელმან ჩუენმან ჯოჯოხეთი შემუსრა, სენნი განდევნნა და მკუდარნი აღადგინნა ... (163r-173r).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები: მეოხებითსა, განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა. გამოავლინე, სხუაჲ.



ხუთშაბათსა დ ლ და შუაზატიკისასა ხუჱდრნი. ჴმაჲ გ - ქრისტე ღმერთო, ცანი. ემსგავსე შენ, მხოლოჲ, უაღრესი არსებათაჲ გამოუთქუმელითა შეერთებითა კაცთა ... (173r-175r).

შენიშვნა: ჩართულია შემდეგი ოდები - აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


პარასკევსა შუაზატიკისასა ღამითგანსა - ჩუჱნებით ესა. შეკრულმან ნეფსით თჳსით, ქრისტე მრავალმოწყალე, და ჯუარსა დამსჭუალულმან, შეკრულნი საკრველითაგან ურჩებისათა განჰჴსნენ და რაჟამს დაიდევ საფლავსა, საფლავთაგან აღადგინენ მკუდარნი ... (175r-177r).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


შუაზატიკისა შაბათსა გ. ღაღადყავსა - სიღრმეთა. სიტყჳსა ქადაგნი ცისკიდეთა წარავლინე სწავლად, რომელი-იგი ესმა და იხილეს: განემზადენით, ტომნო ყოველთა ნათესავთანო, შეწყნარებად აწ საღმრთოჲთა მათ მნათობთა თქუჱნთა ... (177r-179v).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


5. მეხუთესა კჳრიაკესა სამარიტელისაჲ ჴმაჲ დ - მჴნეონი. ქრისტე ღმერთი ესრეთ ეტყჳს სამარიტელსა, ვითარმედ: უკუეთუმცა იცოდე შენ ნიჭი ღმრთისაჲ და თუ ვინ არს, რომელი გეტყჳს: მომეც მე წყალი სასუმლად, შენმცა ითხოვე მისგან, მოგცამცა წყალი ცხოველი ... (179v-187v).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები: უგალობდითსა, განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა, გამოავლინე; ასევე, შემდეგი საგალობლები - სტიქარონნი, სხუანი, წარდგომა, იბაკო.

ორშაბათსა ე ლ ხუჱდრნი ჴმაჲ დ. უგალობდითსა - დანთქენ. საკრველთა მათ მიერ, რომელთაგან შეიკარ, შეჰკარ ძალი მტერისაჲ, მომსრველი, კაცთმოყუარე, და ჯუარითა მშჳდობა ყავ განყოფილთა შორის, მჴსნელო ... (187v-189v).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


სამშაბათსა ე ლ მხოლოსა - ისმენდინ. აღამაღლა მოსე, ქრისტე ღმერთო ყოველთა მეუფეო, ოდესმე გუჱლი სახედ ჯუარცუმისა შენისა, რომელი ჯუარს-ეცუ ჩუენთჳს ... (189v-191v).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


ოთხშაბათსა ე ლ ხუედრნი. განძლიერდასა - არა სიბრძ. აჰჴედ, მაცხოვარო, ჯუარად, რაჲთა ცხორებად აღმიყვანო და გუჱრდით მოიწყალ, რაჲთა უკუდავებისა წყაროჲ განმიღო, ამისთჳს უგალობ სახიერებასა შენსა ... (191v-193r).



შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


ხუთშაბათსა ე ლ ხუჱდრნი მესმასა დ - სიყუარული წ. აჰმაღლდი რაჲ ჯუარსა ზედა, მთანი და ბორცუნი ქუეყანითურ შეძრწუნდეს, რამეთუ იხილეს მათ უბრალოდ დასჯაჲ შენი ნეფსით, ჩუენთჳს, სულგრძელო ... (193r-194v).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


პარასკევსა ე ლ ხუჱდრნი. ღაღადყავსა - ნაწილ ჩემდა. შეკრულმან, მეუფეო, და სამსჭუალითა ძელსა შემსჭუალულმან განმჴსენ საკრეველთაგან ცოდვისათა და სიყუარულსა შენსა შემშჭუალე მე, სახიერ ... (194r-196r).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


შაბათსა ე ლ ხუჱდრნი დ. ფსალმუნნი ჴმაჲ დ. ღაღადყავსა - შთავარდი მე. ჯუარსა შეგმსჭუალეს შენ ჰურიათა და ივნე რაჲ, მაცხოვარ, დასცენ ... (196r-197v).

შენიშვნა: ჩართულია შემდეგი ოდები - აკურთხევდითსა, ადიდებდითსა


6. მეექუსესა კჳრიაკესა შობითგან ბრმისა. უფალო ღაღადყავსა. ჴმაჲ ა - შენ სიტყუაჲ. რომელი ქალწულისაგან ჴორცითა განჰკაცენ, ქრისტე კაცთმოყუარეო, და მოჰმადლე ნათელი შობითგან ბრმასა მას ... (197v-206v).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები: უგალობდითსა, განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა; ასევე შემდეგი საგალობლები - სხუანი, სტიქარონნი, წარდგომა, იბაკონი.

სხუანი გალობანი ბრმისანი. უგალობდითსა ჴმაჲ გ გუერდი - წამისყოფითა. წინასწარმეტყუელისა მოსესი არაჲ ისმინეს ჰურიათა და ქრისტესა ღმერთსა ურჩ ექმნეს ... (207r-210v).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები: განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა, გამოავლინე.


ორშაბათსა ვ ლ ხუჱდრნი. უგალობდითსა. ჴმაჲ ა გუერდი - ჯუარითა შენითა ცხოველითა, უფალო, წყევისა მისგან ძელისა ვიჴსნენით შენ მიერ, ამისთჳს ვაქებთ წყალობათა შენთა ... (210v-211v).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


სამშაბათსა ვ ლ მხოლოსა. ჴმაჲ ა გ. გუერდი - იხარებდით წარმ. ვითარცა აღამაღლა მოსე გუჱლი, ეგრეთვე შენ აჰმაღლდი, უფალო, სიმაღლესა ჯუარისასა, რაჲთა ზუავისა მტერისა გესლი მაკუდინებელი კაცთაგან განჰჴადო ... (211v-213r).



შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


მეექუსესა სამშაბათსა მწუხრი, წინადღე ამაღლებისაჲ. უფალო ღაღადყავსა ჴმაჲ ა გუერდი - საფლავსა ზედა. რომელი-იგი პირველად მოსეს ღრუბლით გამო ჰზრახვიდა მთასა ზედა სინასა, ესე დღეს მთისგან ზეთისხილთაჲსა ღრუბლითა ნათლისაჲთა აღვიდა მამისა თანა ... (213r-219v).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - უგალობდითსა, განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა; ასევე - წარდგომა.


მეექუსესა ხუთშაბათსა ამაღლებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი. უფალო ღაღადყავსა. ჴმაჲ ა - შენ სიტყუაჲ. მთავარნი ანგელოზთანი განკჳრვებულ იყვნეს უცხოსა მას აღსლვასა შენსა, ქრისტე, ჴორცითა ... (219v-229r).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - უგალობდითსა, განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა; ასევე - სხუანი, სტიქარონნი, წარდგომანი, იბაკონი.


სხუანი გალობანი ამისვე დღესასწაულისანი დ გუერდი - ეტლთაჲ მფ. ყოველთა ადამიანთა სიხარულით აღიტყუჱლენით ჴელნი დღეს, რამეთუ ქრისტე ჴელითა საღმრთოჲთა ნესტჳსაჲთა ამაღლდა, ვითარცა წერილ არს ... (229r-232v).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა. გამოავლინე.

ხვალისგან ამაღლებისა ხუჱდრნი. ჴმაჲ დ ღამითგანსა - უღმრთოთა ვერ. აჰმაღლდი ზეცად ქრისტე, ცათა დაუკლებელო და ღმრთისა მამისა თანა და სულისა წმიდისა მარადის მოსაყდრეო, და მგალობელნი შენნი მოციქულნი აკურთხენ, კაცთმოყუარე ... (232v-234r).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


ამაღლებისა შაბათსა ხუჱდრნი. ღაღადყავსა ბ გუერდი - სოფლისა ზღუაჲ. აღავსე დიდებით ცაჲ და ქუეყანაჲ, მჴსნელო, აჰმაღლდი რაჲ დიდებით და ჴორცნი, რომელნი ჩუენგან მიიხუჱნ აღიყვანენ ... (234r-236r).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


7. მეშჳდესა კვირიაკესა წმიდათა მამათა ნიკელთა. ბ გუერდი - ყოველი სასოებაჲ. ყოველივე სულისა გონიერებაჲ შეკრიბეს და სულითა წმიდითა განათლებულთა წმიდაჲ სარწმუნოებაჲ მართალი აღმოთქუჱს ნეტართა მამათა ... (236r-145r).



შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - უგალობდითსა, განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა, გამოავლინე; ასევე - სხუანი, სტიქარონნი, ლიტანიისა, წარდგომა, იბაკონი.


ორშაბათსა ზ ზ ხუჱდრნი. უგალობდითსა ჴმაჲ ა - მარჯუჱნა. ანგელოზთაგან უცნაური საიდუმლოჲ, ქუეყანად მოსლვისა შენისაჲ ზეცად აღსლვასა შენსა ბრწყინვალედ ისწავეს, მჴსნელო და ჴმობდეს: ესე არს მეუფე ... (245r-246v).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


სამშაბათსა ზ ზ მხოლოსა. ჴმაჲ ბ - ვიხილეთ ჩუენ. მკუდრეთით აღდგომისა შენისა შემდგომად, ორმეოცდღე, უფალო, ქადაგთა შენთა თანა ექცეოდე და ჰზრახევდ და აღუთქუ სულისა მოვლინებაჲ ... (246v-248v).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


ოთხშაბათსა ზ ზ ჴმაჲ გ. განძლიერდასა - მოსავთა შენ. დაშჯილი იგი და ურჩებითა განხრწნილი კაცთა ბუნებაჲ, სახიერ, უმაღლეს ჰყავ შენ ანგელოზთა და ჴელმწიფებათა ... (248v-250r).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები: აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.

ხუთშაბათსა ზ ზ მესმასა დ - იესუ მჯდომარ. ბუნებით შეუხებელი ღმერთი შესახებელ ჩემდა იქმნა, რაჟამს შემიმოსა, რომლითა ყოვლითურთ განმაბრწყინვა, ამაღლებითა თჳსითა აღმამღლა მე უმაღლეს ძალთა ... (250r-256r).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები: აკურთხევდითსა, ადიდებდითსა


პარასკევსა ზ ზ ღამითგანსა ბ გუერდი - შენდა აღვიმ. მძლავრი სიკუდილი საღმრთოჲთა ძალითა მოჰკალ, მეუფეო, და აღსდეგ ვითარცა ღმერთ ხარ ... (251v-253r).

შენიშვნა: ჩართულია შემდეგი ოდები - აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


შაბათსა ზ ზ ღაღადყავსა გ გუერდი - ღაღადყავ ჭ. დღესასწაულსა ამას უქმნელობისასა ვიშუჱბდეთ, რაჲთა ღირს-ვიქმნეთ უბიწოთა ქცევითა მადლსა სულისასა ... (253r-256r).

შენიშვნა: ჩართულია შემდეგი ოდები - კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


პირველ მარტჳლიისა შაბათსა ჴსენებაჲ ყოველთა სულთა ქრისტიანეთაჲ. ჴმაჲ ა - შენ სიტყუაჲ. ზეცისა სასუფეველსა დააწესენ, ქრისტე, სულნი, რომელ მისცვალენ საწუთროჲსა ამისგან ... (256r-259v).



შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები: უგალობდითსა, განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა, გამოავლინე, აქებდითსა; ასევე - წარდგომანი.


კჳრიაკსა მერგასესა მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ წმიდათა მოციქულთა ზედა. ჴმაჲ ა - შენ სიტყუაჲ. განახლდებიან ენანი ღმრთისა დიდებისა სიტყუად უცხოჲთა ჴმითა ცეცხლისსახედ ხილვისა დასარწმუნებლად ... (259v-269r).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - უგალობდითსა, განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა; ასევე - სხუანი, სტიქარონნი, წარდგომანი, იბაკო.


სხუანი გალობანი ამისვე დღესასწაულისანი იამბიკონი ხუთთავნი თანა ხუთ სიტყუანი სწორნი. უგალობდითსა. ჴმაჲ დ - საღმრთოჲმან ნის. ამცნო სიტყუამან თაყუანისსაცემელმან, საყუარელნო: განუშორებელ იყვენით, ვიდრემდის მჯდომარემან მამისა თანა მოგივლინო მადლი სულისა წმიდისა ... (269v-272v).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები: განძლიერდასა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა, გამოავლინე; ასევე - სხუაჲ.

8. ორშაბათსა ხუჱდრნი მერვისა შჳდეულისასა - მონებისა მისგან. ჴმაჲ ა - ზეცათა სუფევისა მკჳდრნო და მხილველნო ღმრთისა დიდებისანო, რომელთა მოგცა სულმან წმიდამან ჴელმწიფებაჲ დათრგუნვად ეშმაკი და შეკრვად და განჴსნად ცოდვათა ... (272v-274v).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები:აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


სამშაბათსა ხუჱდრი მხს. - ღმერთო ჭეშმარიტა. ღმერთო სახიერო, წარგჳძეღუ გზასა წრფელსა, რომელნი გალობით ღმრთისგმეტყუჱლებთ შენ ... ( 274v-275v).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები - აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


ოთხშაბათსა ჱ ლ გ. - მოსავთა შენთა. ძალთა ცისათა დამამტკიცებელმან სულმან წმიდამან ცად გამოაჩინნა დღეს მოციქულნი და ექმნა მათ ბრწყინვალედ ნუგეშნისმცემელ ... (276r-277r).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები: აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.



ხუთშაბათსა ჱ ლ. ხუჱდრნი. მესმასა. ჴმაჲ დ - იესუ მჯდომარე. ჭეშმარიტისა მის აღთქუმისა პაემანი აღესრულა და ბრწყინვალე მადლი მეერგასისაჲ მოწევნილ იქმნა ... (277r-279v).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები: აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


პარასკევსა ჱ ლ. ხუჱდრნი. ღამითგანსა - რომელმან შეიმოს. განუშორებელად გამომავალსა მამისაგან და ძისა თანა განსუჱნებელსა სულსა, ყოვლად სახიერსა წმიდასა ნუგეშინისმცემელსა, დიდებისვმეტყუჱლებდეთ ... (279v-280r).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები: აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


შაბათსა ჱ ლ. ხუჱდრნი - სოფლისა ზღუაჲ. პირველად ანგელოზთა მიანიჭე სიწმიდე და ელვარე ჰყვენ იგინი ბრწყინვალებითა ღმრთეებისაჲთა, სულო ყოვლად წმიდაო ... (280r-282r). 


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი ოდები: კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.


კჳრიაკესა ყოველთა წმიდათასა დასდებელი - ზეცისაჲ. მოვედით, მოყუარენო დღესასწაულისანო და ქრისტეს მოწამეთა საჴსენებელსა ღირსად ქებით, პატივსვცემდეთ, ვღაღადებდეთ: მაცხოვარ, ღირს გუყვენ მათ თანა ჩუენცა, მკჳდრყოფად ზეცისა სასუფეველსა ოხითა მათითა გევედრებით ... (282r-284v).


შენიშვნა:

ჩართულია შემდეგი საგალობლები: სხუანი, სტიქარონნი.


  1. 1. “ღმერთო, შეიწყალე ცოდვილი ელია” (64v ნუსხური, გადამწერის ხელთ, ქვედა არშიაზე).


  2. 2. ხელნაწერს შიგადაშიგ გვიანდელი ხელით აქვს დართული ტექსტთან დაკავშირებული მხედრული (იხ. 96v, 133v, 179v, 181v, 197v, 200v, 236r, 259v, 264v) და ნუსხური (162v) მინაწერები.


  1. შიგადაშიგხელნაწერის არშიებზე მითითებულია საგალობლების ავტორები: იოსებ (23r, 28v, 34r, 81v, 83v, 112r, 121v, 123r, 125r, 128v, 183r, 187v, 191v, 210v, 215r); იოანე (116r, 201v); თეოფანე (241r, 276r); გერმანე (262r, 264r).

ციტირება

ზატიკი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/15 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში