წინამდებარე ნუსხა იმ რამდენიმე ხელნაწერთაგანია, რომლებშიც XVII საუკუნეში მოღვაწე ქართველი პოეტის - დათუნა ქვარიანის "ლექსად თქმული წმინდა გიორგის ცხოვრება" შედის. ის ბართლომე ბიბილურის მიერ არის გადაწერილი 1848 წელს და ლექსად თქმული ცხოვრების სრულ ვერსიას შეიცავს.
- შიფრი:
- 1446/127
- სახელწოდება:
- წმინდა გიორგის ლექსად თქმული ცხოვრება
- თარიღი:
- 1848
- დათარიღების საფუძველი:
-
ხელნაწერის ანდერძი.
- ავტორ(ებ)ი:
- გადამწერი/დამწერი:
- ფურცლების რაოდენობა:
- 39
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ზომები
-
ყდის:
229x175
ქაღალდის:
218x175
ტექსტის:
200x158
სისქე:
9
სტრიქონებს შორის მანძილი:
10
- არშიები
-
ზედა:
8
ქვედა:
8
მარცხენა:
10
მარჯვენა:
5
- სტრიქონების რაოდენობა:
- 20
- აღრიცხვა:
-
ფურცლობრივი.
- დაკავშირებული პირები
- დაკავშირებული ტოპონიმები
- დასაწყისი:
-
კარი პირველი. წამება წმიდისა და მთავარმოწამისა გიორგისა, რომელმან თავით თუისით ინება ურმის თუალთა ზედან შესვლა - ღმერთო, ცისა და ქუეყნისა, ზღუათა და ჴმელთა მფლობელო, შუიდკამარათა ცისათა გუნბათსა ზედა მჯდომელო, მამავ, ძევ, სულო ცხოველო, ერთარსო ყოვლისა მპყრობელო და რიტორთა მრავალმეტყველთა თუით ქებამიუთხრობელო ... (1აr-6r).
ქვესათაურ(ებ)ი:
-
კარი პირველი, დასაწყისი დიდისა ახოვანისა და ზღვათა და ხმელთა მპყრობელისა, ღუაწლით შემოსილისა წმიდის გიორგის ურმის თვალსა ზედან შესვლა მის მწარისა ორღანოსა და მრავალმახვილოვანისა მეფისა ურწმუნოს დეოკლიტიანესაგან (6r-9v).
-
კარი მეორე, წმიდის გიორგის ურმის თვალსა ზედან შესვლა და წამება (9v-10v).
-
კარი მესამე, ანტიოქ სტრატია მოაქცია ქრისტიანად (10v).
-
კარი მეოთხე, დედოფალი ალექსანდრა მოაქცია ქრისტიანად (10v-11r).
-
კარი მეხუთე, წმიდის გიორგის კირში ჩაგდება (11r-v).
-
კარი მეექვსე, წმიდის გიორგის მხურვალეს ხლმით(!) ტანჯვა (11-12v).
-
კარი მეშვიდე, წმიდის გიორგის ძარღვთა გვემა (12v).
-
თავი [მერვე], წმიდა გიორგიმ მკვდარი აღადგინა (13r-14r).
-
კარი მეცხრე, წმიდა გიორგიმ ღვლიკერს ხარი გაუცოცხლა (14r-15v).
-
კარი მეათე, წმიდა გიორგიმ კერპნი დაამხვნა (15v-17v).
-
კარი მეთერთმეტე, წმიდა გიორგი და დედოფალი ალექსანდრა მახვილითა აღასრულა (17v-19r).
-
კარი თორმეტი, წმიდას გიორგის იესო ქრისტე გამოეცხადა (19r-v).
-
კარი ცამეტი, წმიდა გიორგიმ ვეშაპი მოკლა და ლასიის ქალაქი მოაქცია ქრისტიანად (20r-22v).
-
კარი თოთხმეტი, წმიდა გიორგიმ ეშმაკი შეიპყრო (22v-23v).
დასაწყისი:კარი თხუთმეტი, წმიდა გიორგიმ ქვრივისაგან სვეტი შეიწირა (23v-25r).
-
კარი თექუსმეტი, სარკინოზი ხელმწიფე მოუხდა ამ საყდარსა (25r-26r).
-
კარი ჩვიდმეტი, აგარიანთ ფატარი მოაოხრეს (26r-27v).
-
კარი თვრამეტი, ბორჯომიდგან ტყვე გამოიხსნა (27v-34r).
-
კარი წმიდის გიორგის თეოფისტეს გამოცხადება (34r-39r).
-
მხედრული: ,,დამიწერია მე პრიჩეტნიკსა ბართლომე ბიბილუროვსა წელსა ჩყმჱ-სა (1848) აპრილის ჱ-სა დღესა. შესრულდა“(39v).
-
მხედრული: ,,მზეებრ ბრწყინვალეს,
ფრთოვან ფრინვალეს,
გიორგის ვესავ,
ქრისტეს მხედარსა,
ახოვან მხნესა,
კერპთმსახურ მძლესა,
ქრისტიანეთა საიმედარსა.
ღვაწლი შეამკო, კერპნი დაამხნო,
თვისთა მოსავთა მოჰფენს მზედარსა
და წამებით სრული,
გვირგვინმოსრული
ქრისტეს წინაშე ჩვენდა მწედ არსა“ (39r-v).
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 130-131.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, II, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2018, გვ.139-141
ლექსად თქმული წმინდა გიორგის ცხოვრება, გამოსაცემად მოამზადა ზაზა სხირტლაძემ, თბილისი, 2020.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1925 წელს ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტიდან (მოსკოვი).
ციტირება
წმინდა გიორგის ლექსად თქმული ცხოვრება. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/149 წვდომის თარიღი: