ხელნაწერი შეიცავს XII საუკუნის ებრაული წარმოშობის ცნობილი არაბი ფილოსოფოსის, მათემატიკოსის, ექიმისა და ასტრონომის, სამუელ რაბინის / მაროკოელის პოლემიკური შინაარსის თხზულებას „ოქროს ანაქუსი“. თავდაპირველად თხზულება ითარგმნა არაბულიდან ლათინურად, ხოლო XVI საუკუნის დასაწყისში - ლათინურიდან რუსულად მღვდელმონაზონ ვარლამის მიერ. სწორედ ამ რუსული თარგმანის მეორე გამოცემიდან (1782) ითარგმნა წინამდებარე ტექსტი 1786 წელს დიმიტრი ბაგრატიონის მიერ მოსკოვში, მისი მამიდის, ანა ბატონიშვილის (ქაიხოსრო მეფის (1709-1711) ასული) დაკვეთით.
წინამდებარე ხელნაწერი ბაგრატ ბატონიშვილმა გადაწერა პეტერბურგში 1817 წელს.
- შიფრი:
- 1446/125
- სახელწოდება:
- ოქროს ანაქუსი
- თარიღი:
- 1817
- დათარიღების საფუძველი:
-
ხელნაწერის ანდერძი.
- ავტორ(ებ)ი:
- გადამწერი/დამწერი:
- გადაწერის ადგილი:
- მთარგმნელი:
- ფურცლების რაოდენობა:
- 80
- დაუწერელი ფურცლები:
- 65v-80r
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
ტვიფრული კიდეები მოვარაყებული ოქროსფრად, ყდას შიგნიდან გამოკრული აქვს ჭრელი ქაღალდი.
- ზომები
-
ყდის:
205x162
ქაღალდის:
199x158
ტექსტის:
134x116
სისქე:
28
სტრიქონებს შორის მანძილი:
8
- არშიები
-
ზედა:
30
ქვედა:
30
მარცხენა:
20
მარჯვენა:
20
- სტრიქონების რაოდენობა:
- 16
- აღრიცხვა:
-
გვერდობრივი, რვეულებრივი; სულ 9 რვეული.
- დაკავშირებული ტოპონიმები
- დასაწყისი:
-
თავი კა, რამეთუ ღმერთმან შეურაცხ-ჰყო მარხუანი, შაბათობანი და მსხუჱრპლნი იუდეანთანი და აღირჩია ქრისტეანეთა (52r-54r).
სათაურ(ებ)ი:
-
წიგნი სამოელ რაბინ მორაკანელისა უპირველესის სინაღოღისაგან სჯულის შესაკრებელის მოძღურის ისაკ რაბინისა მიმართ, რომელ არს მორაკანის ქალაქსა შინა - ღმერთმან დაგიცუას შენ, საყუარელო ძმაო, განაგრძოჰსცა საუკუნო შენი, ვიდრე დასასრულადმდე ტყვეობისა ჩვენისად ... (5v).
ქვესათაურ(ებ)ი:
-
თავი ა, მისთვის, ვითარმედ რაჲსათვის იმყოფებიან ღმრთისა რისხუასა ქუჱშე იუდიანნი (6v-8v).
-
თავი ბ, გამოუცხადებს, ვითარმედ იუდიანნი რომლისამე დიდისა ცოდვისათჳს არიან განთესულებასა შინა და ამხილებს მათ დამარხვასა ჰსჯულისასა (8v-10r).
-
თავი გ, მისთვის, ვითარმედ დამარხუა სჯულისა იუდიანთაგან არა სათნო არს ღმრთისა ცოდვისა მისთვის, რომელსა შინა არიან იგინი (10v-12r).
-
თავი დ, მისთვის, ვითარმედ იუდიანნი დაბრმობილან (12r-13r).
-
თავი ე, მისთვისვე, ვითარმედ იუდიანნი ატყუებენო სხვათა და თვით თავთა თჳსთა (13r-16r).
-
თავი ვ, ვითარისა ცოდვისათვის არიან იუდიანნი ტყვეობასა შინა (16v-17v).
-
თავი ზ, რამეთუ იესო მართალი ქ(რისტ)იანეთა ღმერთი უსამართლოდ განისყიდა (18r-19v).
-
თავი ჱ, უჩვენებს შემდგომად ქრისტეს სიკუდილისა ვითარისა სახითა შეუდგა წინასწარმეტყველებისამებრ დანიელისაჲსა იუდიანთა განბნევა (20r-21v).
-
თავი თ, ქრისტეს ორჯელ მოსლვისთვის (22r-23r).
-
თავი ი, მისთვისვე (23r-25v).
-
თავი ია, მისთვის, ვითარმედ ქრისტე მეორედ მოსვლასა შინა იქმნების საშინელი მსაჯული (25v-27r).
-
თავი იბ, ქრისტეს ამაღლებისათვის (27r-29r).
-
თავი იგ, მისთვისვე (29r-33r).
-
თავი იდ, იუდიანთა სიბრმისა და ურწმუნოებისათჳს (33r-34v).
-
თავი იე, ვითარ თქუჱს უწინარესვე წინასწარმეტყველთა იუდიანთა სიბრმე და მათი ურწმუნოება ქრისტესი (34v-37r).
-
თავი ივ, უჩვენებს იუდეანთა უარისყოფასა ურწმუნოებისა მათისათვის და აღრჩევასა წარმართთასა რწმუნებისათჳს მათისა (37r-40r).
-
თავი იზ, მისთვისვე (40r-41v).
-
თავი იჱ, მისთვის, ვითარმედ წარმართნი განცხოველებულნი სარწმუნოებით უბიწოდ იმარხვენ ახალსა ჰსჯულსა (41v-42v).
-
თავი ით, წინასწარმეტყუჱლთა წილ მოციქულთა აღრჩევისათვის (43r-48r).
-
თავი კ, იუდიანთა მსხუჱრპლისა შეურაცხყოფისათვის და ქრისტეანეთა საიდუმლოსა აღრჩევისათვის (48r-52r).
დასაწყისი:თავი კა, რამეთუ ღმერთმან შეურაცხ-ჰყო მარხუანი, შაბათობანი და მსხუჱრპლნი იუდეანთანი და აღირჩია ქრისტეანეთა (52r-54r).
-
თავი კბ, სიტყვითა უფლისათა რებეკას მიმართ, დამტკიცდების შეურაცხყოფაჲ სჯულისა შესაკრებელისა და აღრჩევაჲ ეკკლესიისა (54r-v).
-
თავი კგ, მისთვისვე (55r-v).
-
თავი კდ, მისთვის კუალად ქრისტეანეთა გალობა ღმერთსა შ[ე]უწყნარებიეს (56r-57v).
-
თავი კე, მისთვის, ვითარმედ იუდიანთა არა აქუსთ მიზეზი განქიქებად ქრისტეანეთა გალობისა (55v-59v).
-
თავი კვ, უჩუჱ[ნ]ებს ღმრთისაგან იუდიანთა განდგომასა (59v-62r).
-
თავი კზ, ყოველთა ამათ დასამტკიცებელად შემოიყუანების რომელიმე ალ-ყურანისაგან თქმული იესოსა და მარიამ დედისა მისისათვის (62r-65r).
-
მხედრული: „ოქროს ანაქუსი - სამოელ რაბინ იუდიანისა მეორედ გამოღებული საკფპეტრებურღსა შინა შნორინის ნების სტანბასა შინა დაიბეჭდა 1782 წელსა“ (1r).
-
მხედრული: „დიმიტრი ბაგრატიონის მიერ ნათქუამი:
მე დაუშუჱრ ამად, ერთი მწამს სამად
სულად, ძედ, მამად იუდელთ ვამად“ (65r).
-
მხედრული: საქართუჱლოს მეფის გიორგის ძემან ბაგრატმან გარდმოვსწერე წიგნი ესე სამოელ რაბბინის უპირველესის სინაღოღის იუდიანისაგან მიწერილი სჯულის შესაკრებელის მოძღურის ისაკ რაბინის მიმართ, რომელი ეწოდების წიგნსა ამას „ოქროს აღნაქუსი“, მკითხველთ შეცთმის შენდობას მოქენაობ, მწირი როსიასა შინა მეფის ძე ბაგრატ. ჩემთჳს აღვწერე. ნუვინ იპარამთ. თჳით პეტერბურღსა 1817. 12.10.“ (65r).
-
„მკითხუჱლთათჳს
ჩემმან წიგნის თარგმანი შეუძლებელ იყო საღმრთო წერილის ენის გამუცდელობით, მაგრამ მამის დის ჩემის, მეფის ქაიხოსროს ასულის ანნას თხოვა-ბრძანებას ვერ ურჩ ვექმენ. ვინაჲთგან დიდი სურვილი ჰქონდა რუსულისაგან ქართულად გადმოღებისა და ამისთჳს აღბაძულმან სხვათა ქრისტიანეთა მთარგნელთამან, არღარა ერიდე სიტყჳსა გაუწყობრობისა ყვედრებასა, რათა იდიდოს ადრითგანვე მორწმუნეთა ჩემთა ერთ ქუჱყნილთაგან ყოვლად დიდებული სახელი ღმერთ მამაკაცისა, უფლისა ჩვენისა, იესუ ქრისტესი. აწ და უკუნისამე.
აზრი წერილისა სრულიად გარდმომიღია და თუ ვინმე ინებებთ უმშვენიერესად გაწყობასა მშრომელის სახელი აღუხოცუჱლად. მმადლობელ ვექმნები, თავადი დიმიტრი ბაგრატიონი, 1786 წელსა, მოსკოვს“ (3v-4r).
ხელნაწერს თავში დართული აქვს რუსული გამოცემის მიძღვნა ქართული თარგმანით: „უწმინდესისა სინოდისა მართებელისა წევრსა, დიდსა უფალსა მაღალ ყოვლად უსამღვდელოს გაბრიილს არხიეპისკოპოსს დიდისა ნეოღოროდისა, სანკთპეტერბურხისასა და წმიდისა სამებისა ალექსანდრე ნევსკის მონასტრის არხიმანდრიტსა. მას ყოვლად სამღუდელოებას უმოწყალესს მწყემს-მთავარსა: მაღალ ყოვლად სამღუდელო მეუფეო, უმოწყალესო მწყემს-მთავარო, მივიღე უსახმარესი ჟამი გამოცხადებად თქუჱნის მაღალ ყოვლად სამღვდელოების უქვენესად შევრდომისა, გავბედავ განვაშვენო სახელითა თქუჱნითა თარგმნილი ჩემ მიერი სამოელ რაბბინის სათნო უყოფელად ქრისტესთჳს გაჰსჯა [ ... ] მღუდელ-მონაზონი ვარლაამ “(1v-3r).
ხელნაწერს აქვს შესავალი: მკითხველთათვის და რუსული გამოცემის შესავლის თარგმანი დაწერილი მთარგმნელის დიმიტრი ბაგრატიონის მიერ (3v-5r).
ხელნაწერს ერთვის უცხო სიტყვათა განმარტებები (4v,17v, 26r,30r, 27v,33v, 36v, 37v, 39r, 46v,52v, 54r,57r )
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 128-129.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, II, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2018, გვ.131-134.
Златое сочинение раввина иудейскаго Самуила / [Пер. иеромонаха Варлаама]. Санктпетербург: Тип. Шнора, 1782 (переиздания Санктпетербург: [Тип. Богдановича], 1787, 1788).
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1925 წელს ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტიდან (მოსკოვი).
ციტირება
ოქროს ანაქუსი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/147 წვდომის თარიღი: