- შიფრი:
- 1446/124
- სახელწოდება:
- ანდრია სალოსის ცხოვრება
- საუკუნე:
- XIX
- დათარიღების საფუძველი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები.
- ავტორ(ებ)ი:
- გადამწერი/დამწერი:
- მთარგმნელი:
- ფურცლების რაოდენობა:
- 92
- დაუწერელი ფურცლები:
- 1v, 2r,v; 87v, 88r-91r, 92v.
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
მუყაოს ზოლიანი ყდა.
- ზომები
-
ყდის:
213x165
ქაღალდის:
200x155
ტექსტის:
138x103
სისქე:
17
სტრიქონებს შორის მანძილი:
16
- არშიები
-
ზედა:
27
ქვედა:
37
მარცხენა:
20
მარჯვენა:
40
- სტრიქონების რაოდენობა:
- 20/24
- განკანონება/ჭვირნიშანი:
-
შეემჩნევა ჭვირნიშანი.
- აღრიცხვა:
-
გვერდობრივი; 96-ე გვერდიდან არეულია, 96-ის ნაცვლად წერია 86 (86-96), შემდეგ აღრიცხვა გრძელდება თანმიმდევრულად.
- დაკავშირებული პირები
- დაკავშირებული ტოპონიმები
- დასაწყისი:
-
„ძმანო ჩემნო, საყვარელნო და მონანო ღმრთისანო, ისმინეთ ვედრებისა ჩემისა და გაუწყოთ, რამეთუ არს საქმე ესე ტკბილი, ვითარცა თაფლი და საყნოსელად სუნნელი, და ამო, განმზადენით გულნი თქვენნი სმენად, რათა მე უფროსღა განვჰძლიერდე და ვიწყო თხრობად კაცისა ამის საკვირველისა მოწყალებათა...“ (3r).
-
„საიდამაც ეს წიგნი გარდმოვწერე, ის დედანი იყო უცოდინარის კაცის ნაწერი, ვითარცა ასონაკლებები, ეგრეთვე ტყუილების ლექსებით სავსე და ძნელი აღმოსაცნობი. რაც შემეძლო ვასწორებდი, ჩემის ჰაზრითა. გარნა ვუწყი, რომელი აქუს ბევრი ნაკლებულება და აღმომკითხველთა გთხოვთ ნუ მწყევთ, არამედ მილოცევდით ამ წიგნისა აღმწერელსა მღვდელსა პეტრე ტაბლიანიძეს“ (86v).
-
მხედრული: „ეს წიგნი ეკუთვნის მათ ბრწყინვალებას კნეინა ეფემია ჯორჯაძისას“ (1r).
-
მხედრული: „ძველი ასლი ამ წიგნისა ეტრატზე, XIV საუკ. დაცული შიომღვიმის მონასტერში, თ. ჟორდანია“ (87r).
ტექსტი კიმენური რედაქციისაა.
ხელნაწერის მინაწერში მითითებულია, რომ ტექსტი გადაწერილია XIV საუკუნის ხელნაწერიდან, რომელიც შიომღვიმეშია გადაწერილი (შდრ.1446/116).
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 127-128.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, II, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2018, გვ.129-130.
ე. გაბიძაშვილი, ქართული ნათარგმნი ჰაგიოგრაფია, თბილისი, 2004 წ., გვ. 135-136.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1925 წელს ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტიდან (მოსკოვი).
ციტირება
ანდრია სალოსის ცხოვრება. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/146 წვდომის თარიღი: